მუხლი 28. რისკისა და საჭიროებების შეფასების გადასინჯვა
თავი III — სააგენტოში სრულწლოვან მსჯავრდებულთა რისკისა და საჭიროებების შეფასება, ინდივიდუალური გეგმის მომზადება, განხორციელება და მონიტორინგი (შემთხვევის მართვა)
1. სპეციალისტის მიერ მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის გადასინჯვა გულისხმობს რისკისა და საჭიროებების ფორმის ყველა ველის შესახებ ინფორმაციის მოძიებას და, ცვლილების შემთხვევაში, მათ ასახვას წინა შეფასების შედეგებსა და მიმდინარე სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმაზე დაყრდნობით.
2. რისკისა და საჭიროებების გადასინჯვა ხორციელდება შეფასების დასრულებიდან არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
3. მნიშვნელოვანი ზიანის რისკი უნდა გადაისინჯოს რისკის და საჭიროების შეფასების გადასინჯვის პარალელურა
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 28, №502, 12.03.2020, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.016998 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4820202/muxli-28/