1. ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს, თუ ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა, განაწილება, მიწოდება ან/და ყიდვა-გაყიდვა ფერხდება მოულოდნელი გარემოებების ან შესაბამისი ელექტროენერგეტიკული საწარმოს კონტროლის მიღმა არსებული გარემოებების გამო, რომლებითაც საფრთხე ექმნება ელექტროენერგეტიკული სისტემის ერთიან უსაფრთხოებასა და საიმედოობას ან საბოლოო მომხმარებლების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მათთვის ელექტროენერგიის მიწოდებას.
2. ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული ორგანოს გადაწყვეტილებით. ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელ უსაფრთხოების ზომებსა და პროცედურებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, კომისიასთან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთან, ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების ან/და სხვა შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან და ოპერატორებთან კონსულტაციებითა და მჭიდრო კოორდინაციით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები უნდა განხორციელდეს შეზღუდული დროით, ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებაში მინიმალური ჩარევით და იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ადამიანების, ელექტროენერგეტიკული მოწყობილობების ან/და დანადგარების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხის აღმოსაფხვრელად.
5. ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებული უსაფრთხოების ზომების თაობაზე საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ აცნობებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და წარუდგენს ყველა საჭირო ინფორმაციას.
6. ამ მუხლის გამოყენება არ ზღუდავს „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საგანგებო მდგომარეობის მართვის ზოგადი წესების მოქმედებას იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის სპეციალური მოთხოვნების ჯეროვანი შესრულება ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.12.2021 კანონი №1198
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 136. საგანგებო მდგომარეობა ელექტროენერგეტიკის სექტორში 1. ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდესგამოცხადდეს, , თუ ელექტროენერგიის წარმოებაწარმოება, ,გადაცემა, გადაცემაგანაწილება, , განაწილება , მიწოდება ანან/და /დაყიდვა-გაყიდვა ელექტროენერგიით ვაჭრობა ფერხდება მოულოდნელი გარემოებების ან შესაბამისი ელექტროენერგეტიკული საწარმოს კონტროლის მიღმა არსებული გარემოებების გამოგამო, , რომლებითაც საფრთხე ექმნება ელექტროენერგეტიკული სისტემის ერთიან უსაფრთხოებასა და საიმედოობას ან საბოლოო მომხმარებლების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მათთვის ელექტროენერგიის მიწოდებასმიწოდებას. . 2. ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული ორგანოს გადაწყვეტილებითგადაწყვეტილებით. . ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობამთავრობა. . 3. ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელ უსაფრთხოების ზომებსა და პროცედურებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობამთავრობა, ,კომისიასთან, კომისიასთან , გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთანოპერატორებთან, , ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების ანან/და /და სხვა შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან და ოპერატორებთან კონსულტაციებითა და მჭიდრო კოორდინაციითკოორდინაციით. . 4. ამ მუხლის მემე-3 -3 პუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები უნდა განხორციელდეს შეზღუდული დროითდროით, , ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებაში მინიმალური ჩარევით და იმ ფარგლებშიფარგლებში, , რომლებიც აუცილებელია ადამიანებისადამიანების, , ელექტროენერგეტიკული მოწყობილობების ანან/და /და დანადგარების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხის აღმოსაფხვრელადაღმოსაფხვრელად. . 5. ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებული უსაფრთხოების ზომების თაობაზე საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ აცნობებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და წარუდგენს ყველა საჭირო ინფორმაციასინფორმაციას. . 6. ამ მუხლის გამოყენება არ ზღუდავს „საგანგებო მდგომარეობის შესახებშესახებ“ “ საქართველოს კანონით დადგენილი საგანგებო მდგომარეობის მართვის ზოგადი წესების მოქმედებას იმ პირობითპირობით, , რომ უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის მართვის სპეციალური მოთხოვნების ჯეროვანი შესრულება ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად .შესაბამისად.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება