1. გეგმის შედეგების შეფასება ხორციელდება გეგმის დასრულების ეტაპზე შემთხვევის მმართველის მიერ (დანართი №13), მომსახურების ჩანაწერის (დანართი №14) საფუძველზე.
2. თუ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა მოიცავდა საგანმანათლებლო ან/და საინფორმაციო ტიპის ღონისძიებებს, გეგმის დასრულების შემდგომ მსჯავრდებულის მდგომარეობის ზედამხედველობას ახორციელებს პრობაციის ოფიცერი ან/და სხვა სპეციალისტი.
3. თუ მსჯავრდებულს განსაზღვრული ჰქონდა სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობის ვალდებულება, გეგმის დასრულების შემდგომ მსჯავრდებულის მდგომარეობის ზედამხედველობას ახორციელებს/ახორციელებენ ის სპეციალისტ(ებ)ი, რომელმაც/რომლებმაც უზრუნველყვეს ბენეფიციარის სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართვა. ინფორმაცია განხორციელებული ზედამხედველობის შესახებ აისახება მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმაში. ზედამხედველობის რამდენიმე ეტაპის შემდეგ შესაძლებელია, საქმე დაუბრუნდეს ოფიცერ