ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 აპრილის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 06.04.2020 წ.
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი
1. ქ. ლაგოდეხში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) გამოანგარიშდება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = I MG X I TL X C X K, სადაც:
ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) I MG არის ქ. ლაგოდეხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,3-ს;
გ) I TL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 200-ს.
2. ქ. ლაგოდეხში მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 14,40 ლარს.
3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის:
ა) სოფლებში: მაწიმი, შრომა, კავშირი, ნინიგორი, გელათი, ზ/გურგენიანი, ცოდნისკარი, ჩადუნიანი, ვარდისუბანი, ბაისუბანი, კაბალი, განჯალა, ყარაჯალა, ჭაბუკიანი, აფენი-(ცხაკაია), მშვიდობიანი, საქობო, გიორგეთი, მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხის ნორმატიული ფასის 75%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 10,80 ლარს;
ბ) სოფლებში: კართუბანი, უზუნთალა, ქვ/გურგენიანი, შეერთება, სვიდება, ფოდაანი, ლელიანი, მეორე ლელიანი, ფონა, ხეჩილი, მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხის ნორმატიული ფასის 60%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 8,64 ლარს;
გ) სოფლებში, რომლებიც არაა მითითებული ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში, მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 7,20 ლარს.
4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხის ნორმატიული ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,60 ლარს.
5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხისათვის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 7,20 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი.
+
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2020 წლის 7 თებერვალი
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 მარტის №5 დადგენილება (www.matsne.gov.ge 06/03/2019, 370070000.35.167.016437).
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია
+
დანართი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი
1. ქ. ლაგოდეხში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) გამოანგარიშდება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = I MG X I TL X C X K, სადაც:
ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) I MG არის ქ. ლაგოდეხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,3-ს;
გ) I TL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 200-ს.
2. ქ. ლაგოდეხში მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 14,40 ლარს.
3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის:
ა) სოფლებში: მაწიმი, შრომა, კავშირი, ნინიგორი, გელათი, ზ/გურგენიანი, ცოდნისკარი, ჩადუნიანი, ვარდისუბანი, ბაისუბანი, კაბალი, განჯალა, ყარაჯალა, ჭაბუკიანი, აფენი-(ცხაკაია), მშვიდობიანი, საქობო, გიორგეთი, მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხის ნორმატიული ფასის 75%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 10,80 ლარს;
ბ) სოფლებში: კართუბანი, უზუნთალა, ქვ/გურგენიანი, შეერთება, სვიდება, ფოდაანი, ლელიანი, მეორე ლელიანი, ფონა, ხეჩილი, მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხის ნორმატიული ფასის 60%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 8,64 ლარს;
გ) სოფლებში, რომლებიც არაა მითითებული ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში, მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 7,20 ლარს.
4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხის ნორმატიული ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,60 ლარს.
5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხისათვის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 7,20 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“, №6, 07.02.2020, სარეგისტრაციო კოდი 370070000.35.167.016463 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4793879-1/