ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (21)
შემდგომი ცვლილებები (8)
წინა ცვლილებები (13)
დოკუმენტის ტექსტი
|
ა) „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) „მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №3-ის შესაბამისად;
დ) „გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 05) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №4-ის შესაბამისად;
ე) „დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №5-ის შესაბამისად.
|
1. „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები მოქალაქეებისათვის სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსების წესსა და პირობებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“) .
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №206 - ვებგვერდი, 01.07.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
1. მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პირებს (შემდგომში - "მოსარგებლე") წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი/მუდმივი ბინადრობის მქონე არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და ესაჭიროებათ შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურება:
ა) ავთვისებიანი სიმსივნეების (კერძოდ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი C00-C97) დიაგნოსტიკა და ამბულატორიულ-სტაციონარული მკურნალობა, რომელიც შეიძლება დაფინანსდეს:
ა.ა. წელიწადში არაუმეტეს 2500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი არ აღემატება 600,00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარს;
ა.ბ) წელიწადში არაუმეტეს 2000,00 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) , იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი მერყეობს 600-1000 ლარამდე.
ა.გ) წელიწადში არაუმეტეს 1500.00 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი აღემატება 1000.00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.
ბ) კარდიოქირურგიული მომსახურება (მათ შორის სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის ფარგლებს ზევით გაწეული სამედიცინო მომსახურება, კორონაროგრაფია, სტენტირება (მათ შორის წამლით დაფარული სტენტი), აბლაცია და გადაუდებელი კარდიოქირურგია), რომელიც შეიძლება დაფინანსდეს:
ბ.ა) წელიწადში არაუმეტეს 2000.00 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი არ აღემატება 600.00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.
ბ.ბ) წელიწადში არაუმეტეს 1700.00 (ათას შვიდასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი მერყეობს 600-1000 ლარამდე.
ბ.გ) წელიწადში არაუმეტეს 1500.00 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი აღემატება 1000.00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.
გ) გეგმიური ქირურგიული სამედიცინო მომსახურება, რომელიც შეიძლება დაფინანსდეს:
გ.ა) წელიწადში არაუმეტეს 1000.00 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი არ აღემატება 600.00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარს;
გ.ბ) წელიწადში არაუმეტეს 800.00 (რვაასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი მერყეობს 600-1000 ლარამდე.
გ.გ) წელიწადში არაუმეტეს 500.00 (ხუთასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი აღემატება 1000.00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.
დ) კომპიუტერული გამოკვლევები (CT და MRT კვლევები) , რომელიც შეიძლება დაუფინანსდეს მხოლოდ 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, წელიწადში არაუმეტეს 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) .
ე) მოხუცებულობითი კატარაქტა (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი H25), ცხვირის და ცხვირის სინუსების სხვა დაავადებები (J34), ნუშურებისა და ადენოიდების ქრონიკული ავადმყოფობები (J35), სხვა კატარაქტა (H26) , სტრაბიზმის (სიელმე) სხვა ფორმები (H50), ცხვირის პოლიპი (J33), რომელიც შეიძლება დაუფინანსდეს მხოლოდ 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, წელიწადში არაუმეტეს 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით).
ვ) M16 კოკსართროზი (მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი) და M17 გონართროზი (მუხლის სახსრის ართროზი) დიაგნოზის შემთხვევაში მუხედავად ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავლისა, დაფინანსება განისაზღვროს წელიწადში არაუმეტეს 1000.00 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. იმ შემთხვევებზე, თუ პროგრამით სარგებლობის მსურველი 18 წლამდე ასაკის მქონე პირის ერთ-ერთ მშობელს აქვს 2 წლიანი უწყვეტი რეგისტრაცია (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ), ხოლო პროგრამით სარგებლობის მსურველ არასრულწლოვან პირს უფიქსირდება აქტიური რეგისტრაციის სტატუსი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ოჯახის ცხოვრების ფაქტის (ბოლო ორი წლის მანძილზე) დასადასტურებლად.
3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, კერძოდ, გადაუდებელი კარდიოქირურგიის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას პაციენტის საავადმყოფოდან გამოწერამდე, ან გამოწერიდან 5 დღის ვადაში და წარუდგინოს მოქალაქესა და კლინიკას შორის გაფორმებული ვალის აღიარების შესახებ დოკუმენტი, მითითებული გადასახდელი თანხის ოდენობის ჩვენებით.
4. ქვეპროგრამით მოსარგებლის მიერ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორი ან მეტი ქვეპუნქტით სარგებლობისას, ქვეპროგრამით დადგენილი სამედიცინო მომსახურებების დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ქვეპროგრამით მოსარგებლეზე შეადგენს წელიწადში არაუმეტეს 2500,00 (ორიათას ხუთასი) ლარს.
5. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება შემდეგი სახის განცხადებები:
ა) განცხადება, რომელსაც თან არ ახლავს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;
ბ) განცხადება, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ ორგანოში მომართვამდე განხორციელებულია შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობა (გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაუდებელი კარდიოქირურგიული მომსახურებისა). ასევე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსების წერილის გაცემამდე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება.
გ) „გ) განცხადება საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნით (გარდა იმ შემთხვევებისა, რომელსაც თან ახლავს რეფერალური მომსახურების პროგრამის დაფინანსების წერილი და მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. ამ შემთხვევაში დაფინანსება გაიცემა მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში).
დ) განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგია კოსმეტიკური მიზნით;
ე) განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია გეგმიური ქირურგიული სამედიცინო მომსახურება შემდეგი დიაგნოზების მიხედვით: რეფრაქციისა და აკომოდაციის დარღვევები (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი H52) , მოხუცებულობითი კატარაქტა (H25) , ცხვირის და ცხვირის სინუსების სხვა დაავადებები (J34) , ნუშურებისა და ადენოიდების ქრონიკული ავადმყოფობები (J35) , სხვა კატარაქტა (H26) , სტრაბიზმის (სიელმე) სხვა ფორმები (H50) , ცხვირის პოლიპი (J33) , M16 კოკსართროზი (მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი) და M17 გონართროზი (მუხლის სახსრის ართროზი) ზოგადი სიმსუქნე (E66) , რქოვანას სხვა ავადმყოფობები (H18) და სკლერისა და რქოვანას დაზიანებები იმ ავადმყოფობების დროს, რომლებიც შეტანილია სხვა რუბრიკებში (H19) , გარდა მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა
ვ) განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით ანაზღაურებადი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება;
ზ) განცხადება სამედიცინო დახმარების თაობაზე, თუ მოქალაქეს მიღებული აქვს დახმარება წლის განმავლობაში ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ლიმიტების მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №288 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.

1. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა კრიტერიუმებთან შესაბამისობა და ქვეპროგრამაში მათი ჩართვის შესაძლებლობა განისაზღვრება შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:
ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);
დ) მკურნალი ექიმის მიერ შევსებული ფორმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №IV- 100/ა, რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის მერიაში წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე;
ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ შედგენილი ინვოისი;
ვ) სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) პაციენტთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლი, იმ შემთხვევაში თუ განცხადება წარმოდგენილია ქვეპროგრამით დადგენილი დახმარების მიღების მსურველის ოჯახის წევრის მიერ;
თ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (თუ მოქალაქის სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება. ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შევსებული აქტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, თუ ოჯახი რეგისტრირებული არ არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
კ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია მოქალაქისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან დაფინანსებაზე უარის თაობაზე.
ლ) სსიპ „შემოსავლების სამსახური“-დან ბოლო 1 წლის შემოსავლების შესახებ ცნობა ან ქვეპროგრამის მოსარგებლის თანხმობა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესაბამისი სამსახურიდან პირის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. გამონაკლისს წარმოადგენს გადაუდებელი კარდიოქირურგიის შემთხვევაში სტაციონარში მყოფი პირი და პირი რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს.
2. სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასთან და დაფინანსების ოდენობასთან დაკავშირებით ქვეპროგრამით მოსარგებლისათვის დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი "მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი“.
3. მოქალაქეთა განცხადებებისა და მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციის სისწორეს ამოწმებს და ჯგუფისთვის განსახილველად ამზადებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
4. იმ მოქალაქეების განცხადების განხილვისას, რომელთა სარეიტინგო ქულა აღემატება 70 000-ს ან არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ესაჭიროებათ ამ წესით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება, "მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი” ხელმძღვანელობს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში შედგენილი აქტით მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და სსიპ „შემოსავლების სამსახური“-დან ბოლო 1 წლის შემოსავლების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით განსაზღვრული ლიმიტებით.
5. ქვეპროგრამის მოსარგებლეთა მოთხოვნის განხილვისას" მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი” მხედველობაში იღებს და ითვალისწინებს "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" მიხედვით რომელი პაკეტის მომხმარებელია განმცხადებელი, რომლის შესაბამისად შესაძლოა დაზუსტდეს მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, განსაკუთრებულ შემთხვევებში ჯგუფი უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ აქტისა და სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“ შემოსავლების შესახებ ცნობის წარდგენის გარეშე, ამ წესით დადგენილი მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში.
6. „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფის” საქმიანობა და უფლებამოსილება განისაზღვრება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 22 აპრილის დადგენილება №189 - ვებგვერდი, 22.04.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 მაისის დადგენილება №196 - ვებგვერდი, 22.05.2020წ.

1.„მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფის” მიერ დაფინანსების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების სახელზე მზადდება მიმართვის წერილი მოქალაქის დაფინანსების თაობაზე, შემდეგი მონაცემების მითითებუთ:
ა) დაწესებულების სახელწოდება;
ბ) ბენეფიციარის მონაცემები;
გ) დაფინანსებული თანხის ოდენობა;
დ) წერილის მოქმედების ვადა.
ანგარიშსწორებისათვის სამედიცინო დაწესებულება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
2.ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
3. ანაზღაურებას არ ექვემდებარება მიმართვის წერილის მოქმედების ვადის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

1. „მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს:
ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ომის მონაწილე, მარჩენალდაკარგული (18 წლის ასაკის მიღწევამდე) სარეიტინგო ქულით 70 001 დან -150 000-ის ჩათვლით (შემდგომში ბენეფიციარები) მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსების წესსა და პირობებს.
ბ) შაქრიანი დიაბეტით დაავადებული, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვთა და მოზარდთა გლუკომეტრების შესაბამისი საანალიზო ტესტ-ჩხირებით დაფინანსების წესსა და პირობებს.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური.

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სოციალურად დაუცველი მოქალაქე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული სოციალურად დაუცველი პირი, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს.
ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი - პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური, ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში;
გ) იძულებით გადაადგილებული პირი - პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო);
დ) სამედიცინო დაწესებულება - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას;
ე) დაფინანსება - „მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესით“ განხორციელებული დაფინანსება;
ვ) მარჩენალდაკარგული - შვილი (შვილები) და ნაშვილები ბავშვი (ბავშვები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე;
ზ) ომის ვეტერანი (მონაწილე) - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზების მიხედვით ირიცხება ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ვეტერანის სტატუსით.

„ქვეპროგრამის მიზანია, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ომის მონაწილეების, მარჩენალდაკარგული (18 წლის ასაკის მიღწევამდე, სარეიტინგო ქულით 70 001 დან-150 000 ჩათვლით) მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხისა და 18 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების გლუკომეტრ შესაბამისი საანალიზო ტესტ-ჩხირებით დაფინანსება.

1.მოქალაქეთა მედიკამენტებითა და ტესტ-ჩხირებით დახმარების ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ, ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ).
2. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიმღები უნდა განეკუთვნებოდეს ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება;
ბ) მკვეთრად, მნიშვნელოვნად, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები (მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შემთხვევაში დახმარება გაიცემა სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ შედგენილი აქტის შესაბამისად).
გ) 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;
დ) მარჩენალდაკარგული;
ე) ომის ვეტრანები (მონაწილეები) – სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზების მიხედვით ირიცხება ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ვეტერანის სტატუსით.
3. ქვეპროგრამის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარები ვერ ისარგებლებენ იმ მედიკამენტების დაფინანსებით, რომელთა დაფინანსებასაც ითვალისწინებს „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა“. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი ჩართულია „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამაში.
4. ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV-100/ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის მუნიციპალიტეტში წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე;
ვ) ლიცენზირებული აფთიაქის მიერ გაცემული განფასება (კალკულაცია), სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV-100ა-ით განსაზღვრული მედიკამენტების ან ტესტ-ჩხირების საჭიროების შესახებ;
ზ) ქვეპროგრამის ბენეფიციართან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ არის ამ პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მიმღები;
თ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შემთხვევაში დახმარება გაიცემა, სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ შედგენილი აქტის შესაბამისად.
ი) ომის მონაწილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. ასევე, თუ პროგრამით სარგებლობის მსურველი 18 წლამდე ასაკის მქონე პირის ერთ-ერთ მშობელს აქვს 2 წლიანი უწყვეტი რეგისტრაცია (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ), ხოლო პროგრამით სარგებლობის მსურველ პირს უფიქსირდება აქტიური რეგისტრაციის სტატუსი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
დაფინანსების მოპოვების ეტაპებია:
ა) განცხადების წარდგენა;
ბ) წარდგენილი განცხადების ქვეპროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა;
გ) შერჩეული განმცხადებლის დაფინანსება;
1. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქვეპროგრამით და დაგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას ადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური.
2. ბენეფიციარისათვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. ქვეპროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარისთვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილება მიიღება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტით ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, რომელშიც დაფიქსირებულია საჭიროებს, თუ არა ბენეფიციარი დახმარებას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. თუ ქვეპროგრამით დადგენილი დახმარების მიღების მსურველის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ამ ქვეპროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დაფინანსების თაობაზე წერილობით აცნობებს მოქალაქის მიერ არჩეულ იმ აფთიაქს, საიდანაც ქვეპროგრამით მოსარგებლის მიერ წარმოდგენილია ფორმა №IV-100ა-ით გათვალისწინებული მედიკამენტების განფასება (კალკულაცია).
3. მედიკამენტებით დახმარების მიზნით დაფინანსების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წერილში მიეთითება შემდეგი მონაცემები:
ა) ბენეფიციარის შესახებ ინფორმაცია;
ბ) აფთიაქის სახელწოდება;
გ) დაფინანსებული თანხის ოდენობა;
დ) წერილის მოქმედების ვადა.
4. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების ფარგლებში განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება შეადგენს ომის მონაწილეებისათვის, ერთი მოსარგებლისათვის წელიწადში არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს, დანარჩენი კატეგორიისათვის შეადგენს ერთი მოსარგებლისათვის წელიწადში არაუმეტეს 200 (ორას) ლარს.
5. სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირებით დახმარების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ მოსარგებლეზე წელიწადში არა უმეტეს 4 (ოთხი) კოლოფით.
51. ქვეპროგრამის ფარგლებში შეძენილი და გაუცემელი გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირები შეიძლება განიკარგოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილზე მეტი რაოდენობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით და ბენეფიციარების საჭიროების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით შეძენილი სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირების გამოყენება ვერ განხორციელდება მომავალ წელს ობიექტური მიზეზების გამო.
6. დაფინანსების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წერილის საფუძველზე აფთიაქი ბენეფიციარს გადასცემს ფორმა №IV-100ა-ში გათვალისწინებულ მედიკამენტებს, რომლის ღირებულებასაც ანაზღაურებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია. მოქალაქე თავისუფალია ლიცენზირებული აფთიაქის არჩევაში.
7. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებისათვის დიაბეტის ტესტ-ჩხირების შესყიდვას მუნიციპალიტეტი ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. საანალიზო ტესტ-ჩხირებს ბენეფიციარს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური.
1. დაფინანსების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წერილის საფუძველზე აფთიაქის მიერ ბენეფიციარისთვის გაცემული მედიკამენტების შესაბამისად დგება მიღება-ჩაბარების აქტი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურსა და აფთიაქს შორის.
2. მუნიციპალიტეტის მიერ ბენეფიციარისთვის დიაბეტის ტესტ-ჩხირების გაცემისას დგება მიღება-ჩაბარების აქტი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურსა და მოქალაქეს შორის.
3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
4. ანაზღაურებას არ ექვემდებარება დაფინანსების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიმართვის წერილის მოქმედების ვადის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია.
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (კოდი: 06 01 04) (შედგომში- ქვეპროგრამა) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD- 10) მიხედვით განვითარების ზოგადი აშლილობების ჯგუფის (F84.0 – F84.9) დიაგნოზის მქონე 2-დან 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ საზღვრებში არიან მცხოვრები და რეგისტრირებულნი/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, ხოლო წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ.
2. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. ასევე, თუ პროგრამით სარგებლობის მსურველი პირის მშობელს აქვს 2 წლიანი უწყვეტი რეგისტრაცია (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ), ხოლო პროგრამით სარგებლობის მსურველ პირს უფიქსირდება აქტიური რეგისტრაციის სტატუსი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
21. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით სარგებლობის მსურველ პირს არ უფიქსირდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში უწყვეტი 2 წლიანი რეგისტრაცია (აქვს მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი), ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ოჯახის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ აქტის მომზადების უზრუნველსაყოფად.
3. ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ მომსახურებებს და ღონისძიებებს:
ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის, ერთიანი საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად, მოსარგებლისათვის სეანსის მიწოდებას (მ.შ. გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ, მეტყველების თერაპია, ოკუპაციური/სენსორული თერაპია და სხვა);
4. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურების დაფინანსება:
ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის თვეში არაუმეტეს 19 სეანსის მიწოდება, თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათს, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად. თვეში 19 საათის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების მინიმალურმა რაოდენობამ უნდა შეადგინოს სეანსების საერთო რაოდენობიდან არანაკლებ 12 სეანსი. დარჩენილი 7 სეანსის შემთხვევაში შესაძლებელია მიმწოდებლის მიერ, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად, მოხდეს მოსარგებლისათვის საჭირო სეანსების მიწოდება (მ.შ. გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ, მეტყველების თერაპია. ოკუპაციური/სენსორული თერაპია და სხვა). როცა შეუძლებელია სეანსის ჩატარება ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ სეანსების რაოდენობა განაწილდეს შემდეგ თვეებზე.
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში- ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
2. ქვეპროგრამის დაფინანსება ხორციელდება ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში.

1. (ამოღებულია - 25.11.2020, №219).
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 399 (სამას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და 00 თეთრი) ლარისა, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევისა.
3. ქვეპროგრამის ფარგლებში, მომსახურების ერთეულს წარმოადგენს კომპლექსური თერაპიის არანაკლებ ერთსაათიანი ინდივიდუალური ან ჯგუფური სეანსი, ან ტელეინტერვენციის (ინდივიდუალური) განხორციელების სეანსი, რომელის ღირებულება შეადგენს 21 ლარს და ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში ფინანსდება არაუმეტეს 19 სეანსი, ხოლო დამატებითი სეანსების ღირებულება შესაძლებელია ანაზღაურდეს მოსარგებლის (პაციენტის) მხრიდან. იმ შემთხვევაში, თუ თვეში 19 სეანსი არ ჩატარდება, თვის დარჩენილი სეანსები მომდევნო თვეში არ ანაზღაურდება.
41. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში მომსახურების გამწევი დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის ჩატარებულ სეანსების რაოდენობაზე. ამ შემთხვევაში დაწესებულებისათვის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წინასწარ გაცემული წერილობითი მიმართვის საფუძველზე განსაზღვრული სეანსების რაოდენობის მიხედვით
5. მომსახურების გამწევი დაწესებულების სახელზე, მერის მიერ ხელმოწერილი მიმართვის წერილი გაიცემა საბიუჯეტო წლის ბოლომდე იმ შემთხვევაში თუ პროგრამის მოსარგებლემ არ შეცვალა დაწესებულება.
6. აღნიშნული მომსახურება ანაზღაურდება მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვის თვიდან მოსარგებლის 18 წლის ასაკის შესრულებამდე. ანაზღაურებას ექვემდებარება, ასევე 18 წლის შესრულების თვის მანძილზე მოსარგებლისათვის მიწოდებული მომსახურება.
1. ქვეპროგრამაში მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მერიაში მიმართვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
2. ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველმა უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით, რასაც თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;
ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ)მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV- 100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის მერიაში წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე და მასში მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი;
ე) ADOS ტესტირების შედეგი;
ვ) დაწესებულების მიერ შედგენილი ინვოისი.
3.განმცხადებელი, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ქვეპროგრამის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ რეგისტრირდება ქვეპროგრამის მოსარგებლედ.
4. ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად განცხადების რეგისტრაციის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
5. მოსარგებლეს შეუძლია შეიცვალოს დაწესებულება პროგრამით სარგებლობის 2 თვის გასვლის შემდეგ, რისთვისაც წერილობით უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტს და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (ინვოისი). ახალ დაწესებულებაში გადაყვანა მოხდება განცხადებით მომართვის მომდენო თვის პირველი რიცხვიდან.
6. მოსარგებლისათვის გაცემული მერის მიერ გაცემული მიმართვის წერილის გაუქმების საფუძველია:
ა) თვეში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 20%-ზე მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა);
ბ) მოსარგებლის დიაგნოზის შეცვლა/მოხსნა, რაც უნდა დასტურდებოდეს მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (ფორმა №IV-100/ა).
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნტით გათვალისწინებული საფუძვლით, მერის მიერ გაცემული მიმართვის წერილი არ უქმდება, თუ გაცდენა გამოწვეულია მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობით (რაც დასტურდება ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით).
1. დაწესებულება ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვისა, წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია. საანგარიშგებო დოკუმენტაცია წადგენილი უნდა იქნეს ბეჭდური ფორმით.
2. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარის-ფაქტურა, მომსახურების ღირებულების კალკულაცია, სადაც უნდა ჩანდეს ჩატარებული თერაპიების რაოდენობა).
3. შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება საანგარიშგებო თვეში მოსარგებლისათვის გაწეული მომსახურების მოცულობა.
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ამოწმებს მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ დოკუმენტაციას. შემოწმებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
2. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა აღნიშნულის შესახებ 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა აცნობოს დაწესებულებას და მისცეს 1 თვე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. მომდევნო თვეში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, აღნიშნული მომსახურება არ ანაზღაურდება.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების სახელზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელით გაცემული წერილის და შესრულებული სამუშაოს შესაბამისი მომსახურების გამწევისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ამზადებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ქვეპროგრამიდან თანხის გამოყოფის შესახებ).
1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) ქვეპროგრამით გათვალისწინებული ყველა მომსახურების განხორციელების, სულ მცირე, 6 თვიანი გამოცდილება;
ბ) შესაბამისი მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდის - ნევროლოგი/ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი და/ან სხვა - ჩართულობით უზრუნველყოფის შესაძლებლობა;
გ) ქცევითი თერაპევტის (10 მოსარგებლეზე, არანაკლებ, 1 თერაპევტი. ამასთან, თუ ქცევითი თერაპევტი წარმოადგენს სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ დასაქმებულს მას ჯამში ქვეპროგრამის ფარგლებში უნდა ჰყავდეს 10 მოსარგებლე) ყოლა:
გ.ა) რომელიც არის ბავშვის ქცევითი აშლილობების მართვის უნარ - ჩვევების მქონე დიპლომირებული სპეციალისტი ფსიქოლოგიაში ან მომიჯნავე სპეციალობაში (სპეციალური პედაგოგი, პედაგოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი) და გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის ბაზისური მომზადების საერთაშორისო ან/და ადგილობრივი კურსი, რაც დასტურდება სერტიფიკატით ან/და შესაბამისი დოკუმენტით;
გ.ბ) რომელსაც გააჩნია ქცევითი თერაპიის დამოუკიდებლად ჩატარების, სულ მცირე, 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
დ) აუცილებელია, ყოველ 5 ქცევით თერაპევტზე ჰყავდეს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხის მქონე ერთი ქცევითი თერაპევტი (სუპერვიზორი), ამასთან, თუ სუპერვიზორი წარმოადგენს სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ დასაქმებულს მას ჯამში ქვეპროგრამის ფარგლებში უნდა ჰყავდეს 5 ქცევითი თერაპევტი და შესაბამისად, არაუმეტეს 50 ბენეფიციარს უნდა მართავდეს) რომელსაც შეუძლია:
დ.ა) ბავშვის/მოზარდის უნარების შეფასება/გადაფასება შესაბამისი საერთაშორისო მეთოდოლოგიის გამოყენებით (ინსტრუმენტები: ABLLS,VB-MAPP და სხვა);
დ.ბ) ინდივიდუალური თერაპიული პროგრამის შედგენა;
დ.გ) აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან დამოუკიდებლად მუშაობის, სულ მცირე, 2 წლის გამოცდილება;
დ.ე) სრულად გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის საერთაშორისო კურსი ან მომზადებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით.
ე) უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი მატერალურ-ტექნიკური ბაზით (თითოეული მოსარგებლისათვის ერთი-ერთზე სერვისის განსახორციელებლად).
2. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
3. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მოცულობა განახორციელოს მერის მიერ ხელმოწერილი მიმართვის წერილის დაფინანსების ფარგლებში, ქვეპროგრამის მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.

1. ამ წესის (პროგრამული კოდი 06 01 05) მიზანს წარმოადგენს ქალაქ რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების და მოზარდების (შემდგომში - ბენეფიციარი) საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით შემეცნებითი, თვითმოვლის, კომუნიკაციური და ფიზიკური უნარების განვითარების ხელშეწყობა.

1. პროგრამით მოსარგებლე კატეგორიას განეკუთვნება გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლის ან დაუნის სინდრომის (ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები - R62; G80; Q90) მქონე ბავშვები და მოზარდები (ბენეფიციარები), რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი (ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები) არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში, რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). ასაკი განისაზღვრება ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი - R62-ის შემთხვევაში 0-დან 15 წლამდე, ხოლო ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები - G80 და Q90-ის შემთხვევაში 0-დან 18 წლამდე.
2. პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა განისაზღვრება შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:
ა) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობითი აღმზრდელის განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობითი აღმზრდელის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);
ე) მკურნალი ექიმის მიერ შევსებული ფორმა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV- 100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის მუნიციპალიტეტში წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე. სავალდებულოა ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები - R62; G80 და Q90 მიეთითოს ძირითად დიაგნოზად.
ვ) სამედიცინო დაწესებულების მიერ შედგენილი ინვოისი;
ზ) სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G80; Q90 კურორტული რეაბილიტაციის შემთხვევაში ინვოისი და კალკულაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კურორტიდან.
ი) ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R62-ის შემთხვევაში ფსიქოლოგის ან ნეიროფსიქოლოგის დასკვნა, რომელიც გაცემული უნდა იყოს მუნიციპალიტეტში წარდგენამდე არაუმეტეს 6 თვით ადრე.
3. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.
1. ქვეპროგრამა უზრუნველყოფს ქალაქ რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული/ მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ბენეფიციარების სამკურნალო/სარეაბილიტაციო ხარჯების დაფარვას შემდეგი სახით:
ა) ბენეფიციარი, რომელსაც დადგენილი აქვთ ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი - R62 დაფინანსდება წლიურად არაუმეტეს 2000,00 (ორი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თვეში ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს არაუმეტეს 189.00 (ას ოთხმოცდაცხრა ლარი და 00 თეთრი) ლარს).
ბ) ბენეფიციარი, რომელსაც დადგენილი აქვთ ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები - G 80 და Q 90 დაფინანსდება წლიურად არაუმეტეს 1000,00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით.
2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების ქვეპროგრამასთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
3. თუ ქვეპროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებით, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის ჩამონათვალს, ქვეპროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ქალაქის მერი და მიმართვის წერილს გასცემს იმ დაწესებულების სახელზე, საიდანაც არის წარმოდგენილი ინვოისი.
31. მიმართვის წერილის მოქმედების ვადა ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R-62 -ის შემთხვევაში განისაზღვრება საბიუჯეტო წლის ბოლომდე. ხოლო, ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G 80 და Q 90 შემთხვევაში - არანაკლებ 30 და არაუმეტეს 90 კალენდარული დღით.
32. ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R-62 -ის შემთხვევაში, მოსარგებლეს შეუძლია შეიცვალოს დაწესებულება, პროგრამით სარგებლობის ორი თვის გასვლის შემდეგ, რისთვისაც წერილობით უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტს და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (ინვოისი). ახალ დაწესებულებაში გადაყვანა მოხდება განცხადებით მომართვის მომდენო თვის პირველი რიცხვიდან.
33. ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R-62 -ის ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურის მიერ დოკუმენტაციის ქვეპროგრამასთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ, მომდევნო თვიდან. ხოლო ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G 80 და Q 90 შემთხვევაში - ქვეპროგრამასთან შესაბამისობის დადგენის დროიდან.
4. (ამოღებულია - 31.05.2022, №19).
1. ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R-62 -ის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვისა, წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა, მომსახურების ღირებულების კალკულაცია, სადაც უნდა ჩანდეს ჩატარებული თერაპიების რაოდენობა). ხოლო, ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G 80 და Q 90 შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს ბოლოს.
2. ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R-62 -ის შემთხვევაში, შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება საანგარიშგებო თვეში მოსარგებლისათვის გაწეული მომსახურების მოცულობა. ხოლო, ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G 80 და Q 90 შემთხვევაში შესრულებული სამუშაოს სრული მოცულობა.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ამოწმებს მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ დოკუმენტაციას. ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R-62-ის შემთხვევაში, დაფინანსებას ექვემდებარება 0-დან 15 წლის შესრულების თვის მანძილზე მოსარგებლისთვის მიწოდებული მომსახურება, ხოლო ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G 80 და Q 90 შემთხვევაში - მოსარგებლის 18 წლის ასაკის შესრულებამდე.
4. მომსახურების გამწევი დაწესებულების სახელზე გაცემული მიმართვის წერილის და გაწეული მომსახურების შესრულების ამსახველი დოკუმენტაციის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ქვეპროგრამიდან თანხის გამოყოფის შესახებ.
5. ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა სტიმულირების, თვითმოვლის უნარების შეძენის, შემეცნების, მოტორიკისა და კომუნიკაციური უნარების გამომუშავების ხელშეწყობა.

1. „დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამის“ (პროგრამული კოდი 06 02 14) განხორციელების წესი განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირებისათვის ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევის წესსა და პირობებს.
2. პროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური.
ა) დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა - მოიცავს თირკმლის ტრანსპლანტაციის, თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჰემოდიალიზითა და პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფას;
ბ) იძულებით გადაადგილებული პირი - პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო);
გ) სამედიცინო დაწესებულება - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას;
დ) დაფინანსება - „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარების პროგრამა"(პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განხორციელების წესის" შესაბამისად დაფინანსება.
1. ქვეპროგრამის მიზანია დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეებისათვის (შემდგომში - ბენეფიციარი) მატერიალური დახმარების გაწევას.
2. ქვეპროგრამის ამოცანაა დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები მოქალაქეებისათვის მატერიალური დახმარების გაწევით (ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით) სოციალური მხარდაჭერა.
1. ქვეპროგამით მოსარგებლე შეიძლება იყოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქე, რომელიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), ჩართულია საქართველოს ნებისმიერ ქალაქში დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში და იმყოფება სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხვაზე.
2. ქვეპროგრამაში ჩართვისათვის ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას:
ა) ქვეპროგრამის ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);
გ) ქვეპროგრამის ბენეფიციართან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის, ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი არ არის პროგრამის ბენეფიციარი);
დ) დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი ფორმა №IV-100ა;
ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული ბანკის მიერ დადგენილი წესით (დედანი);
ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით, ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად).
3. გამონაკლისი, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.
4. ბენეფიციარის ქვეპროგრამით სარგებლობა დამოკიდებულია მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობაზე ამ წესით დადგენილ მოთხვონებთან.

1. ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების ქვეპროგრამასთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
11. აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებული მატერიალური დახმარებით სარგებლობის უფლება პირს წარმოეშობა განცხადების რეგისტრაციის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
2. ქვეპროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგქვეპროგრამის ბენეფიციარების სია (მონაცემები - რეგისტრაციის მისამართი) ყოველთვიურად შესაბამისობაში მოდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზასთან. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მონაცემების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზაში გადამოწმების შედეგად ვერ დადგინდა მისი რეგისტრაციის უწყვეტობა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური უფლებამოსილია ქვეპროგრამის ბენეფიციარს მოსთხოვოს საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გადამოწმების შემდეგ, თუ ბენეფიციარი აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, მას უწყდება ქვეპროგრამით დადგენილი დახმარება.
4. ბენეფიციარი ვალდებულია, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ (კალენდარული წლის დასაწყისიდან არაუგვიანეს 25 თებერვლისა) წარმოადგინოს განახლებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV- 100ა). აღნიშნული დოკუმენტის არ წარმოდგენის შემთხვევაში, ან თუ წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება მოსარგებლის მიერ სამედიცინო მომსახურების პროცედურის განუხორციელებლობა, ბენეფიციარს უწყდება ქვეპროგრამით დადგენილი დახმარება. დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში ბენეფიციარს დროებით უჩერდება ქვეპროგრამით დადგენილი დახმარება და განახლდება აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის თვის შემდეგი თვიდან.
5. აღნიშნული პროგრამით ახალი მოსარგებლე პირის დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების რეგისტაციის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
1. ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ წესის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს და დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღრიცხულნი არიან სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებაში, დახმარება მოიცავს თვეში 80.00 (ოთხმოცი) ლარს.
2. ბენეფიციარები ქვეპროგრამით დადგენილ მატერიალურ დახმარებას მიიღებენ წარმოდგენილ საკუთარ საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად თანხის დარიცხვით.
3. ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №229 - ვებგვერდი, 25.12.2020წ.

+
დადგენილება №159 2019 წლის 20 დეკემბერი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:ა) „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) „მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №3-ის შესაბამისად; დ) „გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 05) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №4-ის შესაბამისად; ე) „დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №5-ის შესაბამისად.+
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი
+
+
„მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი

„მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესი

„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია" (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამის განხორციელების წესი
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (კოდი: 06 01 04) (შედგომში- ქვეპროგრამა) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD- 10) მიხედვით განვითარების ზოგადი აშლილობების ჯგუფის (F84.0 – F84.9) დიაგნოზის მქონე 2-დან 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ საზღვრებში არიან მცხოვრები და რეგისტრირებულნი/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, ხოლო წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ.
2. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. ასევე, თუ პროგრამით სარგებლობის მსურველი პირის მშობელს აქვს 2 წლიანი უწყვეტი რეგისტრაცია (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ), ხოლო პროგრამით სარგებლობის მსურველ პირს უფიქსირდება აქტიური რეგისტრაციის სტატუსი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
21. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით სარგებლობის მსურველ პირს არ უფიქსირდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში უწყვეტი 2 წლიანი რეგისტრაცია (აქვს მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი), ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ოჯახის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ აქტის მომზადების უზრუნველსაყოფად.
21. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით სარგებლობის მსურველ პირს არ უფიქსირდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში უწყვეტი 2 წლიანი რეგისტრაცია (აქვს მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი), ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ოჯახის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ აქტის მომზადების უზრუნველსაყოფად.
3. ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ მომსახურებებს და ღონისძიებებს:
ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის, ერთიანი საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად, მოსარგებლისათვის სეანსის მიწოდებას (მ.შ. გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ, მეტყველების თერაპია, ოკუპაციური/სენსორული თერაპია და სხვა);
4. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურების დაფინანსება:
ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის თვეში არაუმეტეს 17 სეანსის მიწოდება, თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათს, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად. თვეში 17 საათის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების მინიმალურმა რაოდენობამ უნდა შეადგინოს სეანსების საერთო რაოდენობიდან არანაკლებ 12 სეანსი. დარჩენილი 5 სეანსის შემთხვევაში, შესაძლებელია მიმწოდებლის მიერ, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად მოხდეს მოსარგებლისათვის საჭირო სეანსების მიწოდება (მ.შ. გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ, მეტყველების თერაპია, ოკუპაციური/სენსორული თერაპია და სხვა). როცა შეუძლებელია სეანსის ჩატარება ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ სეანსების რაოდენობა განაწილდეს შემდეგ თვეებზე.
ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის თვეში არაუმეტეს 19 სეანსის მიწოდება, თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათს, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად. თვეში 19 საათის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების მინიმალურმა რაოდენობამ უნდა შეადგინოს სეანსების საერთო რაოდენობიდან არანაკლებ 12 სეანსი. დარჩენილი 7 სეანსის შემთხვევაში შესაძლებელია მიმწოდებლის მიერ, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად, მოხდეს მოსარგებლისათვის საჭირო სეანსების მიწოდება (მ.შ. გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ, მეტყველების თერაპია. ოკუპაციური/სენსორული თერაპია და სხვა). როცა შეუძლებელია სეანსის ჩატარება ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ სეანსების რაოდენობა განაწილდეს შემდეგ თვეებზე.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში- ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
2. ქვეპროგრამის დაფინანსება ხორციელდება ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №206 - ვებგვერდი, 01.07.2020წ.
1. (ამოღებულია - 25.11.2020, №219).
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 357 (სამას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და 00 თეთრი) ლარისა, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევისა.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 399 (სამას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და 00 თეთრი) ლარისა, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევისა.
3. ქვეპროგრამის ფარგლებში, მომსახურების ერთეულს წარმოადგენს კომპლექსური თერაპიის არანაკლებ ერთსაათიანი ინდივიდუალური ან ჯგუფური სეანსი, ან ტელეინტერვენციის (ინდივიდუალური) განხორციელების სეანსი, რომელის ღირებულება შეადგენს 21 ლარს და ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში, თვეში ფინანსდება არაუმეტეს 17 სეანსი, ხოლო დამატებითი სეანსების ღირებულება შესაძლებელია ანაზღაურდეს მოსარგებლის (პაციენტის) მხრიდან. იმ შემთხვევაში თუ თვეში 17 სეანსის არ ჩატარდება, თვის დარჩენილი სეანსები მომდევნო თვეში არ ანაზღაურდება.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №159
2019 წლის 20 დეკემბერი
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1 დამტკიცდეს:🔗
ა) „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) „მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №3-ის შესაბამისად;
დ) „გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 05) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №4-ის შესაბამისად;
ე) „დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ დანართი №5-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.🔗
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი
+
დანართი №1
+
„მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები მოქალაქეებისათვის სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსების წესსა და პირობებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“) .
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №206 - ვებგვერდი, 01.07.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
მუხლი 2. სამიზნე ჯგუფი🔗
1. მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პირებს (შემდგომში - "მოსარგებლე") წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი/მუდმივი ბინადრობის მქონე არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და ესაჭიროებათ შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურება:
ა) ავთვისებიანი სიმსივნეების (კერძოდ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი C00-C97) დიაგნოსტიკა და ამბულატორიულ-სტაციონარული მკურნალობა, რომელიც შეიძლება დაფინანსდეს:
ა.ა. წელიწადში არაუმეტეს 2500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი არ აღემატება 600,00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარს;
ა.ბ) წელიწადში არაუმეტეს 2000,00 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) , იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი მერყეობს 600-1000 ლარამდე.
ა.გ) წელიწადში არაუმეტეს 1500.00 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი აღემატება 1000.00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.
ბ) კარდიოქირურგიული მომსახურება (მათ შორის სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის ფარგლებს ზევით გაწეული სამედიცინო მომსახურება, კორონაროგრაფია, სტენტირება (მათ შორის წამლით დაფარული სტენტი), აბლაცია და გადაუდებელი კარდიოქირურგია), რომელიც შეიძლება დაფინანსდეს:
ბ.ა) წელიწადში არაუმეტეს 2000.00 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი არ აღემატება 600.00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.
ბ.ბ) წელიწადში არაუმეტეს 1700.00 (ათას შვიდასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი მერყეობს 600-1000 ლარამდე.
ბ.გ) წელიწადში არაუმეტეს 1500.00 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი აღემატება 1000.00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.
გ) გეგმიური ქირურგიული სამედიცინო მომსახურება, რომელიც შეიძლება დაფინანსდეს:
გ.ა) წელიწადში არაუმეტეს 1000.00 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი არ აღემატება 600.00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარს;
გ.ბ) წელიწადში არაუმეტეს 800.00 (რვაასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი მერყეობს 600-1000 ლარამდე.
გ.გ) წელიწადში არაუმეტეს 500.00 (ხუთასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი აღემატება 1000.00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.
დ) კომპიუტერული გამოკვლევები (CT და MRT კვლევები) , რომელიც შეიძლება დაუფინანსდეს მხოლოდ 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, წელიწადში არაუმეტეს 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) .
ე) მოხუცებულობითი კატარაქტა (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი H25), ცხვირის და ცხვირის სინუსების სხვა დაავადებები (J34), ნუშურებისა და ადენოიდების ქრონიკული ავადმყოფობები (J35), სხვა კატარაქტა (H26) , სტრაბიზმის (სიელმე) სხვა ფორმები (H50), ცხვირის პოლიპი (J33), რომელიც შეიძლება დაუფინანსდეს მხოლოდ 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, წელიწადში არაუმეტეს 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით).
ვ) M16 კოკსართროზი (მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი) და M17 გონართროზი (მუხლის სახსრის ართროზი) დიაგნოზის შემთხვევაში მუხედავად ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავლისა, დაფინანსება განისაზღვროს წელიწადში არაუმეტეს 1000.00 (ათასი) ლარის ოდენობით.
11. იმ მოქალაქეების განცხადებების განხილვისას, რომელთა სარეიტინგო ქულა აღემატება 70 001-ს ან არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ლიმიტები განისაზღვროს სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“ ბოლი 1 წლის შემოსავლების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით.
2. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. იმ შემთხვევებზე, თუ პროგრამით სარგებლობის მსურველი 18 წლამდე ასაკის მქონე პირის ერთ-ერთ მშობელს აქვს 2 წლიანი უწყვეტი რეგისტრაცია (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ), ხოლო პროგრამით სარგებლობის მსურველ არასრულწლოვან პირს უფიქსირდება აქტიური რეგისტრაციის სტატუსი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ოჯახის ცხოვრების ფაქტის (ბოლო ორი წლის მანძილზე) დასადასტურებლად.
3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, კერძოდ, გადაუდებელი კარდიოქირურგიის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას პაციენტის საავადმყოფოდან გამოწერამდე, ან გამოწერიდან 5 დღის ვადაში და წარუდგინოს მოქალაქესა და კლინიკას შორის გაფორმებული ვალის აღიარების შესახებ დოკუმენტი, მითითებული გადასახდელი თანხის ოდენობის ჩვენებით.
4. ქვეპროგრამით მოსარგებლის მიერ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორი ან მეტი ქვეპუნქტით სარგებლობისას, ქვეპროგრამით დადგენილი სამედიცინო მომსახურებების დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ქვეპროგრამით მოსარგებლეზე შეადგენს წელიწადში არაუმეტეს 2500,00 (ორიათას ხუთასი) ლარს.
5. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება შემდეგი სახის განცხადებები:
ა) განცხადება, რომელსაც თან არ ახლავს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;
ბ) განცხადება, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ ორგანოში მომართვამდე განხორციელებულია შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობა (გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაუდებელი კარდიოქირურგიული მომსახურებისა). ასევე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსების წერილის გაცემამდე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება.
გ) „გ) განცხადება საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნით (გარდა იმ შემთხვევებისა, რომელსაც თან ახლავს რეფერალური მომსახურების პროგრამის დაფინანსების წერილი და მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. ამ შემთხვევაში დაფინანსება გაიცემა მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში).
დ) განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგია კოსმეტიკური მიზნით;
ე) განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია გეგმიური ქირურგიული სამედიცინო მომსახურება შემდეგი დიაგნოზების მიხედვით: რეფრაქციისა და აკომოდაციის დარღვევები (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი H52) , მოხუცებულობითი კატარაქტა (H25) , ცხვირის და ცხვირის სინუსების სხვა დაავადებები (J34) , ნუშურებისა და ადენოიდების ქრონიკული ავადმყოფობები (J35) , სხვა კატარაქტა (H26) , სტრაბიზმის (სიელმე) სხვა ფორმები (H50) , ცხვირის პოლიპი (J33) , M16 კოკსართროზი (მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი) და M17 გონართროზი (მუხლის სახსრის ართროზი) ზოგადი სიმსუქნე (E66) , რქოვანას სხვა ავადმყოფობები (H18) და სკლერისა და რქოვანას დაზიანებები იმ ავადმყოფობების დროს, რომლებიც შეტანილია სხვა რუბრიკებში (H19) , გარდა მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა
ვ) განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით ანაზღაურებადი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება;
ზ) განცხადება სამედიცინო დახმარების თაობაზე, თუ მოქალაქეს მიღებული აქვს დახმარება წლის განმავლობაში ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ლიმიტების მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №288 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №78 - ვებგვერდი, 02.10.2023წ.
მუხლი 3. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა შერჩევის წესი🔗
1. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა კრიტერიუმებთან შესაბამისობა და ქვეპროგრამაში მათი ჩართვის შესაძლებლობა განისაზღვრება შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:
ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);
დ) მკურნალი ექიმის მიერ შევსებული ფორმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №IV- 100/ა, რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის მერიაში წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე;
ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ შედგენილი ინვოისი;
ვ) სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) პაციენტთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლი, იმ შემთხვევაში თუ განცხადება წარმოდგენილია ქვეპროგრამით დადგენილი დახმარების მიღების მსურველის ოჯახის წევრის მიერ;
თ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (თუ მოქალაქის სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება. ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შევსებული აქტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, თუ ოჯახი რეგისტრირებული არ არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
ი) (ამოღებულია - 29.09.2023, №78);
კ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია მოქალაქისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან დაფინანსებაზე უარის თაობაზე.
ლ) სსიპ „შემოსავლების სამსახური“-დან ბოლო 1 წლის შემოსავლების შესახებ ცნობა ან ქვეპროგრამის მოსარგებლის თანხმობა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესაბამისი სამსახურიდან პირის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. გამონაკლისს წარმოადგენს გადაუდებელი კარდიოქირურგიის შემთხვევაში სტაციონარში მყოფი პირი და პირი რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს.
2. სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასთან და დაფინანსების ოდენობასთან დაკავშირებით ქვეპროგრამით მოსარგებლისათვის დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი "მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი“.
3. მოქალაქეთა განცხადებებისა და მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციის სისწორეს ამოწმებს და ჯგუფისთვის განსახილველად ამზადებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
4. იმ მოქალაქეების განცხადების განხილვისას, რომელთა სარეიტინგო ქულა აღემატება 70 000-ს ან არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ესაჭიროებათ ამ წესით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება, "მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი” ხელმძღვანელობს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში შედგენილი აქტით მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და სსიპ „შემოსავლების სამსახური“-დან ბოლო 1 წლის შემოსავლების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით განსაზღვრული ლიმიტებით.
4. (ამოღებულია - 29.09.2023, №78).
5. ქვეპროგრამის მოსარგებლეთა მოთხოვნის განხილვისას" მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი” მხედველობაში იღებს და ითვალისწინებს "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" მიხედვით რომელი პაკეტის მომხმარებელია განმცხადებელი, რომლის შესაბამისად შესაძლოა დაზუსტდეს მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, განსაკუთრებულ შემთხვევებში ჯგუფი უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ აქტისა და სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“ შემოსავლების შესახებ ცნობის წარდგენის გარეშე, ამ წესით დადგენილი მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში.
5. ქვეპროგრამის მოსარგებლეთა მოთხოვნის განხილვისას „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი“ მხედველობაში იღებს და ითვალისწინებს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიხედვით რომელი პაკეტის მომხმარებელია განმცხადებელი, რომლის შესაბამისად შესაძლოა დაზუსტდეს მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. განსაკუთრებულ შემთხვევებში ჯგუფი უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“ შემოსავლების შესახებ ცნობის წარდგენის გარეშე, ამ წესით დადგენილი მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში.
6. „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფის” საქმიანობა და უფლებამოსილება განისაზღვრება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 22 აპრილის დადგენილება №189 - ვებგვერდი, 22.04.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 მაისის დადგენილება №196 - ვებგვერდი, 22.05.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №288 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №78 - ვებგვერდი, 02.10.2023წ.
მუხლი 4. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმები🔗
1.„მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფის” მიერ დაფინანსების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების სახელზე მზადდება მიმართვის წერილი მოქალაქის დაფინანსების თაობაზე, შემდეგი მონაცემების მითითებუთ:
ა) დაწესებულების სახელწოდება;
ბ) ბენეფიციარის მონაცემები;
გ) დაფინანსებული თანხის ოდენობა;
დ) წერილის მოქმედების ვადა.
ანგარიშსწორებისათვის სამედიცინო დაწესებულება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
2.ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
3. ანაზღაურებას არ ექვემდებარება მიმართვის წერილის მოქმედების ვადის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
+
დანართი №2
+
„მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. „მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს:
ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ომის მონაწილე, მარჩენალდაკარგული (18 წლის ასაკის მიღწევამდე) სარეიტინგო ქულით 70 001 დან -150 000-ის ჩათვლით (შემდგომში ბენეფიციარები) მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსების წესსა და პირობებს.
ბ) შაქრიანი დიაბეტით დაავადებული, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვთა და მოზარდთა გლუკომეტრების შესაბამისი საანალიზო ტესტ-ჩხირებით დაფინანსების წესსა და პირობებს.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №206 - ვებგვერდი, 01.07.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №288 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სოციალურად დაუცველი მოქალაქე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული სოციალურად დაუცველი პირი, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს.
ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი - პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური, ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში;
გ) იძულებით გადაადგილებული პირი - პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო);
დ) სამედიცინო დაწესებულება - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას;
ე) დაფინანსება - „მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესით“ განხორციელებული დაფინანსება;
ვ) მარჩენალდაკარგული - შვილი (შვილები) და ნაშვილები ბავშვი (ბავშვები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე;
ზ) ომის ვეტერანი (მონაწილე) - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზების მიხედვით ირიცხება ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ვეტერანის სტატუსით.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №288 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
მუხლი 3. ქვეპროგრამის მიზანი🔗
„ქვეპროგრამის მიზანია, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ომის მონაწილეების, მარჩენალდაკარგული (18 წლის ასაკის მიღწევამდე, სარეიტინგო ქულით 70 001 დან-150 000 ჩათვლით) მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხისა და 18 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების გლუკომეტრ შესაბამისი საანალიზო ტესტ-ჩხირებით დაფინანსება.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №288 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
მუხლი 4. ქვეპროგრამის მოსარგებლეები🔗
1.მოქალაქეთა მედიკამენტებითა და ტესტ-ჩხირებით დახმარების ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ, ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ).
2. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიმღები უნდა განეკუთვნებოდეს ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება;
ბ) მკვეთრად, მნიშვნელოვნად, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები (მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შემთხვევაში დახმარება გაიცემა სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ შედგენილი აქტის შესაბამისად).
ბ) მკვეთრად, მნიშვნელოვნად, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.
გ) 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;
დ) მარჩენალდაკარგული;
ე) ომის ვეტრანები (მონაწილეები) – სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზების მიხედვით ირიცხება ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ვეტერანის სტატუსით.
3. ქვეპროგრამის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარები ვერ ისარგებლებენ იმ მედიკამენტების დაფინანსებით, რომელთა დაფინანსებასაც ითვალისწინებს „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა“. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი ჩართულია „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამაში.
4. ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);
დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV-100/ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის მუნიციპალიტეტში წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე;
ვ) ლიცენზირებული აფთიაქის მიერ გაცემული განფასება (კალკულაცია), სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV-100ა-ით განსაზღვრული მედიკამენტების ან ტესტ-ჩხირების საჭიროების შესახებ;
ზ) ქვეპროგრამის ბენეფიციართან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ არის ამ პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მიმღები;
თ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შემთხვევაში დახმარება გაიცემა, სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ შედგენილი აქტის შესაბამისად.
თ) (ამოღებულია - 29.09.2023, №78);
ი) ომის მონაწილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. ასევე, თუ პროგრამით სარგებლობის მსურველი 18 წლამდე ასაკის მქონე პირის ერთ-ერთ მშობელს აქვს 2 წლიანი უწყვეტი რეგისტრაცია (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ), ხოლო პროგრამით სარგებლობის მსურველ პირს უფიქსირდება აქტიური რეგისტრაციის სტატუსი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №288 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №78 - ვებგვერდი, 02.10.2023წ.
მუხლი 5. დაფინანსების მოპოვების ეტაპები🔗
დაფინანსების მოპოვების ეტაპებია:
ა) განცხადების წარდგენა;
ბ) წარდგენილი განცხადების ქვეპროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა;
გ) შერჩეული განმცხადებლის დაფინანსება;
მუხლი 6. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი🔗
1. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქვეპროგრამით და დაგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას ადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური.
2. ბენეფიციარისათვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. ქვეპროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარისთვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილება მიიღება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტით ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, რომელშიც დაფიქსირებულია საჭიროებს, თუ არა ბენეფიციარი დახმარებას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. თუ ქვეპროგრამით დადგენილი დახმარების მიღების მსურველის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ამ ქვეპროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დაფინანსების თაობაზე წერილობით აცნობებს მოქალაქის მიერ არჩეულ იმ აფთიაქს, საიდანაც ქვეპროგრამით მოსარგებლის მიერ წარმოდგენილია ფორმა №IV-100ა-ით გათვალისწინებული მედიკამენტების განფასება (კალკულაცია).
2. ბენეფიციარისათვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. თუ ქვეპროგრამით დადგენილი დახმარების მიღების მსურველის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ამ ქვეპროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დაფინანსების თაობაზე წერილობით აცნობებს მოქალაქის მიერ არჩეულ იმ აფთიაქს, საიდანაც ქვეპროგრამით მოსარგებლის მიერ წარმოდგენილია ფორმა №IV-100ა-ით გათვალისწინებული მედიკამენტების განფასება (კალკულაცია).
3. მედიკამენტებით დახმარების მიზნით დაფინანსების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წერილში მიეთითება შემდეგი მონაცემები:
ა) ბენეფიციარის შესახებ ინფორმაცია;
ბ) აფთიაქის სახელწოდება;
გ) დაფინანსებული თანხის ოდენობა;
დ) წერილის მოქმედების ვადა.
4. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების ფარგლებში განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება შეადგენს ომის მონაწილეებისათვის, ერთი მოსარგებლისათვის წელიწადში არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს, დანარჩენი კატეგორიისათვის შეადგენს ერთი მოსარგებლისათვის წელიწადში არაუმეტეს 200 (ორას) ლარს.
5. სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირებით დახმარების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ მოსარგებლეზე წელიწადში არა უმეტეს 4 (ოთხი) კოლოფით.
51. ქვეპროგრამის ფარგლებში შეძენილი და გაუცემელი გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირები შეიძლება განიკარგოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილზე მეტი რაოდენობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით და ბენეფიციარების საჭიროების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით შეძენილი სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირების გამოყენება ვერ განხორციელდება მომავალ წელს ობიექტური მიზეზების გამო.
51. ქვეპროგრამის ფარგლებში შეძენილი და გაუცემელი გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირები შეიძლება განიკარგოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილზე მეტი რაოდენობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით და ბენეფიციარების საჭიროების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით შეძენილი სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირების გამოყენება ვერ განხორციელდება მომავალ წელს ობიექტური მიზეზების გამო.
6. დაფინანსების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წერილის საფუძველზე აფთიაქი ბენეფიციარს გადასცემს ფორმა №IV-100ა-ში გათვალისწინებულ მედიკამენტებს, რომლის ღირებულებასაც ანაზღაურებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია. მოქალაქე თავისუფალია ლიცენზირებული აფთიაქის არჩევაში.
7. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებისათვის დიაბეტის ტესტ-ჩხირების შესყიდვას მუნიციპალიტეტი ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. საანალიზო ტესტ-ჩხირებს ბენეფიციარს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 22 აპრილის დადგენილება №189 - ვებგვერდი, 22.04.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №206 - ვებგვერდი, 01.07.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №274 - ვებგვერდი, 25.10.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №288 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №78 - ვებგვერდი, 02.10.2023წ.
მუხლი 7. ანგარიშსწორება🔗
1. დაფინანსების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წერილის საფუძველზე აფთიაქის მიერ ბენეფიციარისთვის გაცემული მედიკამენტების შესაბამისად დგება მიღება-ჩაბარების აქტი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურსა და აფთიაქს შორის.
2. მუნიციპალიტეტის მიერ ბენეფიციარისთვის დიაბეტის ტესტ-ჩხირების გაცემისას დგება მიღება-ჩაბარების აქტი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურსა და მოქალაქეს შორის.
3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
4. ანაზღაურებას არ ექვემდებარება დაფინანსების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიმართვის წერილის მოქმედების ვადის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №206 - ვებგვერდი, 01.07.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
+
დანართი №3
+
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია" (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (კოდი: 06 01 04) (შედგომში- ქვეპროგრამა) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.
მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა🔗
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD- 10) მიხედვით განვითარების ზოგადი აშლილობების ჯგუფის (F84.0 – F84.9) დიაგნოზის მქონე 2-დან 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ საზღვრებში არიან მცხოვრები და რეგისტრირებულნი/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, ხოლო წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ.
2. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. ასევე, თუ პროგრამით სარგებლობის მსურველი პირის მშობელს აქვს 2 წლიანი უწყვეტი რეგისტრაცია (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ), ხოლო პროგრამით სარგებლობის მსურველ პირს უფიქსირდება აქტიური რეგისტრაციის სტატუსი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
21. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით სარგებლობის მსურველ პირს არ უფიქსირდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში უწყვეტი 2 წლიანი რეგისტრაცია (აქვს მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი), ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ოჯახის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ აქტის მომზადების უზრუნველსაყოფად.
21. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით სარგებლობის მსურველ პირს არ უფიქსირდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში უწყვეტი 2 წლიანი რეგისტრაცია (აქვს მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი), ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ოჯახის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ აქტის მომზადების უზრუნველსაყოფად.
3. ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ მომსახურებებს და ღონისძიებებს:
ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის, ერთიანი საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად, მოსარგებლისათვის სეანსის მიწოდებას (მ.შ. გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ, მეტყველების თერაპია, ოკუპაციური/სენსორული თერაპია და სხვა);
4. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურების დაფინანსება:
ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის თვეში არაუმეტეს 19 სეანსის მიწოდება, თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათს, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად. თვეში 19 საათის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების მინიმალურმა რაოდენობამ უნდა შეადგინოს სეანსების საერთო რაოდენობიდან არანაკლებ 12 სეანსი. დარჩენილი 7 სეანსის შემთხვევაში შესაძლებელია მიმწოდებლის მიერ, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად, მოხდეს მოსარგებლისათვის საჭირო სეანსების მიწოდება (მ.შ. გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ, მეტყველების თერაპია. ოკუპაციური/სენსორული თერაპია და სხვა). როცა შეუძლებელია სეანსის ჩატარება ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ სეანსების რაოდენობა განაწილდეს შემდეგ თვეებზე.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 9 ივნისის დადგენილება №197 - ვებგვერდი, 10.06.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №229 - ვებგვერდი, 25.12.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №267 - ვებგვერდი, 16.07.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 22.03.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 14 ივნისის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 15.06.2023წ.
მუხლი 3. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი🔗
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში- ქვეპროგრამის განმახორციელებელი).
2. ქვეპროგრამის დაფინანსება ხორციელდება ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №206 - ვებგვერდი, 01.07.2020წ.
მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და დაფინანსების წესი🔗
1. (ამოღებულია - 25.11.2020, №219).
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 399 (სამას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და 00 თეთრი) ლარისა, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევისა.
3. ქვეპროგრამის ფარგლებში, მომსახურების ერთეულს წარმოადგენს კომპლექსური თერაპიის არანაკლებ ერთსაათიანი ინდივიდუალური ან ჯგუფური სეანსი, ან ტელეინტერვენციის (ინდივიდუალური) განხორციელების სეანსი, რომელის ღირებულება შეადგენს 21 ლარს და ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში ფინანსდება არაუმეტეს 19 სეანსი, ხოლო დამატებითი სეანსების ღირებულება შესაძლებელია ანაზღაურდეს მოსარგებლის (პაციენტის) მხრიდან. იმ შემთხვევაში, თუ თვეში 19 სეანსი არ ჩატარდება, თვის დარჩენილი სეანსები მომდევნო თვეში არ ანაზღაურდება.
41. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში მომსახურების გამწევი დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის ჩატარებულ სეანსების რაოდენობაზე. ამ შემთხვევაში დაწესებულებისათვის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წინასწარ გაცემული წერილობითი მიმართვის საფუძველზე განსაზღვრული სეანსების რაოდენობის მიხედვით
41. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში მომსახურების გამწევი დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის ჩატარებულ სეანსების რაოდენობაზე. ამ შემთხვევაში დაწესებულებისათვის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წინასწარ გაცემული წერილობითი მიმართვის საფუძველზე განსაზღვრული სეანსების რაოდენობის მიხედვით
5. მომსახურების გამწევი დაწესებულების სახელზე, მერის მიერ ხელმოწერილი მიმართვის წერილი გაიცემა საბიუჯეტო წლის ბოლომდე იმ შემთხვევაში თუ პროგრამის მოსარგებლემ არ შეცვალა დაწესებულება.
6. აღნიშნული მომსახურება ანაზღაურდება მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვის თვიდან მოსარგებლის 18 წლის ასაკის შესრულებამდე. ანაზღაურებას ექვემდებარება, ასევე 18 წლის შესრულების თვის მანძილზე მოსარგებლისათვის მიწოდებული მომსახურება.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 9 ივნისის დადგენილება №197 - ვებგვერდი, 10.06.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №219 - ვებგვერდი, 26.11.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №229 - ვებგვერდი, 25.12.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №267 - ვებგვერდი, 16.07.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №288 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 22.03.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 14 ივნისის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 15.06.2023წ.
მუხლი 5. მოსარგებლეთა ჩართვა ქვეპროგრამაში და ბენეფიციარის სტატუსის გაუქმება🔗
1. ქვეპროგრამაში მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მერიაში მიმართვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
2. ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველმა უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით, რასაც თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;
ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);
დ)მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV- 100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის მერიაში წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე და მასში მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი;
ე) ADOS ტესტირების შედეგი;
ვ) დაწესებულების მიერ შედგენილი ინვოისი.
3.განმცხადებელი, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ქვეპროგრამის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ რეგისტრირდება ქვეპროგრამის მოსარგებლედ.
4. ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად განცხადების რეგისტრაციის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
5. მოსარგებლეს შეუძლია შეიცვალოს დაწესებულება პროგრამით სარგებლობის 2 თვის გასვლის შემდეგ, რისთვისაც წერილობით უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტს და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (ინვოისი). ახალ დაწესებულებაში გადაყვანა მოხდება განცხადებით მომართვის მომდენო თვის პირველი რიცხვიდან.
6. მოსარგებლისათვის გაცემული მერის მიერ გაცემული მიმართვის წერილის გაუქმების საფუძველია:
ა) თვეში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 20%-ზე მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა);
ბ) მოსარგებლის დიაგნოზის შეცვლა/მოხსნა, რაც უნდა დასტურდებოდეს მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (ფორმა №IV-100/ა).
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნტით გათვალისწინებული საფუძვლით, მერის მიერ გაცემული მიმართვის წერილი არ უქმდება, თუ გაცდენა გამოწვეულია მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობით (რაც დასტურდება ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით).
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №288 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
მუხლი 6. ანგარიშგება🔗
1. დაწესებულება ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვისა, წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია. საანგარიშგებო დოკუმენტაცია წადგენილი უნდა იქნეს ბეჭდური ფორმით.
2. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარის-ფაქტურა, მომსახურების ღირებულების კალკულაცია, სადაც უნდა ჩანდეს ჩატარებული თერაპიების რაოდენობა).
3. შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება საანგარიშგებო თვეში მოსარგებლისათვის გაწეული მომსახურების მოცულობა.
მუხლი 7. შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება🔗
1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ამოწმებს მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ დოკუმენტაციას. შემოწმებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
2. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა აღნიშნულის შესახებ 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა აცნობოს დაწესებულებას და მისცეს 1 თვე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. მომდევნო თვეში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, აღნიშნული მომსახურება არ ანაზღაურდება.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების სახელზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელით გაცემული წერილის და შესრულებული სამუშაოს შესაბამისი მომსახურების გამწევისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ამზადებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ქვეპროგრამიდან თანხის გამოყოფის შესახებ).
მუხლი 8🔗
1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) ქვეპროგრამით გათვალისწინებული ყველა მომსახურების განხორციელების, სულ მცირე, 6 თვიანი გამოცდილება;
ბ) შესაბამისი მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდის - ნევროლოგი/ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი და/ან სხვა - ჩართულობით უზრუნველყოფის შესაძლებლობა;
გ) ქცევითი თერაპევტის (10 მოსარგებლეზე, არანაკლებ, 1 თერაპევტი. ამასთან, თუ ქცევითი თერაპევტი წარმოადგენს სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ დასაქმებულს მას ჯამში ქვეპროგრამის ფარგლებში უნდა ჰყავდეს 10 მოსარგებლე) ყოლა:
გ.ა) რომელიც არის ბავშვის ქცევითი აშლილობების მართვის უნარ - ჩვევების მქონე დიპლომირებული სპეციალისტი ფსიქოლოგიაში ან მომიჯნავე სპეციალობაში (სპეციალური პედაგოგი, პედაგოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი) და გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის ბაზისური მომზადების საერთაშორისო ან/და ადგილობრივი კურსი, რაც დასტურდება სერტიფიკატით ან/და შესაბამისი დოკუმენტით;
გ.ბ) რომელსაც გააჩნია ქცევითი თერაპიის დამოუკიდებლად ჩატარების, სულ მცირე, 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
დ) აუცილებელია, ყოველ 5 ქცევით თერაპევტზე ჰყავდეს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხის მქონე ერთი ქცევითი თერაპევტი (სუპერვიზორი), ამასთან, თუ სუპერვიზორი წარმოადგენს სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ დასაქმებულს მას ჯამში ქვეპროგრამის ფარგლებში უნდა ჰყავდეს 5 ქცევითი თერაპევტი და შესაბამისად, არაუმეტეს 50 ბენეფიციარს უნდა მართავდეს) რომელსაც შეუძლია:
დ.ა) ბავშვის/მოზარდის უნარების შეფასება/გადაფასება შესაბამისი საერთაშორისო მეთოდოლოგიის გამოყენებით (ინსტრუმენტები: ABLLS,VB-MAPP და სხვა);
დ.ბ) ინდივიდუალური თერაპიული პროგრამის შედგენა;
დ.გ) აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან დამოუკიდებლად მუშაობის, სულ მცირე, 2 წლის გამოცდილება;
დ.ე) სრულად გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის საერთაშორისო კურსი ან მომზადებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით.
ე) უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი მატერალურ-ტექნიკური ბაზით (თითოეული მოსარგებლისათვის ერთი-ერთზე სერვისის განსახორციელებლად).
2. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
3. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მოცულობა განახორციელოს მერის მიერ ხელმოწერილი მიმართვის წერილის დაფინანსების ფარგლებში, ქვეპროგრამის მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №288 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
+
დანართი №4
+
„გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ ქვეპროგრამის (კოდი 06 01 05) განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ამ წესის (პროგრამული კოდი 06 01 05) მიზანს წარმოადგენს ქალაქ რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების და მოზარდების (შემდგომში - ბენეფიციარი) საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით შემეცნებითი, თვითმოვლის, კომუნიკაციური და ფიზიკური უნარების განვითარების ხელშეწყობა.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №206 - ვებგვერდი, 01.07.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
მუხლი 2. ქვეპროგრამით მოსარგებლენი და მათი შერჩევის წესი🔗
1. პროგრამით მოსარგებლე კატეგორიას განეკუთვნება გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლის ან დაუნის სინდრომის (ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები - R62; G80; Q90) მქონე ბავშვები და მოზარდები (ბენეფიციარები), რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი (ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები) არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში, რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). ასაკი განისაზღვრება ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი - R62-ის შემთხვევაში 0-დან 15 წლამდე, ხოლო ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები - G80 და Q90-ის შემთხვევაში 0-დან 18 წლამდე.
2. პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა განისაზღვრება შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:
ა) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობითი აღმზრდელის განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობითი აღმზრდელის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);
ე) მკურნალი ექიმის მიერ შევსებული ფორმა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV- 100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის მუნიციპალიტეტში წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე. სავალდებულოა ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები - R62; G80 და Q90 მიეთითოს ძირითად დიაგნოზად.
ვ) სამედიცინო დაწესებულების მიერ შედგენილი ინვოისი;
ზ) სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G80; Q90 კურორტული რეაბილიტაციის შემთხვევაში ინვოისი და კალკულაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კურორტიდან.
ი) ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R62-ის შემთხვევაში ფსიქოლოგის ან ნეიროფსიქოლოგის დასკვნა, რომელიც გაცემული უნდა იყოს მუნიციპალიტეტში წარდგენამდე არაუმეტეს 6 თვით ადრე.
3. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №229 - ვებგვერდი, 25.12.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №288 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
მუხლი 3. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმები🔗
1. ქვეპროგრამა უზრუნველყოფს ქალაქ რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული/ მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ბენეფიციარების სამკურნალო/სარეაბილიტაციო ხარჯების დაფარვას შემდეგი სახით:
ა) ბენეფიციარი, რომელსაც დადგენილი აქვთ ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი - R62 დაფინანსდება წლიურად არაუმეტეს 2000,00 (ორი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თვეში ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს არაუმეტეს 189.00 (ას ოთხმოცდაცხრა ლარი და 00 თეთრი) ლარს).
ბ) ბენეფიციარი, რომელსაც დადგენილი აქვთ ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები - G 80 და Q 90 დაფინანსდება წლიურად არაუმეტეს 1000,00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით.
2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების ქვეპროგრამასთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
3. თუ ქვეპროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებით, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის ჩამონათვალს, ქვეპროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ქალაქის მერი და მიმართვის წერილს გასცემს იმ დაწესებულების სახელზე, საიდანაც არის წარმოდგენილი ინვოისი.
31. მიმართვის წერილის მოქმედების ვადა ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R-62 -ის შემთხვევაში განისაზღვრება საბიუჯეტო წლის ბოლომდე. ხოლო, ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G 80 და Q 90 შემთხვევაში - არანაკლებ 30 და არაუმეტეს 90 კალენდარული დღით.
31. მიმართვის წერილის მოქმედების ვადა ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R-62 -ის შემთხვევაში განისაზღვრება საბიუჯეტო წლის ბოლომდე. ხოლო, ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G 80 და Q 90 შემთხვევაში - არანაკლებ 30 და არაუმეტეს 90 კალენდარული დღით.
32. ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R-62 -ის შემთხვევაში, მოსარგებლეს შეუძლია შეიცვალოს დაწესებულება, პროგრამით სარგებლობის ორი თვის გასვლის შემდეგ, რისთვისაც წერილობით უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტს და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (ინვოისი). ახალ დაწესებულებაში გადაყვანა მოხდება განცხადებით მომართვის მომდენო თვის პირველი რიცხვიდან.
32. ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R-62 -ის შემთხვევაში, მოსარგებლეს შეუძლია შეიცვალოს დაწესებულება, პროგრამით სარგებლობის ორი თვის გასვლის შემდეგ, რისთვისაც წერილობით უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტს და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (ინვოისი). ახალ დაწესებულებაში გადაყვანა მოხდება განცხადებით მომართვის მომდენო თვის პირველი რიცხვიდან.
33. ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R-62 -ის ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურის მიერ დოკუმენტაციის ქვეპროგრამასთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ, მომდევნო თვიდან. ხოლო ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G 80 და Q 90 შემთხვევაში - ქვეპროგრამასთან შესაბამისობის დადგენის დროიდან.
33. ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R-62 -ის ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურის მიერ დოკუმენტაციის ქვეპროგრამასთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ, მომდევნო თვიდან. ხოლო ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G 80 და Q 90 შემთხვევაში - ქვეპროგრამასთან შესაბამისობის დადგენის დროიდან.
4. (ამოღებულია - 31.05.2022, №19).
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №206 - ვებგვერდი, 01.07.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №288 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
მუხლი 4. შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება და ანაზღაურების წესი🔗
1. ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R-62 -ის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვისა, წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა, მომსახურების ღირებულების კალკულაცია, სადაც უნდა ჩანდეს ჩატარებული თერაპიების რაოდენობა). ხოლო, ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G 80 და Q 90 შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს ბოლოს.
2. ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R-62 -ის შემთხვევაში, შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება საანგარიშგებო თვეში მოსარგებლისათვის გაწეული მომსახურების მოცულობა. ხოლო, ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G 80 და Q 90 შემთხვევაში შესრულებული სამუშაოს სრული მოცულობა.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ამოწმებს მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ დოკუმენტაციას. ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R-62-ის შემთხვევაში, დაფინანსებას ექვემდებარება 0-დან 15 წლის შესრულების თვის მანძილზე მოსარგებლისთვის მიწოდებული მომსახურება, ხოლო ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G 80 და Q 90 შემთხვევაში - მოსარგებლის 18 წლის ასაკის შესრულებამდე.
4. მომსახურების გამწევი დაწესებულების სახელზე გაცემული მიმართვის წერილის და გაწეული მომსახურების შესრულების ამსახველი დოკუმენტაციის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ქვეპროგრამიდან თანხის გამოყოფის შესახებ.
5. ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
მუხლი 5. ქვეპროგრამის შედეგი🔗
გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა სტიმულირების, თვითმოვლის უნარების შეძენის, შემეცნების, მოტორიკისა და კომუნიკაციური უნარების გამომუშავების ხელშეწყობა.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
+
დანართი №5
+
„დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. „დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამის“ (პროგრამული კოდი 06 02 14) განხორციელების წესი განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირებისათვის ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევის წესსა და პირობებს.
2. პროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №206 - ვებგვერდი, 01.07.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
ა) დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა - მოიცავს თირკმლის ტრანსპლანტაციის, თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჰემოდიალიზითა და პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფას;
ბ) იძულებით გადაადგილებული პირი - პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო);
გ) სამედიცინო დაწესებულება - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას;
დ) დაფინანსება - „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარების პროგრამა"(პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განხორციელების წესის" შესაბამისად დაფინანსება.
მუხლი 3. ქვეპროგრამის მიზანი და ამოცანა🔗
1. ქვეპროგრამის მიზანია დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეებისათვის (შემდგომში - ბენეფიციარი) მატერიალური დახმარების გაწევას.
2. ქვეპროგრამის ამოცანაა დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები მოქალაქეებისათვის მატერიალური დახმარების გაწევით (ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით) სოციალური მხარდაჭერა.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
მუხლი 4. ქვეპროგრამით მოსარგებლეები🔗
1. ქვეპროგამით მოსარგებლე შეიძლება იყოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქე, რომელიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), ჩართულია საქართველოს ნებისმიერ ქალაქში დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში და იმყოფება სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხვაზე.
2. ქვეპროგრამაში ჩართვისათვის ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას:
ა) ქვეპროგრამის ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);
გ) ქვეპროგრამის ბენეფიციართან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის, ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლი (იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი არ არის პროგრამის ბენეფიციარი);
დ) დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი ფორმა №IV-100ა;
ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული ბანკის მიერ დადგენილი წესით (დედანი);
ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით, ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად).
3. გამონაკლისი, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.
4. ბენეფიციარის ქვეპროგრამით სარგებლობა დამოკიდებულია მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობაზე ამ წესით დადგენილ მოთხვონებთან.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
მუხლი 5. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი🔗
1. ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების ქვეპროგრამასთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
11. აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებული მატერიალური დახმარებით სარგებლობის უფლება პირს წარმოეშობა განცხადების რეგისტრაციის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
11. აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებული მატერიალური დახმარებით სარგებლობის უფლება პირს წარმოეშობა განცხადების რეგისტრაციის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
2. ქვეპროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგქვეპროგრამის ბენეფიციარების სია (მონაცემები - რეგისტრაციის მისამართი) ყოველთვიურად შესაბამისობაში მოდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზასთან. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მონაცემების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზაში გადამოწმების შედეგად ვერ დადგინდა მისი რეგისტრაციის უწყვეტობა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური უფლებამოსილია ქვეპროგრამის ბენეფიციარს მოსთხოვოს საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გადამოწმების შემდეგ, თუ ბენეფიციარი აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, მას უწყდება ქვეპროგრამით დადგენილი დახმარება.
4. ბენეფიციარი ვალდებულია, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ (კალენდარული წლის დასაწყისიდან არაუგვიანეს 25 თებერვლისა) წარმოადგინოს განახლებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV- 100ა). აღნიშნული დოკუმენტის არ წარმოდგენის შემთხვევაში, ან თუ წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება მოსარგებლის მიერ სამედიცინო მომსახურების პროცედურის განუხორციელებლობა, ბენეფიციარს უწყდება ქვეპროგრამით დადგენილი დახმარება. დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში ბენეფიციარს დროებით უჩერდება ქვეპროგრამით დადგენილი დახმარება და განახლდება აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის თვის შემდეგი თვიდან.
5. აღნიშნული პროგრამით ახალი მოსარგებლე პირის დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების რეგისტაციის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №206 - ვებგვერდი, 01.07.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №229 - ვებგვერდი, 25.12.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
მუხლი 6. ანგარიშსწორება🔗
1. ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ წესის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს და დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღრიცხულნი არიან სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებაში, დახმარება მოიცავს თვეში 80.00 (ოთხმოცი) ლარს.
2. ბენეფიციარები ქვეპროგრამით დადგენილ მატერიალურ დახმარებას მიიღებენ წარმოდგენილ საკუთარ საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად თანხის დარიცხვით.
3. ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №229 - ვებგვერდი, 25.12.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №288 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“, №159, 20.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016595 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4739089-13/