On the Approval of the Statute of the Legal Entity under Public Law called the National Agency for Sustainable Land Management and Land Use Monitoring
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (12)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (19 მუხლი)
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-1258 |
|
2019 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
„მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :
|
2. სააგენტოს სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო“. სააგენტოს ინგლისურენოვანი სახელწოდებაა – „Legal Entity of Public Law – The National Agency for Sustainable Land Management and Land Use Monitoring“.
3. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებს და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.
4. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
5. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
6.სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ემბლემა, ქონება, შესაბამისი საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: საქართველო, 0159, ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. №6.
ა) მიწის ბალანსის შედგენა,
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა;
გ) მიწათსარგებლობის სახელმწიფო მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
2. სააგენტოს უფლებამოსილებებია:
ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკისა და შესაბამისი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
დ) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ე) კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული საინვესტიციო გეგმის თაობაზე განცხადების მიღება და განხილვა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის (შემდგომ – მინისტრი) წარსადგენად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საინვესტიციო გეგმის შესრულების ზედამხედველობა;
ვ) მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული თემატური რუკების მომზადება;
ზ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების დადგენაში მონაწილეობა;
თ) სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტების შენახვა, დაცვა და მათზე წვდომის უზრუნველყოფა კანონით დადგენილი წესით;
ი) საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მიღება და პროექტის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
კ) საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებისაგან გრანტის მიღება და მიღებული გრანტის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების და უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოში შესაძლებელია შეიქმნას სათათბირო საბჭო, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს სამინისტროსთან შეთანხმებით ინდივიდუალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.
2. სააგენტოს თავმჯდომარე კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს, უზრუნველყოფს სააგენტოს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;
ბ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობას;
გ) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, შინაგანაწესს, საშტატო განრიგს და თანამდებობრივ სარგოებს;
დ) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციაში არსებული საკითხების დელეგირება სააგენტოს სხვა თანამშრომელზე;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს);
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სააგენტოსათვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;
თ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის სათათბირო საბჭოს და ამტკიცებს მის შემადგენლობას და საქმიანობის წესს;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
4. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.
5. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილებებსა და საქმიანობის სფეროებს განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე.
6. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის დეპარტამენტი, რომელშიც შედის:
ა.ა) მიწის რესურსების აღრიცხვისა და მონაცემთა დამუშავების სამმართველო;
ა.ბ) მიწის ბალანსისა და ანალიტიკის სამმართველო;
ა.გ) სივრცითი ინფორმაციისა და კარტოგრაფიის სამმართველო;
ბ) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, რომელშიც შედის:
ბ.ა) მიზნობრივი პროგრამების შემუშავების სამმართველო;
ბ.ბ) მიზნობრივი პროგრამების განხორციელების სამმართველო;
გ) მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელშიც შედის:
გ.ა) მიწათსარგებლობის მონიტორინგის სამმართველო;
გ.ბ) საინვესტიციო გეგმებისა და მიზნობრივი პროგრამების შესრულების მონიტორინგის სამმართველო;
დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომელშიც შედის:
დ.ა) რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
დ.ბ) იურიდიულ საკითხთა და შიდა მონიტორინგის სამმართველო;
დ.გ) საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველო;
ე) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი, რომელშიც შედის:
ე.ა) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ბიუჯეტირების სამმართველო;
ე.ბ) შესყიდვების სამმართველო.
ა) მიწის ბალანსის შედგენის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვისა და მონაცემთა ბაზის მართვის უზრუნველყოფა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკისა და შესაბამისი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
დ) გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ხარისხის გაუმჯობესებისა და ახალი მიწის ათვისების ღონისძიებათა დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ზ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაცვის ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
თ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების დაცვისა და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ი) სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობის უპირატეს შესყიდვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
კ) მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებასთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობის უზრუნველყოფა;
ლ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების დადგენაში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
მ) მიწათსარგებლობასთან დაკავშირებით სივრცითი ინფორმაციის დამუშავება, კარტოგრაფიული სამუშაოების შესრულება და თემატური რუკების მომზადება;
ნ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ო) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.
ა) სააგენტოს სტრატეგიული განვითარების პროგრამისა და მისი განხორციელების გეგმისა და ანგარიშის მომზადება, სააგენტოს განვითარების სტრატეგიის პერიოდულად განახლების შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვისა და რაციონალური გამოყენებისთვის მიზნობრივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;
გ) მიზნობრივი პროგრამების განხორციელების ანალიზი და შეფასება;
დ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ე) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშების მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ვ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.
ა) სააგენტოს კომპენტენციის ფარგლებში მიწათსარგებლობის მონიტორინგის უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს კომპენტენციის ფარგლებში, საინვესტიციო გეგმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
გ) საინვესტიციო გეგმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო დასკვნის მომზადება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
დ) სააგენტოს მიერ განხორციელებული/მიმდინარე მიზნობრივი პროგრამების შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი დასკვნის მომზადება სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარსადგენად;
ე) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ვ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.
ა) სააგენტოს რესურსების მართვა;
ბ) თანამშრომელთა კარიერული წინსვლის, მოტივაციის, შეფასების სისტემების შექმნა, დანერგვა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
გ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება;
დ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა და დაცვა, კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
ე) სააგენტოს საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, სააგენტოს ქონების მოვლა-შენახვის ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
ზ) სააგენტოს ვებგვერდის ადმინისტრირება;
თ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადების უზრუნველყოფა;
ი) ნორმატიული აქტების პროექტების, სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
კ) სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ან/და ქმედების თაობაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას სააგენტოს წარმომადგენლობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩართვის უზრუნველყოფა;
ლ) განცხადებებისა და ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
მ) სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ნ) სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება/მონიტორინგი და ზედამხედველობა;
ო) სააგენტოს თანამშრომელთა შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, გადაცდომის ფაქტების დადგენა, შედეგების შესახებ დასკვნის, ასევე, მათი შემდგომი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
პ) სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა-განაწილება და მისი შესრულების კონტროლი;
ჟ) სააგენტოს საერთაშორისო პროექტების განხორციელება ან/და ხელშეწყობა;
რ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ს) სააგენტოს ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა;
ტ) კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საინვესტიციო გეგმის თაობაზე განცხადებების მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის სამინისტროში წარსადგენად მომზადება;
უ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ფ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ქ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.
ა) სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული საქმიანობის კოორდინაციისა და მართვის უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმოება. სააგენტოს ბიუჯეტის ფორმირების მიზნით, საჭირო ინფორმაციის შეგროვება და პროგნოზირება, ბიუჯეტის პროექტის მომზადება და თავმჯდომარესთან შეთანხმებით სამინისტროსათვის წარდგენა;
გ) სააგენტოსათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა, ბიუჯეტის სისტემური ანალიზი, შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი;
დ) სააგენტოს ფულადი სახსრების, მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების გამოყენების მიზნობრიობის კონტროლი. ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის მიზნით, არაფინანსური და ფინანსური აქტივების და სხვა დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვის უზრუნველყოფა;
ე) დაფინანსების წყაროების მიხედვით ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვა;
ვ) სააგენტოში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების სრული და დროული აღრიცხვა;
ზ) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ანგარიშსწორებათა სრული და დროული აღრიცხვა;
თ) სამინისტროსთვის ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების, ბალანსების მომზადება და წარდგენა კანონმდებლობის შესაბამისად.
ი) შესყიდვების პროცედურების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელება;
კ) მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვის კონტროლი, გადაცდენის შემთხვევაში დროული და ადეკვატური რეაგირება;
ლ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
მ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.
2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საერთო საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს და ანგარიშვალდებულია მასზე დაკისრებული უფლება- მოვალეობების განხორციელებაზე;
გ) ანაწილებს დავალებებს და აძლევს მითითებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს, აკონტროლებს მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ე) უზრუნველყოფს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს სააგენტოს ხელმძღვანელობას წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით.
3. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევებში, მის მოვალეობას ასრულებს უფროსის მოადგილე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირი.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე.
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევით მიღებული სახსრები;
გ) გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები ხმარდება სააგენტოს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას.
2. სააგენტო ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად მინისტრის მოთხოვნისთანავე წარმოუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.
3. სააგენტოს, სამინისტროს თანხმობითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და წარუდგენს სამინისტროს.
+
:
„მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :
+
განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს რეორგანიზება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოდ.
+
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება.
+
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 20 სექტემბრის №2-206 ბრძანება.
+
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი
+
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
4. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
5. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 6.სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ემბლემა, ქონება, შესაბამისი საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: საქართველო, 0159, ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. №34.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 5 ივნისის ბრძანება №2-427 - ვებგვერდი, 06.06.2023წ.
+
მუხლი 2. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები
1. სააგენტოს ფუნქციებია:
2. სააგენტოს უფლებამოსილებებია:
გ) მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული მიწის ნაკვეთების აღრიცხვა/ინვენტარიზაციის განხორციელება შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე, ასევე ამ მიზნით სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა;
დ) ნიადაგის ნაყოფიერების შეფასების მიზნით ლაბორატორიული კვლევის ანალიზის საფუძველზე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული ცნობისა და სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებისა და ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერის საფუძველზე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადება და გაცემა;
ე) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარის უფლებით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთ(ებ)ზე, საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უძრავი ნივთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების თაობაზე ინფორმაციის გაცემა;
ვ) გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
ზ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვის რეგულირება და კოორდინაცია;
თ) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ი) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელება, ასევე ქარსაფარი ზოლის აღდგენის და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი განხორციელება;
კ) ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია და სპეციალური მოკვლევის ჩატარება, ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემის ჩამოყალიბება და მისი მართვა;
ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემამდე მისი მოვლის და დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა;
მ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სამეურნეო მიზნით გამოყენებისათვის მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დაინტერესებული პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა და ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
ნ) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ო) კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული საინვესტიციო გეგმის თაობაზე განცხადების მიღება და განხილვა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის (შემდგომ – მინისტრი) წარსადგენად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საინვესტიციო გეგმის შესრულების მონიტორინგი;
პ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრების რაციონალურად გამოყენების, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და საძოვრების დეგრადაციის პრევენციის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის განხორციელება;
ჟ) დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და საძოვრების რუკების მომზადება-დანერგვის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
რ) საძოვრების მიზნობრივი გამოყენების და დაცვის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობით ან/და შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აღრიცხვა/ინვენტარიზაციის განხორციელება, ასევე ამ მიზნით სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა;
ს) მიწათსარგებლობისა და მიწათდაფარულობის მონაცემების დეშიფრირება, განახლებული ორთოფოტოგეგმების საფუძველზე, მათი სივრცითი და კარტოგრაფიული ინფორმაციის დამუშავების შედეგად მიწის ბალანსის შედგენა;
ტ) გეომონაცემთა ბაზების განახლება, მონაცემების ცვლილებებისა და განახლების ანალიზი, მონაცემთა შედარება;
უ) მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოება და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესრულება;
ფ) მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული თემატური რუკების მომზადება;
ქ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების დადგენაში მონაწილეობა;
ღ) სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტების შენახვა, დაცვა და მათზე წვდომის უზრუნველყოფა კანონით დადგენილი წესით;
ყ) საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მიღება და პროექტის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
შ) საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისაგან გრანტის მიღება და მიღებული გრანტის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ჩ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე და დაინტერესებული პირებისათვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ც) სააგენტოს ვებგვერდის ადმინისტრირება;
ძ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 1 მარტის ბრძანება №2-257- ვებგვერდი, 02.03.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №2-1682- ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №2-834 - ვებგვერდი, 09.11.2022წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №2-495 - ვებგვერდი, 12.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №2-518 - ვებგვერდი, 19.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №2-546 - ვებგვერდი, 03.09.2025წ.
+
მუხლი 3. სააგენტოს მართვა და წარმომადგენლობა
გ) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, სტრუქტურული ქვედანაყოფების მიკუთვნებულ უფლებამოსილებებზე შესაბამის ინსტრუქციებს, შინაგანაწესს, საშტატო განრიგს და თანამდებობრივ სარგოებს;
4. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.
6. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – ერთ-ერთი მოადგილე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 15 იანვრის ბრძანება №2-51 - ვებგვერდი, 18.01.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 1 მარტის ბრძანება №2-257- ვებგვერდი, 02.03.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2024 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №2-744 - ვებგვერდი, 11.09.2024წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 22 იანვრის ბრძანება №2-15 - ვებგვერდი, 22.01.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №2-495 - ვებგვერდი, 12.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №2-518 - ვებგვერდი, 19.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №2-546 - ვებგვერდი, 03.09.2025წ.
+
მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა
ა) მიწის საინფორმაციო სისტემის მართვის დეპარტამენტი, რომელშიც შედის:
ა.ა) გეოინფორმაციული მონაცემების მართვის სამმართველო;
ა.ბ) მიწათსარგებლობის სამმართველო.
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და დაცვის დეპარტამენტი, რომელშიც შედის:
ბ.ა) ქარსაფარი ზოლების მართვის სამმართველო;
ბ.ბ) საძოვრების მართვის სამმართველო;
ბ.გ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვის სამმართველო.
გ.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამმართველო.
დ.ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
დ.ბ) საქმისწარმოების სამმართველო.
ე) საფინანსო დეპარტამენტი, რომელშიც შედის:
ე.ა) საბიუჯეტო და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო;
ე.ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო.
ვ) იურიდიული დეპარტამენტი, რომელშიც შედის:
ვ.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ვ.ბ) სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 28 მაისის ბრძანება №2-777- ვებგვერდი, 31.05.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №2-495 - ვებგვერდი, 12.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №2-518 - ვებგვერდი, 19.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №2-546 - ვებგვერდი, 03.09.2025წ.
+
მუხლი 5. მიწის საინფორმაციო სისტემის მართვის დეპარტამენტი
ა) მიწის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება;
ბ) მიწის ბალანსის შედგენა და დადგენილი წესით გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
გ) მიწის ნაკვეთებთან და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული საკადასტრო მონაცემების, სივრცითი და კარტოგრაფიული ინფორმაციის დამუშავება;
დ) მიწის ნაკვეთებთან და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული კამერალური საკადასტრო სამუშაოების შესრულება;
ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელება;
ვ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში განხორციელება;
ზ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების დაცვის ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელება;
თ) მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებასთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობის უზრუნველყოფა. მათ შორის, როგორც მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა, ასევე მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაციის მომზადებისა და გაცემის ორგანიზება;
ი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების დაცვისა და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
კ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების დადგენაში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ლ) საინვესტიციო გეგმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა;
მ) მიწის რესურსების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება და მართვის უზრუნველყოფა;
ნ) მიწათდაფარულობისა და მიწათსარგებლობის მონაცემთა ბაზის ფორმირება, სხვადასხვა ორგანიზაციიდან მიღებული ინფორმაციული ნაკადების ინტეგრირება;
ო) სატელიტური სურათების დამუშავებით მიწათსარგებლობის მონიტორინგი;
პ) თანამგზავრული გადაღებების შედეგად მიღებული მასალების დეშიფრირება;
ჟ) მიწის საინფორმაციო სისტემის თავსებადობის უზრუნველყოფა და ინტერგაცია სააგენტოსა და სამინისტროში არსებულ, ასევე სხვა სამინისტროების მონაცემთა ბაზებთან, ამ ბაზების მართვის სისტემებთან;
რ) გეომონაცემთა ბაზის ძველი ვერსიების შენახვა/დაარქივება;
ს) საარქივო მონაცემების აციფრვა, სივრცულ ფორმატში დამუშავება, ელექტრონული ასლების შექმნა და მართვა, ელექტრონული ასლების ხელმისაწვდომობა და მათი შინაარსის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ტ) მონაცემთა ბაზის შიდა მართვის სისტემიდან მონაცემების ერთიანი განახლება;
უ) „მიწის საინფორმაციო სისტემის მართვა, ელექტრონული პროგრამების განვითარება, მათში დაცული მონაცემების დამუშავება, ელექტრონული სერვისების საშუალებით მონაცემების მიღება და გაცემა;
ფ) სტატისტიკური მონაცემების სისტემის შექმნა და მათი ანგარიშების მომზადება;
ქ) მონაცემთა ერთიანი ბაზის განვითარება, პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესება;
ღ) თემატური ინფორმაციების და რუკების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მათი გამოქვეყნების ან/და გამოცემის ორგანიზება;
ყ) დაინტერესებული პირების მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში არსებული (შექმნილი, დაცული) საკადასტრო ინფორმაციის მომზადება;
შ) კომპეტენციის ფარგლებში მიწის რესურსების დაცვასა და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებით დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და შესაბამისი პროგრამების განხორციელება;
ჩ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ც) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ძ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 1 მარტის ბრძანება №2-257- ვებგვერდი, 02.03.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 28 მაისის ბრძანება №2-777- ვებგვერდი, 31.05.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №2-1682- ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №2-495 - ვებგვერდი, 12.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №2-518 - ვებგვერდი, 19.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №2-546 - ვებგვერდი, 03.09.2025წ.
+
მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და დაცვის დეპარტამენტი
ა) მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის, რაციონალური გამოყენებისა და დაცვის მიზნით მიზნობრივი პროექტების/პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელება;
გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კონსოლიდაციის მიზნით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვისათვის შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა;
დ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვის რეგულირება და კოორდინაცია;
ე) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში მიზნობრივი პროექტების/პროგრამების განხორციელება და ანალიზი;
ვ) ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციისა და სპეციალური მოკვლევის ჩატარების, ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ზ) ქარსაფარი ზოლის აღდგენის და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
თ) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელება;
ი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
კ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემამდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მოვლის და დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სამეურნეო მიზნით გამოყენებისათვის მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დაინტერესებული პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
მ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ნ) ქარსაფარი ზოლისა და საძოვრების აღრიცხვის სისტემის შექმნისა და მართვის უზრუნველყოფა;
ო) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების იჯარის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფა;
პ) საძოვრების მიზნობრივი გამოყენების და დაცვის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აღრიცხვა/ინვენტარიზაციის განხორციელება;
ჟ) გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და განხორციელება;
რ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ს) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ტ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 28 მაისის ბრძანება №2-777- ვებგვერდი, 31.05.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №2-1682- ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №2-495 - ვებგვერდი, 12.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №2-518 - ვებგვერდი, 19.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №2-546 - ვებგვერდი, 03.09.2025წ.
+
მუხლი 7. მონიტორინგის დეპარტამენტი
ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი გამოყენების მონიტორინგი;
ბ) მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა;
გ) საინვესტიციო გეგმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
დ) მიწის ნაკვეთებთან და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული საველე საკადასტრო სამუშაოების შესრულება;
ე) სააგენტოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ინსპექტირება და მონიტორინგი;
ვ) სააგენტოს კომპენტენციის ფარგლებში მიწათსარგებლობის საველე მონიტორინგის უზრუნველყოფა;
ზ) საინვესტიციო გეგმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო დასკვნის მომზადება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
თ) სააგენტოს მიერ განხორციელებული/მიმდინარე მიზნობრივი პროგრამების შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი დასკვნის მომზადება სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარსადგენად;
ი) სააგენტოს მიერ განხორციელებული/მიმდინარე მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში გაფორმებული იჯარის/სამეურნეო მართვის ხელშეკრულებებით მოიჯარის/სამეურნეო მმართველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი (სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგი)
კ) სააგენტოს მიერ მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო დასკვნის მომზადება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 1 მარტის ბრძანება №2-257- ვებგვერდი, 02.03.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 28 მაისის ბრძანება №2-777- ვებგვერდი, 31.05.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №2-1682- ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №2-495 - ვებგვერდი, 12.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №2-518 - ვებგვერდი, 19.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №2-546 - ვებგვერდი, 03.09.2025წ.
+
მუხლი 8. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოს ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა და დაცვა, კომპიუტერული ტექნიკითა და ქსელით შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
ბ) დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წლიური და კვარტალური გეგმების შემუშავება;
გ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, გადაადგილების მარშრუტებისა და ტექნიკური მომსახურების კონტროლი;
დ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ინვენტარის შენახვის, გაცემისა და დაბრუნების პროცესების მართვა;
ე) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა;
ვ) თანამშრომელთა კარიერული წინსვლის, მოტივაციის, შეფასების სისტემების შექმნა, დანერგვა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ზ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება;
თ) სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა-განაწილება და მისი შესრულების კონტროლი;
ი) სააგენტოში შრომის უსაფრთხოების დაცვა;
კ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ლ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 28 მაისის ბრძანება №2-777- ვებგვერდი, 31.05.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №2-495 - ვებგვერდი, 12.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №2-518 - ვებგვერდი, 19.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №2-546 - ვებგვერდი, 03.09.2025წ.
+
მუხლი 81. საფინანსო დეპარტამენტი
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა;
ბ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ფინანსური ანგარიშგების მომზადება და ანალიზი;
გ) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტების, საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და წარდგენა;
დ) სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა, ბიუჯეტის სისტემური ანალიზი, შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი;
ე) სააგენტოს ფულადი სახსრების, მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების გამოყენების მიზნობრიობის კონტროლი. ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის მიზნით არაფინანსური და ფინანსური აქტივების და სხვა დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვის უზრუნველყოფა;
ვ) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური გეგმის შემუშავება, შესყიდვების პროცედურების განხორციელება, კონტროლი და ანალიზი;
ზ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
თ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №2-546 - ვებგვერდი, 03.09.2025წ.
+
მუხლი 82. იურიდიული დეპარტამენტი
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების და შეთანხმებების პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;
გ) სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
დ) ნორმატიული აქტების პროექტების, სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;
ე) სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ან/და ქმედების თაობაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის ორგანიზება;
ვ) სააგენტოს თანამშრომელთა შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, გადაცდომის ფაქტების დადგენა, შედეგების შესახებ დასკვნის, ასევე, მათი შემდგომი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ზ) სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობა;
თ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ი) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №2-546 - ვებგვერდი, 03.09.2025წ.
+
მუხლი 9. (ამოღებულია)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 28 მაისის ბრძანება №2-777- ვებგვერდი, 31.05.2021წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №2-495 - ვებგვერდი, 12.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №2-518 - ვებგვერდი, 19.08.2025წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №2-546 - ვებგვერდი, 03.09.2025წ.
+
მუხლი 10. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა
+
მუხლი 11. სააგენტოს ქონება
+
მუხლი 12. სააგენტოს დაფინანსება
+
მუხლი 13. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
+
მუხლი 14. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
+
მუხლი 15. დასკვნითი დებულებები
სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „On the Approval of the Statute of the Legal Entity under Public Law called the National Agency for Sustainable Land Management and Land Use Monitoring“?
- დიახ, Order of Minister of Georgia „On the Approval of the Statute of the Legal Entity under Public Law called the National Agency for Sustainable Land Management and Land Use Monitoring“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.11.2025.
- როდის იქნა მიღებული „On the Approval of the Statute of the Legal Entity under Public Law called the National Agency for Sustainable Land Management and Land Use Monitoring“?
- „On the Approval of the Statute of the Legal Entity under Public Law called the National Agency for Sustainable Land Management and Land Use Monitoring“ მიღებულია 26.12.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-1258. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.023.016612.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „On the Approval of the Statute of the Legal Entity under Public Law called the National Agency for Sustainable Land Management and Land Use Monitoring“-ში?
- დოკუმენტში სულ 12 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.11.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „On the Approval of the Statute of the Legal Entity under Public Law called the National Agency for Sustainable Land Management and Land Use Monitoring“?
- დოკუმენტი შედგება 19 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „On the Approval of the Statute of the Legal Entity under Public Law called the National Agency for Sustainable Land Management and Land Use Monitoring“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „On the Approval of the Statute of the Legal Entity under Public Law called the National Agency for Sustainable Land Management and Land Use Monitoring“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.11.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
Order of Minister of Georgia „On the Approval of the Statute of the Legal Entity under Public Law called the National Agency for Sustainable Land Management and Land Use Monitoring“, №2-1258, 26.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016612 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4748388/