1. ამ კანონით გათვალისწინებულ საქმეთა მიმართ დადგენილია სპეციალური განსჯადობა.
2. ამ კანონით გათვალისწინებულ საქმეებს განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები.
3. ამ კანონით გათვალისწინებულ საქმეთა განხილვის მიზნებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს.
4. სასამართლო გადახდისუუნარობის საქმეს განიხილავს მოვალის იურიდიული მისამართის მიხედვით, ხოლო საქართველოში იურიდიული მისამართის არარსებობის შემთხვევაში – მისი მთავარი ინტერესების ცენტრის მიხედვით.
5. ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმეთა განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი საპროცესო ნორმები.
6. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და თუ საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებსა და პრინციპებ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1269(გ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.12.2022
…განჩინებით შპს „ბ...ის“ სარჩელი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და შპს „ტ...ის“ წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტზე, მე-10 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე მითითებით…
- საქმე №ას-56-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2022
…სასამართლოს. 6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო: 7. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში „სპეციალური კანონი“) მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი საპროცესო ნორმები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კანონის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2020.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 06/02/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება