1. ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციას კომისიასთან თანამშრომლობით შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. ბუნებრივი ბაზრის მოდელის კონცეფცია აყალიბებს საქართველოში ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპებს. სახელმძღვანელო პრინციპები იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ბუნებრივი გაზის ბაზრის სტრუქტურის ზოგადი არსის განსასაზღვრად, უნდა აყალიბებდეს ბაზრის მონაწილეების უფლება-მოვალეობებისა და ბაზრის სტრუქტურის ზოგად მონახაზს. კონცეფციით ასევე შეიძლება განისაზღვროს სამიზნე მოდელზე გადასვლის ეტაპები. ბუნებრივი ბაზრის ორგანიზება და ოპერირება, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრული ბაზრის ნებისმიერ სეგმენტთან დაკავშირებული ყველა პროცედურა, რეგულირდება კომისიის მიერ ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
3. ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირების წესები და სხვა დაკავშირებული საკითხები, მათ შორის:
ა) ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელი, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად;
ბ) ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირების პროცედურები, პრინციპები და სტანდარტები, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად;
ბ1) ბუნებრივი გაზის ბაზარზე ვაჭრობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ასეთი მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში;
გ) ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეების იდენტიფიცირებისა და რეგისტრაციის მეთოდები;
დ) ბუნებრივი გაზის ბაზარზე დასადები ხელშეკრულებების სახეები და ნიმუშები;
ე) პროდუქტები, რომელთა ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ბაზარზე;
ვ) ბუნებრივი გაზის ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების რეესტრის წარმოების სტანდარტი და პროცედურა;
ზ) ბუნებრივი გაზის ბაზრის ფუნქციონირებისთვის საჭირო მონაცემთა ბაზის შექმნისა და წარმოების სტანდარტი და პროცედურა;
თ) ბუნებრივი გაზით ვაჭრობის დღიური გრაფიკის მომზადების, გამოყენების, გადამოწმებისა და შეცვლის სტანდარტი და პროცედურა;
ი) ბუნებრივი გაზის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებში არსებული დანაკარგების აღმოფხვრის მიზნით ბუნებრივი გაზის შესყიდვის სტანდარტი და პროცედურა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბუნებრივი გაზის უწყვეტი, უსაფრთხო და საიმედო მიწოდება;
კ) ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრული ბაზრის თითოეული სეგმენტის ორგანიზებისა და ოპერირების პირობები;
ლ) ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირებისათვის, აგრეთვე ბაზრის შიგნით პროცედურების მოსაწესრიგებლად აუცილებელი სხვა პირობები;
მ) ორმხრივი ხელშეკრულებებით ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის წესი და პროცედურა.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.12.2021 კანონი №1198
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 129. ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფცია და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები 1. ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციას კომისიასთან თანამშრომლობით შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობამთავრობა. . 2. ბუნებრივი ბაზრის მოდელის კონცეფცია აყალიბებს საქართველოში ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპებსპრინციპებს. . სახელმძღვანელო პრინციპები იმ ფარგლებშიფარგლებში, , რომლებიც აუცილებელია ბუნებრივი გაზის ბაზრის სტრუქტურის ზოგადი არსის განსასაზღვრადგანსასაზღვრად, , უნდა აყალიბებდეს ბაზრის მონაწილეების უფლებაუფლება-მოვალეობებისა -მოვალეობებისა და ბაზრის სტრუქტურის ზოგად მონახაზსმონახაზს. . კონცეფციით ასევე შეიძლება განისაზღვროს სამიზნე მოდელზე გადასვლის ეტაპებიეტაპები. . ბუნებრივი ბაზრის ორგანიზება და ოპერირებაოპერირება, , მათ შორისშორის, , ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრული ბაზრის ნებისმიერ სეგმენტთან დაკავშირებული ყველა პროცედურაპროცედურა, , რეგულირდება კომისიის მიერ ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისადშესაბამისად. . 3. ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირების წესები და სხვა დაკავშირებული საკითხებისაკითხები, , მათ შორისშორის: :ა) ა ) ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელიმოდელი, , ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისადშესაბამისად; ;ბ) ბ ) ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირების პროცედურებიპროცედურები, , პრინციპები და სტანდარტებისტანდარტები, , ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისადშესაბამისად; ;ბ1) გბუნებრივი )გაზის ბაზარზე ვაჭრობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ასეთი მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში; გ) ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეების იდენტიფიცირებისა და რეგისტრაციის მეთოდებიმეთოდები; ;დ) დ ) ბუნებრივი გაზის ბაზარზე დასადები ხელშეკრულებების სახეები და ნიმუშებინიმუშები; ;ე) ეპროდუქტები, ) პროდუქტები , რომელთა ყიდვაყიდვა-გაყიდვა -გაყიდვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ბაზარზებაზარზე; ;ვ) ვ ) ბუნებრივი გაზის ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების რეესტრის წარმოების სტანდარტი და პროცედურაპროცედურა; ;ზ) ზ ) ბუნებრივი გაზის ბაზრის ფუნქციონირებისთვის საჭირო მონაცემთა ბაზის შექმნისა და წარმოების სტანდარტი და პროცედურაპროცედურა; ;თ) თ ) ბუნებრივი გაზით ვაჭრობის დღიური გრაფიკის მომზადებისმომზადების, ,გამოყენების, გამოყენების , გადამოწმებისა და შეცვლის სტანდარტი და პროცედურაპროცედურა; ;ი) ი ) ბუნებრივი გაზის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებში არსებული დანაკარგების აღმოფხვრის მიზნით ბუნებრივი გაზის შესყიდვის სტანდარტი და პროცედურაპროცედურა, , რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბუნებრივი გაზის უწყვეტიუწყვეტი, , უსაფრთხო და საიმედო მიწოდებამიწოდება; ;კ) კ ) ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრული ბაზრის თითოეული სეგმენტის ორგანიზებისა და ოპერირების პირობებიპირობები; ;ლ) ლ ) ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირებისათვისოპერირებისათვის, , აგრეთვე ბაზრის შიგნით პროცედურების მოსაწესრიგებლად აუცილებელი სხვა პირობებიპირობები; .მ) ორმხრივი ხელშეკრულებებით ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის წესი და პროცედურა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება