ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.01.2020 ძალადაკარგული 18.12.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.158.016492
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (19)

შემდგომი ცვლილებები (16)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2020 წლის 20 იანვარი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მესამე პუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 190020020.35.158.016399).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 20 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
+



დანართი №1

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი

+
ეს წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პირობებს, დახმარების მიმღებ პირთა (შემდგომში – ბენეფიციარი) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის.
მუხლი 1. ქრონიკული  დაავადებებით დაავადებულ ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

1. დახმარება მედიკამენტებით მკურნალობის უზრუნველსაყოფად, კალენდარული წლის განმავლობაში, თითოეულ ბენეფიციარზე არაუმეტეს 1 500 (ათას ხუთასი) ლარისა, გაეწევათ ბენეფიციარებს შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ:

ა) ეპილეფსია;

ბ) პარკინსონი;

გ) ბრონქიალური ასთმა;

დ) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქცია;

ე) ონკოლოგიური დაავადებები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);      

ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარების ყოველთვიური მატერიალური  დახმარება

1. კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ:

ა) მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე 18 წელზე მეტი ასაკის ბენეფიციარებს – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ბ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

გ) ყრუ-მუნჯებს – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

დ) 18-დან 26 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს, ვინც ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას და საჭიროებს მუდმივ მომვლელს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს (18 წლამდე), რომლებიც საჭიროებენ მომვლელს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ვ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეინტეგრირებულ შშმ პირებს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

1​1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარები, ორი ან მეტი  დაავადების არსებობის შემთხვევაში,  დახმარებას მიიღებენ მხოლოდ ერთი კატეგორიიდან.

2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);      

ვ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების  სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ;

ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მოსარგებლე ბენეფიციარმა – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);

თ) რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილება („ვ“ პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ი) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 17 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 20.02.2020 წ.
მუხლი 3. სოციალურად დაუცველი ერთ წლამდე ბავშვების  ყოველთვიურად კვებით უზრუნველყოფა

1. სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს,  ერთ წლამდე ბავშვების კვებით უზრუნველსაყოფად დახმარება გაეწევათ თვეში 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა), სადაც მითითებული იქნება, რა საკვებს საჭიროებს ბავშვი;

ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 17 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 20.02.2020 წ.
მუხლი 4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ლოგოპედის მომსახურების უზრუნველყოფა

1. ლოგოპედის მომსახურების საფასური 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით  აუნაზღაურდებათ შემდეგი კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს:   

ა) დაუნის სინდრომის მქონე  ბავშვებს;

ბ) აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს;

გ) ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს;

დ) სმენადაქვეითებულ ბავშვებს (IV ხარისხის სმენაჩლუნგობა).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);      

ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;

ზ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების  სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 5. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბენეფიციარების მატერიალური დახმარება

1. კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად მატერიალური დახმარება გაეწევათ  „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემდეგი კატეგორიის  ბენეფიციარებს:

ა) რეიტენგრირებულ 18 წლამდე არასრულწლოვნებს  – 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილება („ა“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ვ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.          

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 6. სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის სეზონზე მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა

1. გათბობის სეზონის დასაწყისში ერთჯერადი ფულადი დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გაეწევათ:

ა) სოციალურად დაუცველ (65 000-მდე სარეიტინგო ქულა) მარტოხელა პესიონერებს;

ბ) სოციალურად დაუცველ (65 000-მდე სარეიტინგო ქულა) შშმ პირების ოჯახებს;

გ) სოციალურად დაუცველ (65 000-მდე სარეიტინგო ქულა) მრავალშვილიან (სამი და მეტი არასრულწლოვანი) ოჯახებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) შვილების დაბადების მოწმობის ქსეროასლები („გ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ვ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ („ბ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ზ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 7. ბინის ქირით უზრუნველყოფა

1. ბინის ქირა არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად აუნაზღაურდება: 

ა) სოციალურად დაუცველ უსახლკარო – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და აღნიშნული ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების  პერიოდში, გარდა იმ ოჯახებისა, რომელთაც ჰყავთ 16 წლამდე ასაკის წევრი.

ბ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მსხვერპლს.

2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) ქირავნობის ხელშეკრულება;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ან/და სასამართლო ორგანოს ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი) მიერ ბენეფიციარისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი („ბ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან („ა“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

თ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად (ბენეფიციარის) ანგარიშზე;     

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 17 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 20.02.2020 წ.
მუხლი 8. სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრები ოჯახების  კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფა

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, დავით აღმაშენებლის ქ. უ/ნ-ში და დაბა კაზრეთში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯები თითოეულ ოჯახზე: ელექტროენერგია 250კვ/სთ – ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი – გათბობის სეზონზე (15 ნოემბრიდან 15 აპრილამდე) თვეში 250მ​3, ხოლო ზაფხულის სეზონზე თვეში 50მ​3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით;

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, სიონის ჩიხის №1-ში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯები თითოეულ ოჯახზე: ელექტროენერგია სრულად – საერთო მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი – გათბობის სეზონზე (15 ნოემბრიდან 15 აპრილამდე) თვეში 250მ​3, ხოლო ზაფხულის სეზონზე თვეში – 50მ​3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი ორგანიზაციის საბანკო ამგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 9. სტუდენტთა დახმარებები

1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება  (მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე) გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში:

ა) ობოლ და მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან – 50 (ორმოცდაათი) ლარი;

ბ) იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან – 50 (ორმოცდაათი) ლარი;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან (0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულით და ქულა მიენიჭათ გასული ან მიმდინარე წლების პერიოდში)  – 50 (ორმოცდაათი) ლარი;

დ) მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი) – 50 (ორმოცდაათი) ლარი;

ე) სტუდენტებს ოჯახებიდან, რომელთაც ჰყავთ ორი ან მეტი სტუდენტი – თითოეულს 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ვ) შშმ სტუდენტებს – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ზ) „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, რომელიც გახდა სტუდენტი – 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამი ან მეტი კატეგორიის მქონე სტუდენტები დაფინანსდებიან ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი („ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით სარგებლობის შემთხვევაში);

ე) ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომ ბენეფიციარი ნამდვილად  არის მოქმედი სტუდენტი;

ვ) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი („ა“ ქვეპუნტით სარგებლობის შემთხვევაში);

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან („გ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

თ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ („ვ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ი) განრიდების ოქმი, დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ, ან დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ან გამამტყუნებელი განაჩენი, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება და სხვა დოკუმენტები („ზ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

კ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

4. ამ წესის მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ყოველთვიური დახმარების მისაღებად, მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები სტუდენტებმა მერიაში უნდა წარადგინონ ყოველი ახალი სასწავლო სემესტრის დასაწყისში. განცხადებისა და დოკუმენტების დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში, დახმარება გაიცემა განცხადებით მომართვის თარიღიდან.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბენეფიციარის შესაბამისი საბანკო დაწესებულების  ანგარიშზე.          

6. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 17 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 20.02.2020 წ.
მუხლი 10. სამედიცინო  უზრუნველყოფა (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

1. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარებს კალენდარული წლის განმავლობაში სამედიცინო დამხარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის  (მხოლოდ ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში) – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2.  სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში,  გარდა იმ ოჯახებისა, რომელთაც ჰყავთ 16 წლამდე ასაკის წევრი და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს,  დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის – 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) მედიკამენტებით მკურნალობისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს – 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

4. სტაციონარული, ამბულატორიული და დიაგნოსტიკური მკურნალობისათვის 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით  დახმარება გაეწევათ:

ა) ლეიშმანიოზით დაავადებულ ბენეფიციარებს;

ბ) დედ-მამით ობოლ 18 წლამდე არასრულწლოვნებს;

გ) ვირუსული ჰეპატიტებით დაავადებულ ბენეფიციარებს.

5. ფარისებრი ჯირკვლით დაავადებულ ბენეფიციარებს სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისთვის დახმარება გაეწევათ – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

6. ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანებს სამედიცინო დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

7. იძულებით გადაადგილებულ პირებს სამედიცინო დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

8. ფსორიაზით დაავადების მედიკამენტური მკურნალობისათვის დახმარება 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით გაეწევათ:

ა) სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს.

9. ფენილკეტონურიით და ჰიპერფენილალანემიით დაავადებულ ბავშვებს (სპეციალური საკვების შესაძენად) დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში – 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით.

10. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ წესით განსაზღვრული პირობების დაცვით რეგისტრირებული იმ გაჭირვებული მოქალაქეების (ოჯახების), რომლებიც განცხადებით მომართვის პერიოდში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულია და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მათი მომართვის პერიოდში მძიმეა (ოჯახების) სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა და არ მიეკუთვნება გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას და ესაჭიროება სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება, აგრეთვე იმ მოქალაქეების, რომელზეც განცხადების განხილვის ეტაპისთვის ვრცელდება წესით დაწესებული შეზღუდვები (მაგ: ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები), განცხადებას განიხილავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია გამონაკლისის სახით დახმარება გაეწიოს ამ პუნქტით განსაზღვრულ პირს, კალენდარული წლის გამავლობაში ერთჯერადად, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობის თანხით.

11. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV – 100/ა);

ვ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის;

ზ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერნის მოწმობის ქსეროასლი;

თ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი;

ი) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;        

კ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან.

12. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

13. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020წლის 3 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 06.02.2020 წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 17 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 20.02.2020 წ.
მუხლი 11. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა  და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება

1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებენ:

ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები (9 მაისს) – 100 (ასი) ლარი;

ბ) 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილთა ოჯახები მიმდინარე წლის 8 აგვისტოს (ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი)  – 500 (ხუთასი) ლარი;

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები მიმდინარე წლის 27 სექტებერს (ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი) – 500 (ხუთასი) ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ქსეროასლი;

დ) საბრძოლო მოკვლევის ასლი/გარდაცვალების მოწმობის ქსეროასლი („ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით სარგებლობისას);

ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 12. ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარებით უზრუნველყოფა

1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფილნი იქნებიან:

ა) სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები, რომელთა სარეირინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ბ) სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 150 000-მდე და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში, გარდა იმ ოჯახებისა, რომელთაც ჰყავთ 16 წლამდე ასაკის წევრი და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

გ) ასი და მეტი წლის ხანდაზმული – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

დ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული მსხვერპლი – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ე) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ წესით განსაზღვრული პირობის დაცვით რეგისტრირებულ იმ შეჭირვებულ ოჯახების წევრებს, რომლებიც განცხადებით მომართვის მომენტში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულია და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა და მომართვის პერიოდში მძიმეა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და არ მიეკუთვნება გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას, ერთჯერადი მატერიალური დახმარება არაუმეტეს 300 (სმასი) ლარის ოდენობით, გაეწევათ მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი „ერთჯერადი დახმარების მიღების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი სამუშაო ჯგუფის“ დასკვნის საფუძველზე, შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლების ადგილზე შესწავლის აქტის გათვალისწინებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან („ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით სარგებლობის შემთხვევაში)

დ) შემაკავებელი ორდერის ქსეროასლი („დ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ე) (ამოღებულია - 06.04.2020, №13);

ვ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე;           

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 17 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 20.02.2020 წ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 აპრილის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 08.04.2020 წ.
მუხლი 13. გარდაცვლილთა სარიტუალო მომსახურების უზრუნველსაყოფად  მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა

1. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების გარდაცვალების შემთხვევაში, ასევე უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით  ყოველი გარდაცვლილის ოჯახზე გაიცემა  ერთჯერადი მატერიალური დახმარება  250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული  ბენეფიციარის  ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) გარდაცვალების მოწმობა;

გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ქსეროასლი ან  იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი ან  მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა, რომ გარდაცვლილი ნამდვილად უპატრონოა;

ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები (განმცხადებლის).

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 14. სტიქით დაზარალებული ოჯახების დახმარება

1. გასულ და მიმდინარე  წლებში სტიქიის (უპირატესად დამანგრეველი ხასიათის ბუნების მოვლენის – მიწისძვრა, სეტყვა, წყალდიდობა, დიდთოვლიანობა, ქარიშხალი, მეწყერი, ღვარცოფი), ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევევის შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, სხვა შემთხვევაში დაზიანებული (ან დაუსრულებელი) საცხოვრებელი სახლების აღდგენა (დასრულება) მოხდება (მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა) შემდეგი კატეგორიის ოჯახებისათვის:

ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს);

ბ) სტიქიის შედეგად მაღალმთიანი რაიონებიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსახლებული, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), რომელთა  სახლებიც არ არის საცხოვრებლად  ვარგისი;

გ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და რომლებსაც 65 000-დან 100 000-მდე ქულა მინიჭებული აქვთ გასულ და მიმდინარე წლებში), რომელთაც ჰყავთ სამი ან მეტი შვილი და საცხოვრებელი სახლები  არ არის საცხოვრისად ვარგისი;

დ) სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერებისათვის (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), რომელთა საცხოვრებელი სახლებიც არ არის საცხოვრებლად ვარგისი;

ე) ოჯახებისათვის, რომლებიც იმყოფებიან უკიდურეს ეკონომიკურ გასაჭირში და დახმარების გაცემის მომენტში ვერ ხვდებიან ამ მუხლით გათვალისწინებულ კატეგორიებში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების ოჯახების საცხოვრებელი სახლების შეკეთება მოხდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი შესაბამისი საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. სარემონტო სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა მოხდება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. ჩატარებული სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს 500 (ხუთასი) ლარამდე ზარალი აუნაზღაურდებათ სრულად, ხოლო 500 (ხუთასი) ლარის ზემოთ – მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარისა. ხოლო სტიქიის (უპირატესად დამანგრეველი ხასიათის ბუნების მოვლენის – მიწისძვრა, სეტყვა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ქარიშხალი, მეწყერი, ღვარცოფი) შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ზარალი აუნაზღაურდებათ სრულად, წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის შესაბამისად.

5. სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელზე, საქონლის სადგომზე, საქონლის საკვებსა (თივა) და საკვების შესანახ თავლაზე მიყენებული ზიანის აღსადგენად დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

6. მსხვილფეხა და მწვრილფეხა საქონელზე, აგრეთვე საქონლის სადგომზე მიყენებული ზარალის შემთხვევაში, დაზარალებულ ოჯახებს ზარალი აუნაზღაურდებათ მიყენებული ზიანის 70%-ის შემთხვევაში,  მაგრამ არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარისა, ხოლო საქონლის საკვებზე (თივა), აგრეთვე საკვების (თივა) შესანახ თავლაზე მიყენებული ზარალის შემთხვევაში – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულმა ბენეფიციარებმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები (ამ მუხლის მე-2 პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტებით სარგებლობის შემთხვევაში);

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა  ერთიანი ბაზიდან (ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“,  „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით სარგებლობის შემთხვევაში);

ე) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი (ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ვ) ცნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან (ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში);

ზ) აუდიტის დასკვნა ზარალის ოდენობის შესახებ;

თ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.

8. ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს აუდიტის დასკვნა ამ მუხლით გათვალისწინებულ  შემთხვევებში, თუ მიყენებული ზარალის ოდენობა აღემატება 500 (ხუთას) ლარს.

9. იმ შემთხვევაში, თუ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, ზარალის ანაზღაურება, ამავე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, შესაძლებელია მოხდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ფულადი დახმარების გაცემის შემთხვევაში ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას მიზნობრივად გახარჯოს მუნიციპალიტეტისგან მიღებული ფულადი დახმარება, რის შესახებაც ბენეფიციარს, მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს ან შესაბამისი უფლებამისილების მქონე პირს შორის ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020წლის 3 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 06.02.2020 წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“, №2, 20.01.2020, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016492 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4777621-3/