2020-2026 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.12.2019 ბოლო ცვლილება 08.01.2026
ნომერი
№1-1/601
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.024.016614
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (25)

შემდგომი ცვლილებები (11)

წინა ცვლილებები (14)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/601

2019 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

2020-2022 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 15 დეკემბრის ბრძანება  №1-1/541 - ვებგვერდი, 17.12.2020 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №1-1/556 - ვებგვერდი, 22.12.2021 წ.
 

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,

 

ვბრძანებ:


+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „2020 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი“ 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
+
მუხლი 1​1
დამტკიცდეს თანდართული „2021 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი“ 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 15 დეკემბრის ბრძანება  №1-1/541 - ვებგვერდი, 17.12.2020 წ.
 

+
მუხლი 1​2
 დამტკიცდეს თანდართული „2022 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით".

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №1-1/556 - ვებგვერდი, 22.12.2021 წ.
 

+
მუხლი 2
ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურად მიიჩნევა შემდეგი წარმოების ლიცენზიატები: ა) შპს „ენგურჰესი“; ბ) შპს „ვარდნილჰესების კასკადი“.
+
მუხლი 3
ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების მიზნით ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში, მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ.
+
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „2020-2026 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დამტკიცების შესახებ“, №1-1/601, 23.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016614 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4744072-14/