1. შიდა ენერგეტიკულ ბაზრებზე მიწოდების უსაფრთხოების დაცვისა და რეგიონული და ორმხრივი სოლიდარობის ხელშეწყობის მიზნით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები თანამშრომლობენ ენერგეტიკული გაერთიანების მხარეთა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობა ასევე ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც იწვევს ან რომლებმაც შესაძლოა მოკლე ვადაში გამოიწვიოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (როცა საფრთხე ექმნება ბუნებრივი გაზის მიწოდების საერთო მოცულობის 20%-ზე მეტს და ამ მდგომარეობის მართვა ეროვნულ დონეზე ნაკლებად შესაძლებელია) ფართომასშტაბიანი წყვეტა, რაც გავლენას ახდენს როგორც საქართველოზე, ისე ენერგეტიკული გაერთიანების სხვა მხარეზე. ასეთ შემთხვევებში თანამშრომლობა უნდა მოიცავდეს:
ა) ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამ კანონის 134-ე და 136-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების კოორდინაციას;
ბ) ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამ კანონის 139-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების კოორდინაციას;
გ) ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ურთიერთდამაკავშირებლების იდენტიფიცირებას და საჭიროების შემთხვევაში განვითარებასა და განახლებას, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ურთიერთდამაკავშირებლებში სიმძლავრის ორმხრივი გადადინების შესაძლებლობის შექმნას;
დ) ურთიერთდახმარების პირობებსა და პრაქტიკულ ფორმებს.
3. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა და ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებს მიეწოდებათ ინფორმაცია ამ მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლობის თაობაზე.
4. ამ მუხლში მოცემული მიზნების უზრუნველსაყოფად სამინისტრო ასევე თანამშრომლობს სხვა მეზობელი ქვეყნების (რომლებიც ენერგეტიკული გაერთიანების მხარეები არ არიან) კომპეტენტურ ორგანოებთან შესაბამისი შეთანხმებების საფუძველზე.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 133. რეგიონული სოლიდარობა 1. შიდა ენერგეტიკულ ბაზრებზე მიწოდების უსაფრთხოების დაცვისა და რეგიონული და ორმხრივი სოლიდარობის ხელშეწყობის მიზნით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები თანამშრომლობენ ენერგეტიკული გაერთიანების მხარეთა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთანორგანოებთან. . 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობა ასევე ვრცელდება ისეთ შემთხვევებზეშემთხვევებზე, , რომლებიც იწვევს ან რომლებმაც შესაძლოა მოკლე ვადაში გამოიწვიოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (როცა საფრთხე ექმნება ბუნებრივი გაზის მიწოდების საერთო მოცულობის 20%-ზე მეტს და ამ მდგომარეობის მართვა ეროვნულ დონეზე ნაკლებად შესაძლებელიაშესაძლებელია) ) ფართომასშტაბიანი წყვეტაწყვეტა, , რაც გავლენას ახდენს როგორც საქართველოზესაქართველოზე, , ისე ენერგეტიკული გაერთიანების სხვა მხარეზემხარეზე. . ასეთ შემთხვევებში თანამშრომლობა უნდა მოიცავდესმოიცავდეს: :ა) ა ) ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამ კანონის 134-ე და 136-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების კოორდინაციასკოორდინაციას; ;ბ) ბ ) ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამ კანონის 139-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების კოორდინაციასკოორდინაციას; ;გ) გ ) ელექტროენერგიის ანან/და /და ბუნებრივი გაზის ურთიერთდამაკავშირებლების იდენტიფიცირებას და საჭიროების შემთხვევაში განვითარებასა და განახლებასგანახლებას, , მათ შორისშორის, , ბუნებრივი გაზის ურთიერთდამაკავშირებლებში სიმძლავრის ორმხრივი გადადინების შესაძლებლობის შექმნასშექმნას; ;დ) დ ) ურთიერთდახმარების პირობებსა და პრაქტიკულ ფორმებსფორმებს. . 3. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა და ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებს მიეწოდებათ ინფორმაცია ამ მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლობის თაობაზეთაობაზე. . 4. ამ მუხლში მოცემული მიზნების უზრუნველსაყოფად სამინისტრო ასევე თანამშრომლობს სხვა მეზობელი ქვეყნების (რომლებიც ენერგეტიკული გაერთიანების მხარეები არ არიანარიან) ) კომპეტენტურ ორგანოებთან შესაბამისი შეთანხმებების საფუძველზე . თავი XXXIII. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებასაფუძველზე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება