საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.12.2019 ბოლო ცვლილება 11.03.2026
ნომერი
№2-1282
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.023.016614
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-1282

2019 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 დეკემბრის №615 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ :


+
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანდართული დებულება.
+
მუხლი 2
+
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 3 იანვრიდან. 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
+



საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დებულება

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია (შემდგომში – ლაბორატორია) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 დეკემბრის №615 დადგენილების საფუძველზე.

2. ლაბორატორია წარმოადგენს ბიოლოგიური უსაფრთხოების მე-2 დონის ლაბორატორიას, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

2​1. ლაბორატორიას დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ეროვნული რეფერენსლაბორატორიის  სტატუსი.

3. ლაბორატორიას აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი (ფინანსური ანგარიშგება), ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. ლაბორატორიის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

5. ლაბორატორიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვ. გოძიაშვილის ქ. 49.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 7 ივლისის ბრძანება №2-529 - ვებგვერდი, 10.07.2023წ.


+
მუხლი 2. საქმიანობის სფერო
ლაბორატორიის საქმიანობის სფეროში შედის:

ა) ცხოველთა (მათ შორის ფრინველი, თევზი, ფუტკარი) დაავადებების არაინფექციური, ინვაზიური, ინფექციური, მათ შორის განსაკუთრებით საშიში დაავადების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა;

ბ) ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სურსათის, ნედლეულის, ცხოველის საკვებისა და ნედლეულის, ასევე, სასმელი წყლის კვლევა;

გ) მცენარეული მასალის და ნიადაგის ნიმუშების გამოცდა მცენარეთა საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების არსებობაზე;

დ) ცხოველთა გადამდები დაავადების კერის სალიკვიდაციო და საკარანტინო ღონისძიებებში მონაწილეობა;

ე) საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშის კვლევის განხორციელება კონტრაქტორი ლაბორატორიის საშუალებით;

ვ) სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინირებული თანამშრომლობა;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

თ) სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის მიღება დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად;

ი) ახალი, მათ შორის საერთაშორისო სადიაგნოსტიკო მეთოდების, ლაბორატორიული დანადგარ-მოწყობილობებისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების აპრობაციისა და დანერგვის ხელშეწყობა;

კ)„ერთიანი ჯანმრთელობის“ კონცეფციის ფარგლებში მოლეკულური, ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, იმუნოფერმენტული, ფიზიკო-ქიმიური დიაგნოსტირების ჩატარება და შესაბამის ჩართულ უწყებებთან თანამშრომლობა, ეპიდზედამხედველობის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა;

ლ) პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების კომპოსტირებადობის ან/და ბიოდეგრადირებადობის განსაზღვრა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;

მ) სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 7 ივლისის ბრძანება №2-529 - ვებგვერდი, 10.07.2023წ.


+
მუხლი 3. ლაბორატორიის ფუნქციები
 ლაბორატორიის ფუნქციებია:

ა) ლაბორატორიული მომსახურების განხორციელება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;

ბ) ვეტერინარული, სურსათის უვნებლობის  და მცენარეთა დაცვის სახელმწიფო კონტროლის პროგრამების შესრულების ხელშეწყობა;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. კომპეტენციის ფარგლებში პირდაპირი საერთაშორისო კონტაქტების დამყარება მათ შორის ლაბორატორიული მომსახურების შესყიდვის მიზნით;

დ) ლაბორატორიათშორისი შედარებითი გამოკვლევების ან პროფესიული ტესტირების ჩატარების ორგანიზება, პროფესიული ტესტირების პანელების მომზადება;

ე) ეტალონური/სტანდარტული ნივთიერებების ვალიდაცია, მათი მწარმოებლების და მიმწოდებლების ჩამონათვალის შედგენა და აქტუალიზაცია;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, სწავლებების ჩატარება სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაში მონაწილე ლაბორატორიების პერსონალისათვის;

ზ) სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, სწავლებების უზრუნველყოფა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ;

თ) ხელშეკრულებების დადება საქართველოსა და უცხოელ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად;

ი) რეფერენტული ლაბორატორიული გამოცდის ჩატარება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულ ნიმუშებზე იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ ეთანხმება შესაბამისი ლაბორატორიული გამოცდის შედეგს;

კ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის განხორციელება, ახალი მეთოდების დანერგვა და სრულყოფა;

ლ) საქართველოს და საერთაშორისო კვლევით დაწესებულებებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სამეცნიერო კვლელვით პროექტებში მონაწილეობა;

მ) იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის ნიმუშის აღებასა და ლაბორატორიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით მითითებების მიცემა;

ნ) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სპეციალისტის მიერ ნიმუშის აღება;

ო)  გამოცდის ოქმის გაცემა  ჩატარებული ლაბორატორიული გამოცდის შედეგზე;

პ) შესაბამისი უწყებების დაუყოვნებლივ ინფორმირება ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებებისა და მცენარეთა საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების აღმოჩენის შესახებ;

ჟ) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების/მემორანდუმების საფუძველზე კვალიფიკაციის ასამაღლებელი პრაქტიკული სასწავლო კურსის ჩატარების უზრუნველყოფა;

რ) ლაბორატორიაში არსებული რესურსის შესაბამისად, სტაჟიორთა პერიოდული მიღება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 7 ივლისის ბრძანება №2-529 - ვებგვერდი, 10.07.2023წ.


+
მუხლი 4. ლაბორატორიის მართვა
1. ლაბორატორიას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

2. ლაბორატორიის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ლაბორატორიის დირექტორი. მათი უფლებამოსილებანი და კომპეტენციის სფერო განისაზღვრება ლაბორატორიის დირექტორის ბრძანებით.

3. ლაბორატორიის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ლაბორატორიის დირექტორის მოვალეობებს ასრულებს ლაბორატორიის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.

4. ლაბორატორიის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ლაბორატორიის საქმიანობას;

ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ლაბორატორიას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტაში და პერსონალურად აგებს პასუხს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებასა და საქმიანობის სწორად წარმართვაზე;

გ) მოქმედებს ლაბორატორიის სახელით და მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ლაბორატორიას სახელმწიფო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;

დ) ორგანიზაციას უწევს და ხელმძღვანელობს ლაბორატორიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ლაბორატორიის თანამშრომლებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ) სტრუქტურულ ერთეულებს, ტერიტორიულ ორგანოებსა და თანამშრომლებს შორის ანაწილებს უფლება-მოვალეობებს;

ზ) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციაში არსებული საკითხების დელეგირება ლაბორატორიის სხვა თანამშრომელზე;

თ) საჭიროების შემთხვევაში, ამზადებს და წარუდგენს წინადადებებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლაბორატორიის დებულებაში და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

ი) სხვადასხვა საკითხთა რეგულირების მიზნით, ქმნის კომისიებს, კომიტეტებს, სამუშაო ჯგუფებს;

კ) წარმოადგენს ლაბორატორიას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს ლაბორატორიისთვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;

მ) დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

ნ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით, წყვეტს თანამშრომელთა მატერიალური წახალისების საკითხს;

ო) კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

პ) ამტკიცებს ლაბორატორიის შინაგანაწესს;

ჟ) ამტკიცებს ლაბორატორიაში სტაჟირების გავლის წესს;

რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 7 ივლისის ბრძანება №2-529 - ვებგვერდი, 10.07.2023წ.


+
მუხლი 5. ლაბორატორიის სტრუქტურა 
1. ლაბორატორია მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.

2. ლაბორატორიას, ხარისხის მართვის და ბიოუსაფრთხოების საკითხების მოწესრიგების მიზნით, ჰყავს ხარისხის მენეჯერი და ბიოუსაფრთხოების ოფიცერი.

3. ლაბორატორიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) ნიმუშების რეგისტრაციის და სტატისტიკური დამუშავების განყოფილება;

გ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;

დ) ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი;

ე) მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი;

ვ) სურსათის კვლევის დეპარტამენტი;

ზ) გენეტიკური ტესტირების ლაბორატორია;

თ) პოლიმერების ტესტირების ლაბორატორია.

4. ლაბორატორიის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) ქუთაისის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია (ზდლ);

ბ) ახალციხის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია (ზდლ);

გ) გურჯაანის ლაბორატორია;

დ) დუშეთის ლაბორატორია;

ე) მარნეულის ლაბორატორია;

ვ) გორის ლაბორატორია;

ზ) ამბროლაურის ლაბორატორია;

თ) ზუგდიდის ლაბორატორია;

ი) ოზურგეთის ლაბორატორია;

კ) ბათუმის ლაბორატორია;

ლ) საჩხერის ლაბორატორია;

მ) მესტიის ლაბორატორია.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2024 წლის 9 იანვრის ბრძანება №2-5 - ვებგვერდი, 09.01.2024წ.


+
მუხლი 6. სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ფუნქციები 
1. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია:

ა) ლაბორატორიის ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური საქმიანობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი, შეხვედრების, თათბირებისა და სხდომების ორგანიზება;

ბ) ლაბორატორიის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; ვებგვერდის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

დ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემების შემუშავება, დანერგვა;

ე) ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

ვ) ლაბორატორიის თანამშრომელთა პირადი საქმეების, საკადრო დოკუმენტაციის, მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოება;

ზ) შინაგანაწესის პროექტის შემუშავება და დამტკიცებული შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლი;

თ) თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობების მომზადება;

ი) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება და ძალაში მყოფი აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა;

კ) ლაბორატორიის თანამშრომელთა სწავლება/სემინარებისა და კონფერენციების დაგეგმვა/ორგანიზება;

ლ) ლაბორატორიის ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

მ) ლაბორატორიის არქივის წარმოება;

ნ) ლაბორატორიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება;

ო) ლაბორატორიის ინტერესების სამართლებრივი დაცვა;

პ) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადება;

ჟ) ლაბორატორიაში ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა და მათზე სათანადო რეაგირება;

რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემა;

ს) ლაბორატორიის სამეურნეო საქმიანობის და არსებული მატერიალური მარაგების მართვა;

ტ) ლაბორატორიის შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. ნიმუშების რეგისტრაციის და სტატისტიკური დამუშავების განყოფილების ფუნქციებია:

ა) ლაბორატორიაში შემოსული ნიმუშების შეფასება, რეგისტრაცია და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისა და ტერიტორიული ორგანოსათვის გადაცემა შემდგომი გამოცდისთვის, ბიოდაცვის და ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინფორმირება საგამოცდო ნიმუშის აღების, შეფუთვისა და ლაბორატორიაში მიტანის წესებზე;

გ) ლაბორატორიაში შემოსული მასალის გამოცდის შედეგის – გამოცდის ოქმის გაცემა;

დ) ლაბორატორიული გამოცდის შედეგად მიღებული მონაცემების სტატისტიკური დამუშავება და ანგარიშების მომზადება;

ე) განსაკუთრებით საშიში დაავადების დადებითი შედეგის და ფიტოსანიტარიული გამოცდის შედეგად საკარანტინო ორგანიზმების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი უწყების ინფორმირება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით და ლაბორატორიის შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

3. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;

ბ) ლაბორატორიის წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადება და წარდგენა შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან დასამტკიცებლად;

გ) (ამოღებულია - 07.07.2023, №2-529);

დ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა და გეგმით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით;

ე) ლაბორატორიის მიერ მიღებული შემოსავლების აღრიცხვა, მათი მიზნობრივი ხარჯვის უზრუნველყოფა და ანგარიშგებაში ასახვა;

ვ) ლაბორატორიის ასიგნებების მიზნობრივი ათვისების კონტროლი;

ზ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;

თ) ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) შედგენა და შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან წარდგენა;

ი) ლაბორატორიული კვლევების (გამოცდის) ფასწარმოქმნა;

კ) მაკონტროლებელ და სხვა უწყებებში სავალდებულო საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენა;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით და ლაბორატორიის შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში.

4. ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) პათოლოგიური მასალის დათვალიერება, გაკვეთა და პათოლოგიურ-ანატომიური დიაგნოსტიკა;

ბ) პათოლოგიურ-ანატომიური დიაგნოზის შესაბამისად, პათოლოგიური მასალის აღება და გადაგზავნა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის შემდგომი გამოცდის მიზნით;

გ) პარაზიტული, ჰისტოლოგიური და მიკოზური დაავადებების კვლევა;

დ) გენეტიკური კვლევების განხორციელება;

ე) ნიმუშების პირველადი დამუშავება და შესაბამისი გამოცდა (სეროლოგიური, მოლეკულური-ბიოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და ცოფზე გამოკვლევა);

ვ) ნიმუშების გამოცდა დაავადების შესაბამისი ალგორითმის და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების გამოყენებით;

ზ) (ამოღებულია - 07.07.2023, №2-529);

თ) ლაბორატორიის ტერიტორიულ ორგანოებთან მეთოდურ-პრაქტიკული და დარგობრივი კოორდინაცია;

ი) ლაბორატორიის ტერიტორიული ორგანოებიდან გადმოგზავნილი ნიმუშის გამოკვლევა/გადამოწმება/დადასტურება;

კ) ლაბორატორიული კვლევების (გამოცდის) ფასწარმოქმნისა და დეპარტამენტის ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით და ლაბორატორიის შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

5. მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) მცენარეების დაავადების/დაზიანების გამომწვევი მავნე ორგანიზმების გამოვლენა/იდენტიფიკაცია გამოცდის მორფოლოგიური, მორფომეტრიული, ბიოლოგიური, ბიოქიმიური, მოლეკულური და სეროლოგიური მეთოდებით;

ბ) ნიადაგში არსებული მავნე ორგანიზმების გამოვლენა/იდენტიფიკაცია;

გ) ფქვილსა და ბურღულეულში მავნე მწერებისა და ტკიპების გამოვლენა/იდენტიფიკაცია;

დ) თესლის ხარისხის განსაზღვრა;

ე) საკვებ პროდუქტებში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო) გამოვლენა და რაოდენობრივი განსაზღვრა;

ვ) მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების სახეობრივი იდენტიფიკაცია;

ზ) ლაბორატორიის ტერიტორიულ ორგანოებთან მეთოდურ-პრაქტიკული და დარგობრივი კოორდინაცია;

თ) ლაბორატორიის ტერიტორიული ორგანოებიდან გადმოგზავნილი შემოწმებული ნიმუშის გამოკვლევა/დადასტურება;

ი) ლაბორატორიული კვლევების (გამოცდის) ფასწარმოქმნისა და დეპარტამენტის ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა;

კ) საქართველოს კანონმდებლობით და ლაბორატორიის შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

6. სურსათის კვლევის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სურსათის და ცხოველის საკვების მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური გამოცდა;

ბ) სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური გამოცდა;

გ) სურსათის კვლევა უვნებლობის პარამეტრებზე (ვეტერინარული პრეპარატები, პესტიციდები, ტოქსიკური ელემენტები და ა.შ.);

დ) სურსათის და ცხოველთა საკვების კვლევებში ახალი საერთაშორისო მეთოდების დამუშავება/დანერგვა;

ე) ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევები სურსათში, ცხოველთა საკვებში და ცხოველის ლეშიდან აღებულ პათოლოგიურ მასალაში;

ვ) ლაბორატორიის ტერიტორიულ ორგანოებთან მეთოდურ-პრაქტიკული და დარგობრივი კოორდინაცია;

ზ) ლაბორატორიის ტერიტორიული ორგანოებიდან გადმოგზავნილი ნიმუშის გამოკვლევა/დადასტურება;

თ) ლაბორატორიული კვლევების (გამოცდის) ფასწარმოქმნისა და დეპარტამენტის ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა;

ი) საქართველოს კანონმდებლობით და ლაბორატორიის შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

7. ახალციხის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ფუნქციებია:

ა) ლაბორატორიაში წარმოდგენილი ნიმუშების შეფასება, რეგისტრაცია და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის გადაცემა შემდგომი გამოცდისთვის, ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით;

ბ) ლაბორატორიაში შესული პათოლოგიური მასალის დათვალიერება, გაკვეთა და პათოლოგიურ-ანატომიური დიაგნოსტიკა;

გ) ნიმუშების პირველადი დამუშავება და შესაბამისი გამოცდა (სეროლოგიური, მოლეკულური-ბიოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და პარაზიტოლოგიური გამოკვლევა);

დ) ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა დაავადების შესაბამისი ალგორითმის და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების გამოყენებით;

ე) სურსათის და ცხოველთა საკვების მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური გამოცდა;

ვ) სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური გამოცდა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინფორმირება საგამოცდო ნიმუშის აღების, შეფუთვისა და ლაბორატორიაში მიტანის წესზე;

თ) საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშის გადაგზავნა თბილისის ლაბორატორიაში შემდგომი კვლევისთვის;

ი) საქართველოს კანონმდებლობით და ლაბორატორიის შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

7​1. ქუთაისის  ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიების ფუნქციებია:

ა) ლაბორატორიაში წარმოდგენილი ნიმუშების შეფასება, რეგისტრაცია და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის გადაცემა შემდგომი გამოცდისთვის, ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით;

ბ) ლაბორატორიაში შესული პათოლოგიური მასალის დათვალიერება, გაკვეთა და პათოლოგიურ-ანატომიური დიაგნოსტიკა;

გ) ნიმუშების პირველადი დამუშავება და შესაბამისი გამოცდა (სეროლოგიური, მოლეკულური-ბიოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, პარაზიტოლოგიური  და ცოფზე გამოკვლევა);

დ) ცხოველთა დაავადებების დიაგნისტიკა დაავადების შესაბამისი ალგორითმის და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების გამოყენებით;

ე) სურსათის და ცხოველთა საკვების მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური გამოცდა;

ვ) სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური გამოცდა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინფორმირება საგამოცდო ნიმუშის აღების, შეფუთვისა და ლაბორატორიაში მიტანის წესზე;

თ) საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშის გადაგზავნა თბილისის ლაბორატორიაში შემდგომი კვლევისთვის;

ი) საქართველოს კანონმდებლობით და ლაბორატორიის შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

8. გურჯაანის, დუშეთის, მარნეულის, გორის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ამბროლაურის, საჩხერის, მესტიისა და ბათუმის ლაბორატორიების ძირითადი ფუნქციებია:

ა) ლაბორატორიაში წარმოდგენილი ნიმუშების შეფასება, მიღება, რეგისტრაცია, პირველადი დამუშავება და გამოცდა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში ნიმუშის გადაგზავნა თბილისსა და/ან რეგიონულ ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში შემდგომი კვლევის მიზნით;

გ) საქართველოს კანონმდებლობით და ლაბორატორიის შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

9. ლაბორატორიის ხარისხის მენეჯერის ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო სტანდარტით (ISO 17025) გათვალისწინებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა ხარისხის მიმართულებით;

ბ) ლაბორატორიის სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ ორგანოებში ხარისხის სისტემის დანერგვა;

გ) ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტის განხორციელების/ჩატარების დაგეგმვა და დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად განხორციელება; გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე ზედამხედველობა;

დ) ლაბორატორიაში მოქმედ და ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მომცველი დოკუმენტაციის იდენტიფიკაციის, დადგენის, პროცესების შენარჩუნების სამუშაოების, ხარისხის მენეჯმენტის სისტემის პროცედურების, ასევე ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტების შემუშავება;

ე) ლაბორატორიის დირექტორისათვის, ხარისხის მენეჯმენტის საკითხებში პერსონალის მომზადებაზე წინადადების წარდგენა;

ვ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ლაბორატორიის შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

10. ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების ოფიცრის ფუნქციებია:

ა) ლაბორატორიულ სივრცეში პერსონალის მიერ კვლევების უსაფრთხოდ განხორციელების პროცესზე ზედამხედველობა სტანდარტული ოპერაციული პროცედურების და ბიოუსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) ბიოუსაფრთხოების მიმართულებით, თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვა;

გ) ლაბორატორიის სპეციფიკის გათვალისწინებით, ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელოს  შემუშავება, მისი მუდმივი განახლება;

დ) ბიოუსაფრთხოების მიმართულებით კანონმდებლობის შესაბამისი შიდა დოკუმენტაციის მომზადება და ლაბორატორიაში დანერგვა;

ე) ლაბორატორიულ ქსელში ბიოუსაფრთხოების პერიოდული აუდიტის ჩატარება ტექნიკური მეთოდების, პროცედურების და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების, ბიოლოგიური აგენტების, მასალების და აღჭურვილობის შესამოწმებლად;

ვ) ლაბორატორიული ნარჩენების უტილიზაციის ზედამხედველობა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.

11. გენეტიკური ტესტირების ლაბორატორიის ფუნქციებია:

ა) გენოტიპირების ახალი მეთოდების დანერგვა ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების და სურსათის კვლევის მიმართულებით;

ბ) ამპლიკონზე დაფუძნებული მეტაგენომიური კვლევები;

გ) სრული გენომის მეტაგენომიური კვლევები;

დ) აგროგენომიკის ტრანსფორმირება NGS-ის მეშვეობით;

ე) ბიბლიოთეკის მომზადება მთელი გენომის თანმიმდევრობისთვის (WGS);

ვ) ბიოინფორმატიკული ბაზების შექმნა და ანალიზი.

12. პოლიმერების ტესტირების ლაბორატორიის ფუნქციებია:

ა) პოლიოლეფინების დეგრადაციის ხარისხის განსაზღვრა (დაჩქარებული მომწიფების პირობების შექმნის სიმულაციით);

ბ) ელემენტური შემადგენლობის განსაზღვრა;

გ) პოლიმერის სტრუქტურის, პოლიმერის ტიპის იდენტიფიკაცია.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 7 ივლისის ბრძანება №2-529 - ვებგვერდი, 10.07.2023წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2024 წლის 9 იანვრის ბრძანება №2-5 - ვებგვერდი, 09.01.2024წ.


+
მუხლი 7. ლაბორატორიის სახელმწიფო კონტროლი 
1. ლაბორატორიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. ლაბორატორია ვალდებულია, სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მოთხოვნისთანავე წარმოუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.

3. ლაბორატორიას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით შეუძლია:

ა) უძრავი ქონების შეძენა, ლაბორატორიის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) თავდებობა;

გ) სესხის აღება;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ლაბორატორიის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

5. ლაბორატორია მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების განკარგვას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ლაბორატორია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.


+
მუხლი 8. ლაბორატორიის დაფინანსების წყარო 
1. ლაბორატორიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ლაბორატორიის მიერ მიღებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ლაბორატორიის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.


+
მუხლი 9. ლაბორატორიის ქონება 
1. ლაბორატორიის ქონება შედგება:

ა) დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაცემული ქონებისაგან;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან.

2. ლაბორატორიის ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება ლაბორატორიის ფინანსურ ანგარიშგებაში.


+
მუხლი 10. დასკვნითი დებულებანი 
1. ლაბორატორიის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ლაბორატორიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“, №2-1282, 27.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016614 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4753452-2/