2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (32 მუხლი)
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №292 |
|
2019 წლის 27 დეკემბერი ქ. თეთრიწყარო |
|
ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა
2.დახმარების გაცემის აუცილებელი პირობაა, მოქალაქეს (გარდა იძულებით გადაადგილებული პირისა) 2020 წლის პირველი იანვრიდან ჰქონდეს უწყვეტი რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (რეგისტრაციის ფაქტის დადასტურება ხდება სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე).
3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გარკვეული ფენისათვის სოციალური დახმარებების გასაცემად საკითხების წინასწარი მომზადების, განხილვის, გადაწყვეტილებათა მომზადებისა და შესრულებისათვის ხელის შეწყობის მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არანაკლებ 5 (ხუთი) კაცის შემადგენლობით იქმნება სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ ,,კომისია), რომელიც წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედ კოლეგიურ ორგანოს.
4. კომისიის უფლებამოსილება, სტრუქტურა და კომისიის წევრთა უფლება-მოვალეობები, აგრეთვე კომისიის მუშაობის წესი რეგულირდება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით“, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.
ა) ფულადი სოციალური დახმარება;
ბ) არაფულადი სოციალური დახმარება;
ა) დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება;
ბ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
გ) დიალიზის პროგრამაში ჩართულ პირთა ყოველთვიური დახმარება;
დ) უსახლკაროთა ქირით უზრუნველყოფა.
ე) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, ან /და მათთან გათანაბრებული პირების სარიტუალო მომსახურება;
ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახის მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
ზ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დახმარება;
თ) ხანდაზმულ (90 წლის და უფროსი ასაკის) პირთა ფულადი დახმარება;
ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქობე ბავშვთა დახმარება;
კ) დედით, ან მამით ობოლი ბავშვების დახმარება;
ლ) იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი დახმარება;
მ) იმ ოჯახების სოციალური დახმარება, რომლებსაც შეეძინათ მეოთხე და მომდევნო
შვილი;
ნ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ პირთა, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ ვეტერანების დახმარება;
ო) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა დახმარება(არასრულწლოვანი შვილის/ შვილების ყოლის შემთხვევაში);
პ) ძალადობის მსხვერპლთა და პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულ, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირთა დახმარება;
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან მრავალშვილიანი ოჯახების, დედ-მამით ობოლი ბავშვების, დიალიზის პროგრამაში ჩართული პირთა ტრანსპორტირების დაფინანსების მიზნით დახმარებები და უსახლკაროთა ქირით უზრუნველყოფა ყოველთვიური ხასიათისაა და მთელი წლის განმავლობაში გაიცემა, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანაჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ ხდება.
ა) ურგენტული და გეგმიური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, ასევე დიაგნოსტიკური კვლევების და პალიატიური მომსახურების დაფინანსება.
ბ) მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
გ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა;
დ) C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა გამოკვლევებისა და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება;
ე) ბავშვთა აუტიზმით დაავადებულ მოზარდთა (18 წლამდე) სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსება;
2. დახმარების დასანიშნად დედ-მამით ობოლი ბავშვის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) ცნობა მეურვედ დანიშვნის შესახებ;
ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ბენეფიციარის/ბენეფიციარების მშობლების გარდაცვალების მოწმობების ასლები;
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
2. დახმარების დასანიშნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა და ფაქტობრივად მცხოვრებმა მშობელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
2. დახმარების დასანიშნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა და ფაქტობრივად მცხოვრებმა პირმა, ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ(ფორმაNIV–100/ა);
გ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტი;
2. დახმარების მისაღებად უსახლკაროდ რეგისტრირებულმა პირმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება ;
გ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) გამქირავებლის საბანკო რეკვიზიტი;
ე) განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (რომლითაც დასტურდება ქირავნობა);
2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მებრძოლთან და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი, ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს განყოფილებიდან, რომ გარდაცვლილი იყო ომის მონაწილე პენსიონერი;
ბ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
ე) პირის ოჯახის წევრებად ჩაითვლება: მეუღლე, მშობელი, შვილი (გერი), და-ძმა, ბებია-პაპა, კანონიერი მეურვე.
2. სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
3.დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში- დევნილის მოწმობაც;
გ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
4. გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრად ჩაითვლება სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში იმავე საიდენტიფიკაციო კოდით რეგისტრირებული პირი.
2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდით - 822) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, აგრეთვე საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები მიიღებენ ფულად დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
2. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხანდაზმული (90 წლის და უფროსი ასაკის) პირის, ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი – თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრია;
გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
დ) ნათესაური კავშირის/კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი/დოკუმენტები.
ე) პირის ოჯახის წევრად შეიძლება ჩაითვალოს: მეუღლე, შვილი (გერი), შვილიშვილი, კანონიერი წარმომადგენელი.
2.დახმარების მისაღებად ბენეფიციარის ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
ე) ნათესაური კავშირის/კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი/დოკუმენტები.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) მშობლის (დედის, ან მამის) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ბ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
დ) ნათესაური კავშირის/კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი/დოკუმენტები.
3. განმცხადებელი შეიძლება იყოს: მშობელი, სრულწლოვანი და ან ძმა, ბებია, პაპა ან კანონიერი წარმომადგენელი;
2. დახმარების მისაღებად იძულებით გადაადგილებული ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
ბ) იძულებით გადაადგილებული პირის - (დევნილის) დამადასტურებელი მოწმობა;
გ) ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
2.დახმარების მისაღებად ერთ-ერთმა მშობელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) ორივე მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ან მისი ოჯახის წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
ე) ვეტერანის შემთხვევაში ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი, ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს განყოფილებიდან;
2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა;
3. დახმარების მისაღებად მარტოხელა მშობელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი(ცნობა);
გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა;
3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ძალადობის მსხვერპლმა - სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულმა პირისთვის-შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
ა) ურგენტული და გეგმიური სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისას, როდესაც პაციენტის თანაგადასახდელი თანხის ოდენობა არ აღემატება 3000 ლარს, მერიის მხრიდან დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვროს, არაუმეტეს სამედიცინო დაზღვევის (საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამა, ან კერძო დაზღვევა) მიერ დაფინანსებული თანხის პროცენტული ოდენობისა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურება არ ფინანსდება არცერთი მზღვევლის მიერ, დაფინანსება განხორციელდება წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით, კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.
ბ) ურგენტული და გეგმიური სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისას პაციენტთათვის, რომელთა მხრიდან თანაგადასახდელი თანხის ოდენობა არ აღემატება 100 (ასი) ლარს, მომსახურება არ დაფინანსდება.
გ) დიაგნოსტიკური კვლევების საჭიროებისას, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთათვის, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა და გააჩნიათ 0-დან 65 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი კალკულაციის 80%-ით, ხოლო დანარჩენი მოქალაქეებისათვის - 50%ით.
დ) მშობიარეთა თანადაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ე) პალიატიური მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი კალკულაციის შესაბამისად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
2. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად;
3. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
4. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV–100/ა) და ანგარიშ-ფაქტურა (კალკულაცია);
გ) სტაციონარში მოთავსებულ პაციენტთა დასაფინანსებლად დოკუმენტაციის მერიაში წარდგენის ვადად განისაზღვროს სამედიცინო დაწესებულების მიერ ცნობის (ფორმა # IV– 100/ა) გაცემის თარიღიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღე.
2. მხედველობის პრობლემის სამკურნალო არაუმეტეს ორი ინექციის დაფინანსება;
3. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) შესაბამის სააფთიაქო/ სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა;
გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV – 100/ა);
დ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე;
4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურსამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, ხოლო ინექციის დაფინანსების შერმთხვევაში - საგარანტიო წერილის გაცემის გზით.
2. 2020 წლის 1 იანვრიდან ბენეფიციართა რეესტრი ჩამოყალიბდეს ბენეფიციარის სოციალური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულისა და განსაკუთრებული შემთხვევების არსებობისას, მერის წარმომადგენლის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც სამ თვეში ერთხელ დაექვემდებარება განახლებას. საჭიროების შემთხვევაში ჩამოყალიბდეს მომლოდინეთა რიგი და ბენეფიციარის დაკმაყოფილება განხორციელდეს ოჯახის რეალური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლები (არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი);
ბ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ – ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) შესაბამისი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა – ფორმა N100;
3. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად;
4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განმცხადებლის საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) შესაბამისი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა - ფორმა N100;
გ) მოზარდის დაბადების მოწმობის, ან პირადობის მოწმობის ასლი.
3. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად;
4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) შესაბამისად.
2. პროგრამაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. თუ ამ პროგრამის ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად პროგრამის მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია.
+
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ა დ გ ე ნ ს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №239 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 03/01/2019, სარეგ. კოდი 010250050.35.157.016343).
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ მუხაშავრია
+
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიავთანდილ მუხაშავრია
+
+
მუხლი 1. პროგრამის რეგულირების სფერო
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს მათთვის მატერიალური დახმარების მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს.
+
+
მუხლი 2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების სახეები
+
მუხლი 3. ფულადი სოციალური დახმარების სახეები
+
მუხლი 4. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები:
+
+
მუხლი 5. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება
+
მუხლი 6. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
+
მუხლი 7. დიალიზის პროგრამაში ჩართული პირთა დახმარება ტრანსპორტირების დაფინანსების მიზნით
+
მუხლი 8. უსახლკაროთა ქირით უზრუნველყოფა
+
მუხლი 9. პროგრამის მესამე თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესი
ამ თავში მითითებული სოციალური დახმარებები დაინიშნება სოციალური დახმარების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით და გაიცემა ყოველთვიურად, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
+
+
მუხლი 10. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების ან/და მათთან გათანაბრებული პირების სარიტუალო მომსახურება
+
მუხლი 11. სოციალურად დაუცველი ოჯახის მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
+
მუხლი 12. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დახმარება
+
მუხლი 13. ხანდაზმულ (90 წლის და უფროსი ასაკის) პირთა ფულადი დახმარება
+
მუხლი 14. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დახმარება.
+
მუხლი 15. დედით, ან მამით ობოლი ბავშვების დახმარება
+
მუხლი 16. იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი დახმარება.
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ, იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს და არიან სოციალური დახმარების მიმღები, ერთჯერადი სოციალური დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით;
ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 იანვრის დადგენილება №298 - ვებგვერდი, 05.02.2020წ.
+
მუხლი 17. იმ ოჯახების სოციალური დახმარება, რომლებსაც შეეძინათ მეოთხე და მომდევნო შვილი.
+
მუხლი 18. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ პირთა და ვეტერანების დღის (17 ოქტომბერი) აღსანიშნავად მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ ვეტერანების დახმარება
1. დახმარება გაიცემა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ პირებზე, წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა; მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატულ შშმ ვეტერანებზე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდით - 822), არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;
ე) ვეტერანის შემთხვევაში ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს განყოფილებიდან;
ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დოკუმენტი მხარდამჭერ პირად ცნობის შესახებ.
3. განმცხადებელი შეიძლება იყოს მშობელი, მეუღლე, და/ძმა ან მხარდამჭერი პირი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 იანვრის დადგენილება №298 - ვებგვერდი, 05.02.2020წ.
+
მუხლი 19. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა დახმარება(არასრულწლოვანი შვილის/ შვილების ყოლის შემთხვევაში)
+
მუხლი 20. ძალადობის მსხვერპლთა და პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსული, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირთა დახმარება
+
მუხლი 21. პროგრამის მეოთხე თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესი
წინამდებარე პროგრამის მეოთხე თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარებებიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეზე დახმარება გაიცემა სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით (გარდა მე-10, მე-11 და მე-13 მუხლებისა), მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 იანვრის დადგენილება №298 - ვებგვერდი, 05.02.2020წ.
+
+
მუხლი 22. ურგენტული და გეგმიური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, ასევე დიაგნოსტიკური კვლევების და პალიატიური მომსახურების დაფინანსება.
+
მუხლი 23. მედიკამენტებით უზრუნველყოფა
+
მუხლი 24. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა.
+
მუხლი 25. C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა გამოკვლევებისა და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება
+
მუხლი 26. ბავშვთა აუტიზმით დაავადებული მოზარდთა ( 18 წლამდე) სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსება
+
მუხლი 27. პროგრამის მეხუთე თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესი
წინამდებარე პროგრამის მეხუთე თავში გათვალისწინებული სოციალური დახმარებები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებზე კალენდარული წლის განმავლობაში, სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, გაიცემა მხოლოდ ერთხელ (ხოლო 22-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებული დახმარებებიდან გაიცემა ერთ-ერთი), მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 იანვრის დადგენილება №298 - ვებგვერდი, 05.02.2020წ.
+
თავი VI
წინამდებარე პროგრამის მეხუთე თავში გათვალისწინებული სოციალური დახმარებები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებზე კალენდარული წლის განმავლობაში, სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით გაიცემა მხოლოდ ერთხელ (ხოლო 21-ე და 22-ე მუხლებით გათვალისწინებული დახმარებებიდან გაიცემა ერთ-ერთი), მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.თავი VI
+
მუხლი 28. სოციალური დახმარების გაცემის განსაკუთრებული პირობები
+
მუხლი 29. დასკვნითი დებულებები
3. თუ ამ პროგრამის ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად პროგრამის მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.12.2020.
- როდის იქნა მიღებული „2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- „2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.12.2019. მიმღები ორგანო — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №292. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.157.016396.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.12.2020.
- რამდენი მუხლისგან შედგება „2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 32 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „2020 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №292, 27.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016396 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4755975/