1. გადამცემი სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით მოსარგებლის არადისკრიმინაციულ და შეუზღუდავ დაშვებას. ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვების საფასურს ანგარიშობს და ადგენს კომისია შესაბამისი მეთოდოლოგიის მიხედვით.
2. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, გადაცემის მომსახურების ჰარმონიზებული ხელშეკრულების გამოყენებით ან/და ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად.
3. ამ კანონის დებულებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას იმ პირობით, რომ ეს ხელშეკრულებები შეესაბამება საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილ კონკურენციის წესებს.
4. გადამცემი სისტემის ოპერატორი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვების პროცედურას, წესებსა და პირობებს, მათ შორის, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით დადგენილ მოთხოვნებსა და კომისიის მიერ განსაზღვრულ საფასურებს, აგრეთვე ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვებისა და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით სარგებლობისთვის საჭირო ტექნიკურ და რაოდენობრივ მონაცემებს, რომლებიც რეგულარულად უნდა განახლდეს.
5. კომისიის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით მოსარგებლეს შეიძლება გაეწიოს მხოლოდ შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენის შემდეგ. ამგვარი გარანტია გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შემუშავებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით, უნდა იყოს არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და პროპორციული და არ უნდა ქმნიდეს ბაზარზე შესვლის გაუმართლებელ ბარიერს.
6. გადამცემი სისტემის ოპერატორს ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების ან/და თანამშრომლობის სხვა პირობების შესაბამისად შეიძლება ჰქონდეს მეზობელი ქვეყნების გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელთან დაშვება, თუ ეს საჭიროა მის მიერ თავისი ფუნქციების შესასრულებლად, მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემისთვის.
7. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია წარმოების ობიექტების დისპეტჩერიზაციისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პრიორიტეტი მიანიჭოს იმ ობიექტებს, რომლებიც ენერგიას განახლებადი ენერგიის წყაროს მეშვეობით აწარმოებენ, ან სხვა წახალისებული წარმოების ობიექტებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 57. ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება 1. გადამცემი სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით მოსარგებლის არადისკრიმინაციულ და შეუზღუდავ დაშვებასდაშვებას. . ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვების საფასურს ანგარიშობს და ადგენს კომისია შესაბამისი მეთოდოლოგიის მიხედვითმიხედვით. . 2. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებითპირობებით, , გადაცემის მომსახურების ჰარმონიზებული ხელშეკრულების გამოყენებით ანან/და /და ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისადშესაბამისად. . 3. ამ კანონის დებულებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას იმ პირობითპირობით, , რომ ეს ხელშეკრულებები შეესაბამება საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილ კონკურენციის წესებსწესებს. . 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვების პროცედურასპროცედურას, , წესებსა და პირობებსპირობებს, , მათ შორისშორის, , ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით დადგენილ მოთხოვნებსა და კომისიის მიერ განსაზღვრულ საფასურებსსაფასურებს, , აგრეთვე ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან დაშვებისა და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით სარგებლობისთვის საჭირო ტექნიკურ და რაოდენობრივ მონაცემებსმონაცემებს, , რომლებიც რეგულარულად უნდა განახლდესგანახლდეს. . 5. კომისიის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით მოსარგებლეს შეიძლება გაეწიოს მხოლოდ შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენის შემდეგშემდეგ. . ამგვარი გარანტია გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კანონის 51-ე მუხლის მემე-3 -3 პუნქტის შესაბამისად შემუშავებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობებითპირობებით, , უნდა იყოს არადისკრიმინაციულიარადისკრიმინაციული, , გამჭვირვალე და პროპორციული და არ უნდა ქმნიდეს ბაზარზე შესვლის გაუმართლებელ ბარიერსბარიერს. . 6. გადამცემი სისტემის ოპერატორს ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების ანან/და /და თანამშრომლობის სხვა პირობების შესაბამისად შეიძლება ჰქონდეს მეზობელი ქვეყნების გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელთან დაშვებადაშვება, , თუ ეს საჭიროა მის მიერ თავისი ფუნქციების შესასრულებლადშესასრულებლად, , მათ შორისშორის, , ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემისთვისგადაცემისთვის. . 7. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია წარმოების ობიექტების დისპეტჩერიზაციისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პრიორიტეტი მიანიჭოს იმ ობიექტებსობიექტებს, , რომლებიც ენერგიას განახლებადი ენერგიის წყაროს მეშვეობით აწარმოებენაწარმოებენ, , ან სხვა წახალისებული წარმოების ობიექტებს .ობიექტებ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება