აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
1. შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს შემდეგი ტერიტორიული ორგანოები:
ა) აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო;
ბ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო;
გ) სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ (კ. კუჭუხიძე) უზრუნველყოს:
ა) წარმომადგენლობების ბალანსზე რიცხული ქონების და მიმდინარე ვალდებულებების აღრიცხვა და სამინისტროსთვის გადაცემა;
ბ) სამსახურებრივი დოკუმენტაციის, მათ შორის, ელექტრონული ფორმით არსებულის, დამუშავება-სისტემატიზაცია და სამინისტროსათვის გადაცემა ან/და მათი დაარქივება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი.დოლიძე) უზრუნველყოს ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებების ასახვა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 21 ივნისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 24.06.2022 წ.
|
+
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №3
2020 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ
+
მუხლი 1🔗
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-6 მუხლის, მე-12 მუხლის „დ“ პუნქტის, მე-15 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად:
1. შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს შემდეგი ტერიტორიული ორგანოები:
1. შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს შემდეგი ტერიტორიული ორგანოები:
ა) აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო;
ბ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო;
ბ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო;
გ) სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ (კ. კუჭუხიძე) უზრუნველყოს:
ა) წარმომადგენლობების ბალანსზე რიცხული ქონების და მიმდინარე ვალდებულებების აღრიცხვა და სამინისტროსთვის გადაცემა;
ბ) სამსახურებრივი დოკუმენტაციის, მათ შორის, ელექტრონული ფორმით არსებულის, დამუშავება-სისტემატიზაცია და სამინისტროსათვის გადაცემა ან/და მათი დაარქივება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი.დოლიძე) უზრუნველყოს ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებების ასახვა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში.
+
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ“, №3, 23.01.2020, სარეგისტრაციო კოდი 010240010.32.061.016297 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4779714-1/