ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.02.2020 ძალადაკარგული 30.06.2020
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.132.016478
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2020 წლის 25 თებერვალი

ქ. ბათუმი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ
  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 10 თებერვლის №8 დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასური, თანახმად დანართი 1-ისა.
მუხლი 2
დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სავაჭრო-სამოქმედო ზონირების ტექსტური ნაწილი, თანახმად დანართი 2-ისა.
მუხლი 3
დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სავაჭრო-სამოქმედო ზონირების გრაფიკული ნაწილი (რუკა), თანახმად დანართი 3-ისა.
მუხლი 4
გარე ვაჭრობის უფლების საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ყოველი თვის დასაწყისში, საქმიანობის დაწყებისთანავე. გარე ვაჭრობის ადგილებით სარგებლობისათვის გადახდილი საფასურის ვადის ამოწურვამდე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის წინასწარ გადახდის შემთხვევაში გადახდის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორციელების დღე, ხოლო მისი აქტივაცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიოდის გარე ვაჭრობის უფლების საფასურის ვადის ამოწურვის შემდეგ.
მუხლი 5
გარე ვაჭრობის საფასურის გადახდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორებით და მიიმართოს  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. საფასურის ამოღებას ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.
მუხლი 6
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სავაჭრო-სამოქმედო ზონირების ტექსტურ ნაწილსა და გრაფიკულ ნაწილს შორის წინააღმდეგობისას უპირატესობა ენიჭება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სავაჭრო-სამოქმედო ზონირების გრაფიკულ ნაწილს.
მუხლი 7
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 28 ივნისის №37 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 04/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.132.016127).
მუხლი 8
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე



დანართი 1

 


 

 

 

 

 

 

 

სავაჭრო-სარეალიზაციო არასასურსათო და სასურსათო საქონლის სახეობა, ჩამონათვალი

I ზონა

II ზონა

III ზონა

 

 

 

შენიშვნა

დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ. საფასური (ლარი)

თვიურად

დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ. საფასური (ლარი)

თვიურად

დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ. საფასური (ლარი)

თვიურად

1

ჟურნალ-გაზეთები, წიგნები, ნახატები,  ყვავილები, ხელნაკეთი ნივთები და სხვა

15

10

5

 

2

ხილ-ბოსტნეული, ბაღჩეული, განთავსებული დახლის ვერტიკალურ კონსტრუქციაზე

40

30

20

 

3

გაზიანი გამაგრილებელი სასმელები, წყლების, ყავის, ნაყინის,  ლუდის  ჩამოსასხმელი აპარატები და სხვა სავაჭრო ობიექტის წინ.

40

30

20

 

4

კვების პროდუქტებით ვაჭრობა ან მომსახურება სპეც.დანიშნულების  საფირმო მოძრავი ან/და ადგილზე განსათავსებელი სხვა საშუალებები

40

30

20

 

5

რესტორნების, კაფე-ბარების, და სხვა  საზკვების ობიექტების წინ სავაჭრო-სარეალიზაციო დანიშნულების ნივთების: მაგიდა სკამები, საჩრდილობელი  და სხვა სავაჭრო ინვენტარი.

50

30

20

 

6

I კლასის შენობა-ნაგებობები, სავაჭრო ჯიხურები

50

30

20

 

7

გაზიანი გამაგრილებელი სასმელები, წყლები, ყავა, ნაყინის ჩამოსასხმელი აპარატები,  ლუდის კასრი, ბურახის კასრი და სხვა.

40

30

15

 

8

არასასურსათო საქონელი, სამეურნეო, საყოფაცხოვრებო, საოჯახო და სამრეწველო ნაკეთობები ან ამ ტიპის მომსახურების საშუალებები

 

20

10

 

9

ყველა სახის სწრაფი გადახდის აპარატები, თვითმომსახურების ავტომატები, ატრაქციონები, ბატუტი, აზარტული და მომგებიანი თამაშებისათვის განკუთვნილი გასათამაშებელი ნივთი, სათამაშო და გასართობი აპარატები და სხვა

40

30

20

 

10

ბავშვთა სასეირნო ავტომობილები, ველოსიპედები, სასეირნო ეტლები, ფაიტონები და სხვა გადაადგილების საშუალებები

40

 

30

 

20

 

11

ხილ-ბოსტნეულის, ბაღჩეულისა და სხვა პროდუქტებით,ასევე ცხოველური პროდუქტებით ვაჭრობა ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან

-

15

15

 

 

12

სუვენირებით,  სამახსოვრო ნივთებით და ხელთნაკეთი ნივთებით ვაჭრობა

40

30

20

 

 

13

ყვავილებით და სხვა დეკორაციული მცენარეებით გარე ვაჭრობა

20

15

10

 

 


დანართი 2

ზონა

    სავაჭრო სამოქმედო ზონების აღწერა

ბულვარის მიმდებარე ტერიტორია

I ზონა

ბაქოსა და შავშეთის ქუჩის კვეთიდან, ბაქოს ქუჩა, გოგებაშვილის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, ნურეთინ ჩარმიკლის ქუჩა, შ. ხიმშიაშვილის ქუჩის კვეთამდე, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა, აღნიშნულ ქუჩებსა და ბულვარის ტერიტორიას შორის არსებული  ტერიტორია

ქალაქის ცენტრალური ნაწილი

II ზონა

ბაქოსა და შავშეთის ქუჩის კვეთიდან, შავშეთის ქუჩა, პუშკინის ქუჩებამდე, პუშკინის ქუჩა, ლორიას ქუჩის კვეთამდე, ლორიას ქუჩა, ლორიასა და ტ. აბუსერიძის ქუჩის კვეთიდან ტ. აბუსერიძის ქუჩა, აღმაშენებლის ქუჩა (წრიულამდე), წრიულიდან კობალაძის ქუჩა, ინასარიძის I ჩიხის კვეთამდე, ინასარიძის ქუჩის I ჩიხი, ინასარაძის ქუჩა, შ. ინასარაძის ქუჩის I ჩიხის კვეთიდან შ. ხიმშიაშვილის ქუჩამდე (ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასაწყისში არსებულ წრიულამდე)

ქალაქის  პერიფერიული ნაწილი

III ზონა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მთლიანი ტერიტორია გარდა I და II ზონებისა