სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.12.2019 ბოლო ცვლილება 30.12.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№653
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.021673
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №653

2019 წლის 25 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
1. „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამა“.

2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე  მუხლის  მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ (პროგრამული კოდი: 27 04) პროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის დადგენილება №60 – ვებგვერდი, 30.01.2020წ.

+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
+



სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამა

+
მუხლი 1. პროგრამის მიზანი

 სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო  პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.

მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები

პროგრამის კომპონენტებია:

ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება);

ბ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

ბ.ა) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფებში ახალი ოფისების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა;

ბ.ბ) სპეციალიზებული ავტომანქანების (45 ერთეული მაღალი გამავლობის (მინივენის ტიპი), 15 ერთეული მაღალი გამავლობისა და 4 ერთეული საშუალო გამავლობის რეანიმობილი) შესყიდვა;

გ) პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვა;

დ) პროგრამის ადმინისტრირება;

ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ − სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ 2019  წელს შესყიდული 80 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების ანაზღაურება (ნაწილობრივი);

ვ) NordDRG Grouper − პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და დამატებული ღირებულების გადასახადი;

ზ) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საიჯარო გადასახადი;

თ) შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ ფუნქციონირებისათვის სარეაბილიტაციო ინვენტარის შესყიდვა;

ი) COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/ რეაბილიტაცია.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის დადგენილება №60 – ვებგვერდი, 30.01.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის დადგენილება №123 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 მაისის დადგენილება №292 – ვებგვერდი, 07.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №621 – ვებგვერდი, 08.10.2020წ.
მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია 

1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ბ.ა“, „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 20​​​​​​​2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხოლო „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების გათვალისწინებით.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“  ანგარიშზე მიმართვა;

ბ) თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, თანხების გადარიცხვის შესახებ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება.

3. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდება  გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, მოთხოვნის შესაბამისად.

4. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.

5. სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს თავის მართვაში არსებული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №621 – ვებგვერდი, 08.10.2020წ.

მუხლი 4. პროგრამის განხორციელება 

1. ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 27 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.

2. პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი, „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განმახორციელებელია სსიპ − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ხოლო „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული „COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების მართვის (WB)“ განმახორციელებელი ჯგუფის (PIU) მეშვეობით.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის დადგენილება №60 – ვებგვერდი, 30.01.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 მაისის დადგენილება №292 – ვებგვერდი, 07.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №621 – ვებგვერდი, 08.10.2020წ.
მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 52 984.8 ათასი ლარით:

 

№

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

422.4

2

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

11 852.9

 

2.1. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფებში ახალი ოფისების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა

50.0

 

2.2. სპეციალიზებული ავტომანქანების (45 ერთეული მაღალი გამავლობის (მინივენის ტიპი), 15 ერთეული მაღალი გამავლობისა და 4 ერთეული საშუალო გამავლობის რეანიმობილი) შესყიდვა

11 802.9

3

პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვა

6 230.0

4

პროგრამის ადმინისტრირება

387.0

5

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ − სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ 2019 წელს შესყიდული 80 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების  ანაზღაურება (ნაწილობრივი)

3 397.0

6

NordDRG Grouper - პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და დამატებული ღირებულების გადასახადი

237.7

7

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საიჯარო გადასახადი

407.8

8

შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ ფუნქციონირებისათვის სარეაბილიტაციო ინვენტარის შესყიდვა

50.0

9

COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/რეაბილიტაცია

30 000.0

 

სულ:

52 984.8

 
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის დადგენილება №60 – ვებგვერდი, 30.01.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის დადგენილება №123 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 7 მაისის დადგენილება №292 – ვებგვერდი, 07.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №621 – ვებგვერდი, 08.10.2020წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №653, 25.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.021673 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4749407-4/