1. ამ კანონის 153-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების დაკისრების წესს ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ადგენს კომისია.
2. რეგულირებული საწარმოსთვის ან სხვა პირისთვის სანქციის დაკისრებისას კომისია ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს:
ა) მართლსაწინააღმდეგო ქცევის სიმძიმე და განგრძობადობა;
ბ) მართლსაწინააღმდეგო ქცევის შედეგად დამდგარი შედეგები;
გ) შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები.
3. რეგულირებული საწარმოს ან სხვა შესაბამისი პირის აქტიური მოქმედება, რომელიც მიმართულია სამართალდარღვევის უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე შემცირებისკენ, სამართალდარღვევის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და კომისიის მიერ წარმოებული გამოძიების ხელშეწყობისკენ, ჩაითვლება შემამსუბუქებელ გარემოებად.
4. რეგულირებული საწარმოს ან სხვა შესაბამისი პირის ქმედება, რომელიც მიმართულია კომისიის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების შეფერხებისკენ ასეთი დარღვევის ან მისი შედეგების დაფარვის მიზნით, ან აღნიშნული პირების მიერ მართლსაწინააღმდეგო ქცევის გაგრძელება ან სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ჩაითვლება დამამძიმებელ გარემოებად.
5. კომისია სანქციის დაკისრებისას, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების გარდა, მხედველობაში იღებს სხვა შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებებსაც.
6. კომისიამ სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 6 თვის ვადაში მას შემდეგ, რაც კომისიისთვის ცნობილი გახდა სამართალდარღვევის შესახებ. ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული დებულებები არ აღსრულდება, თუ მათი დარღვევიდან ან დარღვევის შედეგების გამჟღავნებიდან გასულია არანაკლებ 5 წელი. ერთი და იმავე სამართალდარღვევისთვის ერთი და იმავე პირის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი სანქცია.
7. დაკისრებული ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში. ჯარიმა ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. დამრღვევი რეგულირებული საწარმოს ან სხვა პირის მიერ სანქციის დაკისრების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით მიმართოს საქართველოს კომპეტენტურ უწყებებს.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 154. სანქციის დაკისრება 1. ამ კანონის 153-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების დაკისრების წესს ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ადგენს კომისიაკომისია. . 2. რეგულირებული საწარმოსთვის ან სხვა პირისთვის სანქციის დაკისრებისას კომისია ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებსგარემოებებს: :ა) ა ) მართლსაწინააღმდეგო ქცევის სიმძიმე და განგრძობადობაგანგრძობადობა; ;ბ) ბ ) მართლსაწინააღმდეგო ქცევის შედეგად დამდგარი შედეგებიშედეგები; ;გ) გ ) შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებებიგარემოებები. . 3. რეგულირებული საწარმოს ან სხვა შესაბამისი პირის აქტიური მოქმედებამოქმედება, , რომელიც მიმართულია სამართალდარღვევის უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე შემცირებისკენშემცირებისკენ, , სამართალდარღვევის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და კომისიის მიერ წარმოებული გამოძიების ხელშეწყობისკენხელშეწყობისკენ, , ჩაითვლება შემამსუბუქებელ გარემოებადგარემოებად. . 4. რეგულირებული საწარმოს ან სხვა შესაბამისი პირის ქმედებაქმედება, , რომელიც მიმართულია კომისიის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების შეფერხებისკენ ასეთი დარღვევის ან მისი შედეგების დაფარვის მიზნითმიზნით, , ან აღნიშნული პირების მიერ მართლსაწინააღმდეგო ქცევის გაგრძელება ან სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ჩაითვლება დამამძიმებელ გარემოებადგარემოებად. . 5. კომისია სანქციის დაკისრებისასდაკისრებისას, , ამ მუხლის მემე-3 -3 და მემე-4 -4 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების გარდაგარდა, , მხედველობაში იღებს სხვა შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებებსაცგარემოებებსაც. . 6. კომისიამ სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 6 თვის ვადაში მას შემდეგშემდეგ, , რაც კომისიისთვის ცნობილი გახდა სამართალდარღვევის შესახებშესახებ. . ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული დებულებები არ აღსრულდებააღსრულდება, , თუ მათი დარღვევიდან ან დარღვევის შედეგების გამჟღავნებიდან გასულია არანაკლებ 5 წელიწელი. . ერთი და იმავე სამართალდარღვევისთვის ერთი და იმავე პირის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი სანქციასანქცია. . 7. დაკისრებული ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაშივადაში. . ჯარიმა ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტშიბიუჯეტში. . 8. დამრღვევი რეგულირებული საწარმოს ან სხვა პირის მიერ სანქციის დაკისრების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით მიმართოს საქართველოს კომპეტენტურ უწყებებს . თავი XXXIX. სადავო საკითხების განხილვა და კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებაუწყებებს.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება