ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №26 |
|
2020 წლის 2 აპრილი ქ. თბილისი |
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის ვადით, დადგინდეს საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიგრაციის დეპარტამენტის მიერ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) საფუძველზე თავშესაფრის პროცედურის აღსრულებისას. 2. ამ ბრძანების შესაბამისად, თავშესაფრის პროცედურის საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესებით აღსრულების მიუხედავად გარანტირებულ იქნება საქართველოში მყოფი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა და ამ საფუძველზე, არგაძევების პრინციპი საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
1. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ შეჩერდეს: ა) კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისა და თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემის პროცედურა. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდეს იმ პირზე, რომელიც კანონის მე-3 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიიჩნევა სპეციფიკური საჭიროების მქონე პირად; ბ) კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ანკეტირების გასაუბრებისა და 35-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გასაუბრების პროცედურები. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდეს გაძევების პროცედურაში მყოფ ან/და ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირებზე. მათ მიერ საერთაშორისო დაცვაზე წარმოდგენილი განცხადების განხილვა განხორციელდეს კანონის 29-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად; გ) კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თითის ანაბეჭდების აღების პროცედურა; დ) კანონის 53-ე მუხლით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, საერთაშორისო დაცვის მქონე პირი კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის ან 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თავად მიმართავს სამინისტროს განცხადებით ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის შეწყვეტის შესახებ. ამავე წესით განხორციელდეს კანონის 55-ე მუხლით განსაზღვრული წარმოებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურები; ე) კანონის 42-ე მუხლით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეჩერების, შეწყვეტისა და განახლების პროცედურები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავშესაფრის მაძიებელი იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოიხმობს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას; ვ) კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადების მოქმედება, გარდა იმავე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა. 2. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველომ შესაბამისი განცხადებების მიღება და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება განახორციელოს დისტანციურად, ელექტრონულ ფოსტაზე − dipi@mia.gov.ge მიღებული წერილების/განცხადებების მეშვეობით. 3. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის საერთაშორისო დაცვის საკითხებზე კონსულტაცია განხორციელდეს სატელეფონო ნომერზე 598 08 00 97 მიღებული ზარების მეშვეობით. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 2 აპრილიდან. |
|
+
ბრძანება №26
№26
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 16 აპრილის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 16.04.2020წ.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
+
1. საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის ვადით, ამ ბრძანების შესაბამისად დადგინდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) საფუძველზე თავშესაფრის პროცედურის აღსრულებისა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის საკითხებზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 16 აპრილის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 16.04.2020წ.
+
ა) კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისა და თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემის პროცედურა. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდეს იმ პირზე, რომელიც კანონის მე-3 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიიჩნევა სპეციფიკური საჭიროების მქონე პირად;
ბ) კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ანკეტირების გასაუბრებისა და 35-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გასაუბრების პროცედურები. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდეს გაძევების პროცედურაში მყოფ ან/და ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირებზე. მათ მიერ საერთაშორისო დაცვაზე წარმოდგენილი განცხადების განხილვა განხორციელდეს კანონის 29-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თითის ანაბეჭდების აღების პროცედურა;
დ) კანონის 53-ე მუხლით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, საერთაშორისო დაცვის მქონე პირი კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის ან 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თავად მიმართავს სამინისტროს განცხადებით ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის შეწყვეტის შესახებ. ამავე წესით განხორციელდეს კანონის 55-ე მუხლით განსაზღვრული წარმოებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურები;
ე) კანონის 42-ე მუხლით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეჩერების, შეწყვეტისა და განახლების პროცედურები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავშესაფრის მაძიებელი იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოიხმობს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას;
ვ) კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადების მოქმედება, გარდა იმავე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველომ შესაბამისი განცხადებების მიღება და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება განახორციელოს დისტანციურად, ელექტრონულ ფოსტაზე − dipi@mia.gov.ge მიღებული წერილების/განცხადებების მეშვეობით.
3. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის საერთაშორისო დაცვის საკითხებზე კონსულტაცია განხორციელდეს სატელეფონო ნომერზე 598 08 00 97 მიღებული ზარების მეშვეობით.
+
მუხლი 21
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 6 მაისის №231 ბრძანების პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილების სტანდარტული სამოქმედო პროცედურების“ (დანართი №7) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოელის გამოკითხვა, ინტერვიუ/გასაუბრება, საგანგებო მდგომარეობის ვადით განხორციელდეს მხოლოდ უცხოელის მოთხოვნის ან სამსახურებრივი აუცილებლობის შემთხვევაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 16 აპრილის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 16.04.2020წ.
+
მუხლი 22
1. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის:
ა) 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იმავე კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების მიზნით სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენა;
ბ) 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხის განხილვის ვადები. აღნიშნული ვადის ხელახალი ათვლა დაიწყოს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე;
გ) 53-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით საქართველოდან გასაძევებელი უცხოელისათვის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების წარდგენა;
დ) 54-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადის დინება;
ე) მე-60 მუხლით გათვალისწინებული საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოდან გაძევების მიზნით სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში განთავსებულ უცხოელებზე.
3. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უცხოელის დაკავება განხორციელდეს მხოლოდ 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, ასევე 61 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 1 მაისის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 01.05.2020წ.
+
მუხლი 23
1. იმ უცხოელს, რომლის მიმართაც უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე და 2020 წლის 14 მარტამდე არ ამოწურვია იმავე კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის გადაწყვეტილების ფარგლებში მინიჭებული ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა, უფლებამოსილი ორგანოს მიერ მინიჭებული ნებაყოფლობითი ვადის ხელახალი ათვლა დაიწყოს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც, 2020 წლის 14 მარტისთვის ამოწურული ჰქონდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობითი დატოვების ვადა და არ დატოვა საქართველოს ტერიტორია, იმავე კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადის ხელახალი ათვლა დაიწყოს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 1 მაისის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 01.05.2020წ.
+
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 2 აპრილიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 2 აპრილიდან.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.05.2020.
- როდის იქნა მიღებული „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ“?
- „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 02.04.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №26. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016958.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.05.2020.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.05.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ“, №26, 02.04.2020, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016958 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4843502/