საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
2. შესაბამისი სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირების ორგანო გათავისუფლდეს გასაცემლის ადმინისტრირების ვალდებულებისაგან, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს გასაცემლის შეჩერება.
3. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე შეაჩეროს და ასევე, მომართვის შემთხვევაში, არ დაიწყოს სააღსრულებო წარმოება, გარდა ისეთი ღონისძიებებისა/მოქმედებებისა, რომლებიც მიზნად ისახავს აღსრულებაზე ვალდებული პირის მხრიდან ბავშვის სასარგებლო ქმედებების შესრულების მოთხოვნას (რაც არ გულისხმობს ბავშვის წაყვანას/გადაადგილებას).
4. „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემულ იმ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერებს (ფორმა №IV-50/4) და შესაბამისად ამ ამონაწერებით გათვალისწინებულ სტატუსებს, რომელთა საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მორიგი გადამოწმების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის მარტი და შემდგომი პერიოდი, შეუნარჩუნდეთ იურიდიული ძალა.
41. სააგენტომ 2020 წლის აპრილის სახელმწიფო პენსიის გაცემა უზრუნველყოს წინასწარ, მარტში, ამავე პერიოდში სააგენტოში უკვე არსებული/დამუშავებული მონაცემების შესაბამისად.
5. დაევალოს შესაბამისი გასაცემლების ადმინისტრირების ორგანოს, უზრუნველყოს კომუნიკაცია გასაცემლების მომსახურე საბანკო დაწესებულებასთან – სს „ლიბერთი ბანკთან“, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს გასაცემლების ჩარიცხვა და, საჭიროების შემთხვევაში, შეტანილ იქნეს ცვლილებები სს „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში სოციალური გასაცემლების ამ დადგენილებასთან შესაბამისობის მიზნით.
6. „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილების ფარგლებში, სააგენტო არ განახორციელებს ამავე დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების ოჯახების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის გადამოწმებას (ბენეფიციარების ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით) და ფულადი დახმარება გაიცემა ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ადმინისტრირებულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით. ამასთან, სააგენტო უფლებამოსილია, იმ ოჯახებს, რომელთაც თებერვლის ჩათვლით ერიცხებოდათ ფულადი დახმარება და მარტში შეუჩერდათ დახმარების გაცემა, გაუგრძელოს თანხის გაცემა მიმდინარე წლის აპრილიდან და აუნაზღაუროს მარტის მიუღებელი თანხა, გარდა ამ პროგრამის ფარგლებში დადგენილი გამონაკლისებისა.
7. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) რეგისტრაციისა და/ან „საარსებო შემწეობის“ დამატებითი ადმინისტრირების კუთხით:
ა) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება, მიუხედავად სარეიტინგო ქულის ოდენობისა, არ განხორციელდება სააგენტოს ინიციატივით და/ან „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული და/ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პირველადი ან განმეორებითი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ;
ბ) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან მიმართებით სააგენტომ უწყვეტად გააგრძელოს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემა, მიუხედავად სააგენტოს ინიციატივით „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებითა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ან/და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული და/ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ; ამ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 1 იანვრიდან განხორციელებულ საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერებებზეც. ამასთანავე, ამ ნორმის საფუძველზე ამავე პერიოდში გაცემული საარსებო შემწეობის თანხები არ ჩაითვალოს ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებაროს უკან დაბრუნებას;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საარსებო შემწეობის უწყვეტად გაცემა) საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების (ოჯახის წევრთა რაოდენობა და სარეიტინგო ქულა) მიხედვით, გარდა ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების ან სპეციალიზებულ/პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ხნის ვადით გასვლისა, რა დროსაც კომპეტენტური ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება საარსებო შემწეობის ავტომატური გადაანგარიშება ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით; გარდაცვალებისა და პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან, სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია მომდევნო თვიდან), ხოლო საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან;
დ) თუ ოჯახი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის/შეფასების შედეგად მოიპოვებს საარსებო შემწეობის მიღების უფლებას, სააგენტო ვალდებულია, საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურა განახორციელოს ავტომატურად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტის გარეშე;
ე) სააგენტო არ არის უფლებამოსილი, შეწყვიტოს ოჯახის რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძვლის არსებობისას. შესაბამისად, სარეიტინგო ქულის მინიჭება უნდა განხორციელდეს მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების შესაბამისად. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 მარტიდან;
ვ) სააგენტო არ არის უფლებამოსილი, შეწყვიტოს ოჯახის რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში, თუ ოჯახის მიერ დარღვეულია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას ან ოჯახი უარს აცხადებს დეკლარაციის შევსებაზე და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე;
ზ) სააგენტო უფლებამოსილია, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებისა და „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილების ფარგლებში პროგრამის ადმინისტრირების მიზნებისთვის ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის სანაცვლოდ ეკვივალენტურ დოკუმენტად მიიჩნიოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემები, რაც სააგენტოს მიეწოდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.
8. სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესყიდვა და გადაცემა იმ დევნილი ოჯახებისათვის, რომელნიც 30001-ზე ნაკლები ქულით რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იმავდროულად არიან ონკოლოგიური დაავადების მქონე, მრავალშვილიანი (3 და მეტი არასრულწლოვანი), მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსის და/ან მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები.
9. ნება დაერთოს სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესრულების მიზნით საჭირო შესყიდვები განახორციელოს გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ამ პუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვის გადაუდებელი ან/და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, სამინისტროსთან კოორდინაციით, შერჩეულ დაწესებულებებში განხორციელდეს:
ა) COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების დიაგნოსტიკისა და მართვისთვის სამედიცინო დაწესებულებების საწოლფონდის სრულად მობილიზება №1 დანართის შესაბამისად, მათ შორის:
ა.ა) არსებული/მიმდინარე პაციენტების გადაყვანა (დაწესებულების სრულად დაცლა) შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში;
და/ან
ა.ბ) მათ ბაზაზე არსებული საწოლფონდის (მათ შორის, რეანიმაციული) გაზრდა შესაძლებლობის ფარგლებში და, საჭიროების შესაბამისად, სამედიცინო საგნების, მასალების, აპარატურისა და მედიკამენტების შესყიდვა;
ა.გ) COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების დიაგნოსტიკისა და მართვის უზრუნველყოფა;
ა.დ) საჭიროების შემთხვევაში, COVID-19 დადებით ორსულთა მართვა „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებით განსაზღვრული დონის ქონის მიუხედავად;
ბ) ინფექციის კონტროლის წესების სრულად დაცვით და ინფექციის ნოზოკომიური გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, №2 დანართით განსაზღვრული კლინიკების საწოლფონდის სრულად მობილიზება ცხელების მქონე პაციენტების მომსახურებისთვის, სამინისტროს მითითების შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელებული მომსახურება მოიცავს:
ა) №1 დანართით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ მაღალი რისკის პაციენტების (საკარანტინე ან თვითიზოლაციის სივრცეებში მყოფი პირები, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები) პირველად ტრიაჟს, დიაგნოსტირებას, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების, მათ შორის, დანართ №2-ით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებებიდან რეფერირებული პაციენტების, მართვას;
ბ) №2 დანართით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ ცხელების მქონე ნებისმიერი პაციენტის პირველად ტრიაჟს, დიაგნოსტირებას, COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურების შემდეგ პაციენტის რეფერალს №1 დანართით განსაზღვრულ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებებში, გარდა მძიმე შემთხვევებისა, რომელთა რეფერალისთვის სამედიცინო დაწესებულების შერჩევა ხდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მითითების საფუძველზე; COVID-19-ის დიაგნოზის გამორიცხვის შემთხვევაში, პაციენტის შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის გადამისამართებას უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
4. ამ მუხლის მიზნებისათვის, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს ცხელების მქონე პაციენტის საწყისი ტრიაჟი, სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის მომსახურება იზოლირებულ გარემოში, სამედიცინო პერსონალის მიერ ინფექციის კონტროლის ზომების მკაცრად დაცვით.
5. №1 და №2 დანართებით განსაზღვრული ყველა დაწესებულება ვალდებულია, გამოყოს COVID-19-ის ტესტირებისთვის შესაფერისი ბიოლოგიური მასალის აღებაზე, სწრაფი ტესტების შესრულებაზე, შესაფერის შემთხვევაში, გამოსაკვლევი მასალის შენახვასა და ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირები. გამოსაკვლევი მასალის ტრანსპორტირება ხორციელდება სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის/წესის შესაბამისად.
6. №1 და №2 დანართებით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალი (ექიმი, ექთანი, სანიტარი), რომელიც ამავდროულად დასაქმებულია სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ვალდებულია, ეპიდემიის პერიოდში დასაქმდეს მხოლოდ ამავე დანართებით განსაზღვრულ დაწესებულებებში. ამასთან, ნებისმიერი სხვა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნულ სამედიცინო პერსონალს შეუნარჩუნოს სამუშაო ადგილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
7. №1 და №2 დანართებით განსაზღვრული დაწესებულებების დაფინანსება განხორციელდეს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ და „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული №20 დანართით („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“) განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
8. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სამინისტრო გადაუდებელი აუცილებლობისას უფლებამოსილია, მიიღოს ამ დადგენილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილება №1 და №2 დანართებით გათვალისწინებულ დაწესებულებებში მობილიზაციასთან დაკავშირებული პირობების შეცვლის და/ან სხვა სტაციონარული დაწესებულების შესაბამისი პირობებით მობილიზაციის შესახებ.
9. დაევალოს:
ა) სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულებების მზადყოფნის მონიტორინგი ინფექციის კონტროლისა და სუნთქვის აპარატების გამართულობის კუთხით;
ბ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს პაციენტების ტრანსპორტირება;
გ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს:
გ.ა) საჭიროებისამებრ, კლინიკის სრულად მობილიზების შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი დახმარება მიმდინარე პაციენტების შესაბამისი მომსახურების სხვა მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში გადანაწილების პროცესში;
გ.ბ) უზრუნველყოს ამ დადგენილების შესახებ სამედიცინო დაწესებულებების ინფორმირება.
10. სამინისტრო უფლებამოსილია, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცია სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების შესაბამისად.
11. ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, შემსყიდველ დაწესებულებებს მიეცეთ უფლება, საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განახორციელონ გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით.
12. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1.7 დანართითა და „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
13. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებებისთვის დადგინდეს ლიცენზიის/ნებართვის გაცემის განსხვავებული წესი და, სამინისტროსთან შეთანხმებით, სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიეცეს უფლება, კანონმდებლობით დადგენილი განსხვავებული ვადებითა და პირობებით, შესაბამისი აქტით გასცეს დროებითი სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია/ნებართვა, რომელიც ძალაში იქნება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები გავრცელდეს ასევე შესაბამისი წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების (მათ შორის, 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა“) ფარგლებში განსაზღვრული საჯარიმო სანქციების აღსრულებაზე.
3. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის 191 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების გადახდის განაწილვადების წერილობითი შეთანხმების მოქმედება შეჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულების სათანადო უზრუნველყოფის (ვალდებულების ოდენობის შესაბამისი გარანტია) მოქმედების ვადის გადაწევას შესაბამისი პერიოდით და განმახორციელებლისათვის წერილობითი ფორმით წარდგენას.
2. კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციისა და ეროვნული რეჟიმით რეგისტრაცია-აღნუსხვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია, განხორციელდეს ელექტრონული ვერსიის სახით.
3. ფარმაცევტული პროდუქტის ხელახალი რეგისტრაციისათვის „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1111 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა გაგრძელდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციისა და ეროვნული რეჟიმით რეგისტრაცია-აღნუსხვისათვის წარდგენილი ელექტრონული დოკუმენტაცია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ერთი თვის ვადაში საჭიროებს ორიგინალი დოკუმენტაციით ჩანაცვლებას. ორიგინალი დოკუმენტაციის ზემოაღნიშნულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ვალდებულია, გააუქმოს რეგისტრაცია, რეგისტრაცია/აღნუსხვა.
5. სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უზრუნველყოს 2020 წლის 2 აპრილამდე ფარმაცევტული პროდუქტის (მათ შორის, სტომატოლოგიური მასალებისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების (ტესტ-სისტემების)) რეგისტრაციისათვის წარდგენილი ორიგინალი დოკუმენტაციის განხილვა და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო დოკუმენტაციაში გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში, შეჩერდეს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1111 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული სარეგისტრაციო პროცედურებისათვის განსაზღვრული ვად(ებ)ის დინება, გაგრძელდეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ და აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობოს დაინტერესებულ პირს.
6. სამინისტროს სისტემაში შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებისას განკუთვნილი მედიკამენტის გაცემა/მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში, ამავე სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია, გათავისუფლდეს ფორმა №3 რეცეპტით გაცემის ვალდებულებისაგან.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის დადგენილება №217 – ვებგვერდი, 03.04.2020წ.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამინისტროსა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ-ებს მიეცეს თანხმობა, კორონავირუსის პრევენციის მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებების ფარგლებში კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის შესაბამისი მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, გადაცემა განახორციელოს საკუთარი გადაწყვეტილებით.
3. სამინისტრო და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ები გათავისუფლდნენ:
ა) „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების მოთხოვნებისაგან;
ბ) საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების განხორცილებისას:
ბ.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით, ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისგან, ხოლო უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით გასაფორმებელი ხელშეკრულებების/ შეთანხმებების მიმართ − აგრეთვე სხვა მუხლების მოთხოვნებისგან;
ბ.ბ) „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილების მოთხოვნებისაგან.
4. ახალი კორონავირუსის (COVID-19) აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში სამინისტროსა და მის სახელმწიფო კოტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ების, აგრეთვე ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი შემსყიდველი სამედიცინო დაწესებულებების მიმართ:
ა) არ გავრცელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე დადგენილი სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმების მინიმალური ვადები;
ბ) გავრცელდეს ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის დებულებები, შინაარსის გათვალისწინებით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 მარტის დადგენილება №195 – ვებგვერდი, 26.03.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 აპრილის დადგენილება №228 – ვებგვერდი, 08.04.2020წ.
|
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აპრილის დადგენილება №253 – ვებგვერდი, 17.04.2020წ.
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) სამართავად მობილიზებული კლინიკები

+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №184
2020 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში (სამინისტროს ცენტრალური აპარატი და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ები) განისაზღვროს საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესები, აგრეთვე საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის/უზრუნველსაყოფად განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:
+
მუხლი 1. სოციალური დაცვის მიმართულება
1. სახელმწიფო გასაცემლების (სახელმწიფო პენსია, კომპენსაცია, სოციალური პაკეტი და ა.შ.) უწყვეტად გაცემის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) არ განახორციელოს სახელმწიფო გასაცემლების შეჩერება, მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი შეჩერების საფუძვლ(ებ)ის წარმოშობისა. ამასთანავე, ამ პერიოდში გაცემული სახელმწიფო გასაცემლების თანხები არ ჩაითვალოს ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებაროს უკან დაბრუნებას.
2. შესაბამისი სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირების ორგანო გათავისუფლდეს გასაცემლის ადმინისტრირების ვალდებულებისაგან, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს გასაცემლის შეჩერება.
3. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე შეაჩეროს და ასევე, მომართვის შემთხვევაში, არ დაიწყოს სააღსრულებო წარმოება, გარდა ისეთი ღონისძიებებისა/მოქმედებებისა, რომლებიც მიზნად ისახავს აღსრულებაზე ვალდებული პირის მხრიდან ბავშვის სასარგებლო ქმედებების შესრულების მოთხოვნას (რაც არ გულისხმობს ბავშვის წაყვანას/გადაადგილებას).
4. „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემულ იმ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერებს (ფორმა №IV-50/4) და შესაბამისად ამ ამონაწერებით გათვალისწინებულ სტატუსებს, რომელთა საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მორიგი გადამოწმების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის მარტი და შემდგომი პერიოდი, შეუნარჩუნდეთ იურიდიული ძალა.
41. სააგენტომ 2020 წლის აპრილის სახელმწიფო პენსიის გაცემა უზრუნველყოს წინასწარ, მარტში, ამავე პერიოდში სააგენტოში უკვე არსებული/დამუშავებული მონაცემების შესაბამისად.
5. დაევალოს შესაბამისი გასაცემლების ადმინისტრირების ორგანოს, უზრუნველყოს კომუნიკაცია გასაცემლების მომსახურე საბანკო დაწესებულებასთან – სს „ლიბერთი ბანკთან“, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს გასაცემლების ჩარიცხვა და, საჭიროების შემთხვევაში, შეტანილ იქნეს ცვლილებები სს „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში სოციალური გასაცემლების ამ დადგენილებასთან შესაბამისობის მიზნით.
6. „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილების ფარგლებში, სააგენტო არ განახორციელებს ამავე დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების ოჯახების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის გადამოწმებას (ბენეფიციარების ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით) და ფულადი დახმარება გაიცემა ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ადმინისტრირებულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით. ამასთან, სააგენტო უფლებამოსილია, იმ ოჯახებს, რომელთაც თებერვლის ჩათვლით ერიცხებოდათ ფულადი დახმარება და მარტში შეუჩერდათ დახმარების გაცემა, გაუგრძელოს თანხის გაცემა მიმდინარე წლის აპრილიდან და აუნაზღაუროს მარტის მიუღებელი თანხა, გარდა ამ პროგრამის ფარგლებში დადგენილი გამონაკლისებისა.
7. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) რეგისტრაციისა და/ან „საარსებო შემწეობის“ დამატებითი ადმინისტრირების კუთხით:
ა) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება, მიუხედავად სარეიტინგო ქულის ოდენობისა, არ განხორციელდება სააგენტოს ინიციატივით და/ან „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული და/ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პირველადი ან განმეორებითი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ;
ბ) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან მიმართებით სააგენტომ უწყვეტად გააგრძელოს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემა, მიუხედავად სააგენტოს ინიციატივით „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებითა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ან/და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული და/ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ; ამ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 1 იანვრიდან განხორციელებულ საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერებებზეც. ამასთანავე, ამ ნორმის საფუძველზე ამავე პერიოდში გაცემული საარსებო შემწეობის თანხები არ ჩაითვალოს ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებაროს უკან დაბრუნებას;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საარსებო შემწეობის უწყვეტად გაცემა) საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების (ოჯახის წევრთა რაოდენობა და სარეიტინგო ქულა) მიხედვით, გარდა ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების ან სპეციალიზებულ/პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ხნის ვადით გასვლისა, რა დროსაც კომპეტენტური ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება საარსებო შემწეობის ავტომატური გადაანგარიშება ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით; გარდაცვალებისა და პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან, სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია მომდევნო თვიდან), ხოლო საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან;
დ) თუ ოჯახი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის/შეფასების შედეგად მოიპოვებს საარსებო შემწეობის მიღების უფლებას, სააგენტო ვალდებულია, საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურა განახორციელოს ავტომატურად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტის გარეშე;
ე) სააგენტო არ არის უფლებამოსილი, შეწყვიტოს ოჯახის რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძვლის არსებობისას. შესაბამისად, სარეიტინგო ქულის მინიჭება უნდა განხორციელდეს მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების შესაბამისად. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 მარტიდან;
ვ) სააგენტო არ არის უფლებამოსილი, შეწყვიტოს ოჯახის რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში, თუ ოჯახის მიერ დარღვეულია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას ან ოჯახი უარს აცხადებს დეკლარაციის შევსებაზე და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე;
ზ) სააგენტო უფლებამოსილია, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებისა და „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილების ფარგლებში პროგრამის ადმინისტრირების მიზნებისთვის ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის სანაცვლოდ ეკვივალენტურ დოკუმენტად მიიჩნიოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემები, რაც სააგენტოს მიეწოდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.
8. სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესყიდვა და გადაცემა იმ დევნილი ოჯახებისათვის, რომელნიც 30001-ზე ნაკლები ქულით რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იმავდროულად არიან ონკოლოგიური დაავადების მქონე, მრავალშვილიანი (3 და მეტი არასრულწლოვანი), მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსის და/ან მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები.
9. ნება დაერთოს სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესრულების მიზნით საჭირო შესყიდვები განახორციელოს გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ამ პუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვის გადაუდებელი ან/და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 მარტის დადგენილება №195 – ვებგვერდი, 26.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის დადგენილება №232 – ვებგვერდი, 10.04.2020წ.
+
მუხლი 2. სამედიცინო დაწესებულებათა მობილიზაცია
1. საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის მობილიზებულ იქნეს სამედიცინო დაწესებულებები, №1 და №2 დანართების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, სამინისტროსთან კოორდინაციით, შერჩეულ დაწესებულებებში განხორციელდეს:
ა) COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების დიაგნოსტიკისა და მართვისთვის სამედიცინო დაწესებულებების საწოლფონდის სრულად მობილიზება №1 დანართის შესაბამისად, მათ შორის:
ა.ა) არსებული/მიმდინარე პაციენტების გადაყვანა (დაწესებულების სრულად დაცლა) შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში;
და/ან
ა.ბ) მათ ბაზაზე არსებული საწოლფონდის (მათ შორის, რეანიმაციული) გაზრდა შესაძლებლობის ფარგლებში და, საჭიროების შესაბამისად, სამედიცინო საგნების, მასალების, აპარატურისა და მედიკამენტების შესყიდვა;
ა.გ) COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების დიაგნოსტიკისა და მართვის უზრუნველყოფა;
ა.დ) საჭიროების შემთხვევაში, COVID-19 დადებით ორსულთა მართვა „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებით განსაზღვრული დონის ქონის მიუხედავად;
ბ) ინფექციის კონტროლის წესების სრულად დაცვით და ინფექციის ნოზოკომიური გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, №2 დანართით განსაზღვრული კლინიკების საწოლფონდის სრულად მობილიზება ცხელების მქონე პაციენტების მომსახურებისთვის, სამინისტროს მითითების შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელებული მომსახურება მოიცავს:
ა) №1 დანართით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ მაღალი რისკის პაციენტების (საკარანტინე ან თვითიზოლაციის სივრცეებში მყოფი პირები, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები) პირველად ტრიაჟს, დიაგნოსტირებას, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების, მათ შორის, დანართ №2-ით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებებიდან რეფერირებული პაციენტების, მართვას;
ბ) №2 დანართით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ ცხელების მქონე ნებისმიერი პაციენტის პირველად ტრიაჟს, დიაგნოსტირებას, COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურების შემდეგ პაციენტის რეფერალს №1 დანართით განსაზღვრულ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებებში, გარდა მძიმე შემთხვევებისა, რომელთა რეფერალისთვის სამედიცინო დაწესებულების შერჩევა ხდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მითითების საფუძველზე; COVID-19-ის დიაგნოზის გამორიცხვის შემთხვევაში, პაციენტის შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის გადამისამართებას უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
4. ამ მუხლის მიზნებისათვის, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს ცხელების მქონე პაციენტის საწყისი ტრიაჟი, სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის მომსახურება იზოლირებულ გარემოში, სამედიცინო პერსონალის მიერ ინფექციის კონტროლის ზომების მკაცრად დაცვით.
5. №1 და №2 დანართებით განსაზღვრული ყველა დაწესებულება ვალდებულია, გამოყოს COVID-19-ის ტესტირებისთვის შესაფერისი ბიოლოგიური მასალის აღებაზე, სწრაფი ტესტების შესრულებაზე, შესაფერის შემთხვევაში, გამოსაკვლევი მასალის შენახვასა და ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირები. გამოსაკვლევი მასალის ტრანსპორტირება ხორციელდება სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის/წესის შესაბამისად.
6. №1 და №2 დანართებით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალი (ექიმი, ექთანი, სანიტარი), რომელიც ამავდროულად დასაქმებულია სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ვალდებულია, ეპიდემიის პერიოდში დასაქმდეს მხოლოდ ამავე დანართებით განსაზღვრულ დაწესებულებებში. ამასთან, ნებისმიერი სხვა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნულ სამედიცინო პერსონალს შეუნარჩუნოს სამუშაო ადგილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
7. №1 და №2 დანართებით განსაზღვრული დაწესებულებების დაფინანსება განხორციელდეს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ და „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული №20 დანართით („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“) განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
8. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სამინისტრო გადაუდებელი აუცილებლობისას უფლებამოსილია, მიიღოს ამ დადგენილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილება №1 და №2 დანართებით გათვალისწინებულ დაწესებულებებში მობილიზაციასთან დაკავშირებული პირობების შეცვლის და/ან სხვა სტაციონარული დაწესებულების შესაბამისი პირობებით მობილიზაციის შესახებ.
9. დაევალოს:
ა) სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულებების მზადყოფნის მონიტორინგი ინფექციის კონტროლისა და სუნთქვის აპარატების გამართულობის კუთხით;
ბ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს პაციენტების ტრანსპორტირება;
გ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს:
გ.ა) საჭიროებისამებრ, კლინიკის სრულად მობილიზების შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი დახმარება მიმდინარე პაციენტების შესაბამისი მომსახურების სხვა მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში გადანაწილების პროცესში;
გ.ბ) უზრუნველყოს ამ დადგენილების შესახებ სამედიცინო დაწესებულებების ინფორმირება.
10. სამინისტრო უფლებამოსილია, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცია სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების შესაბამისად.
11. ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, შემსყიდველ დაწესებულებებს მიეცეთ უფლება, საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განახორციელონ გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით.
12. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1.7 დანართითა და „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
13. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებებისთვის დადგინდეს ლიცენზიის/ნებართვის გაცემის განსხვავებული წესი და, სამინისტროსთან შეთანხმებით, სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიეცეს უფლება, კანონმდებლობით დადგენილი განსხვავებული ვადებითა და პირობებით, შესაბამისი აქტით გასცეს დროებითი სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია/ნებართვა, რომელიც ძალაში იქნება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.
14. ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურმა საუნივერსიტეტო კლინიკამ“ (ს/კ: 205165453) არსებული ლიცენზიის/ ნებართვის საფუძველზე უზრუნველყოს №43.10.42.174 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდზე (მისამართი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (მასზე განთავსებული/დამაგრებული შენობა-ნაგებობის ჩათვლით) გამოყენება ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2-ით) გამოწვეული ინფექციის (COVID-19-ის) სამართავად. ამ პუნქტის მიზნებისათვის შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ უფლებამოსილია, გამოიყენოს მის ბალანსზე არსებული აქტივები, ძირითადი საშუალებები და სხვა რესურსი.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის დადგენილება №217 – ვებგვერდი, 03.04.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აპრილის დადგენილება №253 – ვებგვერდი, 17.04.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 აპრილის დადგენილება №256 – ვებგვერდი, 22.04.2020წ.
+
მუხლი 3. საჯარიმო სანქციების აღსრულების ადმინისტრირების შეჩერება
1. გამოცხადდეს მორატორიუმი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის პროგრამის ადმინისტრირების ორგანო(ები)ს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ით განსაზღვრული საჯარიმო (მათ შორის, სადავო) სანქციების, ამავე დადგენილების №1 დანართის 191 მუხლითა და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №66 დადგენილებით განსაზღვრულ გადახდის ადმინისტრირების ღონისძიებებზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები გავრცელდეს ასევე შესაბამისი წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების (მათ შორის, 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა“) ფარგლებში განსაზღვრული საჯარიმო სანქციების აღსრულებაზე.
3. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის 191 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების გადახდის განაწილვადების წერილობითი შეთანხმების მოქმედება შეჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულების სათანადო უზრუნველყოფის (ვალდებულების ოდენობის შესაბამისი გარანტია) მოქმედების ვადის გადაწევას შესაბამისი პერიოდით და განმახორციელებლისათვის წერილობითი ფორმით წარდგენას.
+
მუხლი 4. ფარმაცევტული სფეროს მიმართულება
1. ფარმაცევტული პროდუქტის I რიგის „ა“ ტიპის ცვლილების რეგისტრაციის, აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციისა და საქართველოს ბაზარზე უკვე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პირველად შემოტანის შეტყობინების (მათ შორის, სტომატოლოგიური მასალისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების) შემთხვევაში, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, განაცხადების განხილვის ვადად განისაზღვროს ერთი თვე.
2. კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციისა და ეროვნული რეჟიმით რეგისტრაცია-აღნუსხვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია, განხორციელდეს ელექტრონული ვერსიის სახით.
3. ფარმაცევტული პროდუქტის ხელახალი რეგისტრაციისათვის „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1111 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა გაგრძელდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციისა და ეროვნული რეჟიმით რეგისტრაცია-აღნუსხვისათვის წარდგენილი ელექტრონული დოკუმენტაცია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ერთი თვის ვადაში საჭიროებს ორიგინალი დოკუმენტაციით ჩანაცვლებას. ორიგინალი დოკუმენტაციის ზემოაღნიშნულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ვალდებულია, გააუქმოს რეგისტრაცია, რეგისტრაცია/აღნუსხვა.
5. სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უზრუნველყოს 2020 წლის 2 აპრილამდე ფარმაცევტული პროდუქტის (მათ შორის, სტომატოლოგიური მასალებისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების (ტესტ-სისტემების)) რეგისტრაციისათვის წარდგენილი ორიგინალი დოკუმენტაციის განხილვა და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო დოკუმენტაციაში გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში, შეჩერდეს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1111 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული სარეგისტრაციო პროცედურებისათვის განსაზღვრული ვად(ებ)ის დინება, გაგრძელდეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ და აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობოს დაინტერესებულ პირს.
6. სამინისტროს სისტემაში შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებისას განკუთვნილი მედიკამენტის გაცემა/მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში, ამავე სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია, გათავისუფლდეს ფორმა №3 რეცეპტით გაცემის ვალდებულებისაგან.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის დადგენილება №217 – ვებგვერდი, 03.04.2020წ.
+
მუხლი 5. სახელმწიფო ქონების გადაცემის, აგრეთვე ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით ზოგიერთი საგამონაკლისო ღონისძიების დადგენა
1. სამინისტრომ და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ-ებმა ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში მოძრავი სახელმწიფო ქონების შესაბამისი ორგანიზაციისთვის/დაწესებულებისთვის გადაცემა განახორციელონ მოქმედი კანონმდებლობის, „აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან/და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოხმარების მიზნით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №285 დადგენილების და/ან „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილების შესაბამისად.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამინისტროსა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ-ებს მიეცეს თანხმობა, კორონავირუსის პრევენციის მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებების ფარგლებში კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის შესაბამისი მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, გადაცემა განახორციელოს საკუთარი გადაწყვეტილებით.
3. სამინისტრო და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ები გათავისუფლდნენ:
ა) „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების მოთხოვნებისაგან;
ბ) საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების განხორცილებისას:
ბ.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით, ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისგან, ხოლო უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით გასაფორმებელი ხელშეკრულებების/ შეთანხმებების მიმართ − აგრეთვე სხვა მუხლების მოთხოვნებისგან;
ბ.ბ) „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილების მოთხოვნებისაგან.
4. ახალი კორონავირუსის (COVID-19) აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში სამინისტროსა და მის სახელმწიფო კოტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ების, აგრეთვე ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი შემსყიდველი სამედიცინო დაწესებულებების მიმართ:
ა) არ გავრცელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე დადგენილი სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმების მინიმალური ვადები;
ბ) გავრცელდეს ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის დებულებები, შინაარსის გათვალისწინებით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 მარტის დადგენილება №195 – ვებგვერდი, 26.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის დადგენილება №217 – ვებგვერდი, 03.04.2020წ.
+
მუხლი 51. შრომისა და დასაქმების მიმართულება
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის საქმიანობა განისაზღვროს მხოლოდ „სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 სექტემბრის №01-11/ნ ბრძანების ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 აპრილის დადგენილება №228 – ვებგვერდი, 08.04.2020წ.
+
მუხლი 6
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოცემული ბრძანების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 მარტის №545 განკარგულება.
+
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 23 მარტიდან და ძალაშია საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით.
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია
+
დანართი №1
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აპრილის დადგენილება №253 – ვებგვერდი, 17.04.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 აპრილის დადგენილება №256 – ვებგვერდი, 22.04.2020წ.
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) სამართავად მობილიზებული კლინიკები
№
რეგიონი
რაიონი /ქალაქი
საიდენტი-ფიკაციო
კოდი
დაწესებულების დასახელება
ფაქტობრივი მისამართი
დაცლის პირობა/სტატუსი
დამატებითი სერვისები
1
თბილისი
ვაკე-საბურთალო
212153756
სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“
თბილისი, ალ. ყაზბეგის 16
მზადაა
პედიატრია
2
თბილისი
გლდანი-ნაძალადევი
211328703
სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
თბილისი, გუდამაყრის ქუჩა №4
მზადაა
ორსულობის/ მშობიარობის მართვა
3
თბილისი
ვაკე-საბურთალო
405018831
შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“
თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი №16
მზადაა
პედიატრია
4
თბილისი
ვაკე-საბურთალო
204871594
შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“
თბილისი, ს. ჩიქოვანის 14
მზადაა
პედიატრია
5
თბილისი
დიდუბე-ჩუღურეთი
402069854
ა(ა)იპ „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“
თბილისი, ლუბლიანას ქუჩა №13/მიხეილ ჭიაურელის ქუჩა №6
მზადაა
6
თბილისი
ვაკე-საბურთალო
205165453
შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №29
მზადაა
7
თბილისი
დიდუბე-ჩუღურეთი
202172139
სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“ (ბავშვთა განყოფილება)
თბილისი, აჭარის ქუჩა №8
მზადაა
8
თბილისი
ისანი-სამგორი
400115362
შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალი“
თბილისი, დასახლება ვარკეთილი-3, IV მკ/რ-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 14/430
მზადაა
9
იმერეთი
საჩხერე
239403463
სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება“ (50 საწოლი)
საჩხერე, ივ. გომართელის ქუჩა №17 შენობა №01
მზადაა
10
იმერეთი
ქუთაისი
212691354
შპს-ლჯ და კომპანია-დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი
ქუთაისი, ჩხობაძის ქ. 20
მზადაა
პედიატრია
11
აჭარა
ბათუმი
404908043
შპს „მედალფა“ ბათუმის კლინიკა
ბათუმი, გოგოლის შესახვევი №2
მზადაა
12
შიდა ქართლი
გორი
218064699
სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“
გორი, ჭავჭავაძის ქუჩა №56
მზადაა
13
ქვემო ქართლი
რუსთავი
216296639
სს „რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო“
რუსთავი, წმინდა ნინოს №3
მზადაა
ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა მომსახურება, შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ ფსიქიატრთა მეთვალყურეობით
14
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ზუგდიდი
219999009
შპს „ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო“
ზუგდიდი, ონარია
მზადაა
15
სამეგრელო-ზემო სვანეთი
რუხი
205165453
შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“
სოფელი რუხი
ჩაერთვება სანებართვო დანართის მიღებისთანავე
ჩაერთვება უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე
1
აჭარა
ბათუმი
245428880
შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“
ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. 2
ქალაქი ბათუმი, პუშკინის ქ. №164/ ტბელ აბუსერიძის ქ. №2
ჩაერთვება სანებართვო დანართის მიღებისთანავე
ჩაერთვება შესაბამისი ქონების სარგებლობის ხელშეკრულების დადგენილი წესით გაფორმებისთანავე
2
იმერეთი
ქუთაისი
412729720
შპს „კლინიკა ბომონდი“
ქუთაისი, ზ. გამსახურდიას გამზ. №163
შემთხვევების რაოდენობა > ან= 300- ეგზავნება მოთხოვნა 24 საათში დაცლის
ორსულობის/ მშობიარობის მართვა
3
მცხეთა-მთიანეთი
მცხეთა
401993508
შპს „მცხეთის სამედიცინო ცენტრი“
მცხეთა, სამხედროს ქუჩა №20
შემთხვევების რაოდენობა > ან= 300- ეგზავნება მოთხოვნა 24 საათში დაცლის
4
იმერეთი
ქუთაისი
404476205
სს „ევექსის ჰოსპიტლები“ – ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი
ქუთაისი, ოცხელის ქუჩა ნაკვეთი №2
შემთხვევების რაოდენობა > ან= 400- ეგზავნება მოთხოვნა 72 საათში დაცლის
5
თბილისი
დიდუბე-ჩუღურეთი
402101328
სს „გერმანული ჰოსპიტალი“
თბილისი, კოსმონავტების სანაპირო № 45ა
შემთხვევების რაოდენობა > ან= 800- ეგზავნება მოთხოვნა 48 საათში დაცლის
6
თბილისი
გლდანი-ნაძალადევი
205279740
სს „ჯერარსი“
თბილისი, მუხიანის ქუჩა №2ა, თემქის დასახლება,შემთხვევების რაოდენობა > ან= 1000- ეგზავნება მოთხოვნა 48 საათში დაცლის
7
თბილისი
დიდუბე-ჩუღურეთი
404476205
სს „ევექსის ჰოსპიტლები“ - ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი
თბილისი, ლუბლიანას ქუჩა №21
შემთხვევების რაოდენობა > ან= 1000- ეგზავნება მოთხოვნა 48 საათში დაცლის
8
თბილისი
დიდუბე-ჩუღურეთი
202901832
შპს „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო“
თბილისი, ლუბლიანას ქუჩა №21
შემთხვევების რაოდენობა > ან= 1000- ეგზავნება მოთხოვნა 72 საათში დაცლის
1
თბილისი
ძველი თბილისი
204483380
შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი“
თბილისი, გორგასლის ქ. №95
შემთხვევების რაოდენობა > ან= 1300- ეგზავნება მოთხოვნა 48 საათში დაცლის
2
თბილისი
დიდუბე-ჩუღურეთი
404476205
სს „ევექსის ჰოსპიტლები“ – კარაპს მედლაინი
თბილისი, ლუბლიანას 48
შემთხვევების რაოდენობა > ან= 1300- ეგზავნება მოთხოვნა 48 საათში დაცლის
3
თბილისი
ვაკე
404879663
შპს „ვივამედი“
თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი №234
შემთხვევების რაოდენობა > ან= 1400- ეგზავნება მოთხოვნა 96 საათში დაცლის
4
იმერეთი
საჩხერე
239403463
სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება“ (სრულად დაცლა)
საჩხერე, ივ. გომართელის ქუჩა №17 შენობა №01
შემთხვევების რაოდენობა > ან= 1400- ეგზავნება მოთხოვნა 96 საათში დაცლის
5
თბილისი
ისანი-სამგორი
404476205
სს „ევექსის ჰოსპიტლები“ – ი. ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი
თბილისი, ქინძმარაულის I შესახვევი №1
შემთხვევების რაოდენობა > ან= 1800- ეგზავნება მოთხოვნა 96 საათში დაცლის
ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება
6
თბილისი
გლდანი-ნაძალადევი
200007143
შპს „პირველი სამედიცინო ცენტრი“
თბილისი, ც. დადიანის ქ. 255
შემთხვევების რაოდენობა > ან= 1800- ეგზავნება მოთხოვნა 96 საათში დაცლის
+
დანართი №2
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აპრილის დადგენილება №253 – ვებგვერდი, 17.04.2020წ.
№
რეგიონი
რაიონი/
ქალაქი
საიდენტიფი-კაციო კოდი
დაწესებულების დასახელება
ფაქტობრივი მისამართი
1
აჭარა
ბათუმი
245418392
შპს „სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი“
ბათუმი, ქათამაძის 11, თაბუკაშვილის 17
2
აჭარა
ბათუმი
445506630
შპს „მედ ემერჯენსი“
ბათუმი, მელიქიშვილის 102 ბ
3
იმერეთი
ქუთაისი
236035517
შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ - ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება
ქუთაისი, ჩხობაძის ქ. №20
4
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ფოთი
404476205
სს „ევექსის ჰოსპიტლები“ - ფოთის ჰოსპიტალი
ფოთი, გურიის №171
5
სამეგრელო-ზემო სვანეთი
სენაკი
404869567
შპს „არქიმედეს კლინიკა“
სენაკი, რუსთაველის ქუჩა №110
6
შიდა ქართლი
ქარელი
417876711
შპს „გორმედი“
ქარელი, სოფელი ბებნისი
7
ქვემო ქართლი
ბოლნისი
225368330
შპს „ბოლნისის ცენტრალური კლინიკა“
ბოლნისი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №25
8
ქვემო ქართლი
რუსთავი
216315681
სს „რუსთავის ბავშვთა საავადმყოფო“
რუსთავი, წმინდა ნინოს ქუჩა №5
პედიატრია
9
ქვემო ქართლი
მარნეული
404907730
შპს „ჯეო ჰოსპიტალს“
მარნეული, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორია
10
სამცხე-ჯავახეთი
ახალციხე
424067306
შპს „ახალციხის კლინიკა იმედი“
ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი ჩიხი №3
11
სამცხე-ჯავახეთი
აბასთუმანი
222717246
შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“
ადიგენის რაიონი, დაბა აბასთუმანი, ფალიაშვილის ქუჩა №37
12
კახეთი
თელავი
231169507
შპს „თელავის რაიონული საავადმყოფო“
თელავი, ალადაშვილის ქუჩა №2
13
კახეთი
ლაგოდეხი
404869567
შპს „არქიმედეს კლინიკა“
ლაგოდეხი, 9 აპრილის ქუჩა
14
კახეთი
საგარეჯო
404907730
შპს „ჯეო ჰოსპიტალს“
საგარეჯო, კახეთის გზატკეცილი №13
15
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ონი
236035517
შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“
ონი, ვახტანგ VI-ის ქუჩა №10
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“, №184, 23.03.2020, სარეგისტრაციო კოდი 120160030.10.003.021896 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4832871-5/