საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.01.2020 ძალადაკარგული 22.01.2024
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016744
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/01/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №2

2020 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
+
მუხლი 2
+
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. დეპარტამენტის უფროსი (პირველი რანგი, კატეგორია – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები – პოლიტიკის მეცნიერება; საერთაშორისო ურთიერთობები);

ბ) ბიზნესი და ადმინისტრირება (მენეჯმენტი და ადმინისტრირება);

გ) ხელოვნება (ენები);

დ) სამართალი.

2. თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების ან დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 5 წელი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე – 2 წელი.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“;

გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ზ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

კ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №51 ბრძანება.

4. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მეორე რანგი, კატეგორია – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები – პოლიტიკის მეცნიერება; საერთაშორისო ურთიერთობები);

ბ) ბიზნესი და ადმინისტრირება (მენეჯმენტი და ადმინისტრირება);

გ) ხელოვნება (ენები);

დ) სამართალი.

2. თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების ან/და დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წელი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე – 1 წელი.     

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“;

გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ზ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

კ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №51 ბრძანება.

4. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 3. დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი  (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები – პოლიტიკის მეცნიერება; საერთაშორისო ურთიერთობები);

ბ) ბიზნესი და ადმინისტრირება (მენეჯმენტი და ადმინისტრირება);

გ) ხელოვნება (ენები);

დ) სამართალი.

2. თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების ან/და დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

თ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №51 ბრძანება.

4. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენელი ნატოსა და ევროკავშირში – აპარატის უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები – პოლიტიკის მეცნიერება; საერთაშორისო ურთიერთობები);

ბ) ბიზნესი და ადმინისტრირება (მენეჯმენტი და ადმინისტრირება);

გ) ხელოვნება (ენები);

დ) სამართალი.

2. საერთაშორისო ურთიერთობების ან/და დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი.

3. სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“;

გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

თ) ნატოს წესდება;

ი) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №51 ბრძანება.

5. ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლის მოადგილე ნატოსა და ევროკავშირში – აპარატის უფროსის მოადგილე (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები – პოლიტიკის მეცნიერება; საერთაშორისო ურთიერთობები);

ბ) ბიზნესი და ადმინისტრირება (მენეჯმენტი და ადმინისტრირება);

გ) ხელოვნება (ენები);

დ) სამართალი.

2. საერთაშორისო ურთიერთობების ან/და დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი.

3. სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“;

გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

თ) ნატოს წესდება;

ი) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №51 ბრძანება.

5. ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლის მრჩეველი ნატოსა და ევროკავშირში (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

მუხლი 7. (ამოღებულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 03.11.2020წ.

მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №100 - ვებგვერდი, 03.11.2020წ.

მუხლი 9. თავდაცვის ატაშეს მოადგილე ყაზახეთის რესპუბლიკაში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, უზბეკეთის რესპუბლიკასა და თურქმენეთში (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები – პოლიტიკის მეცნიერება; საერთაშორისო ურთიერთობები);

ბ) ბიზნესი და ადმინისტრირება (მენეჯმენტი და ადმინისტრირება);

გ) ხელოვნება (ენები);

დ) სამართალი.

2. თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების ან დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი.

3. სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“;

გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

თ) ნატოს წესდება;

ი) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №51 ბრძანება.

5. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით რუსული ენის ცოდნა.

6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 10. თავდაცვის ატაშეს მოადგილე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით):

ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები – პოლიტიკის მეცნიერება; საერთაშორისო ურთიერთობები);

ბ) ბიზნესი და ადმინისტრირება (მენეჯმენტი და ადმინისტრირება);

გ) ხელოვნება (ენები);

დ) სამართალი.

2. თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების ან დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი.

3. სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“;

გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ზ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №51 ბრძანება.

5. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

6. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: MS Word, MS Excel, PowerPoint.

მუხლი 11. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გაეროში (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით):

ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები – პოლიტიკის მეცნიერება; საერთაშორისო ურთიერთობები);

ბ) ბიზნესი და ადმინისტრირება (მენეჯმენტი და ადმინისტრირება);

გ) ხელოვნება (ენები);

დ) სამართალი;

ე) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომსახურებები (სამხედრო საქმე და თავდაცვა).

2. თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების ან დიპლომატიის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი.

3. სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“;

გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ზ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №51 ბრძანება.

5. ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

6. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: MS Word, MS Excel, PowerPoint.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 9 მარტის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 09.03.2022წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №2, 13.01.2020, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016744 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4768244-2/