საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეები, საფასურები და ვადები“ (შემდგომშ – წესი) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ (შემდგომში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) მომსახურების სახეებს, საფასურს, ვადებსა და გადახდის წესს. მუხლი 2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასური და მისი განაკვეთი
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასურის (შემდგომში – საფასური) გადამხდელები არიან ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტი და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტი (შემდგომში – აბონენტი). 2. საფასური შეადგენს: ა) ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის (მათ შორის, დაწესებულებებისთვის) – 0.40 ლარს; ბ) მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის (მათ შორის, დაწესებულებებისთვის) – 0.40 ლარს. 3. საფასური გადაიხდევინება ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის შემდეგ სააბონენტო ნომერზე, რომელსაც: ა) ერიცხება სააბონენტო გადასახდელი და რომელიც კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული; ბ) არ ერიცხება სააბონენტო გადასახდელი, მაგრამ რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა; გ) სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტის შეძენისას ან პაკეტით სარგებლობისას, თუ ამ პაკეტით მიწოდებული სააბონენტო ნომრის მეშვეობით კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდევინება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ჯამში 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა. 5. საფასური არ გადაიხდევინება იმ სააბონენტო ნომერზე, რომელიც საკონტროლო სალარო აპარატში გამოიყენება. 6. სააბონენტო ნომრის პორტირების შემთხვევაში, მას საფასური პორტირებამდე პერიოდისა და პორტირების შემდგომი პერიოდისთვის ცალ-ცალკე დაერიცხება. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 იანვრის დადგენილება №28 – ვებგვერდი, 25.01.2021წ. მუხლი 3. საფასურის გადახდის/ამოღების წესი
1. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საფასურის ამოღებას უზრუნველყოფს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი პირი (შემდგომში – მომსახურების მიმწოდებელი), ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 2. საფასური არ აისახება მომსახურების მიმწოდებლის ერთობლივ შემოსავალში. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, საფასური ყოველთვიურად განცალკევებულად ასახოს მის მიერ აბონენტისთვის გაწეული მომსახურების ანგარიშში. 3. სააბონენტო ნომერზე საფასურის დარიცხვა ხდება ყოველი კალენდარული თვის მიხედვით, ხოლო საფასურის გადახდა/ამოღება ხდება სააბონენტო გადასახდელთან ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ღირებულებასთან ერთად. აბონენტის მიერ მომსახურების მიმწოდებლისთვის გადახდილი თანხიდან პირველ რიგში უნდა დაიფაროს საფასური. 4. თუ აბონენტს ერიცხება საფასურისა და მომსახურების მიმწოდებლისადმი დაგროვილი დავალიანება, პირველ რიგში უნდა დაიფაროს საფასური და შემდეგ – მომსახურების მიმწოდებლისადმი არსებული დავალიანება. 5. აბონენტის მიერ დაგროვილი დავალიანების თვეების მიხედვით დაფარვისას საფასურისა და მომსახურების მიმწოდებლისადმი არსებული დავალიანების დაფარვა ხდება თანმიმდევრულად, დავალიანების დარიცხვის თვეების მიხედვით. პირველ რიგში სრულად იფარება შესაბამისი თვის საფასური და შემდეგ – მომსახურების მიმწოდებლისადმი არსებული შესაბამისი თვის დავალიანება. 6. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112-ის“ მიერ განსაზღვრული ფორმითა და შინაარსით წარუდგინოს მას საფასურის დარიცხვასა და გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია სააბონენტო ნომრების მიხედვით. 7. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა იმ დროისთვის გადახდილი/ამოღებული საფასური სრულად ჩარიცხოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე. 8. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“ წარუდგინოს საფასურის ამოღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. 9. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის ამ დადგენილებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას აკონტროლებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. 10. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის ამ დადგენილებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. მუხლი 4. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს მომსახურების მიმწოდებლისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ხელმისაწვდომობა და მას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულ ბაზაში სოციალურად დაუცველი ოჯახების/პირების დამატების ან სტატუსის გაუქმების შესახებ. 3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება წარმოეშობათ ან უუქმდებათ აღნიშნულ ბაზაში რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების თვის მომდევნო თვიდან. 4. თუ აბონენტის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის“ მიხედვით, აბონენტმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისათვის მომსახურების მიმწოდებელს უნდა წარუდგინოს იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტები. მუხლი 5. ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მომსახურება
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ან სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სამართალდარღვევის/დანაშაულის შემთხვევებში, ჩამორთმევას/გადაყვანას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის (შემდგომში − სატრანსპორტო საშუალება) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე (შემდგომში − დაცული სადგომი) ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასური შეადგენს: ა) ევაკუატორის ან სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადამყვანი პირის გამოძახების საფასური – 30 ლარი; ბ) სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით (გარდა ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორისა) გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში − 3 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე − 1.50 ლარი ყოველ კილომეტრზე; გ) ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორით სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში – 4 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე – 3 ლარი ყოველ კილომეტრზე; დ) სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში – 2 ლარი ყოველ კილომეტრზე. 2. დაინტერესებული პირის მიერ კერძო გამოძახების საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით ან სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადაადგილების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასური შეადგენს: ა) ევაკუატორის ან სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადამყვანი პირის გამოძახების საფასური – 30 ლარი; ბ) სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით (გარდა ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორისა) გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − 3 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე − 1.50 ლარი ყოველ კილომეტრზე; გ) ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორით სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში – 4 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე – 3 ლარი ყოველ კილომეტრზე; დ) სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში – 2 ლარი ყოველ კილომეტრზე. 3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომის (გარდა სატრანსპორტო საშუალების ნივთმტკიცების სახით დგომის შემთხვევებისა) საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების ნივთმტკიცების სახით დგომის საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია, კორპორაციული მომხმარებლებისთვის ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვროს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურისგან განსხვავებული საფასური. 6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიზნებისთვის, სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მანძილად განისაზღვრება ევაკუატორით ან თავისი სვლით გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების საწყისი ადგილმდებარეობიდან მისი ტრანსპორტირების საბოლოო წერტილამდე მანძილი. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის დარიცხვა ხდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 იანვრის დადგენილება №28 – ვებგვერდი, 25.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №486 – ვებგვერდი, 04.10.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №433 – ვებგვერდი, 23.08.2022წ.
მუხლი 6. კომპიუტერული მომსახურება
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ გაწეული კომპიუტერული მომსახურების სახეებია: ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურება; ბ) პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავება; გ) ავტომატური პროგრამული მომსახურების მიწოდება. 2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურების საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
3. პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავების საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“. 4. მომსახურების საფასური ამ მუხლის მე-2 – მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოითვლება შემდეგნაირად: პირის/პირების მიერ 1 საათი მომსახურებისთვის დადგენილი საფასურის განაკვეთი მრავლდება პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავებისთვის/მომსახურებისთვის აუცილებელი საათების რაოდენობაზე. 5. ავტომატური პროგრამული მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, მომსახურების საფასური განისაზღვრება მიწოდებული ინფორმაციის მოცულობისა და ინტენსივობის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 იანვრის დადგენილება №28 – ვებგვერდი, 25.01.2021წ. მუხლი 7. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებთან დაკავშირებული მომსახურება
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებთან დაკავშირებული მომსახურების სახეებია: ა) შენობის შიდა ფართობზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განთავსების დაგეგმვა; ბ) შენობის გარე პერიმეტრზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განთავსების დაგეგმვა; გ) ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შესახებ კონსულტაციის გაწევა; დ) ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმება დამონტაჟების აქტის (შემდგომში – დამონტაჟების აქტი) გაცემის მიზნით. 2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
4. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების შესახებ კონსულტაციის საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
5. მომსახურების საფასური ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოითვლება შემდეგნაირად: 1 კვ მეტრი/1 გრძივი მეტრი მომსახურებისთვის დადგენილი საფასურის განაკვეთი მრავლდება შიდა პერიმეტრის ჯამურ ფართობზე ან/და გარე პერიმეტრის ჯამურ სიგრძეზე. 6. მომსახურების საფასური ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოითვლება შემდეგნაირად: პირის/პირების მიერ 1 საათი მომსახურებისთვის დადგენილი საფასურის განაკვეთი მრავლდება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის კონსულტაციისთვის აუცილებელი საათების რაოდენობაზე. 7. განცხადებით მიმართვიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში დამონტაჟების აქტის გაცემის მიზნით ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმების საფასურია 100 ლარი. 8. დამონტაჟების აქტის გაცემის მიზნით დაჩქარებული წესით ობიექტის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმების ვადები და საფასურის განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი წესით: ა) განცხადებით მიმართვიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში საფასურის განაკვეთია 200 ლარი; ბ) განცხადებით მიმართვიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში საფასურის განაკვეთია 400 ლარი; გ) განცხადებით მიმართვიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში საფასურის განაკვეთია 500 ლარი. 9. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ხარვეზის დადგენის გამო დამონტაჟების აქტის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 იანვრის დადგენილება №28 – ვებგვერდი, 25.01.2021წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 07.03.2022წ. მუხლი 8. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ სხვა მომსახურებები
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე გასწიოს ამ წესით გაუთვალისწინებელი სხვა სახის მომსახურება. ასეთი სახის მომსახურების საფასური განისაზღვრება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით. მუხლი 9. ზედმეტად გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
1. დაინტერესებულ პირს ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის ზედმეტად გადახდილი თანხა შეიძლება უკან დაუბრუნდეს, თუ საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრული განაკვეთის შესაბამისად გადასახდელ საფასურზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ წესით განსაზღვრული განაკვეთის შესაბამისად გადასახდელ საფასურს შორის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის დაბრუნების თაობაზე წერილობითი მოთხოვნა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“ უნდა წარედგინოს მომსახურების საფასურის გადახდიდან 1 თვის ვადაში. ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება. ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია. 3. დაინტერესებულ პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა უკან დაუბრუნდება თანხის დაბრუნების თაობაზე წერილობითი მოთხოვნიდან 14 სამუშაო დღის ვადაში. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №542 – ვებგვერდი, 31.08.2020წ. |
1
+
საქართველოს მთავრობის დადგენილება №660 2019 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ+
+
+
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეები, საფასურები და ვადები“ (შემდგომშ – წესი) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ (შემდგომში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) მომსახურების სახეებს, საფასურს, ვადებსა და გადახდის წესს. მუხლი 2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასური და მისი განაკვეთი
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასურის (შემდგომში – საფასური) გადამხდელები არიან ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტი და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტი (შემდგომში – აბონენტი). 2. საფასური შეადგენს: ა) ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის (მათ შორის, დაწესებულებებისთვის) – 0.40 ლარს; ბ) მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის (მათ შორის, დაწესებულებებისთვის) – 0.40 ლარს. 3. საფასური გადაიხდევინება ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის შემდეგ სააბონენტო ნომერზე, რომელსაც: ა) ერიცხება სააბონენტო გადასახდელი და რომელიც კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული; ბ) არ ერიცხება სააბონენტო გადასახდელი, მაგრამ რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა; გ) სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტის შეძენისას ან პაკეტით სარგებლობისას, თუ ამ პაკეტით მიწოდებული სააბონენტო ნომრის მეშვეობით კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდევინება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ჯამში 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა. 5. საფასური არ გადაიხდევინება იმ სააბონენტო ნომერზე, რომელიც საკონტროლო სალარო აპარატში გამოიყენება. 6. სააბონენტო ნომრის პორტირების შემთხვევაში, მას საფასური პორტირებამდე პერიოდისა და პორტირების შემდგომი პერიოდისთვის ცალ-ცალკე დაერიცხება. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 იანვრის დადგენილება №28 – ვებგვერდი, 25.01.2021წ. მუხლი 3. საფასურის გადახდის/ამოღების წესი
1. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საფასურის ამოღებას უზრუნველყოფს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი პირი (შემდგომში – მომსახურების მიმწოდებელი), ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 2. საფასური არ აისახება მომსახურების მიმწოდებლის ერთობლივ შემოსავალში. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, საფასური ყოველთვიურად განცალკევებულად ასახოს მის მიერ აბონენტისთვის გაწეული მომსახურების ანგარიშში. 3. სააბონენტო ნომერზე საფასურის დარიცხვა ხდება ყოველი კალენდარული თვის მიხედვით, ხოლო საფასურის გადახდა/ამოღება ხდება სააბონენტო გადასახდელთან ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ღირებულებასთან ერთად. აბონენტის მიერ მომსახურების მიმწოდებლისთვის გადახდილი თანხიდან პირველ რიგში უნდა დაიფაროს საფასური. 4. თუ აბონენტს ერიცხება საფასურისა და მომსახურების მიმწოდებლისადმი დაგროვილი დავალიანება, პირველ რიგში უნდა დაიფაროს საფასური და შემდეგ – მომსახურების მიმწოდებლისადმი არსებული დავალიანება. 5. აბონენტის მიერ დაგროვილი დავალიანების თვეების მიხედვით დაფარვისას საფასურისა და მომსახურების მიმწოდებლისადმი არსებული დავალიანების დაფარვა ხდება თანმიმდევრულად, დავალიანების დარიცხვის თვეების მიხედვით. პირველ რიგში სრულად იფარება შესაბამისი თვის საფასური და შემდეგ – მომსახურების მიმწოდებლისადმი არსებული შესაბამისი თვის დავალიანება. 6. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112-ის“ მიერ განსაზღვრული ფორმითა და შინაარსით წარუდგინოს მას საფასურის დარიცხვასა და გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია სააბონენტო ნომრების მიხედვით. 7. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა იმ დროისთვის გადახდილი/ამოღებული საფასური სრულად ჩარიცხოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე. 8. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“ წარუდგინოს საფასურის ამოღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. 9. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის ამ დადგენილებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას აკონტროლებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. 10. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის ამ დადგენილებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. მუხლი 4. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს მომსახურების მიმწოდებლისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ხელმისაწვდომობა და მას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულ ბაზაში სოციალურად დაუცველი ოჯახების/პირების დამატების ან სტატუსის გაუქმების შესახებ. 3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება წარმოეშობათ ან უუქმდებათ აღნიშნულ ბაზაში რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების თვის მომდევნო თვიდან. 4. თუ აბონენტის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის“ მიხედვით, აბონენტმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისათვის მომსახურების მიმწოდებელს უნდა წარუდგინოს იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტები. მუხლი 5. ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მომსახურება
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ან სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სამართალდარღვევის/დანაშაულის შემთხვევებში, ჩამორთმევას/გადაყვანას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის (შემდგომში − სატრანსპორტო საშუალება) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე (შემდგომში − დაცული სადგომი) ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასური შეადგენს: ა) ევაკუატორის ან სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადამყვანი პირის გამოძახების საფასური – 30 ლარი; ბ) სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით (გარდა ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორისა) გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში − 3 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე − 1.50 ლარი ყოველ კილომეტრზე; გ) ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორით სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში – 4 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე – 3 ლარი ყოველ კილომეტრზე; დ) სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში – 2 ლარი ყოველ კილომეტრზე. 2. დაინტერესებული პირის მიერ კერძო გამოძახების საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით ან სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადაადგილების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასური შეადგენს: ა) ევაკუატორის ან სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადამყვანი პირის გამოძახების საფასური – 30 ლარი; ბ) სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით (გარდა ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორისა) გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − 3 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე − 1.50 ლარი ყოველ კილომეტრზე; გ) ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორით სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში – 4 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე – 3 ლარი ყოველ კილომეტრზე; დ) სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში – 2 ლარი ყოველ კილომეტრზე. 3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომის (გარდა სატრანსპორტო საშუალების ნივთმტკიცების სახით დგომის შემთხვევებისა) საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად: |
სატრანსპორტო
საშუალების ტიპი
დაცულ სადგომზე შეყვანისა და 1 – 5
დღე-ღამის ჩათვლით დგომის პერიოდი
დაცულ სადგომზე 5
დღე-ღამის შემდეგ დგომის პერიოდი
1 დღე-ღამე (24 საათი)
1 დღე-ღამე (24 საათი)
ტრიციკლი
4 ლარი
2 ლარი
მოპედი
4 ლარი
2 ლარი
კვადროციკლი
4 ლარი
2 ლარი
მოტოციკლი
4 ლარი
2 ლარი
მსუბუქი ავტომანქანა
8 ლარი
4 ლარი
მიკროავტობუსი
ავტობუსი (M2 კატეგორია)
10 ლარი
5 ლარი
სატვირთო ავტომანქანა
14 ლარი
7 ლარი
ავტობუსი
ავტობუსი (M3 კატეგორია)
14 ლარი
7 ლარი
ტრაქტორი
14 ლარი
7 ლარი.
7 ლარი
4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების ნივთმტკიცების სახით დგომის საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
სატრანსპორტო
საშუალების ტიპი
საშუალების ტიპი
დაცულ სადგომზე შეყვანისა და 1 – 5
დღე-ღამის ჩათვლით დგომის პერიოდი
დღე-ღამის ჩათვლით დგომის პერიოდი
დაცულ სადგომზე 5
დღე-ღამის შემდეგ დგომის პერიოდი
1 დღე-ღამე (24 საათი)
1 დღე-ღამე (24 საათი)
ტრიციკლი
4 ლარი
1 ლარი
მოპედი
4 ლარი
1 ლარი
კვადროციკლი
4 ლარი
1 ლარი
მოტოციკლი
4 ლარი
1 ლარი
მსუბუქი ავტომანქანა
8 ლარი
1 ლარი
მიკროავტობუსი
ავტობუსი (M2 კატეგორია)
10 ლარი
1 ლარი
სატვირთო ავტომანქანა
14 ლარი
1 ლარი
ავტობუსი
ავტობუსი (M3 კატეგორია)
14 ლარი
1 ლარი
ტრაქტორი
14 ლარი
1 ლარი.
1 ლარი
5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია, კორპორაციული მომხმარებლებისთვის ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვროს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურისგან განსხვავებული საფასური.
6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიზნებისთვის, სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მანძილად განისაზღვრება ევაკუატორით ან თავისი სვლით გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების საწყისი ადგილმდებარეობიდან მისი ტრანსპორტირების საბოლოო წერტილამდე მანძილი.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის დარიცხვა ხდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 იანვრის დადგენილება №28 – ვებგვერდი, 25.01.2021წ.
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ გაწეული კომპიუტერული მომსახურების სახეებია:
ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურება;
ბ) პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავება;
გ) ავტომატური პროგრამული მომსახურების მიწოდება.
2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურების საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
მომსახურების დასახელება
საფასურის განაკვეთი
(1 პირი – 1 საათი)
პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურება
20 ლარი
3. პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავების საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
მომსახურების დასახელება
საფასურის განაკვეთი
(1 პირი – 1 საათი)
პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავება
30 ლარი
.“.
4. მომსახურების საფასური ამ მუხლის მე-2 – მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოითვლება შემდეგნაირად: პირის/პირების მიერ 1 საათი მომსახურებისთვის დადგენილი საფასურის განაკვეთი მრავლდება პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავებისთვის/მომსახურებისთვის აუცილებელი საათების რაოდენობაზე.
5. ავტომატური პროგრამული მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, მომსახურების საფასური განისაზღვრება მიწოდებული ინფორმაციის მოცულობისა და ინტენსივობის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 იანვრის დადგენილება №28 – ვებგვერდი, 25.01.2021წ.
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებთან დაკავშირებული მომსახურების სახეებია:
ა) შენობის შიდა ფართობზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განთავსების დაგეგმვა;
ბ) შენობის გარე პერიმეტრზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განთავსების დაგეგმვა;
გ) ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
დ) ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმება დამონტაჟების აქტის (შემდგომში – დამონტაჟების აქტი) გაცემის მიზნით.
2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
მომსახურების დასახელება
საფასურის განაკვეთი
(1 კვადრატული მეტრი)
შენობის შიდა ფართობზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განთავსების დაგეგმვა
0,5 ლარი
3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
მომსახურების დასახელება
საფასურის განაკვეთი
(1 გრძივი მეტრი)
შენობის გარე პერიმეტრზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განთავსების დაგეგმვა
0,5 ლარი
4. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების შესახებ კონსულტაციის საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
მომსახურების დასახელება
საფასურის განაკვეთი
(1 პირი – 1 საათი)
ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების შესახებ კონსულტაცია
25 ლარი
5. მომსახურების საფასური ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოითვლება შემდეგნაირად: 1 კვ მეტრი/1 გრძივი მეტრი მომსახურებისთვის დადგენილი საფასურის განაკვეთი მრავლდება შიდა პერიმეტრის ჯამურ ფართობზე ან/და გარე პერიმეტრის ჯამურ სიგრძეზე.
6. მომსახურების საფასური ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოითვლება შემდეგნაირად: პირის/პირების მიერ 1 საათი მომსახურებისთვის დადგენილი საფასურის განაკვეთი მრავლდება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის კონსულტაციისთვის აუცილებელი საათების რაოდენობაზე.
7. განცხადებით მიმართვიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში დამონტაჟების აქტის გაცემის მიზნით ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმების საფასურია 100 ლარი.
8. დამონტაჟების აქტის გაცემის მიზნით დაჩქარებული წესით ობიექტის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმების ვადები და საფასურის განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი წესით:
ა) განცხადებით მიმართვიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში საფასურის განაკვეთია 200 ლარი;
ბ) განცხადებით მიმართვიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში საფასურის განაკვეთია 400 ლარი;
გ) განცხადებით მიმართვიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში საფასურის განაკვეთია 500 ლარი.
9. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ხარვეზის დადგენის გამო დამონტაჟების აქტის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 იანვრის დადგენილება №28 – ვებგვერდი, 25.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 07.03.2022წ.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე გასწიოს ამ წესით გაუთვალისწინებელი სხვა სახის მომსახურება. ასეთი სახის მომსახურების საფასური განისაზღვრება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით.
1. დაინტერესებულ პირს ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის ზედმეტად გადახდილი თანხა შეიძლება უკან დაუბრუნდეს, თუ საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრული განაკვეთის შესაბამისად გადასახდელ საფასურზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ წესით განსაზღვრული განაკვეთის შესაბამისად გადასახდელ საფასურს შორის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის დაბრუნების თაობაზე წერილობითი მოთხოვნა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“ უნდა წარედგინოს მომსახურების საფასურის გადახდიდან 1 თვის ვადაში. ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება. ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
3. დაინტერესებულ პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა უკან დაუბრუნდება თანხის დაბრუნების თაობაზე წერილობითი მოთხოვნიდან 14 სამუშაო დღის ვადაში.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №542 – ვებგვერდი, 31.08.2020წ.
1
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №660
2019 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეები, საფასურები და ვადები“.
+
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112-ის“ მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილება.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 31 დეკემბრიდან.
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია
+
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეები, საფასურები და ვადები
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეები, საფასურები და ვადები“ (შემდგომშ – წესი) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ (შემდგომში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) მომსახურების სახეებს, საფასურს, ვადებსა და გადახდის წესს.
მუხლი 2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასური და მისი განაკვეთი🔗
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასურის (შემდგომში – საფასური) გადამხდელები არიან ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტი და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტი (შემდგომში – აბონენტი).
2. საფასური შეადგენს:
ა) ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის (მათ შორის, დაწესებულებებისთვის) – 0.40 ლარს;
ბ) მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის (მათ შორის, დაწესებულებებისთვის) – 0.40 ლარს.
3. საფასური გადაიხდევინება ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის შემდეგ სააბონენტო ნომერზე, რომელსაც:
ა) ერიცხება სააბონენტო გადასახდელი და რომელიც კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული;
ბ) არ ერიცხება სააბონენტო გადასახდელი, მაგრამ რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა;
გ) სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტის შეძენისას ან პაკეტით სარგებლობისას, თუ ამ პაკეტით მიწოდებული სააბონენტო ნომრის მეშვეობით კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდევინება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ჯამში 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა.
5. საფასური არ გადაიხდევინება იმ სააბონენტო ნომერზე, რომელიც საკონტროლო სალარო აპარატში გამოიყენება.
6. სააბონენტო ნომრის პორტირების შემთხვევაში, მას საფასური პორტირებამდე პერიოდისა და პორტირების შემდგომი პერიოდისთვის ცალ-ცალკე დაერიცხება.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 იანვრის დადგენილება №28 – ვებგვერდი, 25.01.2021წ.
მუხლი 3. საფასურის გადახდის/ამოღების წესი🔗
1. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საფასურის ამოღებას უზრუნველყოფს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი პირი (შემდგომში – მომსახურების მიმწოდებელი), ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
2. საფასური არ აისახება მომსახურების მიმწოდებლის ერთობლივ შემოსავალში. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, საფასური ყოველთვიურად განცალკევებულად ასახოს მის მიერ აბონენტისთვის გაწეული მომსახურების ანგარიშში.
3. სააბონენტო ნომერზე საფასურის დარიცხვა ხდება ყოველი კალენდარული თვის მიხედვით, ხოლო საფასურის გადახდა/ამოღება ხდება სააბონენტო გადასახდელთან ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ღირებულებასთან ერთად. აბონენტის მიერ მომსახურების მიმწოდებლისთვის გადახდილი თანხიდან პირველ რიგში უნდა დაიფაროს საფასური.
4. თუ აბონენტს ერიცხება საფასურისა და მომსახურების მიმწოდებლისადმი დაგროვილი დავალიანება, პირველ რიგში უნდა დაიფაროს საფასური და შემდეგ – მომსახურების მიმწოდებლისადმი არსებული დავალიანება.
5. აბონენტის მიერ დაგროვილი დავალიანების თვეების მიხედვით დაფარვისას საფასურისა და მომსახურების მიმწოდებლისადმი არსებული დავალიანების დაფარვა ხდება თანმიმდევრულად, დავალიანების დარიცხვის თვეების მიხედვით. პირველ რიგში სრულად იფარება შესაბამისი თვის საფასური და შემდეგ – მომსახურების მიმწოდებლისადმი არსებული შესაბამისი თვის დავალიანება.
6. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112-ის“ მიერ განსაზღვრული ფორმითა და შინაარსით წარუდგინოს მას საფასურის დარიცხვასა და გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია სააბონენტო ნომრების მიხედვით.
7. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა იმ დროისთვის გადახდილი/ამოღებული საფასური სრულად ჩარიცხოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე.
8. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“ წარუდგინოს საფასურის ამოღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.
9. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის ამ დადგენილებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას აკონტროლებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
10. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის ამ დადგენილებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
მუხლი 4. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება🔗
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს მომსახურების მიმწოდებლისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ხელმისაწვდომობა და მას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულ ბაზაში სოციალურად დაუცველი ოჯახების/პირების დამატების ან სტატუსის გაუქმების შესახებ.
3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება წარმოეშობათ ან უუქმდებათ აღნიშნულ ბაზაში რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების თვის მომდევნო თვიდან.
4. თუ აბონენტის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის“ მიხედვით, აბონენტმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისათვის მომსახურების მიმწოდებელს უნდა წარუდგინოს იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტები.
მუხლი 5. ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მომსახურება🔗
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ან სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სამართალდარღვევის/დანაშაულის შემთხვევებში, ჩამორთმევას/გადაყვანას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის (შემდგომში − სატრანსპორტო საშუალება) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე (შემდგომში − დაცული სადგომი) ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასური შეადგენს:
ა) ევაკუატორის ან სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადამყვანი პირის გამოძახების საფასური – 30 ლარი;
ა) ევაკუატორის ან სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადამყვანი პირის გამოძახების საფასური – 90 ლარი;
ბ) სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით (გარდა ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორისა) გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში − 3 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე − 1.50 ლარი ყოველ კილომეტრზე;
გ) ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორით სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში – 4 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე – 3 ლარი ყოველ კილომეტრზე;
დ) სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში – 2 ლარი ყოველ კილომეტრზე.
2. დაინტერესებული პირის მიერ კერძო გამოძახების საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით ან სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადაადგილების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასური შეადგენს:
ა) ევაკუატორის ან სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადამყვანი პირის გამოძახების საფასური – 30 ლარი;
ა) ევაკუატორის ან სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადამყვანი პირის გამოძახების საფასური – 90 ლარი;
ბ) სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით (გარდა ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორისა) გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − 3 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე − 1.50 ლარი ყოველ კილომეტრზე;
გ) ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორით სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში – 4 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე – 3 ლარი ყოველ კილომეტრზე;
დ) სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში – 2 ლარი ყოველ კილომეტრზე.
3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომის (გარდა სატრანსპორტო საშუალების ნივთმტკიცების სახით დგომის შემთხვევებისა) საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
სატრანსპორტო
საშუალების ტიპი
დაცულ სადგომზე შეყვანისა და 1 – 5
დღე-ღამის ჩათვლით დგომის პერიოდი
დაცულ სადგომზე 5
დაცულ სადგომზე
დღე-ღამის შემდეგ დგომის პერიოდი
5 დღე-ღამის შემდეგ დგომის პერიოდი
1 დღე-ღამე (24 საათი)
1 დღე-ღამე (24 საათი)
ტრიციკლი
4 ლარი
8 ლარი
2 ლარი
4 ლარი
მოპედი
4 ლარი
8 ლარი
2 ლარი
4 ლარი
კვადროციკლი
4 ლარი
8 ლარი
2 ლარი
4 ლარი
მოტოციკლი
4 ლარი
8 ლარი
2 ლარი
4 ლარი
მსუბუქი ავტომანქანა
8 ლარი
10 ლარი
4 ლარი
5 ლარი
ავტობუსი (M2 კატეგორია)
ავტობუსი
(M2 კატეგორია)
10 ლარი
30 ლარი
5 ლარი
15 ლარი
სატვირთო ავტომანქანა
14 ლარი
30 ლარი
7 ლარი
15 ლარი
ავტობუსი (M3 კატეგორია)
ავტობუსი
(M3 კატეგორია)
14 ლარი
30 ლარი
7 ლარი
15 ლარი
ტრაქტორი
14 ლარი
30 ლარი
7 ლარი
15 ლარი.
4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების ნივთმტკიცების სახით დგომის საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
სატრანსპორტო
საშუალების ტიპი
დაცულ სადგომზე შეყვანისა და 1 – 5
დღე-ღამის ჩათვლით დგომის პერიოდი
დაცულ სადგომზე 5
დღე-ღამის შემდეგ დგომის პერიოდი
1 დღე-ღამე (24 საათი)
1 დღე-ღამე (24 საათი)
ტრიციკლი
4 ლარი
1 ლარი
მოპედი
4 ლარი
1 ლარი
კვადროციკლი
4 ლარი
1 ლარი
მოტოციკლი
4 ლარი
1 ლარი
მსუბუქი ავტომანქანა
8 ლარი
1 ლარი
ავტობუსი (M2 კატეგორია)
10 ლარი
1 ლარი
სატვირთო ავტომანქანა
14 ლარი
1 ლარი
ავტობუსი (M3 კატეგორია)
14 ლარი
1 ლარი
ტრაქტორი
14 ლარი
1 ლარი
5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია, კორპორაციული მომხმარებლებისთვის ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვროს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურისგან განსხვავებული საფასური.
6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიზნებისთვის, სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მანძილად განისაზღვრება ევაკუატორით ან თავისი სვლით გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების საწყისი ადგილმდებარეობიდან მისი ტრანსპორტირების საბოლოო წერტილამდე მანძილი.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის დარიცხვა ხდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 იანვრის დადგენილება №28 – ვებგვერდი, 25.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №486 – ვებგვერდი, 04.10.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №433 – ვებგვერდი, 23.08.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №550 – ვებგვერდი, 29.12.2023წ.
მუხლი 6. კომპიუტერული მომსახურება🔗
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ გაწეული კომპიუტერული მომსახურების სახეებია:
ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურება;
ბ) პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავება;
გ) ავტომატური პროგრამული მომსახურების მიწოდება.
2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურების საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
მომსახურების დასახელება
საფასურის განაკვეთი
(1 პირი – 1 საათი)
პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურება
20 ლარი
3. პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავების საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
მომსახურების დასახელება
საფასურის განაკვეთი
(1 პირი – 1 საათი)
პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავება
30 ლარი
.“.
4. მომსახურების საფასური ამ მუხლის მე-2 – მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოითვლება შემდეგნაირად: პირის/პირების მიერ 1 საათი მომსახურებისთვის დადგენილი საფასურის განაკვეთი მრავლდება პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავებისთვის/მომსახურებისთვის აუცილებელი საათების რაოდენობაზე.
5. ავტომატური პროგრამული მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, მომსახურების საფასური განისაზღვრება მიწოდებული ინფორმაციის მოცულობისა და ინტენსივობის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 იანვრის დადგენილება №28 – ვებგვერდი, 25.01.2021წ.
მუხლი 7. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებთან დაკავშირებული მომსახურება🔗
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებთან დაკავშირებული მომსახურების სახეებია:
ა) შენობის შიდა ფართობზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განთავსების დაგეგმვა;
ბ) შენობის გარე პერიმეტრზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განთავსების დაგეგმვა;
გ) ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
დ) ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმება დამონტაჟების აქტის (შემდგომში – დამონტაჟების აქტი) გაცემის მიზნით.
2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
მომსახურების დასახელება
საფასურის განაკვეთი
(1 კვადრატული მეტრი)
შენობის შიდა ფართობზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განთავსების დაგეგმვა
0,5 ლარი
3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
მომსახურების დასახელება
საფასურის განაკვეთი
(1 გრძივი მეტრი)
შენობის გარე პერიმეტრზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განთავსების დაგეგმვა
0,5 ლარი
4. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების შესახებ კონსულტაციის საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
მომსახურების დასახელება
საფასურის განაკვეთი
(1 პირი – 1 საათი)
ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების შესახებ კონსულტაცია
25 ლარი
5. მომსახურების საფასური ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოითვლება შემდეგნაირად: 1 კვ მეტრი/1 გრძივი მეტრი მომსახურებისთვის დადგენილი საფასურის განაკვეთი მრავლდება შიდა პერიმეტრის ჯამურ ფართობზე ან/და გარე პერიმეტრის ჯამურ სიგრძეზე.
6. მომსახურების საფასური ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოითვლება შემდეგნაირად: პირის/პირების მიერ 1 საათი მომსახურებისთვის დადგენილი საფასურის განაკვეთი მრავლდება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის კონსულტაციისთვის აუცილებელი საათების რაოდენობაზე.
7. განცხადებით მიმართვიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში დამონტაჟების აქტის გაცემის მიზნით ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმების საფასურია 100 ლარი.
8. დამონტაჟების აქტის გაცემის მიზნით დაჩქარებული წესით ობიექტის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმების ვადები და საფასურის განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი წესით:
ა) განცხადებით მიმართვიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში საფასურის განაკვეთია 200 ლარი;
ბ) განცხადებით მიმართვიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში საფასურის განაკვეთია 400 ლარი;
გ) განცხადებით მიმართვიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში საფასურის განაკვეთია 500 ლარი.
9. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ხარვეზის დადგენის გამო დამონტაჟების აქტის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 იანვრის დადგენილება №28 – ვებგვერდი, 25.01.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 07.03.2022წ.
მუხლი 8. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ სხვა მომსახურებები🔗
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე გასწიოს ამ წესით გაუთვალისწინებელი სხვა სახის მომსახურება. ასეთი სახის მომსახურების საფასური განისაზღვრება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით.
მუხლი 9. ზედმეტად გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი🔗
1. დაინტერესებულ პირს ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის ზედმეტად გადახდილი თანხა შეიძლება უკან დაუბრუნდეს, თუ საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრული განაკვეთის შესაბამისად გადასახდელ საფასურზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ წესით განსაზღვრული განაკვეთის შესაბამისად გადასახდელ საფასურს შორის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის დაბრუნების თაობაზე წერილობითი მოთხოვნა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“ უნდა წარედგინოს მომსახურების საფასურის გადახდიდან 1 თვის ვადაში. ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება. ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
3. დაინტერესებულ პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა უკან დაუბრუნდება თანხის დაბრუნების თაობაზე წერილობითი მოთხოვნიდან 14 სამუშაო დღის ვადაში.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №542 – ვებგვერდი, 31.08.2020წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“, №660, 30.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021682 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.08.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4759197-5/