აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.01.2007 ბოლო ცვლილება 23.01.2020
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010240010.32.040.000001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 1, 17/01/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

აფხაზეთის მთავრობის

დადგენილება №1

2007 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შექმნის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის დადგენილება №1 – ვებგვერდი, 27.01.2012წ.

მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №4, 30.11.2004, მუხლი 7) 14​2 მუხლის შესაბამისად:

1. შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემდეგი წარმომადგენლობები:

ა) აღმოსავლეთ საქართველოში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა;

ბ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა;

გ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.

2. აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჯგუბურია) და აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრომ (კ. კუჭუხიძე) უზრუნველყონ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობები ფინანსური და მატერიალური ბაზით.

3. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა 2 კვირის ვადაში აფხაზეთის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინონ მათდამი დაქვემდებარებული წარმომადგენლობის დებულების პროექტი და სტრუქტურა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის დადგენილება №1 – ვებგვერდი, 27.01.2012წ.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე                           მ. აკიშბაია

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შექმნის შესახებ“, №1, 17.01.2007, სარეგისტრაციო კოდი 010240010.32.040.000001 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4825784-1/