ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების” (კოდი 04 05) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.12.2019 ძალადაკარგული 25.11.2025
ნომერი
№160
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.160.016596
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №160

2019 წლის 20 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სტუდენტთა სწავლის დაფინანსების” (კოდი 04 05) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს   ორგანული   კანონის   „ადგილობრივი   თვითმმართველობის   კოდექსი“  მე-16  მუხლის მე-3 და  მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-25 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების (კოდი 04 05) განხორციელების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარების” (კოდი 06 02 12) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსებისა და წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №88 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 26/12/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.160.016524).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი
+



დანართი №1
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების” (კოდი 04 05) განხორციელების წესი

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების (კოდი 04 05) განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, წარმატებული სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის დაფინანსების  წესსა და პირობებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალიწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“).

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №207 - ვებგვერდი, 01.07.2020წ.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი ან კოლეჯი.

ბ) დაფინანსება – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების (საშუალო არითმეტიკული) შესაბამისად.

გ) ქვეპროგრამა – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების“ ქვეპროგრამა (კოდი 04 05).

დ) სტუდენტი –  ამ პროგრამის მიზნებისთვის პირი, რომელიც ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №293 - ვებგვერდი, 29.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
მუხლი 3.  მოსარგებლე პირ(ებ)ი და  დაფინანსების ოდენობა

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული და ქალაქ რუსთავში მუნიციპალიტეტში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხული პირების (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), დაფინანსებას აკადემიური მოსწრების შესაბამისად:

ა) 81 ქულიდან 90 ქულამდე შეფასების მქონეს არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით;

ბ) 90 ქულიდან 95  ქულამდე არაუმეტეს 1000 ლარით;

გ) 95 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით 1200 ლარით.

1​1 . ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები მაგისტრანტების (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), დაფინანსებას აკადემიური მოსწრების შესაბამისად, 85 ქულიდან 100 ქულამდე შეფასების მქონეს არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით (ერთი სასწავლო წლის განმავლობაში).

1​2 . ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავში მუნიციპალიტეტში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები დოქტორანტების (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) დაფინანსებას აკადემიური მოსწრების შესაბამისად, 85 ქულიდან 100 ქულამდე შეფასების მქონეს არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით (ერთი სასწავლო წლის განმავლობაში).

1​3.  სწავლის საფასურის დაფინანსება ხორციელდება სტუდენტის წინა სემესტრის ქულების შეფასებით, თუ წინა სემესტრის შეფასებით არ აქვს დაფინანსება მიღებული და მიმდინარე სემესტრი არ არის დასრულებული.

2. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - ქალაქი რუსთავი. ასევე, ქვეპროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა შესაძლოა მიეცეს ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს, თუ იგი ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს დოკუმენტს (სკოლის ატესტატს ან ცნობას შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან), რომლითაც დადასტურდება, რომ სკოლის დამამთავრებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

3. ქვეპროგრამის მოქმედება არ ვრცელდება პირველი კურსის პირველი სემესტრის სტუდენტის დაფინანსებაზე.

4.  მოსარგებლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის საფეხურზე და სტუდენტის სტატუსი უნდა ჰქონდეს აქტიური. გამონაკლისი სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით შეიძლება დაიშვას იმ შემთხვევაში, თუ ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველს, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.

5. მოსარგებლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტი. გამონაკლისი მაგისტრანტის სტატუსთან დაკავშირებით შეიძლება დაიშვას იმ შემთხვევაში, თუ ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველს, მაგისტრანტის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.

6. მოსარგებლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტი. გამონაკლისი დოქტორანტის სტატუსთან დაკავშირებით შეიძლება დაიშვას იმ შემთხვევაში, თუ ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველს, დოქტორანტის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №293 - ვებგვერდი, 29.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
მუხლი 4. განცხადების წარდგენა

1. სტუდენტთა სწავლის დაფინანსების მისაღებად მოსარგებლე პირმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (საჭიროების შემთხვევაში);

დ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის (აქტიური) შესახებ (დედანი), გამონაკლისი სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით შეიძლება დაიშვას იმ შემთხვევაში, თუ ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველს, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო;

ე) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი – იძულებით გადაადგილებული (დევნილი) სტუდენტისთვის (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან – სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის (საჭიროების შემთხვევაში);

ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა;

თ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (100-ქულიანი სისტემიდან), იმ შემთხვევაში, თუ შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, შესაძლებელია წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების გათვალისწინება;

ი) სახელმწიფო ქვეპროგრამის ფარგლებში წინა და მიმდინარე წელს სასწავლო წლის დაფინანსებაზე უარის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);

კ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);

ლ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
მუხლი 5. დაფინანსების გაცემის პირობები და ადმინისტრირება

1. დაფინანსების თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების გადარჩევას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.

2. ქვეპროგრამის განხორციელებისას დაფინანსების მსურველთა სია (მონაცემები) უნდა გადამოწმდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ – „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრთან.

3. განმცხადებლის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, განცხადების რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წარმოდგენილი დოკუმენტების ქვეპროგრამასთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო დაფინანსებაზე უარის გადაწყვეტილებას განმცხადებელს წერილობითი ფორმით  უგზავნის ქვეპროგრამის განმახორციელებელი.

4. იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელდა გამოყოფილი დაფინანსების ათვისება, ჩარიცხული თანხა უმაღლესი სასწავლებლის მიერ ბრუნდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №230 - ვებგვერდი, 25.12.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №293 - ვებგვერდი, 29.11.2021წ.
მუხლი 6. დაფინანსების გაცემა და ანგარიშსწორება

1. დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

2. სტუდენტს  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით უფინანსდება სწავლის გადასახადი, წელიწადში არაუმეტეს სტუდენტებისთვის განსაზღვრული დასაფინანსებელი თანხის ოდენობისა.

3. ანგარიშსწორება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების” (კოდი 04 05) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, №160, 20.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016596 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4739108-5/