მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.02.2020 ბოლო ცვლილება 29.12.2025
ნომერი
№16/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016432
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №16/04

2020 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 9​1 მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 19 მარტის ბრძანება №39/04 - ვებგვერდი, 22.03.2021წ.
 


+
მუხლი 1
დამტკიცდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების თანდართული წესი.
+
მუხლი 2
+
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
+



მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ, დარღვევისა და არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, გამოიყენოს სხვადასხვა სახის სანქცია, მათ შორის, დააკისროს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორმა:

ა) დაარღვია „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  ერთ-ერთი დებულება ან ეროვნული ბანკის ნებისმიერი დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა ან წერილობითი მითითება ან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შეზღუდვა;

ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც თან ახლავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციას ან დართული აქვს ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას;

გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადა ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება ან სხვა არაზუსტი ინფორმაცია;

დ) დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდგომში – ფინანსური მონიტორინგის სამსახური) და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნები, წერილობითი მითითებები ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებები;

ე) დაარღვია სესხის გაცემასთან ან/და სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორებისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.

4. ფულადი ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ განკარგულების ასლის ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ელექტრონული წესით განკარგულების მხარისათვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის და მისი ადმინისტრატორებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

7. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 19 მარტის ბრძანება №39/04 - ვებგვერდი, 22.03.2021წ.
 


+
მუხლი 2. ფულადი ჯარიმების ოდენობები
1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ფულადი ჯარიმები შემდეგი ოდენობებით:

ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სარეგისტრაციო პირობების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ) ფინანსური ანგარიშგების და სხვა ფინანსური ინფორმაციის დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა; ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წესების დარღვევა; დადგენილი ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების არასწორად გაანგარიშება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული  ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკისათვის წარუდგენლობა ან/და არაზუსტი ინფორმაციის მიწოდება ან/და წერილობითი მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე, ხოლო აღნიშნული მოთხოვნების განმეორებით შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე.

დ) ნაკისრი ვალდებულებების აღურიცხველობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის მიერ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, ეროვნული ბანკის ნებისმიერი დებულების, წესის, დადგენილების, მოთხოვნის ან წერილობითი მითითების ან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში, ასევე, თუ ადმინისტრატორი ვერ უზრუნველყოფს საკუთარი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას, რაც იწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობის დარღვევას, ადმინისტრატორი ჯარიმდება 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ვ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მოქმედი კანონმდებლობით, ეროვნული ბანკის დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებებით აკრძალული ოპერაციების  წარმოებისას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯარიმდება თითოეული ასეთი ოპერაციის წარმოების გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ის ოდენობით.

2. (ამოღებულია - 19.03.21 №39/04).

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მომსახურების გაწევისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესით“ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა:

ა) მომხმარებელთა პრეტენზიების ამსახველ ყოველთვიურ ანგარიშგებაში არსებითი ხასიათის შეცდომების ან პრეტენზიის მიუთითებლობის შემთხვევაში გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით საფინანსო პროდუქტის რეკლამირების/შეთავაზების დროს ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ რეკლამირებულ/შეთავაზებულ საფინანსო პროდუქტზე;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით გაფორმებულ თითოეულ დოკუმენტზე გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით მომხმარებლისათვის საკომისიოს და/ან პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ვადის დარღვევით მიწოდების შემთხვევაში გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანების სხვა ნებისმიერი მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

3​1. მომხმარებელთა უფლებების დაცვის თაობაზე ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, ასეთი მოთხოვნების დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

3​2. მომხმარებელთა უფლებების დაცვის თაობაზე ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების განმეორებითი დარღვევა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, ასეთი მოთხოვნების დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესით“ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდება 1,000  (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

5. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდება 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

5​1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებიდან“ გამომდინარე, ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდება 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, ასეთი მოთხოვნის დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

5​2. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების მასშტაბური დარღვევის შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდება დარღვევის გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

6. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგებების ამავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2, მე-5 ან მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 628​​1 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

9. „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №194/04 ბრძანების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

10. „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 1​​​1 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

11. (ამოღებულია - 19.03.21 №39/04).  

12. (ამოღებულია - 19.03.21 №39/04).  

13. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ დარღვევებზე.  

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 19 მარტის ბრძანება №39/04 - ვებგვერდი, 22.03.2021წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 29 ივლისის ბრძანება №109/04 - ვებგვერდი, 30.07.2021 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №167/04 - ვებგვერდი, 22.11.2021 წ.
 

+
მუხლი 3. ფულადი ჯარიმები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობისათვის
1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობით გამოწვეული დარღვევები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) განსაკუთრებით მძიმე დარღვევები;

ბ) მძიმე დარღვევები;

გ) ნაკლებად მძიმე დარღვევები.

2. განსაკუთრებით მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) დადგენილ ვადებში ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ (შემდეგში – ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესი) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ)  ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ ყადაღასთან მიმართებაში;

ე) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის  მიზნებისათვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის (რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების (მათ შორის, დანაწევრების) გამოვლენას და პირების ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში) არქონის ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების  შემთხვევაში  – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;

ვ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების პროცესში, ეროვნული ბანკისთვის მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების ვადის დასრულებამდე წარუდგენლობა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის;

ზ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების პერიოდში შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ხელის შეშლა, რამაც გამოიწვია შემოწმების განხორციელების შეფერხება – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

თ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის წერილობით განსაზღვრული  მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის ფაქტზე;

ი) ადგილზე შემოწმების შედეგად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის ფაქტზე;

კ) კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობა – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ლ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების  ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაუცემლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

3. მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) კლიენტის მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის ან/და ვერიფიკაციის გარეშე პირისთვის მომსახურების გაწევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ) პირისთვის (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) იდენტიფიკაციის ან/და ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის კლიენტს არ აქვს რისკი მინიჭებული – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

დ) რისკის შესაბამისად, აგრეთვე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის განუახლებლობა ან/და ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის მიუღებლობა (გარდა პოლიტიკურად აქტიურ პირთან მიმართებაში) – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ე) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;

ვ) კლიენტისათვის რისკის მინიჭება/გადაფასება, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

ზ)  კლიენტთან მიმართებაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არ ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლას –3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

თ) კლიენტის საქმიანობის არსის ან/და საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის დაუდგენლობა – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ აქვს შემუშავებული შიდა კონტროლთან დაკავშირებული პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები ან მის მიერ შემუშავებული/დანერგილი პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს  – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

კ) ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს  ორგანიზაციის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებების ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, დაჯარიმდება – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ლ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

მ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის  შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის,  ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის  მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ნ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტითა ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების გაგზავნისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად  წარდგენა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ არასწორად წარდგენილ ანგარიშგებასთან მიმართებაში;

ო) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ან/და დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული  ინფორმაციის ან/და დოკუმენტების არასწორად წარდგენის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

პ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის  ან/და დოკუმენტაციის წარმოდგენა მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული  ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენა – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადის გადაცილებით ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში;

ჟ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგების ერთი ფორმით ორი ან მეტი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების (გარდა საეჭვო ოპერაციების/გარიგებების) შესახებ ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ანგარიშგებას დაქვემდებარებულ თითოეულ ოპერაციაზე (გარიგებაზე).

4. ნაკლებად მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის  დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა)  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების  დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ა.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ბ) პირების (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის, იდენტიფიკაციისა ან/და ვერიფიკაციის, მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ სათანადო ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღრიცხვისათვის ან/და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი)  ლარის  ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

გ.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

გ.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისთვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

დ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის 30 კალენდარულ დღემდე დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ვ) ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტების (გარდა შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის) არასწორად ან/და არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ზ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულებით“ გათვალისწინებული ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვის ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევით ოპერაციის განხორციელების გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

5. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევებს ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭება სისტემატური დარღვევის სტატუსი და გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის  დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის განმეორებით წარმოუდგენლობა, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას –10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით  წარმოუდგენელ ანგარიშგებაზე;

ბ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის 30 კალენდარულ დღემდე დაგვიანებით წარმოდგენა, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-4 პუნქტს „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ დაგვიანებით წარმოდგენილ ანგარიშგებაზე;

გ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად წერილობით განსაზღვრული  მოთხოვნების  დადგენილ ვადაში განმეორებით შეუსრულებლობა – 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

დ) ადგილზე შემოწმების შედეგად მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში განმეორებით შეუსრულებლობა – 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

ე) კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის აღურიცხაობის ფაქტის განმეორება, თუ იმავე პირთან ან/და ოპერაციებთან (გარიგებებთან) მიმართებაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ვ) კლიენტის მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის ან/და ვერიფიკაციის გარეშე განმეორებით იმავე პირისთვის მომსახურების გაწევის შემთხვევაში, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ზ) განმეორებით იმავე კლიენტის (ან/და კლიენტის სახელით მოქმედი პირის)  იდენტიფიკაციის ან/და ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის შემთხვევაში, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

6. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა ისეთი დარღვევა, რომლისთვისაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ ერთხელ უკვე იყო გამოყენებული ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია, ან/და თუ გარკვეული დარღვევა/დარღვევები მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ქმნის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სისტემურ რისკს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმოს -  100 000 (ასი ათასი) ლარის  ოდენობით ან/და გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 19 მარტის ბრძანება №39/04 - ვებგვერდი, 22.03.2021წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 15 ივლისის ბრძანება №103/04 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.
 

+
მუხლი 4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ სხვა სანქციების გამოყენების წესი
1. დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, ამავე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 9​​1 მუხლით გათვალისწინებული სხვა სანქციები.

2. ამ წესში აღნიშნული დარღვევების გამოვლენისას, დარღვევისა და არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების ნაცვლად გამოიყენოს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 9​​1 მუხლით გათვალისწინებული სხვა სანქციები.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 19 მარტის ბრძანება №39/04 - ვებგვერდი, 22.03.2021წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“, №16/04, 05.02.2020, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016432 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4790272-4/