საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.07.2005 ბოლო ცვლილება 30.07.2024
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
360160000.32.040.000058
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 14, 08/07/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

აფხაზეთის მთავრობის

დადგენილება №33

2005 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს“ შექმნის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. აფხაზეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის გეოლოგიის განყოფილების ბაზაზე ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტო“.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტრომ განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს“ სახელმწიფო კონტროლი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 21 მარტის დადგენილება №21 – ვებგვერდი, 25.03.2014წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №16 – ვებგვერდი, 31.10.2017წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №29 – ვებგვერდი, 26.09.2019წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 09.02.2021 წ.

3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 21 მარტის დადგენილება №21 – ვებგვერდი, 25.03.2014წ.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე              ი. ალასანია

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ შექმნის შესახებ“, №33, 01.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 360160000.32.040.000058 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.02.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4837035-4/