1. ეს კანონი აწესრიგებს შემდეგი სუბიექტების გადახდისუუნარობის საკითხს:
ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტები, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა;
ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე არარეგისტრირებული კავშირები და ამხანაგობები;
გ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები და სხვა წარმონაქმნები (მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ იურიდიული პირის სტატუსი), რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას და რომელთა მთავარი ინტერესების ცენტრი საქართველოშია.
2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) ფიზიკურ პირებზე;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე;
გ) ბანკებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებზე, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებზე, რომელთა გადახდისუუნარობის საკითხიც ცალკე კანონმდებლობით წესრიგდებ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ა-273-შ-12-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
…რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკური პირების გადახდისუუნარობაზე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კანონის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2020.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 06/02/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება