1. გადამცემი სისტემის ოპერატორი კომისიასთან კოორდინირებით ხელს უწყობს რეგიონულ დონეზე გადამცემი სისტემის ოპერატორების თანამშრომლობას, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით, რათა ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის კონკურენტული რეგიონული ბაზრის შექმნას და გადამცემი სისტემის ოპერატორის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი და ტექნიკური მოთხოვნების საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობას.
2. გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ კანონით, ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობითა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში თანამშრომლობს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსთან და შესაბამის შემთხვევებში ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების მარეგულირებელ ორგანოებსა და გადამცემი სისტემის ოპერატორებთან.
3. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია გადაცემის სიმძლავრეების გასანაწილებლად და გადამცემ ქსელებში უსაფრთხოების შესამოწმებლად კომისიის წინასწარი თანხმობით მონაწილეობა მიიღოს ერთი ან რამდენიმე ინტეგრირებული სისტემის (სისტემების) მუშაობაში, ერთი ან რამდენიმე ისეთი რეგიონის ფარგლებში, რომელიც (რომლებიც) ფარავს ენერგეტიკული გაერთიანების არანაკლებ ორ მხარეს.
4. გადამცემი სისტემის ოპერატორი ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში არსებული გადამცემი ქსელების ოპტიმალური მართვის მიზნით ხელს უწყობს საოპერაციო შეთანხმებებს, ენერგეტიკული ბირჟების განვითარებას და საბაზრო, არადისკრიმინაციული მექანიზმების მეშვეობით ტრანსსასაზღვრო სიმძლავრეების კოორდინირებულ განაწილებას. ამ მიზნით გადამცემი სისტემის ოპერატორი ითვალისწინებს ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის აუქციონის უპირატესობებს მოკლევადიანი განაწილებების მიმართ, აგრეთვე დაბალანსებისა და დარეზერვების მექანიზმების ინტეგრაციას.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 56. გადამცემი სისტემის ოპერატორის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა 1. გადამცემი სისტემის ოპერატორი კომისიასთან კოორდინირებით ხელს უწყობს რეგიონულ დონეზე გადამცემი სისტემის ოპერატორების თანამშრომლობასთანამშრომლობას, , მათ შორისშორის, , ტრანსსასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებითდაკავშირებით, , რათა ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის კონკურენტული რეგიონული ბაზრის შექმნას და გადამცემი სისტემის ოპერატორის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი და ტექნიკური მოთხოვნების საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობასშესაბამისობას. . 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ კანონითკანონით, , ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობითა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში თანამშრომლობს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსთან და შესაბამის შემთხვევებში ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების მარეგულირებელ ორგანოებსა და გადამცემი სისტემის ოპერატორებთანოპერატორებთან. . 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია გადაცემის სიმძლავრეების გასანაწილებლად და გადამცემ ქსელებში უსაფრთხოების შესამოწმებლად კომისიის წინასწარი თანხმობით მონაწილეობა მიიღოს ერთი ან რამდენიმე ინტეგრირებული სისტემის (სისტემების(სისტემების) )მუშაობაში, მუშაობაში , ერთი ან რამდენიმე ისეთი რეგიონის ფარგლებშიფარგლებში, , რომელიც (რომლებიც(რომლებიც) ) ფარავს ენერგეტიკული გაერთიანების არანაკლებ ორ მხარესმხარეს. . 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში არსებული გადამცემი ქსელების ოპტიმალური მართვის მიზნით ხელს უწყობს საოპერაციო შეთანხმებებსშეთანხმებებს, , ენერგეტიკული ბირჟების განვითარებას და საბაზროსაბაზრო, , არადისკრიმინაციული მექანიზმების მეშვეობით ტრანსსასაზღვრო სიმძლავრეების კოორდინირებულ განაწილებასგანაწილებას. . ამ მიზნით გადამცემი სისტემის ოპერატორი ითვალისწინებს ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის აუქციონის უპირატესობებს მოკლევადიანი განაწილებების მიმართმიმართ, , აგრეთვე დაბალანსებისა და დარეზერვების მექანიზმების ინტეგრაციას . თავი XIV. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერირება და მართვაინტეგრაციას.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება