სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირების და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში კვარტალური ანგარიშგების/ინფორმაციის/ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების გაანგარიშების წარმოდგენის დროებითი და განსხვავებული წესის დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.04.2020 ბოლო ცვლილება 29.05.2020
ნომერი
№63/04
სარეგისტრაციო კოდი
220010040.18.011.016450
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №63/04

2020 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

 

სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირების და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში კვარტალური ანგარიშგების/ინფორმაციის/ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების გაანგარიშების წარმოდგენის დროებითი და განსხვავებული წესის დადგენის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 48-ე, 48​2, 49-ე, 50-ე და 52​2 მუხლების საფუძველზე, ასევე, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 21 მარტის №5864-სს დადგენილების და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების გათვალისწინებით, ვბრძანებ:

 


+
მუხლი 1
„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებით გათვალისწინებული კვარტალური ანგარიშგება/ინფორმაცია (პირველი კვარტლის) სესხის გამცემმა სუბიექტმა საქართველოს ეროვნულ ბანკში წარმოადგინოს 2020 წლის 31 მაისამდე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 28 აპრილის ბრძანება №96/04 - ვებგვერდი, 29.04.2020 წ.

+
მუხლი 2
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით გათვალისწინებული ანგარიშგება (პირველი კვარტლის) ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა წარმოადგინოს 2020 წლის 31 მაისამდე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 28 აპრილის ბრძანება №96/04 - ვებგვერდი, 29.04.2020 წ.

+
მუხლი 3
„საკრედიტო კავშირებისათვის სესხის გაცემის პირობებისა და რისკის დონეების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 5 აგვისტოს №163 ბრძანებით გათვალისწინებული ანგარიშგება/ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების გაანგარიშება (პირველი კვარტლის) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებამ – საკრედიტო კავშირმა წარმოადგინოს 2020 წლის 31 მაისამდე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 28 აპრილის ბრძანება №96/04 - ვებგვერდი, 29.04.2020 წ.

+
მუხლი 4
საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებმა (გარდა იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა, რომლებიც მომსახურებას აწარმოებენ თვითმომსახურების კიოსკების საშუალებით) „საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმებისა და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 ივლისის №99/04 ბრძანებით გათვალისწინებული ანგარიშგებები, მათ შორის, მარტის და აპრილის თვის (ყოველთვიური) და პირველი კვარტლის (ყოველკვარტალური) ანგარიშგების ფორმები საქართველოს ეროვნულ ბანკში წარმოადგინონ 2020 წლის 5 ივნისამდე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 28 აპრილის ბრძანება №96/04 - ვებგვერდი, 29.04.2020 წ.

+
მუხლი 5
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირების და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში კვარტალური ანგარიშგების/ინფორმაციის/ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების გაანგარიშების წარმოდგენის დროებითი და განსხვავებული წესის დადგენის შესახებ“, №63/04, 02.04.2020, სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016450 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4843830-1/