თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმის, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №34 |
|
2020 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი |
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის თანდართული წესი. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 26 იანვრის №81 ბრძანება „თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, გაცემისა და შეცვლის წესი“ (www.matsne.gov.ge, 27/01/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010170000.22.029.016389). |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. თავშესაფრის მაძიებლის ცნობის (შემდგომ – ცნობა) ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესი (შემდგომ – წესი) შემუშავებულია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) საფუძველზე და განსაზღვრავს თავშესაფრის მაძიებლის ცნობის რეკვიზიტებს, ცნობის გაცემის, შეცვლისა და ასლის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2. ცნობა (დანართი) ადასტურებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეტანას და საქართველოში მის კანონიერ ყოფნას.
3. სათანადო ფორმის გარეშე, მათ შორის, თარიღებისა და სიტყვების ცვლილების შემთხვევაში, გაცემულ ცნობას იურიდიული ძალა არ გააჩნია.
4. ცნობის გაყალბება ან სხვა პირისათვის გადაცემა ისჯება კანონით.
მუხლი 2. ცნობის რეკვიზიტები და აღწერილობა
1. ცნობის რეკვიზიტებია:
ა) სახელი;
ბ) გვარი;
გ) დაბადების თარიღი;
დ) დაბადების ადგილი;
ე) წარმოშობის ქვეყანა
ვ) მოქალაქეობა;
ზ) ფოტოსურათი;
თ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა;
ი) ცნობის გაცემის თარიღი;
კ) ცნობის მოქმედების ვადა;
ლ) სპეციალიზებული ბეჭედი;
მ) ცნობის ნომერი.
2. ცნობა გაიცემა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება ერთი წლით. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. ცნობა არის ერთგვერდიანი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბლანკზე დამზადებული დოკუმენტი.
4. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის მაძიებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი (შვილები), მასზე გაცემულ ცნობაში მიეთითება არასრულწლოვანი შვილის (შვილების) მონაცემები ქართულ და ინგლისურ ენებზე: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი.
მუხლი 3. ცნობის შევსება, შეცვლა და ასლის გაცემა
1. ცნობის შევსებას, შეცვლას და ასლის გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი (შემდგომ – დეპარტამენტი).
2. ცნობის შევსება ხდება თავშესაფრის მაძიებლის ანკეტაში ან/და საიდენტიფიკაციო დოკუმენტში არსებული მონაცემების საფუძველზე.
3. ცნობის შეცვლა ხდება ჩანაწერში უზუსტობის აღმოჩენის ან ცვლილების შეტანის შემთხვევაში.
4. ცნობის ასლის გაცემა ხდება, ცნობის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში. დაზიანებული ცნობა წარმოდგენილი უნდა იქნეს დეპარტამენტში.
5. ცნობის დაკარგვის ან ჩანაწერში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი მფლობელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს დეპარტამენტს.
6. ცნობის შეცვლის ან ასლის გაცემის მოთხოვნით, ცნობის მფლობელი თავშესაფრის მაძიებელი წერილობით მიმართავს დეპარტამენტს.
7. ცნობის შეცვლის ან ასლის გაცემის დღიდან, დაკარგული ან სხვა მიზეზით შეცვლილი ცნობა ითვლება ძალადაკარგულად.
8. შეცვლილი ცნობა და ასლი გაიცემა პირველი ცნობის მოქმედების ვადით.
|
1
+
ბრძანება №34
№34
+
+
+
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
+
1. ცნობის რეკვიზიტებია:
ბ1) სქესი;
ბ2) პირადი ნომერი (არსებობის შემთხვევაში);
ბ3) საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);
2. ცნობა გაიცემა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება ერთი წლით. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. ცნობა არის ერთგვერდიანი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბლანკზე დამზადებული დოკუმენტი.
4. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის მაძიებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი (შვილები), მასზე გაცემულ ცნობაში მიეთითება არასრულწლოვანი შვილის (შვილების) მონაცემები ქართულ და ინგლისურ ენებზე: სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, წარმოშობის ქვეყანა, მოქალაქეობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 5 ივლისის ბრძანება №67 - ვებგვერდი, 06.07.2022წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 18 ივნისის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 19.06.2024წ.
8. შეცვლილი ცნობა და ასლი გაიცემა პირველი ცნობის მოქმედების ვადით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმის, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.11.2025.
- როდის იქნა მიღებული „თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმის, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმის, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 06.04.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №34. სარეგისტრაციო კოდი — 010170000.22.034.016966.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმის, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.11.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმის, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმის, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმის, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.11.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმის, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ“, №34, 06.04.2020, სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.034.016966 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4839689/