ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (12)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ბაზრის კონცეფციის მიზნები
1. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია (შემდგომში – „კონცეფცია“) აყალიბებს საქართველოში ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპებს, რაც მიზნად ისახავს: ა) ელექტროენერგიის ბაზრის ისეთი მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნასა და მომხმარებლისათვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას, გამჭვირვალე და კონკურენტული ბაზრების განვითარების გზით, როგორც საბითუმო, ისე საცალო დონეზე; ბ) ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების, მათ შორის, დღით ადრე, დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების, ასევე, ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის ჩამოყალიბებას; გ) ბაზრის სუბიექტებს შორის უფლება-მოვალეობების გამიჯვნასა და ფუნქციების გადანაწილებას; დ) ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზრებზე ლიკვიდურობასა და კონკურენტული ფასის ფორმირებას, ასევე, ბაზრის ეფექტიანი და მდგრადი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური მექანიზმების დანერგვას; ე) „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მხარდაჭერის მექანიზმების (სქემა) დანერგვის ხელშეწყობას; ვ) სამიზნე მოდელზე გადასასვლელად განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრას; ზ) „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ ოქმით აღებული ვალდებულებების შესრულებას. 2. ბაზრის კონცეფცია ასევე ადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ელექტროენერგეტიკულ საწარმოებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მექანიზმს, საჯარო მომსახურების ორგანიზებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ელექტროენერგიის მიწოდების სპეციალურ მოთხოვნებს. 3. ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელი გულისხმობს თავისუფალ ბაზარს, სადაც მონაწილეები სარგებლობენ თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით და გამჭვირვალედ ყალიბდება კონკურენტული ფასი, რაც მომხმარებელს აძლევს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას. 4. ბაზრის კონცეფციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 2. ბაზრის კონცეფციის სახელმძღვანელო პრინციპები
ბაზრის კონცეფციის სახელმძღვანელო პრინციპებია: ა) ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენტული, თავისუფალი და გამჭვირვალე ვაჭრობა; ბ) ინტერესთა კონფლიქტისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილება; გ) საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა კონკურენტული საბაზრო მექანიზმების მეშვეობით, კერძოდ, ორმხრივი ხელშეკრულებებით ან/და ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზრებზე, დღით ადრე, დღიური და საბალანსო ბაზრების ჩათვლით; დ) საჯარო მომსახურების გამწევი ენერგეტიკული საწარმოებისა (გარდა კონცეფციის 151 მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლებისა) და მხარდაჭერის მექანიზმით/სქემით მოსარგებლე მწარმოებლების მიერ წარმოებული ელექტროენერგიით ვაჭრობა მხოლოდ ორგანიზებულ ბაზრებზე; ე) წარმოებისა და მოხმარების საათობრივი გრაფიკების, ასევე ელექტროენერგიის წარმოების/მოხმარების საშუალებებისა და მათი დატვირთვის განსაზღვრა მათ დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირების მიერ (თვითდისპეტჩირება); ვ) ორგანიზებულ ბაზრებზე საათობრივი ვაჭრობა და, შესაბამისად, ბაზრის მონაწილეთა პასუხისმგებლობა მათ მიერ თითოეულ საათში გამოწვეულ უბალანსობაზე; ზ) სისტემის ოპერატორების მიერ დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვა მხოლოდ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე; თ) ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილება გამჭვირვალე და სამართლიანი წესების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №436 – ვებგვერდი, 29.08.2022წ. თავი II. ბაზრის სეგმენტები და ოპერირება
მუხლი 3. საბითუმო ბაზრის სეგმენტები
საბითუმო ბაზრის სეგმენტებია: ა) დღით ადრე ბაზარი; ბ) დღიური ბაზარი; გ) ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი; დ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი. მუხლი 4. საბითუმო ბაზრის სუბიექტები
საბითუმო ბაზრის სუბიექტები არიან: ა) ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი; ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორი; გ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი; დ) ელექტროენერგიის მწარმოებელი; ე) ტრეიდერი; ვ) მიმწოდებელი; ზ) მსხვილი მომხმარებელი; თ) საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია. მუხლი 5. საბითუმო ბაზრების ოპერირება
1. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი (შემდგომში – ბირჟის ოპერატორი)უზრუნველყოფს: ა) დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერირებას; ბ) დღით ადრე და დღიური ბაზრების მონაწილეთა რეესტრის წარმოებას; გ) ფინანსური ანგარიშსწორების გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და საიმედო სისტემის ჩამოყალიბებას დღით ადრე და დღიური ბაზრებისათვის. 2. ბირჟის ოპერატორს უფლება აქვს, რომ ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული მომსახურება შეასრულოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით. 3. საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორი (შემდგომში – საბალანსო ბაზრის ოპერატორი) უზრუნველყოფს: ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირებას; ბ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის პროდუქტების განსაზღვრას; გ) უბალანსობის საფასურის გაანგარიშებას; დ) უბალანსობის საფასურის გადახდის უზრუნველსაყოფად ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრას; ე) ფინანსური ანგარიშსწორების გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და საიმედო სისტემის ჩამოყალიბებას საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისათვის, უბალანსობის ფინანსური ანგარიშსწორებისათვის. 31. საბალანსო ბაზრის ოპერატორს უფლება აქვს, ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული მომსახურება შეასრულოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით. 4. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონის 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტროენერგიის დერივატივების ბაზრის ოპერირების უფლება აქვთ სხვა სუბიექტებსაც. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №244 – ვებგვერდი, 02.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 31.12.2022წ.
მუხლი 6. გადამცემი სისტემის ოპერატორის როლი ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსებაში
გადამცემი სისტემის ოპერატორი, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად, უზრუნველყოფს: ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრებზე პროდუქტების საპროგნოზო მოცულობის განსაზღვრას; ბ) თვითდისპეტჩირების პრინციპით ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვას, ასევე, დაბალანსებისთვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარებას, მათ შორის, საბალანსო ბაზრის შედეგების საფუძველზე შესაბამისი სიმძლავრის გააქტიურებას; გ) ტრანსსასაზღვრო დაბალანსების მექანიზმის ორგანიზებას, რაც, მათ შორის, მოიცავს ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის ავარიული დახმარების მიწოდების მართვას; დ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციას და შესაბამისი კოდების მინიჭებას; ე) საბითუმო ბაზრების ოპერირებისათვის საჭირო ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემის მართვას და განვითარებას, საათური აღრიცხვის მონაცემების ხელმისაწვდომობას. მუხლი 7. საცალო ბაზარზე ვაჭრობა
ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე საბოლოო მომხმარებელი, მათ შორის მსხვილი მომხმარებელი, ელექტროენერგიას შეისყიდის მიმწოდებლისგან, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. მომხმარებელი თავად ირჩევს მიმწოდებელს. მუხლი 8. ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილების წესი
მეზობელ სახელმწიფოსთან ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილებასთან ერთად ელექტროენერგიის განუცხადებელი ყიდვა-გაყიდვის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ტრანსსასაზღვრო სიმძლავრე განაწილდება დღით ადრე ბაზრის ოპერატორთან კონსულტაციის საფუძველზე შემუშავებული და კომისიის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად, ტექნიკური და ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით. თავი III. საჯარო მომსახურების ორგანიზება
მუხლი 9. საჯარო მომსახურების ვალდებულებები
1. საერთო ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მიწოდების უსაფრთხოების, უწყვეტობის, სათანადო ხარისხითა და ფასით ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფის, აგრეთვე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება ეკისრება: ა) საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას; ბ) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს; გ) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს; დ) საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელს, მათ შორის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს. 2. ბაზრის ლიბერალიზაციისკენ გადასვლის პირობებში, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრება ხდება დროებით, საქართველოს მთავრობის მიერ კომისიასთან, სახელმწიფო კომპეტენტურ ორგანოებთან და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან კონსულტაციის შემდეგ. 21. ელექტროენერგიის ბაზარზე კონკურენტული ფასის ფორმირების ხელშეწყობის მიზნით, საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებლები ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობისას ხელმძღვანელობენ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მონაწილე დერეგულირებული მწარმოებლების პრინციპებით. 3. საჯარო მომსახურების ვალდებულება არის დროებითი ღონისძიება, რომელიც, სულ მცირე, 2 წელიწადში ერთხელ, უნდა დაექვემდებაროს რეგულარულ გადახედვას, მისი საჭიროებისა და ზემოქმედების შედეგების განსაზღვრის მიზნით. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 31.12.2022წ. მუხლი 10. საბითუმო საჯარო მომსახურების ვალდებულებები
1. საბითუმო საჯარო მომსახურების მიზნებია: განახლებადი ენერგიისა და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლების მხარდაჭერა და მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ინტეგრირების ხელშეწყობა; უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მხარდაჭერა, შესასყიდი ელექტროენერგიის სტაბილური ფასით უზრუნველყოფითა და ორგანიზებულ ბაზარზე ინტეგრირების ხელშეწყობით; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) არსებული მომხმარებლების მიწოდების უსაფრთხოება ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიის შესყიდვით; კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მხარდაჭერა, იმპორტირებული ელექტროენერგიის სტაბილური ფასით უზრუნველყოფითა და ორგანიზებულ ბაზარზე ინტეგრირების ხელშეწყობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, საბითუმო საჯარო მომსახურების ვალდებულებები მოიცავს: ა) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის შესყიდვას და ორგანიზებულ ბაზრებზე გაყიდვას, შესაბამისი ფინანსური მექანიზმების გამოყენებას ხელშეკრულებების პირობების შესრულების მიზნით და ფინანსურ ანგარიშსწორებას; ბ) განახლებადი ენერგიისა და სხვა მხარდაჭერის სქემის მონაწილე მწარმოებლებთან მხარდაჭერის შესაბამისი სქემის ფარგლებში ფინანსურ ანგარიშსწორებას; გ) საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებლებთან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების ფარგლებში ორგანიზებული ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ კანონის შესაბამისად დადგენილ წარმოების ტარიფს შორის სხვაობაზე ფინანსურ ანგარიშსწორებას; დ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებისათვის ელექტროენერგიის შესყიდვას ორგანიზებულ ბაზარზე, ასევე, მასთან დაკავშირებულ უბალანსობაზე პასუხისმგებლობას; ე) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების ფარგლებში ორგანიზებული ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ კანონის შესაბამისად დადგენილ ტარიფს შორის სხვაობაზე ფინანსურ ანგარიშსწორებას; ვ) შემსყიდველი საწარმოებისთვის გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დარიცხვასა და საჯარო მომსახურების ვალდებულების მქონე გარანტირებული სიმძლავრის წყაროებთან (თბოელექტროსადგურებთან) ფინანსურ ანგარიშსწორებას; ზ) ტრეიდერთან (იმპორტიორთან) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების ფარგლებში ორგანიზებული ბაზრ(ებ)ის ფასსა და იმპორტირებული ელექტროენერგიის ფას(ებ)ს შორის სხვაობაზე ფინანსურ ანგარიშსწორებას. 3. საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციამ საბითუმო საჯარო მომსახურების განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავალი უნდა გამოიყენოს მხოლოდ იმ მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მწარმოებელს დაეკისრა საჯარო მომსახურების ვალდებულება. 4. საბითუმო საჯარო მომსახურება ხორციელდება საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ, ამ კონცეფციის მე-11 − მე-13 მუხლების, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 152 მუხლის შესაბამისად. საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას კანონმდებლობით შეიძლება დაეკისროს სხვა ვალდებულებებიც. 5. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, კომისია ადგენს საბითუმო საჯარო მომსახურების საფასურს. 6. საბითუმო საჯარო მომსახურების სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია განკარგავს საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიზნით შექმნილ სპეციალურ ფონდს. სპეციალური ფონდის შემოსავლის წყაროები და სპეციალური ფონდის მეშვეობით ასანაზღაურებელი ხარჯები განისაზღვრება წინამდებარე დადგენილებითა და „სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკოს) მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების ვალდებულებების განხორციელების პრინციპებით“ (დანართი №2). 7. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია განცალკევებულად აღრიცხავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული მომსახურების ფარგლებში მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს. 8. სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკოს) მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების ვალდებულებების განხორციელების პრინციპები “ განისაზღვრება წინამდებარე კონცეფციის დანართ №2-ის შესაბამისად. 9. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის ოპერირების წესებს, სპეციალური ფონდის ინსტრუქციასა და სპეციალური ფონდის ბალანსს შეიმუშავებს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია და ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 10. გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო მომსახურების ვალდებულების განხორციელების წესს შეიმუშავებს საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია და გადამცემი სისტემის ოპერატორი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 11. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, რომლის დაბალანსების ჯგუფშიც გაერთიანებულია საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლის ელექტროსადგური, აუნაზღაურდება მის მიერ საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე ნავაჭრი შესაბამისი ელექტროსადგურის საბალანსო სიმძლავრის საფასურის 10%-ი. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 31.12.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 ივნისის დადგენილება №236 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. მუხლი 11. ორგანიზებულ ბაზარზე გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების ინტეგრირება და მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებლებთან ანგარიშსწორება
1. ელექტროენერგიის ბაზარზე გამჭვირვალობის, ლიკვიდურობისა და კონკურენტული ფასის ფორმირებისათვის, გარანტირებული შესყიდვის 2. ორგანიზებულ ბაზრებზე ელექტროენერგიის მწარმოებლების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, მწარმოებელსა და საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას შორის შეიძლება გაფორმდეს ხელშეკრულება საბაზრო და არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასებს შორის უარყოფითი სხვაობის კომპენსირების ან/და სხვა ხელშემწყობი ღონისძიების შესახებ. 3. იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებელი არ იყენებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, ორგანიზებულ ბაზარზე ამ ელექტროენერგიის შეთავაზებაზე პასუხისმგებელია საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია. 4. განახლებადი ენერგიისა და სხვა მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებლები თავად (ან შეთანხმებით გათვალისწინებული პირის მეშვეობით) უზრუნველყოფენ მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გაყიდვას ორგანიზებულ ბაზარზე. მათთვის მხარდაჭერის სქემით გათვალისწინებული საფასური ანაზღაურდება საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ. 5. (ამოღებულია - 30.12.2022, №622). საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 31.12.2022წ. მუხლი 12. ელექტროენერგიის მწარმოებლებისთვის საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრება და მათი მონაწილეობა ორგანიზებულ ბაზარზე
1. ელექტროენერგიის ბაზარზე გამჭვირვალობის, ლიკვიდურობისა და კონკურენტული ფასის ფორმირებისათვის, საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლები (მათ შორის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროები) ვაჭრობენ ორგანიზებულ ბაზარზე, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტითა და ამ კონცეფციის 173 მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა. 11. საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელს, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაკისრებული აქვს გარანტირებული სიმძლავრის (ავარიული სწრაფი რეზერვი) შენარჩუნების ვალდებულება, გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდში შესაბამისი ელექტროსადგურისათვის ეზღუდება ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის უფლება, გარდა ელექტროენერგიის საკუთარი მოხმარებისათვის შესყიდვის უფლებისა. 2. ელექტროენერგიის ინდივიდუალურ მწარმოებლებს საჯარო მომსახურების ვალდებულება დაეკისრება შეზღუდული დროით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, კომისიასთან და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან კონსულტაციის შემდეგ. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ეტაპობრივად შემცირდება მწარმოებლებზე დაკისრებული საჯარო მომსახურების ვალდებულება, ამ კონცეფციის დანართ №1-ით განსაზღვრული „ბაზრის გახნის ეტაპების“ შესაბამისად. 3. საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელზე ელექტროენერგიის ფასის გამო დაკისრებული საჯარო მომსახურების ვალდებულება გამოიხატება საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციასთან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების გაფორმებაში, რის შედეგადაც, დღით ადრე ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ დადგენილ წარმოების ტარიფს შორის: ა) დადებითი სხვაობის შემთხვევაში, მწარმოებელი სხვაობას უხდის საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციას; ბ) უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია სხვაობას უნაზღაურებს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელს. 4. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, კომისია ადგენს საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლის წარმოების ტარიფს, რომელზეც საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციასთან გაფორმდება ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება. 5. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს შემთხვევაში, გარანტირებული სიმძლავრის საფასურს ან/და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს განსაზღვრავს კომისია, დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად. 6. საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებელი პასუხისმგებელია უბალანსობაზე. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 31.12.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 ივნისის დადგენილება №236 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. მუხლი 13. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოხმარებული ელექტროენერგიის შესყიდვის წესი
1. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებისთვის, ელექტროენერგიას შეისყიდის საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია, დღით ადრე ბაზარზე. 2. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია პასუხისმგებელია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მოხმარებით გამოწვეულ უბალანსობაზე. 3. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების, აგრეთვე უბალანსობის ხარჯების, ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობისათვის საჭირო საბანკო გარანტიებისა და ბაზრის ოპერატორების მომსახურების საფასურის დასაფარად გამოიყენება საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ სპეციალურ ფონდში მიღებული შემოსავლები და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური წყაროები. 4. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მოხმარების დაფარვა შესაძლებელია ესკოს მიერ აღნიშნული მოხმარების დაფარვის მიზნით იმპორტირებული ელექტროენერგიის მეშვეობით. 5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შესყიდულ ელექტროენერგიაზე საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ არ ხდება სისტემის ოპერატორის ტარიფის, გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული იმ ხარჯების გადახდა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 31.12.2022წ. მუხლი 14. უნივერსალური მომსახურება
1. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას რეგულირებული პირობებით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოებისათვის, რომელთაც არ აურჩევიათ მიმწოდებელი, განაწილების იმ არეალის მიხედვით, რომელშიც იგი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, როგორც უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი. 2. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ელექტროენერგიას შეისყიდის მხოლოდ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე. 3. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მიერ დგინდება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის ტარიფი, რომელზეც საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციასთან გაფორმდება ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება. შედეგად, დღით ადრე ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ დადგენილ ტარიფს შორის: ა) დადებითი სხვაობის შემთხვევაში, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია სხვაობას უნაზღაურებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს; ბ) უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი სხვაობას უხდის საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციას. 4. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი პასუხისმგებელია უბალანსობაზე. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 31.12.2022წ. მუხლი 15. ბოლო ალტერნატივის მიწოდება
1. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას იმ საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელიც კარგავს ელექტროენერგიის მიღების საშუალებას მიმწოდებლის მიერ საბაზრო საქმიანობის გეგმურად ან არაგეგმურად შეწყვეტის, ან ვალდებულებების უხეშად დარღვევის გამო, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. 2. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი ელექტროენერგიას შეისყიდის მხოლოდ დღით ადრე/დღიურ ბაზარზე. 3. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი პასუხისმგებელია უბალანსობაზე. მუხლი 151. საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდება
1. ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას ამ კონცეფციის №1 დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული სხვა კატეგორიის საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებზეც არ ვრცელდება უნივერსალური მომსახურება. 2. ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ვალდებულება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიძლება, დაეკისროს იმავე საწარმოს, რომელიც ასრულებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციას. 3. ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის მომხმარებლების მომსახურებისა და დაცვის პირობები (მათ შორის, ფასი) უნდა განსხვავდებოდეს უნივერსალური მიმწოდებლის მომხმარებლებისთვის შეთავაზებული პირობებისგან. 4. ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი ელექტროენერგიას შეისყიდის საბითუმო, მათ შორის, ორგანიზებულ ბაზრებზე. 5. ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი პასუხისმგებელია უბალანსობაზე. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №436 – ვებგვერდი, 29.08.2022წ. მუხლი 152. კომერციული იმპორტის განხორციელების, ტრეიდერის (იმპორტიორის) შერჩევისა და იმპორტირებული ელექტროენერგიით ვაჭრობის წესი
1. ქვეყანაში ელექტროენერგიის კომერციული იმპორტის განხორციელების საჭიროება და მოცულობის განსაზღვრა, ასევე კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) შერჩევა ხორციელდება „ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების“ შესაბამისად. 2. ელექტროენერგიის ბაზარზე გამჭვირვალობის, ლიკვიდურობისა და კონკურენტული ფასის ფორმირებისთვის, კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი) მის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიით ვაჭრობს დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესების“ შესაბამისად. 3. იმპორტირებული ელეტროენერგიის გაყიდვის მიზნით, კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი) დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობს იმგვარად, რომ შეთავაზებულმა განაცხადმა უზრუნველყოს ელექტროენერგიის გაყიდვა ნებისმიერ დადებით ფასად. 4. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია სრულად არ გაიყიდება დღით ადრე ბაზარზე, ტრეიდერი (იმპორტიორი) ვალდებულია, აღნიშნული გაუყიდავი ელექტროენერგია შესთავაზოს დღიურ ბაზარს. იმ შემთხვევაში, თუ ტრეიდერი (იმპორტიორი) რომელიმე დღეს არ შეასრულებს ამ მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებას, აღნიშნულ დღეს დღით ადრე ან დღიურ ბაზარზე გასაყიდ ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობაზე არ განხორციელდება ანგარიშსწორება ესკოსა და ტრეიდერს (იმპორტიორს) შორის გაფორმებული ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე. 5. კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზრებზე გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, ტრეიდერს (იმპორტიორს) და საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას შორის ფორმდება ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება, რის შედეგადაც ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მიღებულ შემოსავალს, აგრეთვე უბალანსობის შედეგად მიღებულ ან/და გადახდილ თანხებს შორის და ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებას შორის: ა) დადებითი სხვაობის შემთხვევაში, ტრეიდერი (იმპორტიორი) სხვაობის შესაბამის თანხას უხდის საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციას; ბ) უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია სხვაობის შესაბამის თანხას უნაზღაურებს ტრეიდერს (იმპორტიორს). 6. საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია კომერციული იმპორტის განმახორციელებელ ტრეიდერს (იმპორტიორს) აუნაზღაურებს მხოლოდ ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თანხას, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით. 7. კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიით ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილ უბალანსობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებისა“ და „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 ივნისის დადგენილება №236 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. თავი IV. გარდამავალი დებულებები
მუხლი 16. 2022 წლიდან სამიზნე მოდელზე ეტაპობრივი გადასვლის მოსამზადებელი ღონისძიებები
1. 2024 წლის პირველ ივლისამდე: ა) სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მიერ განხორციელდეს დღით ადრე ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა; ბ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განხორციელდეს: ბ.ა) საბალანსო ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა; ბ.ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, საბალანსო მომსახურების მომწოდებელი პირების რეგისტრაციის სისტემის ფორმირება და სათანადო რეესტრის ჩამოყალიბება; ბ.გ) აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოებისათვის საჭირო ღონისძიებების მომზადება; გ) სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) მიერ განხორციელდეს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზებისათვის საჭირო ინსტრუმენტების ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებსა და ბაზრის ოპერატორებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა. 2. 2024 წლის პირველი ივლისიდან განხორციელდეს: ა) ბირჟის ოპერატორის მიერ: ა.ა) დღით ადრე ბაზრის ოპერირება; ა.ბ) დღით ადრე ბაზრის მონაწილეების რეგისტრაცია; ა.გ) დღით ადრე და დღიური ბაზრებისათვის ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციის უზრუნველყოფა; ბ) საბალანსო ბაზრის ოპერატორის მიერ: ბ.ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირება; ბ.ბ) საბალანსო ბაზარზე საბალანსო ენერგიისა და საბალანსო რეზერვების დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი პირისგან შესყიდვა; ბ.გ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისათვის ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციის უზრუნველყოფა; ბ.დ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, დაბალანსების მომსახურების გამწევი პირების რეესტრის მართვა; გ) გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ − დაბალანსებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება, აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოება და განხორციელება, კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად; დ) ესკოს, როგორც საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის, მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების გაწევა. 3. 2024 წლის პირველ ივლისამდე სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მიერ განხორციელდეს: ა) დღიური ბაზრის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა; ბ) დღიური ბაზრის ოპერატორის ლიცენზიის მისაღებად კომისიისათვის შესაბამისი განაცხადის წარდგენა. 4. 2024 წლის პირველი ივლისიდან ბირჟის ოპერატორი ასევე უზრუნველყოფს დღიური ბაზრის პლატფორმის ოპერირებას. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №244 – ვებგვერდი, 02.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №547 – ვებგვერდი, 26.11.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №89 – ვებგვერდი, 28.02.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №438 – ვებგვერდი, 29.08.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 მარტის დადგენილება №126 – ვებგვერდი, 29.03.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №239 – ვებგვერდი, 29.06.2023წ.
მუხლი 17. ბაზრის ფუნქციონირება გარდამავალ პერიოდში - 2021 წლის პირველ ივლისამდე
1. 2021 წლის პირველ ივლისამდე: ა) ესკო ახორციელებს: ა.ა) საბითუმო ბაზრის მონაწილეების რეგისტრაციას; ა.ბ) აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოებას; ა.გ) საბალანსო ენერგიით ვაჭრობას; ა.დ) გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობას; ა.ე) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს; ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორი: ბ.ა) ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში გასაყიდი ელექტროენერგიის დისპეტჩირებას და მოხმარება/მიწოდების ტექნიკურ დაბალანსებას; ბ.ბ) პირდაპირი ორმხრივი ხელშეკრულებების რეგისტრაციას; ბ.გ) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 2. (ამოღებულია - 31.05.2021, №244). საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №244 – ვებგვერდი, 02.06.2021წ. მუხლი 171. ბაზრის ფუნქციონირება გარდამავალ პერიოდში − 2021 წლის პირველი ივლისიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე
1. 2021 წლის 1 ივლისიდან, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევების საფუძველზე, საბითუმო ბაზრის მონაწილეებს ემატება მიმწოდებელი. 2. მიმწოდებლისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საბითუმო ბაზარზე ვაჭრობის ორგანიზება, ასევე მიმწოდებელსა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის ქსელში დანაკარგების შესყიდვის გამიჯვნა და ანგარიშსწორება რეგულირდება შესაბამისი მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე. 3. 2024 წლის პირველ ივლისამდე კონცეფციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტები აგრძელებენ იმავე მუხლით განსაზღვრული თავიანთი უფლება-მოვალეობების განხორციელებას, ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 4. 2024 წლის პირველ ივლისამდე არ გამოიყენება ამ კონცეფციის მე-2 მუხლის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, ასევე მე-5, მე-8 და მე-10 − მე-15 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №244 – ვებგვერდი, 02.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №547 – ვებგვერდი, 26.11.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №89 – ვებგვერდი, 28.02.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №438 – ვებგვერდი, 29.08.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 მარტის დადგენილება №126 – ვებგვერდი, 29.03.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №239 – ვებგვერდი, 29.06.2023წ.
მუხლი 172. გარდამავალ პერიოდში საჯარო მომსახურების გამწევი ელექტრონერგიის მწარმოებლების მიერ სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვისა და სიხშირის შენარჩუნების რეზერვის საბალანსო სიმძლავრის მიწოდების პირობები
1. 2025 წლის პირველ იანვრამდე სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის მიწოდებაზე საბალანსო ბაზრის ოპერატორის მიერ გამოცხადებულ საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე სატენდერო განაცხადების წარდგენა ხდება ნულოვანი ფასით. საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელი, ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციას უნაზღაურებს სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის საბალანსო ელექტროენერგიის ფასსა და შესაბამისი საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლისათვის კომისიის მიერ დადგენილ ტარიფს შორის დადებითი სხვაობის შესაბამისი თანხის 90%-ს. 2. 2025 წლის პირველ იანვრამდე საბალანსო ბაზრის ოპერატორი სიხშირის შენარჩუნების რეზერვზე საბალანსო სიმძლავრის ტენდერს არ აცხადებს. დადგენილ პერიოდამდე, გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, სიხშირის შენარჩუნების რეზერვის მიწოდებას ნულოვანი ფასით უზრუნველყოფს კანონმდებლობის შესაბამისად სიხშირის შენარჩუნების რეზერვზე კვალიფიცირებული საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელი. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 31.12.2022წ.საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 მარტის დადგენილება №126 – ვებგვერდი, 29.03.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №239 – ვებგვერდი, 29.06.2023წ.
მუხლი 173. საქართველოს მთავრობის მიერ ელექტროენერგიის აღიარებული დავალიანების დაბრუნების წესი
1. საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2015 წლის 9 აპრილს „ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმების მე-11 მუხლის შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული ელექტროენერგიის დავალიანების დაბრუნების უზრუნველსაყოფად, ელექტროენერგიის მიმწოდებლად საქართველოს მხრიდან განისაზღვრა ესკო. 2. ესკო, თურქეთის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ ელექტროენერგიის აღიარებული დავალიანების დაბრუნების მიზნით, ელექტროენერგიას პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შეისყიდის საჯარო მომსახურების გამწევი იმ ელექტროენერგიის მწარმოებლისგან, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 3. შესასყიდი ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრება კომისიის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მწარმოებლისთვის წარმოების დადგენილი ტარიფის შესაბამისად. 4. თურქეთის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ ელექტროენერგიის აღიარებული დავალიანების დაბრუნებასთან დაკავშირებით ესკოს მიერ გასაწევი ყველა ხარჯი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 31.12.2022წ.
მუხლი 18. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისთვის − აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი წესი
2024 წლის პირველ ივლისამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მოცულობების მიხედვით. ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურები თავიანთი გამომუშავებიდან იკლებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას შესაბამის საანგარიშო პერიოდში მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის პროპორციულად და აწარმოებენ მის აღრიცხვას წინამდებარე წესებითა და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხდება ესკოს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯზე, ენგურჰესი და ვარდნილჰესების კასკადი ვალდებულნი არიან, მომდევნო საანგარიშო პერიოდებში მიაწოდონ ესკოს ეკვივალენტური რაოდენობის ელექტროენერგია. ესკო უფლებამოსილია, აღნიშნული ელექტროენერგია გაყიდოს მის მიერ ნაყიდი და აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის ფასად. ამ ელექტროენერგიის ესკოს მიერ ექსპორტირებისას ფასის ფორმირება ხდება ელექტროენერგიის ექსპორტზე ან/და გაცვლაზე გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №244 – ვებგვერდი, 02.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №547 – ვებგვერდი, 26.11.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №89 – ვებგვერდი, 28.02.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №438 – ვებგვერდი, 29.08.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 მარტის დადგენილება №126 – ვებგვერდი, 29.03.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №239 – ვებგვერდი, 29.06.2023წ.
მუხლი 19. კონკურენტული ბაზრის განვითარების ეტაპები
1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 166-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ამ კონცეფციის №1 დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა საბოლოო მომხმარებლებმა ამავე დანართში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ სავალდებულო წესით უნდა აირჩიონ მიმწოდებელი (ბაზრის გახსნა). 2. (ამოღებულია - 29.08.2022, №436). 3. ამ კონცეფციის №1 დანართის მე-2 პუნქტით განისაზღვრება საჯარო მომსახურების ვალდებულებისაგან ელექტროენერგიის შესაბამისი მწარმოებლების გათავისუფლების ვადები. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №436 – ვებგვერდი, 29.08.2022წ. მუხლი 20. დროებითი დებულება
1. სამიზნე მოდელის ამოქმედების შემდგომ საწარმოები არ თავისუფლდებიან ესკოს წინაშე არსებული იმ ფინანსური ვალდებულებების შესრულებისგან, რომლებიც მათ ეკისრებათ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ საფუძველზე. საწარმოს მიერ აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხევაში, ესკო უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს, რომლის ელექტრულ ქსელზეც არის მიერთებული საწარმო, საწარმოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის/შეწყვეტის მოთხოვნით. 2. ესკოს მიმართვის მიღებისთანავე სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აცნობოს შესაბამის საწარმოს ელექტროენერგიის შეწყვეტის (შეზღუდვის) შესახებ და 72 საათში უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა (შეზღუდვა). თუ ამ დროში ესკოს მიერ არ მოხდა შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის გაგზავნილი მიმართვის შეცვლა/გაუქმება, სისტემის ოპერატორი ახორციელებს საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას (შეზღუდვას). ყველა საწარმო ვალდებულია, შეასრულოს სისტემის ოპერატორის მოთხოვნა ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) შესახებ. 3. საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ხდება შესაბამისი სისტემის მიერ ესკოს მიმართვის საფუძველზე. 4. სამიზნე მოდელის ამოქმედების შემდგომ, 2024 წლის პირველ ივლისს, 00:00 საათიდან 02:00 საათამდე პერიოდზე, ელექტროენერგიის ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვრცელდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესები და პირობები. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 31.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 მარტის დადგენილება №126 – ვებგვერდი, 29.03.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №239 – ვებგვერდი, 29.06.2023წ.
დანართი №1 საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №89 – ვებგვერდი, 28.02.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №438 – ვებგვერდი, 29.08.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 მარტის დადგენილება №126 – ვებგვერდი, 29.03.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №239 – ვებგვერდი, 29.06.2023წ.
1. ბაზრის გახსნის ეტაპები:
2. მწარმოებლების გათავისუფლება საჯარო მომსახურების ვალდებულებისაგან:
[დანართი №2 საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 31.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 მარტის დადგენილება №126 – ვებგვერდი, 29.03.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 ივნისის დადგენილება №236 – ვებგვერდი, 27.06.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №239 – ვებგვერდი, 29.06.2023წ.
სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკოს) მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების ვალდებულებების განხორციელების პრინციპები თავი I ზოგადი დებულებები
მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო 1. წინამდებარე დანართის მიზანია საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის“ (შემდგომში – ბაზრის კონცეფცია) მე-9 და მე-10 მუხლებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების წესებისა და პრინციპების განსაზღვრა. 2. წინამდებარე დანართი არეგულირებს: ა) საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციისა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლების, მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებლების, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების მქონე მწარმოებლების, საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლების, მათ შორის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისა და ტრეიდერის (იმპორტიორის) უფლება-მოვალეობებს; ბ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მოხმარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს; გ) საბითუმო საჯარო მომსახურების განხორციელების მიზნით, ბაზრის კონცეფციის თანახმად, შექმნილი სპეციალური ფონდის ფორმირებისა და განკარგვის ზოგად წესს; დ) მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებლების მონაცემთა ადმინისტრირების, საჯაროობისა და გამჭვირვალობის მიზნით, ესკოს მიერ ვებპორტალის შექმნასა და მონაცემთა გამოქვეყნების წესს; ე) საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მომსახურების საფასურის ანაზღაურების წესს; ვ) საბითუმო საჯარო მომსახურების განხორციელების უზრუნველსაყოფად საბითუმო ბაზრის სუბიექტის ვალდებულებებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ამ დანართში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია – სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ (შემდგომში – ესკო), როგორც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული ბაზრის კონცეფციის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი; ბ) საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელი – საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ელექტროენერგიის მწარმოებელი, მათ შორის, თბოელექტროსადგური, რომელსაც დაკისრებული აქვს საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება; გ) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, რომლებითაც საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია ურთიერთობას აწარმოებს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელთან, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან, კომერციული იმპორტის განმახორციელებელ ტრეიდერთან (იმპორტიორთან) ან/და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირებთან, მათ შორის, ბაზრის კონცეფციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებთან. ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია; დ) საბითუმო საჯარო მომსახურების ოპერირების წესები (შემდგომში - ოპერირების წესები) – წინამდებარე დანართის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ დამტკიცებული წესები, რომლებიც არეგულირებს საბითუმო საჯარო მომსახურების საქმიანობის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს; ე) წონასწორული ფასი – „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესების“ თანახმად, წონასწორობის წერტილის შესაბამისად, განსაზღვრული დღით ადრე ბაზრის ფასი; ვ) ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება − კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება, იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობისა და ტრეიდერის (იმპორტიორის) შესარჩევ ფასთა გამოკითხვაში დაფიქსირებული ფასის გათვალისწინებით; ზ) კომერციული იმპორტი − ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგია, რომლის რეალიზაცია ხორციელდება დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე კონცეფციისა და წინამდებარე დოკუმენტით დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა ავარიულ სიტუაციებში იმპორტირებული ელექტროენერგიისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მოხმარების დაფარვის მიზნით იმპორტირებული ელექტროენერგიისა. 2. წინამდებარე დანართში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ელექტროენერგეტიკის სექტორის მომწესრიგებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
თავი II
საჯარო მომსახურების განხორციელების ზოგადი წესი მუხლი 3. საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ საჯარო მომსახურების განხორციელება 1. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია მომსახურებას უწევს: ა) პირებს, რომლებსაც ბაზრის კონცეფციის მე-9 მუხლის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, დაეკისრათ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება; ბ) საჯარო მომსახურების ვალდებულების მქონე ელექტროენერგიის მწარმოებლებს, რომლებიც კანონმდებლობის საფუძველზე, სარგებლობენ განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის მექანიზმებით (სქემებით); გ) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლებს; დ) კომერციული იმპორტის განმახორციელებელ ტრეიდერებს (იმპორტიორებს). 2. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარების უზრუნველყოფის მიზნით, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია ახორციელებს ელექტროენერგიის შესყიდვას ორგანიზებულ ბაზარზე. 3. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია, საბითუმო საჯარო მომსახურების განხორციელების მიზნით, განკარგავს სპეციალურ ფონდს წინამდებარე დანართითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 4.
საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ საჯარო მომსახურების განხორციელების წინაპირობა
1. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია, საჯარო მომსახურების განხორციელების მიზნით, ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებთან აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებებს, კერძოდ: ა) საჯარო მომსახურების ვალდებულების მქონე ელექტროენერგიის მწარმოებლებსა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან − ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებას – ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს; ბ) განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის მექანიზმით (სქემით) მოსარგებლე მწარმოებლებთან – კანონმდებლობით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშსწორების შესახებ ხელშეკრულებას; გ) კომერციული იმპორტის განმახორციელებელ ტრეიდერთან (იმპორტიორთან) − ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებას − ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებების გაფორმება ხორციელდება „ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის კონცეფციისა და კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
თავი III
ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის წესი და პირობები მუხლი 5. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ელექტროენერგიით ვაჭრობა 1. ბაზრის კონცეფციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ორგანიზებულ ბაზარზე გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების მქონე მწარმოებლების მიერ წარმოებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიით ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობას ახორციელებს ესკო, წინამდებარე დანართისა და ოპერირების წესების შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ესკო: ა) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის ელექტროენერგიით ვაჭრობას ახორციელებს მხოლოდ იმ პერიოდში და იმ მოცულობაზე, რომელიც განსაზღვრულია ესკოსა და შესაბამის პირს შორის გაფორმებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით; ბ) დღით ადრე ბაზარზე განათავსებს ელექტროენერგიის გაყიდვის განაცხადს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად და იმგვარად, რომ შეთავაზებულმა განაცხადმა უზრუნველყოს აღნიშნული ელექტროენერგიის ბაზარზე გაყიდვა ნებისმიერ დადებით ფასად; გ) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე განათავსებს სატენდერო წინადადებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის მიერ შეთავაზებულმა ფასმა, სულ მცირე, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მწარმოებლისა და ესკოსთვის ამ ბაზარზე მონაწილეობის შედეგად წარმოქმნილი ხარჯების სრულად დაფარვა. 3. საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრიდან მიღებული შემოსავლები ესკოსა და შესაბამის მწარმოებელს შორის უნდა განაწილდეს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ამგვარ პირობებს, გაყიდული საბალანსო სიმძლავრის ღირებულება ეკუთვნის მწარმოებელს, ხოლო საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე გაყიდული გამომუშავებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებას ესკო მწარმოებელთან ახორციელებს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასითა და პირობებით. 4. ესკო, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით მოსარგებლე მწარმოებელთან დაკავშირებული საქმიანობისას, ხელმძღვანელობს შესაბამისი მწარმოებლის მიერ წარდგენილი გამომუშავების საპროგნოზო გეგმებით. მწარმოებელი ვალდებულია, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა საპროგნოზო გეგმები (საათობრივ ჭრილში) შეადგინოს და წარადგინოს მაქსიმალური სიზუსტით. საპროგნოზო გეგმების წარდგენის ვადები, პერიოდულობა და პროცედურები განისაზღვრება ოპერირების წესებით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საპროგნოზო გეგმების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამის პერიოდში უბალანსობით გამოწვეულ ხარჯზე პასუხისმგებელია გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით მოსარგებლე მწარმოებელი. 6. ესკო, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საპროგნოზო გეგმების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ახორციელებს გასაყიდი ელექტროენერგიის მოცულობის დაგეგმვას და დაგეგმვისას ხელმძღვანელობს უახლოესი წინა დღის ფაქტობრივი გამომუშავების მონაცემებით. დაგეგმვის პროცედურები განისაზღვრება ოპერირების წესებით. 7. ესკო პასუხისმგებელია გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილი უბალანსობის (ელექტროენერგიის ფაქტობრივად გამომუშავებულ (სალტეზე გაცემულ) და დაგეგმილ მოცულობას შორის სხვაობა) ღირებულებაზე, მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-5, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 8. ესკო, ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებელთან, ანგარიშსწორებას ახორციელებს წინამდებარე დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ოპერირების წესების შესაბამისად. 9. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის მიერ საკუთარი მოხმარების უზრუნველსაყოფად საჭირო ელექტროენერგიის შესყიდვასა და ამ შესყიდვის შედეგად წარმოქმნილ უბალანსობის ხარჯზე ესკო არ არის პასუხისმგებელი. 10. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ესკო არ არის პასუხისმგებელი მწარმოებლის მიერ ფაქტობრივად მოხმარებული ელექტროენერგიით გამოწვეული უბალანსობის ხარჯზე. 11. ბაზრის კონცეფციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების მქონე მწარმოებლების მიერ ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილ უბალანსობის ღირებულებაზე პასუხისმგებელი არის თავად მწარმოებელი. 12. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ესკოს მიერ საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე მონაწილეობის შედეგად წარმოქმნილ უბალანსობაზე პასუხისმგებელია გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებელი. მუხლი 6. განახლებადი ენერგიისა და სხვა მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებლის ელექტროენერგიით ვაჭრობა
1. განახლებადი ენერგიისა და სხვა მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებლები თავად უზრუნველყოფენ მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით ვაჭრობას ორგანიზებულ ბაზარზე, კანონმდებლობის, ბაზრის კონცეფციისა და ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული მწარმოებელი პასუხისმგებელია მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილი უბალანსობის ღირებულებაზე, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. 3. ესკო ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებლებთან მხარდაჭერის სქემით განსაზღვრული საფასურის ანაზღაურებას ახორციელებს კანონმდებლობის, მათ შორის, წინამდებარე დანართისა და ოპერირების წესების შესაბამისად. 4. ესკო ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებელთან ანგარიშსწორებას ახორციელებს წინამდებარე დანართის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და ოპერირების წესების შესაბამისად. მუხლი 7.
საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებლის ელექტროენერგიით ვაჭრობა
1. საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებელი თავად უზრუნველყოფს მის მიერ წარმოებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიით ვაჭრობას ორგანიზებულ ბაზარზე, ბაზრის კონცეფციისა და კანონმდებლობის საფუძველზე. 2. ამ მუხლით განსაზღვრული მწარმოებელი საჯარო მომსახურების გამწევი თითოეული ელექტროსადგურისთვის ქმნის ცალკე დაბალანსების ჯგუფს და ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობს ცალკე პორტფელით. 3. ესკო ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებლებთან აფორმებს ბაზრის კონცეფციის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულებას, დღით ადრე ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილ შემთხვევაში, საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებლისთვის ელექტროენერგიის წარმოების დადგენილ ტარიფს შორის სხვაობის, აგრეთვე ბაზრის კონცეფციის 17 2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურების თაობაზე. 4. ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებელთან ანაზღაურება ხორციელდება წინამდებარე დანართის ოპერირების წესებისა და მხარეებს შორის ფასთა შორის სხვაობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული მწარმოებელი პასუხისმგებელია მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილი უბალანსობის ღირებულებაზე. 6. ესკო ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებელთან ანგარიშსწორებას ახორციელებს წინამდებარე დანართის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა და ოპერირების წესების შესაბამისად. მუხლი 8. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მონაწილეობა ორგანიზებულ ბაზარზე
1. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი თავად უზრუნველყოფს ელექტროენერგიით ვაჭრობას დღით ადრე და დღიურ ბაზარზე, ბაზრის კონცეფციისა და კანონმდებლობის საფუძველზე. 2. თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ამ საქმიანობასთან ერთად ეწევა სხვა ელექტროენერგეტიკულ საქმიანობასაც, იგი ვალდებულია, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის ნაწილში შექმნას ცალკე დაბალანსების ჯგუფი და დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ივაჭროს ცალკე პორტფელით. 3. ესკო უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან აფორმებს ბაზრის კონცეფციის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულებას, დღით ადრე ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილ შემთხვევაში, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის დადგენილ ტარიფს შორის სხვაობის ანაზღაურების თაობაზე. 4. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება წინამდებარე დანართის ოპერირების წესებისა და მხარეებს შორის ფასთა შორის სხვაობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. 5. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი პასუხისმგებელია მის მიერ ნავაჭრი ელექტროენერგიის შედეგად წარმოქმნილი უბალანსობის ღირებულებაზე. 6. ესკო უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორებას ახორციელებს წინამდებარე დანართის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტისა და ოპერირების წესების შესაბამისად. მუხლი 9.
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიის
–
აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
ტერიტორიაზე
მოხმარებული
ელექტროენერგიის
შესყიდვის
წესი
1. ესკო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით, ვაჭრობს დღით ადრე ბაზარზე იმგვარად, რომ შეთავაზებულმა განაცხადმა უზრუნველყოს ელექტროენერგიის შესყიდვა ნებისმიერ ფასად (ფასის მიმღები განაცხადით). 2. ამ მუხლის მიზნებისთვის ესკო ახორციელებს შესასყიდი ელექტროენერგიის მოცულობის დაგეგმვას, რისთვისაც ხელმძღვანელობს უახლოესი წინა დღის ფაქტობრივი მოხმარებისა და ისტორიული მონაცემებით, კლიმატური პირობების გათვალისწინებით. დაგეგმვის პროცედურები განისაზღვრება ოპერირების წესებით. 3. ესკო პასუხისმგებელია ამ მუხლის საფუძველზე ნავაჭრი ელექტროენერგიის შედეგად წარმოქმნილი უბალანსობის ღირებულებაზე. 4. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მოხმარების დაფარვა შესაძლებელია ესკოს მიერ აღნიშნული მოხმარების დაფარვის მიზნით იმპორტირებული ელექტროენერგიის მეშვეობით. მუხლი 9
1
. კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიით ვაჭრობა
1. კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი) თავად უზრუნველყოფს მის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიით ვაჭრობას დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე, ბაზრის კონცეფციისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. 2. თუ კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი), ელექტროენერგიის იმპორტთან ერთად, ეწევა სხვა ელექტროენერგეტიკულ საქმიანობასაც, იგი ვალდებულია, იმპორტირებული ელექტროენერგიის ნაწილში შექმნას ცალკე დაბალანსების ჯგუფი და ორგანიზებულ ბაზარზე ივაჭროს ცალკე პორტფელით. 3. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი) ესკოს არ წარუდგენს ამ დანართის მე-15 მუხლის 1 1 პუნქტით მოთხოვნილ საბანკო გარანტიას, ესკო არ არის ვალდებული, ამ მუხლით განსაზღვრულ ტრეიდერთან (იმპორტიორთან) გააფორმოს ბაზრის კონცეფციის 15 2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულება, ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მიღებულ შემოსავალსა და ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებას შორის სხვაობის ანაზღაურების თაობაზე. 4. ამ მუხლით განსაზღვრულ ტრეიდერთან (იმპორტიორთან) ანაზღაურება ხორციელდება ამ დანართის, ოპერირების წესებისა და მხარეებს შორის ფასთა შორის სხვაობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. 5. კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიით ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილ უბალანსობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებისა“ და „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ შესაბამისად. 6. ესკო ამ მუხლით განსაზღვრულ ტრეიდერთან ანგარიშსწორებას ახორციელებს ამ დანართის მე-10 მუხლის 4 1 პუნქტისა და ოპერირების წესების შესაბამისად. თავი IV
ანგარიშსწორება, მონაცემთა წარდგენა და ინფორმაციის გამოქვეყნება მუხლი 10. ანგარიშსწორება 1. ესკო გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების მქონე მწარმოებლებთან ახორციელებს თვიურ ანგარიშსწორებას მათ მიერ შესაბამის საანგარიშო თვეში ფაქტობრივად წარმოებულ (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიაზე (თუ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით სხვა რამ არის გათვალისწინებული), გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასითა და პირობებით. 2. ესკო განახლებადი ენერგიისა და სხვა მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებლებთან ახორციელებს თვიურ ანგარიშსწორებას მათ მიერ შესაბამისი საანგარიშო თვის თითოეულ საათში ფაქტობრივად წარმოებულ (სალტეზე გაცემულ) ელექტროენერგიაზე, მხარდაჭერის სქემით განსაზღვრულ ფასსა და დღით ადრე ბაზარზე შესაბამის საათში დაფიქსირებულ წონასწორულ ფასს შორის დადებითი სხვაობის გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს: ა) „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებით დამტკიცებული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემით“ განსაზღვრული პრემიალური ტარიფისა; ბ) „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებით დამტკიცებული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემითა და სიმძლავრის აუქციონის წესებით“ განსაზღვრულ ფასთა სხვაობისა. 3. ესკო ანგარიშსწორებას ახორციელებს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროსადგურებთან: ა) ყოველდღიურად დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე შესაბამის საათში ნომინირებულ (გაყიდულ) ელექტროენერგიის მოცულობაზე, დღით ადრე ბაზარზე იმავე საათში დაფიქსირებულ წონასწორულ ფასსა და კომისიის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილ შემთხვევაში შესაბამისი მწარმოებლისათვის დადგენილ ტარიფს შორის სხვაობის გათვალისწინებით. თუ აღნიშნული სხვაობა არის დადებითი, მწარმოებელი თანხას უნაზღაურებს ესკოს, ხოლო უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში, თანხას ესკო უნაზღაურებს მწარმოებელს; ბ) ყოველთვიურად ორგანიზებულ ბაზრებსა და დამხმარე მომსახურების ბაზარზე გააქტიურებულ საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობაზე, აღნიშნულ ელექტროენერგიაზე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზარზე ანაზღაურებულ ფასსა და კომისიის მიერ შესაბამისი მწარმოებლისათვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, დადგენილ ტარიფს შორის დადებითი სხვაობისა და ბაზრის კონცეფციის 17 2 მუხლით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით, მწარმოებელი შესაბამის თანხას უნაზღაურებს ესკოს. 4. ესკო უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან ახორციელებს ყოველდღიურ ანგარიშსწორებას მათ მიერ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე შესაბამის საათში ნომინირებულ (შესყიდულ) ელექტროენერგიის მოცულობაზე, დღით ადრე ბაზარზე შესაბამის საათში დაფიქსირებულ წონასწორულ ფასსა და კომისიის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილ შემთხვევაში შესაბამისი უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის ელექტროენერგიის შესასყიდად დადგენილ ტარიფს შორის სხვაობის გათვალისწინებით. თუ აღნიშნული სხვაობა არის დადებითი, ესკო თანხას უნაზღაურებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს, ხოლო უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი თანხას უნაზღაურებს ესკოს. 4 1 . ესკო ამ დანართის 9 1 მუხლით განსაზღვრულ ტრეიდერთან (იმპორტიორთან) ახორციელებს ყოველთვიურ ანგარიშსწორებას მის მიერ შესაბამის საანგარიშო თვეში ფაქტობრივად იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე შესაბამის საანგარიშო თვეში ჯამურად მიღებულ თანხას, აგრეთვე უბალანსობის შედეგად მიღებულ/გადახდილ თანხებსა და იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულების ფასთა გამოკითხვაში დაფიქსირებული ფასის შესაბამისად სხვაობაზე შემდეგი ფორმულით: Acfd = (Adam+ Aidm+Aimb) − (Eimp − Enimp )* Tauct*K, სადაც: Acfd − არის ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე ასანაზღაურებელი თანხა (ლარი); Adam − არის ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ საანგარიშო თვეში დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შედეგად მიღებული ჯამური თანხა (ლარი); Aidm − არის ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ საანგარიშო თვეში დღიურ ბაზარზე ვაჭრობის შედეგად მიღებული ჯამური თანხა (ლარი); Aimb − არის ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ საანგარიშო თვეში უბალანსობის შედეგად მიღებული და გადახდილი თანხების ჯამური სალდირებული თანხა (ლარი); Eimp − არის ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ საანგარიშო თვეში ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტ.სთ); Enimp − ბაზრის კონცეფციის 15 2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა (კვტ.სთ); Tauct − არის ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ ფასთა გამოკითხვაში დაფიქსირებული ფასი (ფასთა გამოკითხვაში დაფიქსირებული იმპორტის ზონალური ფასების შემთხვევაში, Tauct არის ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი) (უცხოური ვალუტა/კვტ.სთ); K − ეროვნული ბანკის მიერ საანგარიშო თვის ბოლო დღისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი. 5. ანგარიშსწორების განხორციელებასთან დაკავშირებული ვადები და პროცედურები განისაზღვრება ოპერირების წესებით. მუხლი 11. მონაცემთა წარდგენა
1. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ესკოს წარუდგინოს მის ხელთ არსებული შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია: ა) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებითა და მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებლების მიერ საანგარიშო თვეში გამომუშავებული ელექტროენერგიის ფაქტობრივად დადასტურებული მონაცემები (მიღება-ჩაბარების აქტი), საათობრივ ჭრილში; ბ) მიმწოდებლების, ელექტროენერგიის მწარმოებლების, საბითუმო ბაზრის მონაწილე მსხვილი მომხმარებლების, ტრეიდერების (მხოლოდ ექსპორტის ნაწილში) და სისტემის ოპერატორების (ქსელში დანაკარგების უზრუნველყოფის მიზნით) მიერ საანგარიშო თვეში მოხმარებული/მიღებული ელექტროენერგიის ფაქტობრივად დადასტურებული მონაცემები (მიღება-ჩაბარების აქტი), საათობრივ ჭრილში; გ) საჯარო მომსახურების გამწევი ცალკეული მწარმოებლის მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდში საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზარზე გააქტიურებულ საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობის თაობაზე (დროის მონაკვეთის, მოცულობისა და ფასის საათობრივ ჭრილში მითითებით); დ) ფასთა გამოკითხვის შედეგები (იმპორტთან დაკავშირებით), მისი დახურვიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, გამარჯვებული კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) ვინაობის, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასისა და იმპორტის საპროგნოზო მოცულობის მითითებით; ე) კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ საანგარიშო თვეში იმპორტირებული ელექტროენერგიის ფაქტობრივად დადასტურებული მონაცემები (მიღება-ჩაბარების აქტი), საათობრივ ჭრილში; ვ) ესკოს, როგორც დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, ანგარიშსწორების აქტთან ერთად, წარუდგინოს უბალანსობის დარიცხვის საათური აქტი, საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) კალენდარული დღის ვადაში; ზ) კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) უბალანსობის საათური აღრიცხვის აქტები, საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) კალენდარული დღის ვადაში. 2. ესკო უფლებამოსილია, დასაბუთებული მოთხოვნით მიმართოს გადამცემი სისტემის ოპერატორს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, წარუდგინოს მის ხელთ არსებული ყველა ის დოკუმენტი, რაც საჭიროა ესკოსთვის კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად. 3. ესკო უფლებამოსილია, დასაბუთებული მოთხოვნით მიმართოს ბირჟის ოპერატორს, მისცეს წვდომა მის ხელთ არსებულ იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჭიროა კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მათ შორის, ამ წესებით განსაზღვრული პირების დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ვაჭრობის შედეგებზე, ასევე კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ვაჭრობის შედეგებზე. 4. კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ესკო უფლებამოსილია, მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებელს, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებელს, საჯარო მომსახურების გამწევ მწარმოებელს, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელსა და კომერციული იმპორტის განმახორციელებელ ტრეიდერს (იმპორტიორს) მოსთხოვოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან, მიაწოდონ ესკოს მოთხოვნილი ინფორმაცია ოპერირების წესებით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
თავი V
მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებლების მონაცემთა ადმინისტრირება, საჯაროობა და გამჭვირვალობა მუხლი 12. მონაცემთა ადმინისტრირება 1. ესკო პასუხისმგებელია მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებელთა რეესტრის წარმოებაზე, მონაცემთა ადმინისტრირებასა და ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, ამ დანართითა და ოპერირების წესების შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მიზნებისთვის ესკო ქმნის ვებპორტალს. 3. მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, დარეგისტრირდეს ესკოს ვებპორტალზე. 4. ამ მუხლის მიზნებისთვის მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებელთა მიერ ფაქტობრივად გამომუშავებული ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაციას ამუშავებს და აქვეყნებს ესკო. მუხლი 13. ინფორმაციის საჯაროობა და გამჭვირვალობა
ესკო ვალდებულია, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ესკოს საქმიანობის წლიური ანგარიში, მათ შორის, სპეციალური ფონდის წლიური ანგარიში ; ბ) აუდიტის დასკვნა ესკოს წლიური ფინანსური ანგარიშგების შესახებ; გ) ესკოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები; დ) ოპერირების წესებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული, ესკოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას.
თავი VI
საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მომსახურების საფასური მუხლი 14. მომსახურების საფასური 1. ესკოს მომსახურების საფასურის ანაზღაურება სავალდებულოა საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლისთვის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის, მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიისა და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლისთვის, ამ დანართის 9 1 მუხლით განსაზღვრული ტრეიდერისთვის (იმპორტიორისთვის). საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება საწარმოების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად, კერძოდ, მწარმოებლების (გარდა გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისა) მიერ წარმოებული (სალტეზე გაცემული) და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად მიღებული ელექტროენერგიისა და ამ დანართის 9 1 მუხლით განსაზღვრული ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობების მიხედვით, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. 2. ესკოს მომსახურების საფასურის ანაზღაურება გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ხდება მათ მიერ საანგარიშო თვეში უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის რაოდენობისა (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სიმძლავრის შესატყვისი კილოვატი/საათში) და უზრუნველყოფის პერიოდის (საათების) მიხედვით, კომისიის მიერ ესკოს მომსახურების დადგენილი ტარიფით. 3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული საწარმოები ვალდებულნი არიან, აანაზღაურონ მათზე დარიცხული ესკოს მომსახურების საფასური ოპერირების წესების შესაბამისად. 4. იმ შემთხვევაში, თუ საწარმომ დააგვიანა ესკოს მომსახურების საფასურის ანაზღაურება, ესკო უფლებამოსილია, მოითხოვოს საბანკო გარანტია. საწარმოები ვალდებულნი არიან, მოთხოვნის შესაბამისად წარადგინონ საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მომსახურების საფასურის დაფარვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები ან/და აწარმოონ წინასწარი გადახდა ოპერირების წესების შესაბამისად. 5. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ესკოს მომსახურების საფასურს ან არ წარადგენს ამ მუხლით გათვალისწინებულ საბანკო გარანტიას, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია უფლებამოსილია, მოითხოვოს ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობის შეზღუდვა იმ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ, რომლის პასუხისმგებლობის ქვეშაც გაერთიანებულია შესაბამისი საწარმოს დაბალანსების ჯგუფი. ესკო აღნიშნულის თაობაზე მიმართავს გადამცემი სისტემის ოპერატორს. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობის შეზღუდვის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს და „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებით“ დადგენილ ვადებში და წესით განახორციელოს ვაჭრობის შეზღუდვა. 6. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემდგომ გადაიხდის ესკოს მომსახურების საფასურს ან წარადგენს ამ მუხლით გათვალისწინებულ საბანკო გარანტიას, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია დაუყოვნებლივ აცნობებს გადამცემი სისტემის ოპერატორს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ვაჭრობის უფლების აღდგენას „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებით“ დადგენილ ვადებში და წესით.
თავი VII
ფინანსური გარანტიები მუხლი 15. ფინანსური გარანტიების წარმოდგენა 1. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელმა, მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებელმა, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებელმა, საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელმა, მათ შორის, გარანტირებული სიმძლავრის წყარომ დააგვიანა წინამდებარე დანართითა და ოპერირების წესებით დადგენილი ვალდებულების შესრულება მის მიერ განსახორციელებელ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, ესკო უფლებამოსილია, მოითხოვოს საბანკო გარანტია. საწარმო, ვალდებულია, ესკოს მოთხოვნის შესაბამისად, წარადგინოს შესაბამისი ვალდებულების დაფარვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები ან/და აწარმოოს წინასწარი გადახდა ოპერირების წესების შესაბამისად. 1 1 . კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი) ვალდებულია, ესკოს წარუდგინოს საბანკო გარანტია ფასთა გამოკითხვაში დაფიქსირებული ელექტროენერგიის მოცულობაზე, ფასთა გამოკითხვაში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ ტრეიდერი (იმპორტიორი) არ წარადგენს აღნიშნულ საბანკო გარანტიას, ესკო ტრეიდერს (იმპორტიორს) არ გაუფორმებს ბაზრის კონცეფციის 15 2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებას. 2. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის წინაშე დაირღვა წინამდებარე დანართითა და ოპერირების წესებით დადგენილი ვალდებულებები ანგარიშსწორების განხორციელების ვადებთან დაკავშირებით, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს საბანკო გარანტიის წარდგენა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ოპერირების წესებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტითა და ოპერირების წესებით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, ესკო უფლებამოსილია, მოითხოვოს შესაბამისი საწარმოს ელექტრული ქსელიდან გათიშვა ოპერირების წესებით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ელექტრული ქსელიდან გათიშვას ახორციელებს შესაბამისი ქსელის ოპერატორი, ესკოს მიმართვის საფუძველზე. 5. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემდგომ წარადგენს ამ მუხლით გათვალისწინებულ საბანკო გარანტიას, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი სისტემის ოპერატორს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი საწარმოს ქსელთან მიერთების აღდგენას.
თავი VIII
სპეციალური ფონდის ფორმირება და მართვა მუხლი 16. ზოგადი დებულებანი 1. საბითუმო საჯარო მომსახურების სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების აკუმულირების მიზნით, წინამდებარე დანართის საფუძველზე, იქმნება სპეციალური ფონდი. 2. სპეციალური ფონდის ბალანსს ამტკიცებს სამინისტრო და განკარგავს ესკო. მუხლი 17. სპეციალური ფონდის შემოსავლები და ხარჯები
1. სპეციალური ფონდის შემოსავლებია: ა) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შემოსავლები; ბ) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზრებზე გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები; გ) ამ დანართის საფუძველზე, ორგანიზებულ ბაზრებზე ესკოს მიერ ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილი შემამსუბუქებელი უბალანსობის შემოსავლები; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავალი, გარდა ესკოს მომსახურების საფასურიდან და გარანტირებული სიმძლავრის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლისა. 2. სპეციალური ფონდის საბრუნავი კაპიტალის მოსაზიდად ესკო უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის ფინანასურ ინსტიტუტებს. 3. სპეციალური ფონდით იფარება: ა) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი თანხები; ბ) მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე, მათ შორის, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლებისათვის, შესაბამისი მექანიზმით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები; გ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებული ელექტროენერგიის დაფარვის მიზნით ესკოს მიერ ორგანიზებულ ბაზარზე შესყიდული და აგრეთვე ამ მიზნით იმპორტირებული ელექტროენერგიისა და ასეთი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი; დ) ორგანიზებულ ბაზრებზე ესკოს მიერ ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილი დამამძიმებელი უბალანსობის ხარჯი, რომლის ანაზღაურებაზეც ამ დანართის შესაბამისად პასუხიმგებელია ესკო; ე) საბითუმო საჯარო მომსახურების ფარგლებში ფინანსური ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო სესხის პროცენტები, ასევე ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის განხორციელებისთვის საჭირო ყველა ხარჯი; ვ) ამ დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალიწინებული გარანტიის წარდგენასთან დაკავშირებული ხარჯები; ზ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ხარჯი, გარდა ესკოს საოპერაციო და გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯებისა. 4. სპეციალური ფონდის მიერ საბითუმო საჯარო მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დაფარვა ხდება კანონმდებლობის საფუძველზე, მათი წარმოშობისა და გადახდის ვადების შესაბამისად. მუხლი 18. სპეციალური ფონდის დაგეგმვა
1. სპეციალური ფონდის ბალანსის (შემდგომში – ბალანსი) პროექტს ყოველწლიურად შეიმუშავებს ესკო და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს. 2. ბალანსის პროექტის შემუშავებისას გამოიყენება შემდგომი წლის ყოველთვიური საპროგნოზო მონაცემები, კერძოდ: ა) საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლების საპროგნოზო გამომუშავება; ბ) უნივერსალური მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებელთა ელექტროენერგიის საპროგნოზო მოხმარება; გ) მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე, მათ შორის, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის, წარმოების ობიექტის საპროგნოზო გამომუშავება; დ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის საპროგნოზო მოხმარება, შეთანხმებული გადამცემი სისტემის ოპერატორთან; ე) დღით ადრე ბაზარზე საპროგნოზო ფასები; ვ) ბაზრის ოპერატორების მომსახურების საფასურები, ფინანსური გარანტიები და სხვა მოსაკრებლების საორიენტაციო მოცულობა; ზ) უბალანსობის საპროგნოზო მოცულობა და საორიენტაციო ფასი; თ) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებების საფუძველზე მისაღები საპროგნოზო შემოსავლები და გასაწევი ხარჯები; ი) მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გასაწევი ხარჯები; კ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებული ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზრებზე შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები; ლ) კონვერტაციის კურსი, რომლისთვისაც აიღება სპეციალური ფონდის ბალანსის დასამტკიცებლად წარდგენის დღეს მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის კურსი. ასევე ორგანიზაცია უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპროგნოზო მაკროეკონომიკური ანალიზის დროს გამოყენებული გაცვლითი კურსი; მ) საბრუნავი საშუალებების მობილიზაციისათვის საჭირო სესხების პროცენტისა და სხვა ხარჯების საორიენტაციო ოდენობა; ნ) ბალანსის პროექტის შემუშავებისთვის საჭირო სხვა ინფორმაცია; ო) ბალანსით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის საპროგნოზო მონაცემები; პ) ელექტროენერგიის იმპორტის საპროგნოზო ფასები. 3. ესკო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების დაზუსტების მიზნით, მიმართოს გადამცემი სისტემისა და ორგანიზებული ბაზრის ოპერატორებს. 4. ესკო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის მიმართოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. 5. ესკო ვალდებულია, დაიცვას ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. სპეციალური ფონდის კონტროლის მიზნებისათვის, ესკოს მიერ გაწეული საბითუმო საჯარო მომსახურების ფინანსური აღრიცხვა ხდება განცალკევებულად, მომსახურების სეგმენტების მიხედვით. 7. სპეციალური ფონდის ბალანსის დაგეგმვისას შემოსავლები და ხარჯები უნდა იყოს დაბალანსებული. მუხლი 19. სპეციალური ფონდის კორექტირება
1. ესკო ყოველთვიურად ახორციელებს გასული პერიოდის ფაქტობრივი და საანგარიშო წლის დარჩენილი პერიოდის საპროგნოზო მონაცემების გათვალისწინებით სპეციალური ფონდის ლიკვიდურობის ანალიზს. თუ სპეციალური ფონდის მოსალოდნელი საერთო დეფიციტი ტოლია/აჭარბებს დამტკიცებული ბალანსით განსაზღვრული შემოსავლების ან/და ხარჯების [5%]-ს, ესკო ვალდებულია, სამინისტროს წარუდგინოს კორექტირებული ბალანსის პროექტი. 2. ესკო უფლებამოსილია, ამ წესის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებს მოსთხოვოს ამავე პუნქტით გათვალისწინებული კორექტირებული ინფორმაციის წარდგენა ან/და დაზუსტება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტრო ამტკიცებს კორექტირებულ ბალანსს და აცნობებს კომისიას. მუხლი 20. სპეციალური ფონდის ინსტრუქცია
1. ესკო ამზადებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს სპეციალური ფონდის ინსტრუქციას. 2. სპეციალური ფონდის ინსტრუქცია ითვალისწინებს: ა) სპეციალური ფონდის პარამეტრებსა და მათი დათვლის მეთოდოლოგიას; ბ) სპეციალური ფონდის ბალანსის პროექტის შედგენის კრიტერიუმებს; გ) სპეციალური ფონდის პროექტის მომზადების, შეთანხმებისა და დასამტკიცებლად წარდგენის პროცედურებს; დ) სპეციალური ფონდის დამტკიცებისა და კორექტირების პროცედურებსა და ვადებს; ე) სპეციალური ფონდის დაგეგმვისა და ოპერირებისათვის საჭირო სხვა პირობებსა და პროცედურებს (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან)] |
+
საქართველოს მთავრობისდადგენილება №246
2020 წლის 16 აპრილი ქ. თბილისი ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ+
+
|
+
1. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია (შემდგომში – „კონცეფცია“) აყალიბებს საქართველოში ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპებს, რაც მიზნად ისახავს:
ა) ელექტროენერგიის ბაზრის ისეთი მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნასა და მომხმარებლისათვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას, გამჭვირვალე და კონკურენტული ბაზრების განვითარების გზით, როგორც საბითუმო, ისე საცალო დონეზე;
ბ) ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების, მათ შორის, დღით ადრე, დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების, ასევე, ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის ჩამოყალიბებას;
გ) ბაზრის სუბიექტებს შორის უფლება-მოვალეობების გამიჯვნასა და ფუნქციების გადანაწილებას;
დ) ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზრებზე ლიკვიდურობასა და კონკურენტული ფასის ფორმირებას, ასევე, ბაზრის ეფექტიანი და მდგრადი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური მექანიზმების დანერგვას;
ე) „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მხარდაჭერის მექანიზმების (სქემა) დანერგვის ხელშეწყობას;
ვ) სამიზნე მოდელზე გადასასვლელად განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრას;
ზ) „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ ოქმით აღებული ვალდებულებების შესრულებას.
2. ბაზრის კონცეფცია ასევე ადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ელექტროენერგეტიკულ საწარმოებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მექანიზმს, საჯარო მომსახურების ორგანიზებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ელექტროენერგიის მიწოდების სპეციალურ მოთხოვნებს.
3. ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელი გულისხმობს თავისუფალ ბაზარს, სადაც მონაწილეები სარგებლობენ თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით და გამჭვირვალედ ყალიბდება კონკურენტული ფასი, რაც მომხმარებელს აძლევს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას.
4. ბაზრის კონცეფციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
ბაზრის კონცეფციის სახელმძღვანელო პრინციპებია:
ა) ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენტული, თავისუფალი და გამჭვირვალე ვაჭრობა;
ბ) ინტერესთა კონფლიქტისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილება;
გ) საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა კონკურენტული საბაზრო მექანიზმების მეშვეობით, კერძოდ, ორმხრივი ხელშეკრულებებით ან/და ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზრებზე, დღით ადრე, დღიური და საბალანსო ბაზრების ჩათვლით;
დ) საჯარო მომსახურების გამწევი ენერგეტიკული საწარმოებისა (გარდა კონცეფციის 151 მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლებისა) და მხარდაჭერის მექანიზმით/სქემით მოსარგებლე მწარმოებლების მიერ წარმოებული ელექტროენერგიით ვაჭრობა მხოლოდ ორგანიზებულ ბაზრებზე;
ე) წარმოებისა და მოხმარების საათობრივი გრაფიკების, ასევე ელექტროენერგიის წარმოების/მოხმარების საშუალებებისა და მათი დატვირთვის განსაზღვრა მათ დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირების მიერ (თვითდისპეტჩირება);
ვ) ორგანიზებულ ბაზრებზე საათობრივი ვაჭრობა და, შესაბამისად, ბაზრის მონაწილეთა პასუხისმგებლობა მათ მიერ თითოეულ საათში გამოწვეულ უბალანსობაზე;
ზ) სისტემის ოპერატორების მიერ დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვა მხოლოდ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე;
თ) ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილება გამჭვირვალე და სამართლიანი წესების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №436 – ვებგვერდი, 29.08.2022წ.
საბითუმო ბაზრის სეგმენტებია:
ა) დღით ადრე ბაზარი;
ბ) დღიური ბაზარი;
გ) ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი;
დ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი.
საბითუმო ბაზრის სუბიექტები არიან:
ა) ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი;
ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორი;
გ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი;
დ) ელექტროენერგიის მწარმოებელი;
ე) ტრეიდერი;
ვ) მიმწოდებელი;
ზ) მსხვილი მომხმარებელი;
თ) საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია.
1. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი (შემდგომში – ბირჟის ოპერატორი)უზრუნველყოფს:
ა) დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერირებას;
ბ) დღით ადრე და დღიური ბაზრების მონაწილეთა რეესტრის წარმოებას;
გ) ფინანსური ანგარიშსწორების გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და საიმედო სისტემის ჩამოყალიბებას დღით ადრე და დღიური ბაზრებისათვის.
2. ბირჟის ოპერატორს უფლება აქვს, რომ ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული მომსახურება შეასრულოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით.
3. საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორი (შემდგომში – საბალანსო ბაზრის ოპერატორი) უზრუნველყოფს:
ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირებას;
ბ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის პროდუქტების განსაზღვრას;
გ) უბალანსობის საფასურის გაანგარიშებას;
დ) უბალანსობის საფასურის გადახდის უზრუნველსაყოფად ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრას;
ე) ფინანსური ანგარიშსწორების გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და საიმედო სისტემის ჩამოყალიბებას საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისათვის, უბალანსობის ფინანსური ანგარიშსწორებისათვის.
31. საბალანსო ბაზრის ოპერატორს უფლება აქვს, ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული მომსახურება შეასრულოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით.
4. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონის 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტროენერგიის დერივატივების ბაზრის ოპერირების უფლება აქვთ სხვა სუბიექტებსაც.
გადამცემი სისტემის ოპერატორი, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად, უზრუნველყოფს:
ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრებზე პროდუქტების საპროგნოზო მოცულობის განსაზღვრას;
ბ) თვითდისპეტჩირების პრინციპით ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვას, ასევე, დაბალანსებისთვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარებას, მათ შორის, საბალანსო ბაზრის შედეგების საფუძველზე შესაბამისი სიმძლავრის გააქტიურებას;
გ) ტრანსსასაზღვრო დაბალანსების მექანიზმის ორგანიზებას, რაც, მათ შორის, მოიცავს ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის ავარიული დახმარების მიწოდების მართვას;
დ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციას და შესაბამისი კოდების მინიჭებას;
ე) საბითუმო ბაზრების ოპერირებისათვის საჭირო ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემის მართვას და განვითარებას, საათური აღრიცხვის მონაცემების ხელმისაწვდომობას.
ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე საბოლოო მომხმარებელი, მათ შორის მსხვილი მომხმარებელი, ელექტროენერგიას შეისყიდის მიმწოდებლისგან, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. მომხმარებელი თავად ირჩევს მიმწოდებელს.
მეზობელ სახელმწიფოსთან ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილებასთან ერთად ელექტროენერგიის განუცხადებელი ყიდვა-გაყიდვის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ტრანსსასაზღვრო სიმძლავრე განაწილდება დღით ადრე ბაზრის ოპერატორთან კონსულტაციის საფუძველზე შემუშავებული და კომისიის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად, ტექნიკური და ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით.
1. საერთო ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მიწოდების უსაფრთხოების, უწყვეტობის, სათანადო ხარისხითა და ფასით ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფის, აგრეთვე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება ეკისრება:
ა) საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას;
ბ) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს;
გ) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს;
დ) საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელს, მათ შორის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს.
2. ბაზრის ლიბერალიზაციისკენ გადასვლის პირობებში, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრება ხდება დროებით, საქართველოს მთავრობის მიერ კომისიასთან, სახელმწიფო კომპეტენტურ ორგანოებთან და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან კონსულტაციის შემდეგ.
21. ელექტროენერგიის ბაზარზე კონკურენტული ფასის ფორმირების ხელშეწყობის მიზნით, საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებლები ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობისას ხელმძღვანელობენ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მონაწილე დერეგულირებული მწარმოებლების პრინციპებით.
3. საჯარო მომსახურების ვალდებულება არის დროებითი ღონისძიება, რომელიც, სულ მცირე, 2 წელიწადში ერთხელ, უნდა დაექვემდებაროს რეგულარულ გადახედვას, მისი საჭიროებისა და ზემოქმედების შედეგების განსაზღვრის მიზნით.
1. საბითუმო საჯარო მომსახურების მიზნებია: განახლებადი ენერგიისა და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლების მხარდაჭერა და მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ინტეგრირების ხელშეწყობა; უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მხარდაჭერა, შესასყიდი ელექტროენერგიის სტაბილური ფასით უზრუნველყოფითა და ორგანიზებულ ბაზარზე ინტეგრირების ხელშეწყობით; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) არსებული მომხმარებლების მიწოდების უსაფრთხოება ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიის შესყიდვით; კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მხარდაჭერა, იმპორტირებული ელექტროენერგიის სტაბილური ფასით უზრუნველყოფითა და ორგანიზებულ ბაზარზე ინტეგრირების ხელშეწყობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, საბითუმო საჯარო მომსახურების ვალდებულებები მოიცავს:
ა) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის შესყიდვას და ორგანიზებულ ბაზრებზე გაყიდვას, შესაბამისი ფინანსური მექანიზმების გამოყენებას ხელშეკრულებების პირობების შესრულების მიზნით და ფინანსურ ანგარიშსწორებას;
ბ) განახლებადი ენერგიისა და სხვა მხარდაჭერის სქემის მონაწილე მწარმოებლებთან მხარდაჭერის შესაბამისი სქემის ფარგლებში ფინანსურ ანგარიშსწორებას;
გ) საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებლებთან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების ფარგლებში ორგანიზებული ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ კანონის შესაბამისად დადგენილ წარმოების ტარიფს შორის სხვაობაზე ფინანსურ ანგარიშსწორებას;
დ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებისათვის ელექტროენერგიის შესყიდვას ორგანიზებულ ბაზარზე, ასევე, მასთან დაკავშირებულ უბალანსობაზე პასუხისმგებლობას;
ე) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების ფარგლებში ორგანიზებული ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ კანონის შესაბამისად დადგენილ ტარიფს შორის სხვაობაზე ფინანსურ ანგარიშსწორებას;
ვ) შემსყიდველი საწარმოებისთვის გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დარიცხვასა და საჯარო მომსახურების ვალდებულების მქონე გარანტირებული სიმძლავრის წყაროებთან (თბოელექტროსადგურებთან) ფინანსურ ანგარიშსწორებას;
ზ) ტრეიდერთან (იმპორტიორთან) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების ფარგლებში ორგანიზებული ბაზრ(ებ)ის ფასსა და იმპორტირებული ელექტროენერგიის ფას(ებ)ს შორის სხვაობაზე ფინანსურ ანგარიშსწორებას.
3. საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციამ საბითუმო საჯარო მომსახურების განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავალი უნდა გამოიყენოს მხოლოდ იმ მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მწარმოებელს დაეკისრა საჯარო მომსახურების ვალდებულება.
4. საბითუმო საჯარო მომსახურება ხორციელდება საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ, ამ კონცეფციის მე-11 − მე-13 მუხლების, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 152 მუხლის შესაბამისად. საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას კანონმდებლობით შეიძლება დაეკისროს სხვა ვალდებულებებიც.
5. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, კომისია ადგენს საბითუმო საჯარო მომსახურების საფასურს.
6. საბითუმო საჯარო მომსახურების სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია განკარგავს საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიზნით შექმნილ სპეციალურ ფონდს. სპეციალური ფონდის შემოსავლის წყაროები და სპეციალური ფონდის მეშვეობით ასანაზღაურებელი ხარჯები განისაზღვრება წინამდებარე დადგენილებითა და „სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკოს) მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების ვალდებულებების განხორციელების პრინციპებით“ (დანართი №2).
7. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია განცალკევებულად აღრიცხავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული მომსახურების ფარგლებში მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს.
8. სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკოს) მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების ვალდებულებების განხორციელების პრინციპები “ განისაზღვრება წინამდებარე კონცეფციის დანართ №2-ის შესაბამისად.
9. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის ოპერირების წესებს, სპეციალური ფონდის ინსტრუქციასა და სპეციალური ფონდის ბალანსს შეიმუშავებს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია და ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
10. გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო მომსახურების ვალდებულების განხორციელების წესს შეიმუშავებს საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია და გადამცემი სისტემის ოპერატორი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
11. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, რომლის დაბალანსების ჯგუფშიც გაერთიანებულია საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლის ელექტროსადგური, აუნაზღაურდება მის მიერ საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე ნავაჭრი შესაბამისი ელექტროსადგურის საბალანსო სიმძლავრის საფასურის 10%-ი.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 ივნისის დადგენილება №236 – ვებგვერდი, 27.06.2023წ.
1. ელექტროენერგიის ბაზარზე გამჭვირვალობის, ლიკვიდურობისა და კონკურენტული ფასის ფორმირებისათვის, გარანტირებული შესყიდვის
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის რეალიზაცია ხდება ორგანიზებულ ბაზარზე, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის ან თავად მწარმოებლის მიერ. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება არ წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ელექტროენერგეტიკის სექტორის მომწესრიგებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრულ ორმხრივ ხელშეკრულებას.
2. ორგანიზებულ ბაზრებზე ელექტროენერგიის მწარმოებლების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, მწარმოებელსა და საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას შორის შეიძლება გაფორმდეს ხელშეკრულება საბაზრო და არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასებს შორის უარყოფითი სხვაობის კომპენსირების ან/და სხვა ხელშემწყობი ღონისძიების შესახებ.
3. იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებელი არ იყენებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, ორგანიზებულ ბაზარზე ამ ელექტროენერგიის შეთავაზებაზე პასუხისმგებელია საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია.
4. განახლებადი ენერგიისა და სხვა მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებლები თავად (ან შეთანხმებით გათვალისწინებული პირის მეშვეობით) უზრუნველყოფენ მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გაყიდვას ორგანიზებულ ბაზარზე. მათთვის მხარდაჭერის სქემით გათვალისწინებული საფასური ანაზღაურდება საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ.
5. (ამოღებულია - 30.12.2022, №622).
1. ელექტროენერგიის ბაზარზე გამჭვირვალობის, ლიკვიდურობისა და კონკურენტული ფასის ფორმირებისათვის, საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლები (მათ შორის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროები) ვაჭრობენ ორგანიზებულ ბაზარზე, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტითა და ამ კონცეფციის 173 მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.
11. საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელს, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაკისრებული აქვს გარანტირებული სიმძლავრის (ავარიული სწრაფი რეზერვი) შენარჩუნების ვალდებულება, გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდში შესაბამისი ელექტროსადგურისათვის ეზღუდება ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის უფლება, გარდა ელექტროენერგიის საკუთარი მოხმარებისათვის შესყიდვის უფლებისა.
2. ელექტროენერგიის ინდივიდუალურ მწარმოებლებს საჯარო მომსახურების ვალდებულება დაეკისრება შეზღუდული დროით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, კომისიასთან და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან კონსულტაციის შემდეგ. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ეტაპობრივად შემცირდება მწარმოებლებზე დაკისრებული საჯარო მომსახურების ვალდებულება, ამ კონცეფციის დანართ №1-ით განსაზღვრული „ბაზრის გახნის ეტაპების“ შესაბამისად.
3. საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელზე ელექტროენერგიის ფასის გამო დაკისრებული საჯარო მომსახურების ვალდებულება გამოიხატება საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციასთან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების გაფორმებაში, რის შედეგადაც, დღით ადრე ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ დადგენილ წარმოების ტარიფს შორის:
ა) დადებითი სხვაობის შემთხვევაში, მწარმოებელი სხვაობას უხდის საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციას;
ბ) უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია სხვაობას უნაზღაურებს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელს.
4. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, კომისია ადგენს საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლის წარმოების ტარიფს, რომელზეც საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციასთან გაფორმდება ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება.
5. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს შემთხვევაში, გარანტირებული სიმძლავრის საფასურს ან/და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს განსაზღვრავს კომისია, დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.
6. საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებელი პასუხისმგებელია უბალანსობაზე.

1. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებისთვის, ელექტროენერგიას შეისყიდის საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია, დღით ადრე ბაზარზე.
2. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია პასუხისმგებელია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მოხმარებით გამოწვეულ უბალანსობაზე.
3. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების, აგრეთვე უბალანსობის ხარჯების, ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობისათვის საჭირო საბანკო გარანტიებისა და ბაზრის ოპერატორების მომსახურების საფასურის დასაფარად გამოიყენება საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ სპეციალურ ფონდში მიღებული შემოსავლები და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური წყაროები.
4. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მოხმარების დაფარვა შესაძლებელია ესკოს მიერ აღნიშნული მოხმარების დაფარვის მიზნით იმპორტირებული ელექტროენერგიის მეშვეობით.
5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შესყიდულ ელექტროენერგიაზე საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ არ ხდება სისტემის ოპერატორის ტარიფის, გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული იმ ხარჯების გადახდა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში.
1. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას რეგულირებული პირობებით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოებისათვის, რომელთაც არ აურჩევიათ მიმწოდებელი, განაწილების იმ არეალის მიხედვით, რომელშიც იგი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, როგორც უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი.
2. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ელექტროენერგიას შეისყიდის მხოლოდ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე.
3. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მიერ დგინდება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის ტარიფი, რომელზეც საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციასთან გაფორმდება ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება. შედეგად, დღით ადრე ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ დადგენილ ტარიფს შორის:
ა) დადებითი სხვაობის შემთხვევაში, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია სხვაობას უნაზღაურებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს;
ბ) უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი სხვაობას უხდის საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციას.
4. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი პასუხისმგებელია უბალანსობაზე.
1. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას იმ საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელიც კარგავს ელექტროენერგიის მიღების საშუალებას მიმწოდებლის მიერ საბაზრო საქმიანობის გეგმურად ან არაგეგმურად შეწყვეტის, ან ვალდებულებების უხეშად დარღვევის გამო, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.
2. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი ელექტროენერგიას შეისყიდის მხოლოდ დღით ადრე/დღიურ ბაზარზე.
3. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი პასუხისმგებელია უბალანსობაზე.
მუხლი 151. საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდება🔗
1. ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას ამ კონცეფციის №1 დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული სხვა კატეგორიის საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებზეც არ ვრცელდება უნივერსალური მომსახურება.
2. ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ვალდებულება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიძლება, დაეკისროს იმავე საწარმოს, რომელიც ასრულებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციას.
3. ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის მომხმარებლების მომსახურებისა და დაცვის პირობები (მათ შორის, ფასი) უნდა განსხვავდებოდეს უნივერსალური მიმწოდებლის მომხმარებლებისთვის შეთავაზებული პირობებისგან.
4. ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი ელექტროენერგიას შეისყიდის საბითუმო, მათ შორის, ორგანიზებულ ბაზრებზე.
5. ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი პასუხისმგებელია უბალანსობაზე.

მუხლი 152. კომერციული იმპორტის განხორციელების, ტრეიდერის (იმპორტიორის) შერჩევისა და იმპორტირებული ელექტროენერგიით ვაჭრობის წესი🔗
1. ქვეყანაში ელექტროენერგიის კომერციული იმპორტის განხორციელების საჭიროება და მოცულობის განსაზღვრა, ასევე კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) შერჩევა ხორციელდება „ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების“ შესაბამისად.
2. ელექტროენერგიის ბაზარზე გამჭვირვალობის, ლიკვიდურობისა და კონკურენტული ფასის ფორმირებისთვის, კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი) მის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიით ვაჭრობს დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესების“ შესაბამისად.
3. იმპორტირებული ელეტროენერგიის გაყიდვის მიზნით, კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი) დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობს იმგვარად, რომ შეთავაზებულმა განაცხადმა უზრუნველყოს ელექტროენერგიის გაყიდვა ნებისმიერ დადებით ფასად.
4. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია სრულად არ გაიყიდება დღით ადრე ბაზარზე, ტრეიდერი (იმპორტიორი) ვალდებულია, აღნიშნული გაუყიდავი ელექტროენერგია შესთავაზოს დღიურ ბაზარს. იმ შემთხვევაში, თუ ტრეიდერი (იმპორტიორი) რომელიმე დღეს არ შეასრულებს ამ მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებას, აღნიშნულ დღეს დღით ადრე ან დღიურ ბაზარზე გასაყიდ ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობაზე არ განხორციელდება ანგარიშსწორება ესკოსა და ტრეიდერს (იმპორტიორს) შორის გაფორმებული ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე.
5. კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზრებზე გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, ტრეიდერს (იმპორტიორს) და საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას შორის ფორმდება ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება, რის შედეგადაც ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მიღებულ შემოსავალს, აგრეთვე უბალანსობის შედეგად მიღებულ ან/და გადახდილ თანხებს შორის და ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებას შორის:
ა) დადებითი სხვაობის შემთხვევაში, ტრეიდერი (იმპორტიორი) სხვაობის შესაბამის თანხას უხდის საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციას;
ბ) უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია სხვაობის შესაბამის თანხას უნაზღაურებს ტრეიდერს (იმპორტიორს).
6. საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია კომერციული იმპორტის განმახორციელებელ ტრეიდერს (იმპორტიორს) აუნაზღაურებს მხოლოდ ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თანხას, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით.
7. კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიით ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილ უბალანსობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებისა“ და „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ შესაბამისად.

1. 2023 წლის პირველ ივლისამდე:
1. 2024 წლის პირველ ივლისამდე:
ა) სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მიერ განხორციელდეს დღით ადრე ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;
ბ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განხორციელდეს:
ბ.ა) საბალანსო ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;
ბ.ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, საბალანსო მომსახურების მომწოდებელი პირების რეგისტრაციის სისტემის ფორმირება და სათანადო რეესტრის ჩამოყალიბება;

ბ.გ) აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოებისათვის საჭირო ღონისძიებების მომზადება;
გ) სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) მიერ განხორციელდეს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზებისათვის საჭირო ინსტრუმენტების ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებსა და ბაზრის ოპერატორებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა.

2. 2023 წლის პირველი ივლისიდან განხორციელდეს:
2. 2024 წლის პირველი ივლისიდან განხორციელდეს:
ა) ბირჟის ოპერატორის მიერ:
ა.ა) დღით ადრე ბაზრის ოპერირება;
ა.ბ) დღით ადრე ბაზრის მონაწილეების რეგისტრაცია;
ა.გ) დღით ადრე და დღიური ბაზრებისათვის ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციის უზრუნველყოფა;
ბ) საბალანსო ბაზრის ოპერატორის მიერ:
ბ.ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირება;
ბ.ბ) საბალანსო ბაზარზე საბალანსო ენერგიისა და საბალანსო რეზერვების დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი პირისგან შესყიდვა;
ბ.გ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისათვის ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციის უზრუნველყოფა;
ბ.დ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, დაბალანსების მომსახურების გამწევი პირების რეესტრის მართვა;
გ) გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ − დაბალანსებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება, აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოება და განხორციელება, კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
დ) ესკოს, როგორც საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის, მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების გაწევა.
3. 2023 წლის პირველ ივლისამდე სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მიერ განხორციელდეს:
3. 2024 წლის პირველ ივლისამდე სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მიერ განხორციელდეს:
ა) დღიური ბაზრის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;
ბ) დღიური ბაზრის ოპერატორის ლიცენზიის მისაღებად კომისიისათვის შესაბამისი განაცხადის წარდგენა.
4. 2023 წლის პირველი ივლისიდან ბირჟის ოპერატორი ასევე უზრუნველყოფს დღიური ბაზრის პლატფორმის ოპერირებას.
4. 2024 წლის პირველი ივლისიდან ბირჟის ოპერატორი ასევე უზრუნველყოფს დღიური ბაზრის პლატფორმის ოპერირებას.
1. 2021 წლის პირველ ივლისამდე:
ა) ესკო ახორციელებს:
ა.ა) საბითუმო ბაზრის მონაწილეების რეგისტრაციას;
ა.ბ) აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოებას;
ა.გ) საბალანსო ენერგიით ვაჭრობას;
ა.დ) გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობას;
ა.ე) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორი:
ბ.ა) ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში გასაყიდი ელექტროენერგიის დისპეტჩირებას და მოხმარება/მიწოდების ტექნიკურ დაბალანსებას;
ბ.ბ) პირდაპირი ორმხრივი ხელშეკრულებების რეგისტრაციას;
ბ.გ) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
2. (ამოღებულია - 31.05.2021, №244).
მუხლი 171. ბაზრის ფუნქციონირება გარდამავალ პერიოდში − 2021 წლის პირველი ივლისიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე🔗
მუხლი 171. ბაზრის ფუნქციონირება გარდამავალ პერიოდში − 2021 წლის პირველი ივლისიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე🔗
1. 2021 წლის 1 ივლისიდან, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევების საფუძველზე, საბითუმო ბაზრის მონაწილეებს ემატება მიმწოდებელი.
2. მიმწოდებლისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საბითუმო ბაზარზე ვაჭრობის ორგანიზება, ასევე მიმწოდებელსა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის ქსელში დანაკარგების შესყიდვის გამიჯვნა და ანგარიშსწორება რეგულირდება შესაბამისი მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.
3. 2023 წლის პირველ ივლისამდე კონცეფციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტები აგრძელებენ იმავე მუხლით განსაზღვრული თავიანთი უფლება-მოვალეობების განხორციელებას, ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
3. 2024 წლის პირველ ივლისამდე კონცეფციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტები აგრძელებენ იმავე მუხლით განსაზღვრული თავიანთი უფლება-მოვალეობების განხორციელებას, ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
4. 2023 წლის პირველ ივლისამდე არ გამოიყენება ამ კონცეფციის მე-2 მუხლის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, ასევე მე-5, მე-8 და მე-10 − მე-15 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობასთან დაკავშირებით.
4. 2024 წლის პირველ ივლისამდე არ გამოიყენება ამ კონცეფციის მე-2 მუხლის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, ასევე მე-5, მე-8 და მე-10 − მე-15 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობასთან დაკავშირებით.
მუხლი 172. გარდამავალ პერიოდში საჯარო მომსახურების გამწევი ელექტრონერგიის მწარმოებლების მიერ სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვისა და სიხშირის შენარჩუნების რეზერვის საბალანსო სიმძლავრის მიწოდების პირობები🔗
1. 2024 წლის პირველ მაისამდე სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის მიწოდებაზე საბალანსო ბაზრის ოპერატორის მიერ გამოცხადებულ საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე სატენდერო განაცხადების წარდგენა ხდება ნულოვანი ფასით. საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელი, ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციას უნაზღაურებს სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის საბალანსო ელექტროენერგიის ფასსა და შესაბამისი საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლისათვის კომისიის მიერ დადგენილ ტარიფს შორის დადებითი სხვაობის შესაბამისი თანხის 90%-ს.
1. 2025 წლის პირველ იანვრამდე სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის მიწოდებაზე საბალანსო ბაზრის ოპერატორის მიერ გამოცხადებულ საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე სატენდერო განაცხადების წარდგენა ხდება ნულოვანი ფასით. საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელი, ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციას უნაზღაურებს სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის საბალანსო ელექტროენერგიის ფასსა და შესაბამისი საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლისათვის კომისიის მიერ დადგენილ ტარიფს შორის დადებითი სხვაობის შესაბამისი თანხის 90%-ს.
2. 2024 წლის პირველ მაისამდე საბალანსო ბაზრის ოპერატორი სიხშირის შენარჩუნების რეზერვზე საბალანსო სიმძლავრის ტენდერს არ აცხადებს. დადგენილ პერიოდამდე, გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, სიხშირის შენარჩუნების რეზერვის მიწოდებას ნულოვანი ფასით უზრუნველყოფს კანონმდებლობის შესაბამისად სიხშირის შენარჩუნების რეზერვზე კვალიფიცირებული საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელი.
2. 2025 წლის პირველ იანვრამდე საბალანსო ბაზრის ოპერატორი სიხშირის შენარჩუნების რეზერვზე საბალანსო სიმძლავრის ტენდერს არ აცხადებს. დადგენილ პერიოდამდე, გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, სიხშირის შენარჩუნების რეზერვის მიწოდებას ნულოვანი ფასით უზრუნველყოფს კანონმდებლობის შესაბამისად სიხშირის შენარჩუნების რეზერვზე კვალიფიცირებული საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელი.
მუხლი 173. საქართველოს მთავრობის მიერ ელექტროენერგიის აღიარებული დავალიანების დაბრუნების წესი🔗
1. საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2015 წლის 9 აპრილს „ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმების მე-11 მუხლის შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული ელექტროენერგიის დავალიანების დაბრუნების უზრუნველსაყოფად, ელექტროენერგიის მიმწოდებლად საქართველოს მხრიდან განისაზღვრა ესკო.
2. ესკო, თურქეთის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ ელექტროენერგიის აღიარებული დავალიანების დაბრუნების მიზნით, ელექტროენერგიას პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შეისყიდის საჯარო მომსახურების გამწევი იმ ელექტროენერგიის მწარმოებლისგან, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
3. შესასყიდი ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრება კომისიის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მწარმოებლისთვის წარმოების დადგენილი ტარიფის შესაბამისად.
4. თურქეთის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ ელექტროენერგიის აღიარებული დავალიანების დაბრუნებასთან დაკავშირებით ესკოს მიერ გასაწევი ყველა ხარჯი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
2023 წლის პირველ ივლისამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მოცულობების მიხედვით. ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურები თავიანთი გამომუშავებიდან იკლებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას შესაბამის საანგარიშო პერიოდში მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის პროპორციულად და აწარმოებენ მის აღრიცხვას ამ წესითა და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხდება ესკოს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯზე, ენგურჰესი და ვარდნილჰესების კასკადი ვალდებულნი არიან, მომდევნო საანგარიშო პერიოდებში მიაწოდონ ესკოს ეკვივალენტური რაოდენობის ელექტროენერგია. ესკო უფლებამოსილია, აღნიშნული ელექტროენერგია გაყიდოს მის მიერ ნაყიდი და აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის ფასად. ამ ელექტროენერგიის ესკოს მიერ ექსპორტირებისას ფასის ფორმირება ხდება ელექტროენერგიის ექსპორტზე ან/და გაცვლაზე გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
2024 წლის პირველ ივლისამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მოცულობების მიხედვით. ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურები თავიანთი გამომუშავებიდან იკლებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას შესაბამის საანგარიშო პერიოდში მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის პროპორციულად და აწარმოებენ მის აღრიცხვას წინამდებარე წესებითა და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხდება ესკოს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯზე, ენგურჰესი და ვარდნილჰესების კასკადი ვალდებულნი არიან, მომდევნო საანგარიშო პერიოდებში მიაწოდონ ესკოს ეკვივალენტური რაოდენობის ელექტროენერგია. ესკო უფლებამოსილია, აღნიშნული ელექტროენერგია გაყიდოს მის მიერ ნაყიდი და აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის ფასად. ამ ელექტროენერგიის ესკოს მიერ ექსპორტირებისას ფასის ფორმირება ხდება ელექტროენერგიის ექსპორტზე ან/და გაცვლაზე გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 166-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ამ კონცეფციის №1 დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა საბოლოო მომხმარებლებმა ამავე დანართში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ სავალდებულო წესით უნდა აირჩიონ მიმწოდებელი (ბაზრის გახსნა).
2. (ამოღებულია - 29.08.2022, №436).
3. ამ კონცეფციის №1 დანართის მე-2 პუნქტით განისაზღვრება საჯარო მომსახურების ვალდებულებისაგან ელექტროენერგიის შესაბამისი მწარმოებლების გათავისუფლების ვადები.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №436 – ვებგვერდი, 29.08.2022წ.
1. სამიზნე მოდელის ამოქმედების შემდგომ საწარმოები არ თავისუფლდებიან ესკოს წინაშე არსებული იმ ფინანსური ვალდებულებების შესრულებისგან, რომლებიც მათ ეკისრებათ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ საფუძველზე. საწარმოს მიერ აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხევაში, ესკო უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს, რომლის ელექტრულ ქსელზეც არის მიერთებული საწარმო, საწარმოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის/შეწყვეტის მოთხოვნით.
2. ესკოს მიმართვის მიღებისთანავე სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აცნობოს შესაბამის საწარმოს ელექტროენერგიის შეწყვეტის (შეზღუდვის) შესახებ და 72 საათში უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა (შეზღუდვა). თუ ამ დროში ესკოს მიერ არ მოხდა შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის გაგზავნილი მიმართვის შეცვლა/გაუქმება, სისტემის ოპერატორი ახორციელებს საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას (შეზღუდვას). ყველა საწარმო ვალდებულია, შეასრულოს სისტემის ოპერატორის მოთხოვნა ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) შესახებ.
3. საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ხდება შესაბამისი სისტემის მიერ ესკოს მიმართვის საფუძველზე.
4. სამიზნე მოდელის ამოქმედების შემდგომ, 2023 წლის პირველი ივლისის 00:00 საათიდან 02:00 საათამდე პერიოდზე, ელექტროენერგიის ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვრცელდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესები და პირობები.
4. სამიზნე მოდელის ამოქმედების შემდგომ, 2024 წლის პირველ ივლისს, 00:00 საათიდან 02:00 საათამდე პერიოდზე, ელექტროენერგიის ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვრცელდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესები და პირობები.
დანართი №1
1. ბაზრის გახსნის ეტაპები:
პერიოდი
ბაზრის გახსნა
2021 წლის პირველ ივლისამდე
35-110 ძაბვის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც თვეში მოიხმარს არანაკლებ 0.4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას
35-110 ძაბვის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც თვეში მოიხმარს არანაკლებ 0.4 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგიას
2024 წლის პირველ ივლისამდე
2025 წლის პირველ ივლისამდე
35-110 კვ ძაბვის ყველა საბოლოო მომხმარებელი, ასევე 6-10 კვ ძაბვის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც თვეში მოიხმარს არანაკლებ 1 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას
35-110 კვ ძაბვის ყველა საბოლოო მომხმარებელი, ასევე 6-10 კვ ძაბვის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც თვეში მოიხმარს არანაკლებ 1 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგიას
2026 წლის პირველ ივლისამდე
ყველა სხვა მომხმარებელი (გარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოსი).
2. მწარმოებლების გათავისუფლება საჯარო მომსახურების ვალდებულებისაგან:
პერიოდი
ელექტროენერგიის მწარმოებელი, რომელიც გათავისუფლდება საჯარო მომსახურების ვალდებულებისგან
01/01/2021-დან
01/01/2021-იდან
2008 წლის 1 აგვისტომდე აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო სიმძლავრე 50 მეგავატს არ აღემატება
01/05/2022-დან
01/05/2022-იდან
2008 წლის 1 აგვისტომდე აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო სიმძლავრე 65 მეგავატს არ აღემატება
01/05/2024-დან
01/05/2024-იდან
2008 წლის 1 აგვისტომდე აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო სიმძლავრე 75 მეგავატს არ აღემატება
01/05/2026-დან
01/05/2026-იდან
2008 წლის 1 აგვისტომდე აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო სიმძლავრე 90 მეგავატს არ აღემატება
01/01/2027-დან
01/01/2027-იდან
2008 წლის 1 აგვისტომდე აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო სიმძლავრე 120 მეგავატს არ აღემატება.
2008 წლის 1 აგვისტომდე აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო სიმძლავრე 120 მეგავატს არ აღემატება
[დანართი №2
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 ივნისის დადგენილება №236 – ვებგვერდი, 27.06.2023წ.
სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკოს) მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების ვალდებულებების განხორციელების პრინციპები
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო
1. წინამდებარე დანართის მიზანია საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის“ (შემდგომში – ბაზრის კონცეფცია) მე-9 და მე-10 მუხლებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების წესებისა და პრინციპების განსაზღვრა.
2. წინამდებარე დანართი არეგულირებს:
ა) საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციისა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლების, მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებლების, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების მქონე მწარმოებლების, საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლების, მათ შორის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისა და ტრეიდერის (იმპორტიორის) უფლება-მოვალეობებს;
ბ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მოხმარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს;
გ) საბითუმო საჯარო მომსახურების განხორციელების მიზნით, ბაზრის კონცეფციის თანახმად, შექმნილი სპეციალური ფონდის ფორმირებისა და განკარგვის ზოგად წესს;
დ) მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებლების მონაცემთა ადმინისტრირების, საჯაროობისა და გამჭვირვალობის მიზნით, ესკოს მიერ ვებპორტალის შექმნასა და მონაცემთა გამოქვეყნების წესს;
ე) საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მომსახურების საფასურის ანაზღაურების წესს;
ვ) საბითუმო საჯარო მომსახურების განხორციელების უზრუნველსაყოფად საბითუმო ბაზრის სუბიექტის ვალდებულებებს.
1. ამ დანართში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია – სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ (შემდგომში – ესკო), როგორც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული ბაზრის კონცეფციის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;
ბ) საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელი – საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ელექტროენერგიის მწარმოებელი, მათ შორის, თბოელექტროსადგური, რომელსაც დაკისრებული აქვს საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება;
გ) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, რომლებითაც საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია ურთიერთობას აწარმოებს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელთან, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან, კომერციული იმპორტის განმახორციელებელ ტრეიდერთან (იმპორტიორთან) ან/და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირებთან, მათ შორის, ბაზრის კონცეფციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებთან. ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია;
დ) საბითუმო საჯარო მომსახურების ოპერირების წესები (შემდგომში - ოპერირების წესები) – წინამდებარე დანართის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ დამტკიცებული წესები, რომლებიც არეგულირებს საბითუმო საჯარო მომსახურების საქმიანობის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს;
ე) წონასწორული ფასი – „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესების“ თანახმად, წონასწორობის წერტილის შესაბამისად, განსაზღვრული დღით ადრე ბაზრის ფასი;
ვ) ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება − კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება, იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობისა და ტრეიდერის (იმპორტიორის) შესარჩევ ფასთა გამოკითხვაში დაფიქსირებული ფასის გათვალისწინებით;
ზ) კომერციული იმპორტი − ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგია, რომლის რეალიზაცია ხორციელდება დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე კონცეფციისა და წინამდებარე დოკუმენტით დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა ავარიულ სიტუაციებში იმპორტირებული ელექტროენერგიისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მოხმარების დაფარვის მიზნით იმპორტირებული ელექტროენერგიისა.
2. წინამდებარე დანართში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ელექტროენერგეტიკის სექტორის მომწესრიგებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
საჯარო მომსახურების განხორციელების ზოგადი წესი
მუხლი 3. საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ საჯარო მომსახურების განხორციელება
1. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია მომსახურებას უწევს:
ა) პირებს, რომლებსაც ბაზრის კონცეფციის მე-9 მუხლის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, დაეკისრათ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება;
ბ) საჯარო მომსახურების ვალდებულების მქონე ელექტროენერგიის მწარმოებლებს, რომლებიც კანონმდებლობის საფუძველზე, სარგებლობენ განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის მექანიზმებით (სქემებით);
გ) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლებს;
დ) კომერციული იმპორტის განმახორციელებელ ტრეიდერებს (იმპორტიორებს).
2. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარების უზრუნველყოფის მიზნით, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია ახორციელებს ელექტროენერგიის შესყიდვას ორგანიზებულ ბაზარზე.
3. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია, საბითუმო საჯარო მომსახურების განხორციელების მიზნით, განკარგავს სპეციალურ ფონდს წინამდებარე დანართითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ საჯარო მომსახურების განხორციელების წინაპირობა🔗
1. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია, საჯარო მომსახურების განხორციელების მიზნით, ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებთან აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებებს, კერძოდ:
ა) საჯარო მომსახურების ვალდებულების მქონე ელექტროენერგიის მწარმოებლებსა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან − ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებას – ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს;
ბ) განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის მექანიზმით (სქემით) მოსარგებლე მწარმოებლებთან – კანონმდებლობით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშსწორების შესახებ ხელშეკრულებას;
გ) კომერციული იმპორტის განმახორციელებელ ტრეიდერთან (იმპორტიორთან) − ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებას − ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებების გაფორმება ხორციელდება „ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის კონცეფციისა და კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის წესი და პირობები
მუხლი 5. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ელექტროენერგიით ვაჭრობა🔗
1. ბაზრის კონცეფციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ორგანიზებულ ბაზარზე გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების მქონე მწარმოებლების მიერ წარმოებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიით ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობას ახორციელებს ესკო, წინამდებარე დანართისა და ოპერირების წესების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ესკო:
ა) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის ელექტროენერგიით ვაჭრობას ახორციელებს მხოლოდ იმ პერიოდში და იმ მოცულობაზე, რომელიც განსაზღვრულია ესკოსა და შესაბამის პირს შორის გაფორმებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით;
ბ) დღით ადრე ბაზარზე განათავსებს ელექტროენერგიის გაყიდვის განაცხადს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად და იმგვარად, რომ შეთავაზებულმა განაცხადმა უზრუნველყოს აღნიშნული ელექტროენერგიის ბაზარზე გაყიდვა ნებისმიერ დადებით ფასად;
გ) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე განათავსებს სატენდერო წინადადებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის მიერ შეთავაზებულმა ფასმა, სულ მცირე, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მწარმოებლისა და ესკოსთვის ამ ბაზარზე მონაწილეობის შედეგად წარმოქმნილი ხარჯების სრულად დაფარვა.
3. საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრიდან მიღებული შემოსავლები ესკოსა და შესაბამის მწარმოებელს შორის უნდა განაწილდეს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ამგვარ პირობებს, გაყიდული საბალანსო სიმძლავრის ღირებულება ეკუთვნის მწარმოებელს, ხოლო საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე გაყიდული გამომუშავებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებას ესკო მწარმოებელთან ახორციელებს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასითა და პირობებით.
4. ესკო, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით მოსარგებლე მწარმოებელთან დაკავშირებული საქმიანობისას, ხელმძღვანელობს შესაბამისი მწარმოებლის მიერ წარდგენილი გამომუშავების საპროგნოზო გეგმებით. მწარმოებელი ვალდებულია, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა საპროგნოზო გეგმები (საათობრივ ჭრილში) შეადგინოს და წარადგინოს მაქსიმალური სიზუსტით. საპროგნოზო გეგმების წარდგენის ვადები, პერიოდულობა და პროცედურები განისაზღვრება ოპერირების წესებით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საპროგნოზო გეგმების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამის პერიოდში უბალანსობით გამოწვეულ ხარჯზე პასუხისმგებელია გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით მოსარგებლე მწარმოებელი.
6. ესკო, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საპროგნოზო გეგმების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ახორციელებს გასაყიდი ელექტროენერგიის მოცულობის დაგეგმვას და დაგეგმვისას ხელმძღვანელობს უახლოესი წინა დღის ფაქტობრივი გამომუშავების მონაცემებით. დაგეგმვის პროცედურები განისაზღვრება ოპერირების წესებით.
7. ესკო პასუხისმგებელია გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილი უბალანსობის (ელექტროენერგიის ფაქტობრივად გამომუშავებულ (სალტეზე გაცემულ) და დაგეგმილ მოცულობას შორის სხვაობა) ღირებულებაზე, მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-5, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8. ესკო, ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებელთან, ანგარიშსწორებას ახორციელებს წინამდებარე დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ოპერირების წესების შესაბამისად.
9. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის მიერ საკუთარი მოხმარების უზრუნველსაყოფად საჭირო ელექტროენერგიის შესყიდვასა და ამ შესყიდვის შედეგად წარმოქმნილ უბალანსობის ხარჯზე ესკო არ არის პასუხისმგებელი.
10. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ესკო არ არის პასუხისმგებელი მწარმოებლის მიერ ფაქტობრივად მოხმარებული ელექტროენერგიით გამოწვეული უბალანსობის ხარჯზე.
11. ბაზრის კონცეფციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების მქონე მწარმოებლების მიერ ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილ უბალანსობის ღირებულებაზე პასუხისმგებელი არის თავად მწარმოებელი.
12. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ესკოს მიერ საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე მონაწილეობის შედეგად წარმოქმნილ უბალანსობაზე პასუხისმგებელია გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებელი.
1. განახლებადი ენერგიისა და სხვა მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებლები თავად უზრუნველყოფენ მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით ვაჭრობას ორგანიზებულ ბაზარზე, კანონმდებლობის, ბაზრის კონცეფციისა და ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული მწარმოებელი პასუხისმგებელია მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილი უბალანსობის ღირებულებაზე, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.
3. ესკო ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებლებთან მხარდაჭერის სქემით განსაზღვრული საფასურის ანაზღაურებას ახორციელებს კანონმდებლობის, მათ შორის, წინამდებარე დანართისა და ოპერირების წესების შესაბამისად.
4. ესკო ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებელთან ანგარიშსწორებას ახორციელებს წინამდებარე დანართის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და ოპერირების წესების შესაბამისად.
მუხლი 7. საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებლის ელექტროენერგიით ვაჭრობა🔗
1. საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებელი თავად უზრუნველყოფს მის მიერ წარმოებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიით ვაჭრობას ორგანიზებულ ბაზარზე, ბაზრის კონცეფციისა და კანონმდებლობის საფუძველზე.
2. ამ მუხლით განსაზღვრული მწარმოებელი საჯარო მომსახურების გამწევი თითოეული ელექტროსადგურისთვის ქმნის ცალკე დაბალანსების ჯგუფს და ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობს ცალკე პორტფელით.
3. ესკო ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებლებთან აფორმებს ბაზრის კონცეფციის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულებას, დღით ადრე ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილ შემთხვევაში, საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებლისთვის ელექტროენერგიის წარმოების დადგენილ ტარიფს შორის სხვაობის, აგრეთვე ბაზრის კონცეფციის 172 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურების თაობაზე.
4. ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებელთან ანაზღაურება ხორციელდება წინამდებარე დანართის ოპერირების წესებისა და მხარეებს შორის ფასთა შორის სხვაობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული მწარმოებელი პასუხისმგებელია მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილი უბალანსობის ღირებულებაზე.
6. ესკო ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებელთან ანგარიშსწორებას ახორციელებს წინამდებარე დანართის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა და ოპერირების წესების შესაბამისად.
1. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი თავად უზრუნველყოფს ელექტროენერგიით ვაჭრობას დღით ადრე და დღიურ ბაზარზე, ბაზრის კონცეფციისა და კანონმდებლობის საფუძველზე.
2. თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ამ საქმიანობასთან ერთად ეწევა სხვა ელექტროენერგეტიკულ საქმიანობასაც, იგი ვალდებულია, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის ნაწილში შექმნას ცალკე დაბალანსების ჯგუფი და დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ივაჭროს ცალკე პორტფელით.
3. ესკო უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან აფორმებს ბაზრის კონცეფციის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულებას, დღით ადრე ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილ შემთხვევაში, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის დადგენილ ტარიფს შორის სხვაობის ანაზღაურების თაობაზე.
4. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება წინამდებარე დანართის ოპერირების წესებისა და მხარეებს შორის ფასთა შორის სხვაობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
5. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი პასუხისმგებელია მის მიერ ნავაჭრი ელექტროენერგიის შედეგად წარმოქმნილი უბალანსობის ღირებულებაზე.
6. ესკო უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორებას ახორციელებს წინამდებარე დანართის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტისა და ოპერირების წესების შესაბამისად.
მუხლი 9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოხმარებული ელექტროენერგიის შესყიდვის წესი🔗
1. ესკო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით, ვაჭრობს დღით ადრე ბაზარზე იმგვარად, რომ შეთავაზებულმა განაცხადმა უზრუნველყოს ელექტროენერგიის შესყიდვა ნებისმიერ ფასად (ფასის მიმღები განაცხადით).
2. ამ მუხლის მიზნებისთვის ესკო ახორციელებს შესასყიდი ელექტროენერგიის მოცულობის დაგეგმვას, რისთვისაც ხელმძღვანელობს უახლოესი წინა დღის ფაქტობრივი მოხმარებისა და ისტორიული მონაცემებით, კლიმატური პირობების გათვალისწინებით. დაგეგმვის პროცედურები განისაზღვრება ოპერირების წესებით.
3. ესკო პასუხისმგებელია ამ მუხლის საფუძველზე ნავაჭრი ელექტროენერგიის შედეგად წარმოქმნილი უბალანსობის ღირებულებაზე.
4. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მოხმარების დაფარვა შესაძლებელია ესკოს მიერ აღნიშნული მოხმარების დაფარვის მიზნით იმპორტირებული ელექტროენერგიის მეშვეობით.
მუხლი 91 . კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიით ვაჭრობა🔗
1. კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი) თავად უზრუნველყოფს მის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიით ვაჭრობას დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე, ბაზრის კონცეფციისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
2. თუ კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი), ელექტროენერგიის იმპორტთან ერთად, ეწევა სხვა ელექტროენერგეტიკულ საქმიანობასაც, იგი ვალდებულია, იმპორტირებული ელექტროენერგიის ნაწილში შექმნას ცალკე დაბალანსების ჯგუფი და ორგანიზებულ ბაზარზე ივაჭროს ცალკე პორტფელით.
3. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი) ესკოს არ წარუდგენს ამ დანართის მე-15 მუხლის 11 პუნქტით მოთხოვნილ საბანკო გარანტიას, ესკო არ არის ვალდებული, ამ მუხლით განსაზღვრულ ტრეიდერთან (იმპორტიორთან) გააფორმოს ბაზრის კონცეფციის 152 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულება, ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მიღებულ შემოსავალსა და ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებას შორის სხვაობის ანაზღაურების თაობაზე.
4. ამ მუხლით განსაზღვრულ ტრეიდერთან (იმპორტიორთან) ანაზღაურება ხორციელდება ამ დანართის, ოპერირების წესებისა და მხარეებს შორის ფასთა შორის სხვაობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
5. კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიით ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილ უბალანსობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებისა“ და „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ შესაბამისად.
6. ესკო ამ მუხლით განსაზღვრულ ტრეიდერთან ანგარიშსწორებას ახორციელებს ამ დანართის მე-10 მუხლის 41 პუნქტისა და ოპერირების წესების შესაბამისად.
ანგარიშსწორება, მონაცემთა წარდგენა და ინფორმაციის გამოქვეყნება
მუხლი 10. ანგარიშსწორება
1. ესკო გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების მქონე მწარმოებლებთან ახორციელებს თვიურ ანგარიშსწორებას მათ მიერ შესაბამის საანგარიშო თვეში ფაქტობრივად წარმოებულ (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიაზე (თუ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით სხვა რამ არის გათვალისწინებული), გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასითა და პირობებით.
2. ესკო განახლებადი ენერგიისა და სხვა მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებლებთან ახორციელებს თვიურ ანგარიშსწორებას მათ მიერ შესაბამისი საანგარიშო თვის თითოეულ საათში ფაქტობრივად წარმოებულ (სალტეზე გაცემულ) ელექტროენერგიაზე, მხარდაჭერის სქემით განსაზღვრულ ფასსა და დღით ადრე ბაზარზე შესაბამის საათში დაფიქსირებულ წონასწორულ ფასს შორის დადებითი სხვაობის გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს:
ა) „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებით დამტკიცებული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემით“ განსაზღვრული პრემიალური ტარიფისა;
ბ) „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებით დამტკიცებული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემითა და სიმძლავრის აუქციონის წესებით“ განსაზღვრულ ფასთა სხვაობისა.
3. ესკო ანგარიშსწორებას ახორციელებს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროსადგურებთან:
ა) ყოველდღიურად დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე შესაბამის საათში ნომინირებულ (გაყიდულ) ელექტროენერგიის მოცულობაზე, დღით ადრე ბაზარზე იმავე საათში დაფიქსირებულ წონასწორულ ფასსა და კომისიის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილ შემთხვევაში შესაბამისი მწარმოებლისათვის დადგენილ ტარიფს შორის სხვაობის გათვალისწინებით. თუ აღნიშნული სხვაობა არის დადებითი, მწარმოებელი თანხას უნაზღაურებს ესკოს, ხოლო უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში, თანხას ესკო უნაზღაურებს მწარმოებელს;
ბ) ყოველთვიურად ორგანიზებულ ბაზრებსა და დამხმარე მომსახურების ბაზარზე გააქტიურებულ საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობაზე, აღნიშნულ ელექტროენერგიაზე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზარზე ანაზღაურებულ ფასსა და კომისიის მიერ შესაბამისი მწარმოებლისათვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, დადგენილ ტარიფს შორის დადებითი სხვაობისა და ბაზრის კონცეფციის 172 მუხლით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით, მწარმოებელი შესაბამის თანხას უნაზღაურებს ესკოს.
4. ესკო უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან ახორციელებს ყოველდღიურ ანგარიშსწორებას მათ მიერ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე შესაბამის საათში ნომინირებულ (შესყიდულ) ელექტროენერგიის მოცულობაზე, დღით ადრე ბაზარზე შესაბამის საათში დაფიქსირებულ წონასწორულ ფასსა და კომისიის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილ შემთხვევაში შესაბამისი უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის ელექტროენერგიის შესასყიდად დადგენილ ტარიფს შორის სხვაობის გათვალისწინებით. თუ აღნიშნული სხვაობა არის დადებითი, ესკო თანხას უნაზღაურებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს, ხოლო უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი თანხას უნაზღაურებს ესკოს.
41 . ესკო ამ დანართის 91 მუხლით განსაზღვრულ ტრეიდერთან (იმპორტიორთან) ახორციელებს ყოველთვიურ ანგარიშსწორებას მის მიერ შესაბამის საანგარიშო თვეში ფაქტობრივად იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე შესაბამის საანგარიშო თვეში ჯამურად მიღებულ თანხას, აგრეთვე უბალანსობის შედეგად მიღებულ/გადახდილ თანხებსა და იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულების ფასთა გამოკითხვაში დაფიქსირებული ფასის შესაბამისად სხვაობაზე შემდეგი ფორმულით:
Acfd = (Adam+ Aidm+Aimb) − (Eimp − Enimp )* Tauct*K,
სადაც:
Acfd − არის ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე ასანაზღაურებელი თანხა (ლარი);
Adam − არის ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ საანგარიშო თვეში დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შედეგად მიღებული ჯამური თანხა (ლარი);
Aidm − არის ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ საანგარიშო თვეში დღიურ ბაზარზე ვაჭრობის შედეგად მიღებული ჯამური თანხა (ლარი);
Aimb − არის ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ საანგარიშო თვეში უბალანსობის შედეგად მიღებული და გადახდილი თანხების ჯამური სალდირებული თანხა (ლარი);
Eimp − არის ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ საანგარიშო თვეში ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტ.სთ);
Enimp − ბაზრის კონცეფციის 152 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა (კვტ.სთ);
Tauct − არის ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ ფასთა გამოკითხვაში დაფიქსირებული ფასი (ფასთა გამოკითხვაში დაფიქსირებული იმპორტის ზონალური ფასების შემთხვევაში, Tauct არის ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი) (უცხოური ვალუტა/კვტ.სთ);
K − ეროვნული ბანკის მიერ საანგარიშო თვის ბოლო დღისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი.
5. ანგარიშსწორების განხორციელებასთან დაკავშირებული ვადები და პროცედურები განისაზღვრება ოპერირების წესებით.
1. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ესკოს წარუდგინოს მის ხელთ არსებული შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:
ა) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებითა და მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებლების მიერ საანგარიშო თვეში გამომუშავებული ელექტროენერგიის ფაქტობრივად დადასტურებული მონაცემები (მიღება-ჩაბარების აქტი), საათობრივ ჭრილში;
ბ) მიმწოდებლების, ელექტროენერგიის მწარმოებლების, საბითუმო ბაზრის მონაწილე მსხვილი მომხმარებლების, ტრეიდერების (მხოლოდ ექსპორტის ნაწილში) და სისტემის ოპერატორების (ქსელში დანაკარგების უზრუნველყოფის მიზნით) მიერ საანგარიშო თვეში მოხმარებული/მიღებული ელექტროენერგიის ფაქტობრივად დადასტურებული მონაცემები (მიღება-ჩაბარების აქტი), საათობრივ ჭრილში;
გ) საჯარო მომსახურების გამწევი ცალკეული მწარმოებლის მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდში საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზარზე გააქტიურებულ საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობის თაობაზე (დროის მონაკვეთის, მოცულობისა და ფასის საათობრივ ჭრილში მითითებით);
დ) ფასთა გამოკითხვის შედეგები (იმპორტთან დაკავშირებით), მისი დახურვიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, გამარჯვებული კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) ვინაობის, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასისა და იმპორტის საპროგნოზო მოცულობის მითითებით;
ე) კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ საანგარიშო თვეში იმპორტირებული ელექტროენერგიის ფაქტობრივად დადასტურებული მონაცემები (მიღება-ჩაბარების აქტი), საათობრივ ჭრილში;
ვ) ესკოს, როგორც დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, ანგარიშსწორების აქტთან ერთად, წარუდგინოს უბალანსობის დარიცხვის საათური აქტი, საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) კალენდარული დღის ვადაში;
ზ) კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) უბალანსობის საათური აღრიცხვის აქტები, საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) კალენდარული დღის ვადაში.
2. ესკო უფლებამოსილია, დასაბუთებული მოთხოვნით მიმართოს გადამცემი სისტემის ოპერატორს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, წარუდგინოს მის ხელთ არსებული ყველა ის დოკუმენტი, რაც საჭიროა ესკოსთვის კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.
3. ესკო უფლებამოსილია, დასაბუთებული მოთხოვნით მიმართოს ბირჟის ოპერატორს, მისცეს წვდომა მის ხელთ არსებულ იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჭიროა კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მათ შორის, ამ წესებით განსაზღვრული პირების დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ვაჭრობის შედეგებზე, ასევე კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ვაჭრობის შედეგებზე.
4. კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ესკო უფლებამოსილია, მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებელს, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებელს, საჯარო მომსახურების გამწევ მწარმოებელს, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელსა და კომერციული იმპორტის განმახორციელებელ ტრეიდერს (იმპორტიორს) მოსთხოვოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან, მიაწოდონ ესკოს მოთხოვნილი ინფორმაცია ოპერირების წესებით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებლების მონაცემთა ადმინისტრირება, საჯაროობა და გამჭვირვალობა
მუხლი 12. მონაცემთა ადმინისტრირება
1. ესკო პასუხისმგებელია მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებელთა რეესტრის წარმოებაზე, მონაცემთა ადმინისტრირებასა და ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, ამ დანართითა და ოპერირების წესების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მიზნებისთვის ესკო ქმნის ვებპორტალს.
3. მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, დარეგისტრირდეს ესკოს ვებპორტალზე.
4. ამ მუხლის მიზნებისთვის მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებელთა მიერ ფაქტობრივად გამომუშავებული ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაციას ამუშავებს და აქვეყნებს ესკო.
ესკო ვალდებულია, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ესკოს საქმიანობის წლიური ანგარიში, მათ შორის, სპეციალური ფონდის წლიური ანგარიში ;
ბ) აუდიტის დასკვნა ესკოს წლიური ფინანსური ანგარიშგების შესახებ;
გ) ესკოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები;
დ) ოპერირების წესებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული, ესკოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას.
საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მომსახურების საფასური
მუხლი 14. მომსახურების საფასური
1. ესკოს მომსახურების საფასურის ანაზღაურება სავალდებულოა საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლისთვის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის, მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიისა და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლისთვის, ამ დანართის 91 მუხლით განსაზღვრული ტრეიდერისთვის (იმპორტიორისთვის). საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება საწარმოების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად, კერძოდ, მწარმოებლების (გარდა გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისა) მიერ წარმოებული (სალტეზე გაცემული) და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად მიღებული ელექტროენერგიისა და ამ დანართის 91 მუხლით განსაზღვრული ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობების მიხედვით, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.
2. ესკოს მომსახურების საფასურის ანაზღაურება გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ხდება მათ მიერ საანგარიშო თვეში უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის რაოდენობისა (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სიმძლავრის შესატყვისი კილოვატი/საათში) და უზრუნველყოფის პერიოდის (საათების) მიხედვით, კომისიის მიერ ესკოს მომსახურების დადგენილი ტარიფით.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული საწარმოები ვალდებულნი არიან, აანაზღაურონ მათზე დარიცხული ესკოს მომსახურების საფასური ოპერირების წესების შესაბამისად.
4. იმ შემთხვევაში, თუ საწარმომ დააგვიანა ესკოს მომსახურების საფასურის ანაზღაურება, ესკო უფლებამოსილია, მოითხოვოს საბანკო გარანტია. საწარმოები ვალდებულნი არიან, მოთხოვნის შესაბამისად წარადგინონ საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მომსახურების საფასურის დაფარვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები ან/და აწარმოონ წინასწარი გადახდა ოპერირების წესების შესაბამისად.
5. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ესკოს მომსახურების საფასურს ან არ წარადგენს ამ მუხლით გათვალისწინებულ საბანკო გარანტიას, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია უფლებამოსილია, მოითხოვოს ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობის შეზღუდვა იმ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ, რომლის პასუხისმგებლობის ქვეშაც გაერთიანებულია შესაბამისი საწარმოს დაბალანსების ჯგუფი. ესკო აღნიშნულის თაობაზე მიმართავს გადამცემი სისტემის ოპერატორს. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობის შეზღუდვის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს და „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებით“ დადგენილ ვადებში და წესით განახორციელოს ვაჭრობის შეზღუდვა.
6. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემდგომ გადაიხდის ესკოს მომსახურების საფასურს ან წარადგენს ამ მუხლით გათვალისწინებულ საბანკო გარანტიას, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია დაუყოვნებლივ აცნობებს გადამცემი სისტემის ოპერატორს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ვაჭრობის უფლების აღდგენას „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებით“ დადგენილ ვადებში და წესით.
ფინანსური გარანტიები
მუხლი 15. ფინანსური გარანტიების წარმოდგენა
1. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელმა, მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებელმა, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებელმა, საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელმა, მათ შორის, გარანტირებული სიმძლავრის წყარომ დააგვიანა წინამდებარე დანართითა და ოპერირების წესებით დადგენილი ვალდებულების შესრულება მის მიერ განსახორციელებელ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, ესკო უფლებამოსილია, მოითხოვოს საბანკო გარანტია. საწარმო, ვალდებულია, ესკოს მოთხოვნის შესაბამისად, წარადგინოს შესაბამისი ვალდებულების დაფარვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები ან/და აწარმოოს წინასწარი გადახდა ოპერირების წესების შესაბამისად.
11 . კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი) ვალდებულია, ესკოს წარუდგინოს საბანკო გარანტია ფასთა გამოკითხვაში დაფიქსირებული ელექტროენერგიის მოცულობაზე, ფასთა გამოკითხვაში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ ტრეიდერი (იმპორტიორი) არ წარადგენს აღნიშნულ საბანკო გარანტიას, ესკო ტრეიდერს (იმპორტიორს) არ გაუფორმებს ბაზრის კონცეფციის 152 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის წინაშე დაირღვა წინამდებარე დანართითა და ოპერირების წესებით დადგენილი ვალდებულებები ანგარიშსწორების განხორციელების ვადებთან დაკავშირებით, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს საბანკო გარანტიის წარდგენა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ოპერირების წესებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტითა და ოპერირების წესებით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, ესკო უფლებამოსილია, მოითხოვოს შესაბამისი საწარმოს ელექტრული ქსელიდან გათიშვა ოპერირების წესებით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ელექტრული ქსელიდან გათიშვას ახორციელებს შესაბამისი ქსელის ოპერატორი, ესკოს მიმართვის საფუძველზე.
5. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემდგომ წარადგენს ამ მუხლით გათვალისწინებულ საბანკო გარანტიას, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი სისტემის ოპერატორს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი საწარმოს ქსელთან მიერთების აღდგენას.
სპეციალური ფონდის ფორმირება და მართვა
მუხლი 16. ზოგადი დებულებანი
1. საბითუმო საჯარო მომსახურების სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების აკუმულირების მიზნით, წინამდებარე დანართის საფუძველზე, იქმნება სპეციალური ფონდი.
2. სპეციალური ფონდის ბალანსს ამტკიცებს სამინისტრო და განკარგავს ესკო.
1. სპეციალური ფონდის შემოსავლებია:
ა) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შემოსავლები;
ბ) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზრებზე გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები;
გ) ამ დანართის საფუძველზე, ორგანიზებულ ბაზრებზე ესკოს მიერ ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილი შემამსუბუქებელი უბალანსობის შემოსავლები;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავალი, გარდა ესკოს მომსახურების საფასურიდან და გარანტირებული სიმძლავრის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლისა.
2. სპეციალური ფონდის საბრუნავი კაპიტალის მოსაზიდად ესკო უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის ფინანასურ ინსტიტუტებს.
3. სპეციალური ფონდით იფარება:
ა) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი თანხები;
ბ) მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე, მათ შორის, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლებისათვის, შესაბამისი მექანიზმით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები;
გ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებული ელექტროენერგიის დაფარვის მიზნით ესკოს მიერ ორგანიზებულ ბაზარზე შესყიდული და აგრეთვე ამ მიზნით იმპორტირებული ელექტროენერგიისა და ასეთი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი;
დ) ორგანიზებულ ბაზრებზე ესკოს მიერ ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილი დამამძიმებელი უბალანსობის ხარჯი, რომლის ანაზღაურებაზეც ამ დანართის შესაბამისად პასუხიმგებელია ესკო;
ე) საბითუმო საჯარო მომსახურების ფარგლებში ფინანსური ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო სესხის პროცენტები, ასევე ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის განხორციელებისთვის საჭირო ყველა ხარჯი;
ვ) ამ დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალიწინებული გარანტიის წარდგენასთან დაკავშირებული ხარჯები;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ხარჯი, გარდა ესკოს საოპერაციო და გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯებისა.
4. სპეციალური ფონდის მიერ საბითუმო საჯარო მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დაფარვა ხდება კანონმდებლობის საფუძველზე, მათი წარმოშობისა და გადახდის ვადების შესაბამისად.
1. სპეციალური ფონდის ბალანსის (შემდგომში – ბალანსი) პროექტს ყოველწლიურად შეიმუშავებს ესკო და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
2. ბალანსის პროექტის შემუშავებისას გამოიყენება შემდგომი წლის ყოველთვიური საპროგნოზო მონაცემები, კერძოდ:
ა) საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლების საპროგნოზო გამომუშავება;
ბ) უნივერსალური მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებელთა ელექტროენერგიის საპროგნოზო მოხმარება;
გ) მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე, მათ შორის, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის, წარმოების ობიექტის საპროგნოზო გამომუშავება;
დ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის საპროგნოზო მოხმარება, შეთანხმებული გადამცემი სისტემის ოპერატორთან;
ე) დღით ადრე ბაზარზე საპროგნოზო ფასები;
ვ) ბაზრის ოპერატორების მომსახურების საფასურები, ფინანსური გარანტიები და სხვა მოსაკრებლების საორიენტაციო მოცულობა;
ზ) უბალანსობის საპროგნოზო მოცულობა და საორიენტაციო ფასი;
თ) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებების საფუძველზე მისაღები საპროგნოზო შემოსავლები და გასაწევი ხარჯები;
ი) მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გასაწევი ხარჯები;
კ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებული ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზრებზე შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები;
ლ) კონვერტაციის კურსი, რომლისთვისაც აიღება სპეციალური ფონდის ბალანსის დასამტკიცებლად წარდგენის დღეს მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის კურსი. ასევე ორგანიზაცია უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპროგნოზო მაკროეკონომიკური ანალიზის დროს გამოყენებული გაცვლითი კურსი;
მ) საბრუნავი საშუალებების მობილიზაციისათვის საჭირო სესხების პროცენტისა და სხვა ხარჯების საორიენტაციო ოდენობა;
ნ) ბალანსის პროექტის შემუშავებისთვის საჭირო სხვა ინფორმაცია;
ო) ბალანსით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის საპროგნოზო მონაცემები;
პ) ელექტროენერგიის იმპორტის საპროგნოზო ფასები.
3. ესკო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების დაზუსტების მიზნით, მიმართოს გადამცემი სისტემისა და ორგანიზებული ბაზრის ოპერატორებს.
4. ესკო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის მიმართოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.
5. ესკო ვალდებულია, დაიცვას ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სპეციალური ფონდის კონტროლის მიზნებისათვის, ესკოს მიერ გაწეული საბითუმო საჯარო მომსახურების ფინანსური აღრიცხვა ხდება განცალკევებულად, მომსახურების სეგმენტების მიხედვით.
7. სპეციალური ფონდის ბალანსის დაგეგმვისას შემოსავლები და ხარჯები უნდა იყოს დაბალანსებული.
1. ესკო ყოველთვიურად ახორციელებს გასული პერიოდის ფაქტობრივი და საანგარიშო წლის დარჩენილი პერიოდის საპროგნოზო მონაცემების გათვალისწინებით სპეციალური ფონდის ლიკვიდურობის ანალიზს. თუ სპეციალური ფონდის მოსალოდნელი საერთო დეფიციტი ტოლია/აჭარბებს დამტკიცებული ბალანსით განსაზღვრული შემოსავლების ან/და ხარჯების [5%]-ს, ესკო ვალდებულია, სამინისტროს წარუდგინოს კორექტირებული ბალანსის პროექტი.
2. ესკო უფლებამოსილია, ამ წესის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებს მოსთხოვოს ამავე პუნქტით გათვალისწინებული კორექტირებული ინფორმაციის წარდგენა ან/და დაზუსტება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტრო ამტკიცებს კორექტირებულ ბალანსს და აცნობებს კომისიას.
1. ესკო ამზადებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს სპეციალური ფონდის ინსტრუქციას.
2. სპეციალური ფონდის ინსტრუქცია ითვალისწინებს:
ა) სპეციალური ფონდის პარამეტრებსა და მათი დათვლის მეთოდოლოგიას;
ბ) სპეციალური ფონდის ბალანსის პროექტის შედგენის კრიტერიუმებს;
გ) სპეციალური ფონდის პროექტის მომზადების, შეთანხმებისა და დასამტკიცებლად წარდგენის პროცედურებს;
დ) სპეციალური ფონდის დამტკიცებისა და კორექტირების პროცედურებსა და ვადებს;
ე) სპეციალური ფონდის დაგეგმვისა და ოპერირებისათვის საჭირო სხვა პირობებსა და პროცედურებს (ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან)]
ე) სპეციალური ფონდის დაგეგმვისა და ოპერირებისათვის საჭირო სხვა პირობებსა და პროცედურებს (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან)]
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №246
2020 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 123-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია“.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია
+
ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია
მუხლი 1. ბაზრის კონცეფციის მიზნები🔗
1. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია (შემდგომში – „კონცეფცია“) აყალიბებს საქართველოში ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპებს, რაც მიზნად ისახავს:
ა) ელექტროენერგიის ბაზრის ისეთი მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნასა და მომხმარებლისათვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას, გამჭვირვალე და კონკურენტული ბაზრების განვითარების გზით, როგორც საბითუმო, ისე საცალო დონეზე;
ბ) ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების, მათ შორის, დღით ადრე, დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების, ასევე, ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის ჩამოყალიბებას;
გ) ბაზრის სუბიექტებს შორის უფლება-მოვალეობების გამიჯვნასა და ფუნქციების გადანაწილებას;
დ) ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზრებზე ლიკვიდურობასა და კონკურენტული ფასის ფორმირებას, ასევე, ბაზრის ეფექტიანი და მდგრადი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური მექანიზმების დანერგვას;
ე) „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მხარდაჭერის მექანიზმების (სქემა) დანერგვის ხელშეწყობას;
ვ) სამიზნე მოდელზე გადასასვლელად განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრას;
ზ) „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ ოქმით აღებული ვალდებულებების შესრულებას.
2. ბაზრის კონცეფცია ასევე ადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ელექტროენერგეტიკულ საწარმოებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მექანიზმს, საჯარო მომსახურების ორგანიზებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ელექტროენერგიის მიწოდების სპეციალურ მოთხოვნებს.
3. ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელი გულისხმობს თავისუფალ ბაზარს, სადაც მონაწილეები სარგებლობენ თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით და გამჭვირვალედ ყალიბდება კონკურენტული ფასი, რაც მომხმარებელს აძლევს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას.
4. ბაზრის კონცეფციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2. ბაზრის კონცეფციის სახელმძღვანელო პრინციპები🔗
ბაზრის კონცეფციის სახელმძღვანელო პრინციპებია:
ა) ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენტული, თავისუფალი და გამჭვირვალე ვაჭრობა;
ბ) ინტერესთა კონფლიქტისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილება;
გ) საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა კონკურენტული საბაზრო მექანიზმების მეშვეობით, კერძოდ, ორმხრივი ხელშეკრულებებით ან/და ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზრებზე, დღით ადრე, დღიური და საბალანსო ბაზრების ჩათვლით;
დ) საჯარო მომსახურების გამწევი ენერგეტიკული საწარმოებისა (გარდა კონცეფციის 151 მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლებისა) და მხარდაჭერის მექანიზმით/სქემით მოსარგებლე მწარმოებლების მიერ წარმოებული ელექტროენერგიით ვაჭრობა მხოლოდ ორგანიზებულ ბაზრებზე;
ე) წარმოებისა და მოხმარების საათობრივი გრაფიკების, ასევე ელექტროენერგიის წარმოების/მოხმარების საშუალებებისა და მათი დატვირთვის განსაზღვრა მათ დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირების მიერ (თვითდისპეტჩირება);
ვ) ორგანიზებულ ბაზრებზე საათობრივი ვაჭრობა და, შესაბამისად, ბაზრის მონაწილეთა პასუხისმგებლობა მათ მიერ თითოეულ საათში გამოწვეულ უბალანსობაზე;
ზ) სისტემის ოპერატორების მიერ დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვა მხოლოდ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე;
თ) ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილება გამჭვირვალე და სამართლიანი წესების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №436 – ვებგვერდი, 29.08.2022წ.
მუხლი 3. საბითუმო ბაზრის სეგმენტები🔗
საბითუმო ბაზრის სეგმენტებია:
ა) დღით ადრე ბაზარი;
ბ) დღიური ბაზარი;
გ) ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი;
დ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი.
მუხლი 4. საბითუმო ბაზრის სუბიექტები🔗
საბითუმო ბაზრის სუბიექტები არიან:
ა) ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი;
ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორი;
გ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი;
დ) ელექტროენერგიის მწარმოებელი;
ე) ტრეიდერი;
ვ) მიმწოდებელი;
ზ) მსხვილი მომხმარებელი;
თ) საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია.
მუხლი 5. საბითუმო ბაზრების ოპერირება🔗
1. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი (შემდგომში – ბირჟის ოპერატორი)უზრუნველყოფს:
ა) დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერირებას;
ბ) დღით ადრე და დღიური ბაზრების მონაწილეთა რეესტრის წარმოებას;
გ) ფინანსური ანგარიშსწორების გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და საიმედო სისტემის ჩამოყალიბებას დღით ადრე და დღიური ბაზრებისათვის.
2. ბირჟის ოპერატორს უფლება აქვს, რომ ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული მომსახურება შეასრულოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით.
3. საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორი (შემდგომში – საბალანსო ბაზრის ოპერატორი) უზრუნველყოფს:
ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირებას;
ბ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის პროდუქტების განსაზღვრას;
გ) უბალანსობის საფასურის გაანგარიშებას;
დ) უბალანსობის საფასურის გადახდის უზრუნველსაყოფად ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრას;
ე) ფინანსური ანგარიშსწორების გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და საიმედო სისტემის ჩამოყალიბებას საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისათვის, უბალანსობის ფინანსური ანგარიშსწორებისათვის.
31. საბალანსო ბაზრის ოპერატორს უფლება აქვს, ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული მომსახურება შეასრულოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით.
4. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონის 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტროენერგიის დერივატივების ბაზრის ოპერირების უფლება აქვთ სხვა სუბიექტებსაც.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №244 – ვებგვერდი, 02.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 31.12.2022წ.
მუხლი 6. გადამცემი სისტემის ოპერატორის როლი ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსებაში🔗
გადამცემი სისტემის ოპერატორი, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად, უზრუნველყოფს:
ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრებზე პროდუქტების საპროგნოზო მოცულობის განსაზღვრას;
ბ) თვითდისპეტჩირების პრინციპით ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვას, ასევე, დაბალანსებისთვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარებას, მათ შორის, საბალანსო ბაზრის შედეგების საფუძველზე შესაბამისი სიმძლავრის გააქტიურებას;
გ) ტრანსსასაზღვრო დაბალანსების მექანიზმის ორგანიზებას, რაც, მათ შორის, მოიცავს ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის ავარიული დახმარების მიწოდების მართვას;
დ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციას და შესაბამისი კოდების მინიჭებას;
ე) საბითუმო ბაზრების ოპერირებისათვის საჭირო ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემის მართვას და განვითარებას, საათური აღრიცხვის მონაცემების ხელმისაწვდომობას.
მუხლი 7. საცალო ბაზარზე ვაჭრობა🔗
ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე საბოლოო მომხმარებელი, მათ შორის მსხვილი მომხმარებელი, ელექტროენერგიას შეისყიდის მიმწოდებლისგან, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. მომხმარებელი თავად ირჩევს მიმწოდებელს.
მუხლი 8. ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილების წესი🔗
მეზობელ სახელმწიფოსთან ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილებასთან ერთად ელექტროენერგიის განუცხადებელი ყიდვა-გაყიდვის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ტრანსსასაზღვრო სიმძლავრე განაწილდება დღით ადრე ბაზრის ოპერატორთან კონსულტაციის საფუძველზე შემუშავებული და კომისიის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად, ტექნიკური და ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით.
მუხლი 9. საჯარო მომსახურების ვალდებულებები🔗
1. საერთო ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მიწოდების უსაფრთხოების, უწყვეტობის, სათანადო ხარისხითა და ფასით ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფის, აგრეთვე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება ეკისრება:
ა) საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას;
ბ) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს;
გ) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს;
დ) საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელს, მათ შორის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს.
2. ბაზრის ლიბერალიზაციისკენ გადასვლის პირობებში, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრება ხდება დროებით, საქართველოს მთავრობის მიერ კომისიასთან, სახელმწიფო კომპეტენტურ ორგანოებთან და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან კონსულტაციის შემდეგ.
21. ელექტროენერგიის ბაზარზე კონკურენტული ფასის ფორმირების ხელშეწყობის მიზნით, საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებლები ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობისას ხელმძღვანელობენ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მონაწილე დერეგულირებული მწარმოებლების პრინციპებით.
3. საჯარო მომსახურების ვალდებულება არის დროებითი ღონისძიება, რომელიც, სულ მცირე, 2 წელიწადში ერთხელ, უნდა დაექვემდებაროს რეგულარულ გადახედვას, მისი საჭიროებისა და ზემოქმედების შედეგების განსაზღვრის მიზნით.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 31.12.2022წ.
მუხლი 10. საბითუმო საჯარო მომსახურების ვალდებულებები🔗
1. საბითუმო საჯარო მომსახურების მიზნებია: განახლებადი ენერგიისა და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლების მხარდაჭერა და მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ინტეგრირების ხელშეწყობა; უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მხარდაჭერა, შესასყიდი ელექტროენერგიის სტაბილური ფასით უზრუნველყოფითა და ორგანიზებულ ბაზარზე ინტეგრირების ხელშეწყობით; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) არსებული მომხმარებლების მიწოდების უსაფრთხოება ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიის შესყიდვით; კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მხარდაჭერა, იმპორტირებული ელექტროენერგიის სტაბილური ფასით უზრუნველყოფითა და ორგანიზებულ ბაზარზე ინტეგრირების ხელშეწყობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, საბითუმო საჯარო მომსახურების ვალდებულებები მოიცავს:
ა) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის შესყიდვას და ორგანიზებულ ბაზრებზე გაყიდვას, შესაბამისი ფინანსური მექანიზმების გამოყენებას ხელშეკრულებების პირობების შესრულების მიზნით და ფინანსურ ანგარიშსწორებას;
ბ) განახლებადი ენერგიისა და სხვა მხარდაჭერის სქემის მონაწილე მწარმოებლებთან მხარდაჭერის შესაბამისი სქემის ფარგლებში ფინანსურ ანგარიშსწორებას;
გ) საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებლებთან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების ფარგლებში ორგანიზებული ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ კანონის შესაბამისად დადგენილ წარმოების ტარიფს შორის სხვაობაზე ფინანსურ ანგარიშსწორებას;
დ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებისათვის ელექტროენერგიის შესყიდვას ორგანიზებულ ბაზარზე, ასევე, მასთან დაკავშირებულ უბალანსობაზე პასუხისმგებლობას;
ე) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების ფარგლებში ორგანიზებული ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ კანონის შესაბამისად დადგენილ ტარიფს შორის სხვაობაზე ფინანსურ ანგარიშსწორებას;
ვ) შემსყიდველი საწარმოებისთვის გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დარიცხვასა და საჯარო მომსახურების ვალდებულების მქონე გარანტირებული სიმძლავრის წყაროებთან (თბოელექტროსადგურებთან) ფინანსურ ანგარიშსწორებას;
ზ) ტრეიდერთან (იმპორტიორთან) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების ფარგლებში ორგანიზებული ბაზრ(ებ)ის ფასსა და იმპორტირებული ელექტროენერგიის ფას(ებ)ს შორის სხვაობაზე ფინანსურ ანგარიშსწორებას.
3. საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციამ საბითუმო საჯარო მომსახურების განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავალი უნდა გამოიყენოს მხოლოდ იმ მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მწარმოებელს დაეკისრა საჯარო მომსახურების ვალდებულება.
4. საბითუმო საჯარო მომსახურება ხორციელდება საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ, ამ კონცეფციის მე-11 − მე-13 მუხლების, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 152 მუხლის შესაბამისად. საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას კანონმდებლობით შეიძლება დაეკისროს სხვა ვალდებულებებიც.
5. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, კომისია ადგენს საბითუმო საჯარო მომსახურების საფასურს.
6. საბითუმო საჯარო მომსახურების სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია განკარგავს საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიზნით შექმნილ სპეციალურ ფონდს. სპეციალური ფონდის შემოსავლის წყაროები და სპეციალური ფონდის მეშვეობით ასანაზღაურებელი ხარჯები განისაზღვრება წინამდებარე დადგენილებითა და „სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკოს) მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების ვალდებულებების განხორციელების პრინციპებით“ (დანართი №2).
7. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია განცალკევებულად აღრიცხავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული მომსახურების ფარგლებში მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს.
8. სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკოს) მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების ვალდებულებების განხორციელების პრინციპები “ განისაზღვრება წინამდებარე კონცეფციის დანართ №2-ის შესაბამისად.
9. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის ოპერირების წესებს, სპეციალური ფონდის ინსტრუქციასა და სპეციალური ფონდის ბალანსს შეიმუშავებს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია და ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
10. გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო მომსახურების ვალდებულების განხორციელების წესს შეიმუშავებს საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია და გადამცემი სისტემის ოპერატორი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
11. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, რომლის დაბალანსების ჯგუფშიც გაერთიანებულია საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლის ელექტროსადგური, აუნაზღაურდება მის მიერ საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე ნავაჭრი შესაბამისი ელექტროსადგურის საბალანსო სიმძლავრის საფასურის 10%-ი.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 31.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 ივნისის დადგენილება №236 – ვებგვერდი, 27.06.2023წ.
მუხლი 11. ორგანიზებულ ბაზარზე გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების ინტეგრირება და მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებლებთან ანგარიშსწორება🔗
1. ელექტროენერგიის ბაზარზე გამჭვირვალობის, ლიკვიდურობისა და კონკურენტული ფასის ფორმირებისათვის, გარანტირებული შესყიდვის
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის რეალიზაცია ხდება ორგანიზებულ ბაზარზე, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის ან თავად მწარმოებლის მიერ. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება არ წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ელექტროენერგეტიკის სექტორის მომწესრიგებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრულ ორმხრივ ხელშეკრულებას.
2. ორგანიზებულ ბაზრებზე ელექტროენერგიის მწარმოებლების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, მწარმოებელსა და საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას შორის შეიძლება გაფორმდეს ხელშეკრულება საბაზრო და არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასებს შორის უარყოფითი სხვაობის კომპენსირების ან/და სხვა ხელშემწყობი ღონისძიების შესახებ.
3. იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებელი არ იყენებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, ორგანიზებულ ბაზარზე ამ ელექტროენერგიის შეთავაზებაზე პასუხისმგებელია საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია.
4. განახლებადი ენერგიისა და სხვა მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებლები თავად (ან შეთანხმებით გათვალისწინებული პირის მეშვეობით) უზრუნველყოფენ მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გაყიდვას ორგანიზებულ ბაზარზე. მათთვის მხარდაჭერის სქემით გათვალისწინებული საფასური ანაზღაურდება საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ.
5. (ამოღებულია - 30.12.2022, №622).
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 31.12.2022წ.
მუხლი 12. ელექტროენერგიის მწარმოებლებისთვის საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრება და მათი მონაწილეობა ორგანიზებულ ბაზარზე🔗
1. ელექტროენერგიის ბაზარზე გამჭვირვალობის, ლიკვიდურობისა და კონკურენტული ფასის ფორმირებისათვის, საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლები (მათ შორის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროები) ვაჭრობენ ორგანიზებულ ბაზარზე, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტითა და ამ კონცეფციის 173 მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.
11. საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელს, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაკისრებული აქვს გარანტირებული სიმძლავრის (ავარიული სწრაფი რეზერვი) შენარჩუნების ვალდებულება, გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდში შესაბამისი ელექტროსადგურისათვის ეზღუდება ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის უფლება, გარდა ელექტროენერგიის საკუთარი მოხმარებისათვის შესყიდვის უფლებისა.
2. ელექტროენერგიის ინდივიდუალურ მწარმოებლებს საჯარო მომსახურების ვალდებულება დაეკისრება შეზღუდული დროით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, კომისიასთან და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან კონსულტაციის შემდეგ. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ეტაპობრივად შემცირდება მწარმოებლებზე დაკისრებული საჯარო მომსახურების ვალდებულება, ამ კონცეფციის დანართ №1-ით განსაზღვრული „ბაზრის გახნის ეტაპების“ შესაბამისად.
3. საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელზე ელექტროენერგიის ფასის გამო დაკისრებული საჯარო მომსახურების ვალდებულება გამოიხატება საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციასთან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების გაფორმებაში, რის შედეგადაც, დღით ადრე ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ დადგენილ წარმოების ტარიფს შორის:
ა) დადებითი სხვაობის შემთხვევაში, მწარმოებელი სხვაობას უხდის საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციას;
ბ) უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია სხვაობას უნაზღაურებს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელს.
4. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, კომისია ადგენს საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლის წარმოების ტარიფს, რომელზეც საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციასთან გაფორმდება ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება.
5. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს შემთხვევაში, გარანტირებული სიმძლავრის საფასურს ან/და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს განსაზღვრავს კომისია, დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.
6. საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებელი პასუხისმგებელია უბალანსობაზე.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 31.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 ივნისის დადგენილება №236 – ვებგვერდი, 27.06.2023წ.
მუხლი 13. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოხმარებული ელექტროენერგიის შესყიდვის წესი🔗
1. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებისთვის, ელექტროენერგიას შეისყიდის საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია, დღით ადრე ბაზარზე.
2. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია პასუხისმგებელია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მოხმარებით გამოწვეულ უბალანსობაზე.
3. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების, აგრეთვე უბალანსობის ხარჯების, ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობისათვის საჭირო საბანკო გარანტიებისა და ბაზრის ოპერატორების მომსახურების საფასურის დასაფარად გამოიყენება საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ სპეციალურ ფონდში მიღებული შემოსავლები და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური წყაროები.
4. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მოხმარების დაფარვა შესაძლებელია ესკოს მიერ აღნიშნული მოხმარების დაფარვის მიზნით იმპორტირებული ელექტროენერგიის მეშვეობით.
5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შესყიდულ ელექტროენერგიაზე საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ არ ხდება სისტემის ოპერატორის ტარიფის, გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული იმ ხარჯების გადახდა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 31.12.2022წ.
მუხლი 14. უნივერსალური მომსახურება🔗
1. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას რეგულირებული პირობებით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოებისათვის, რომელთაც არ აურჩევიათ მიმწოდებელი, განაწილების იმ არეალის მიხედვით, რომელშიც იგი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, როგორც უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი.
2. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ელექტროენერგიას შეისყიდის მხოლოდ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე.
3. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მიერ დგინდება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის ტარიფი, რომელზეც საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციასთან გაფორმდება ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება. შედეგად, დღით ადრე ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ დადგენილ ტარიფს შორის:
ა) დადებითი სხვაობის შემთხვევაში, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია სხვაობას უნაზღაურებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს;
ბ) უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი სხვაობას უხდის საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციას.
4. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი პასუხისმგებელია უბალანსობაზე.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 31.12.2022წ.
მუხლი 15. ბოლო ალტერნატივის მიწოდება🔗
1. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას იმ საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელიც კარგავს ელექტროენერგიის მიღების საშუალებას მიმწოდებლის მიერ საბაზრო საქმიანობის გეგმურად ან არაგეგმურად შეწყვეტის, ან ვალდებულებების უხეშად დარღვევის გამო, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.
2. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი ელექტროენერგიას შეისყიდის მხოლოდ დღით ადრე/დღიურ ბაზარზე.
3. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი პასუხისმგებელია უბალანსობაზე.
მუხლი 151. საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდება🔗
1. ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას ამ კონცეფციის №1 დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული სხვა კატეგორიის საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებზეც არ ვრცელდება უნივერსალური მომსახურება.
2. ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ვალდებულება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიძლება, დაეკისროს იმავე საწარმოს, რომელიც ასრულებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციას.
3. ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის მომხმარებლების მომსახურებისა და დაცვის პირობები (მათ შორის, ფასი) უნდა განსხვავდებოდეს უნივერსალური მიმწოდებლის მომხმარებლებისთვის შეთავაზებული პირობებისგან.
4. ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი ელექტროენერგიას შეისყიდის საბითუმო, მათ შორის, ორგანიზებულ ბაზრებზე.
5. ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი პასუხისმგებელია უბალანსობაზე.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №436 – ვებგვერდი, 29.08.2022წ.
მუხლი 152. კომერციული იმპორტის განხორციელების, ტრეიდერის (იმპორტიორის) შერჩევისა და იმპორტირებული ელექტროენერგიით ვაჭრობის წესი🔗
1. ქვეყანაში ელექტროენერგიის კომერციული იმპორტის განხორციელების საჭიროება და მოცულობის განსაზღვრა, ასევე კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) შერჩევა ხორციელდება „ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების“ შესაბამისად.
2. ელექტროენერგიის ბაზარზე გამჭვირვალობის, ლიკვიდურობისა და კონკურენტული ფასის ფორმირებისთვის, კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი) მის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიით ვაჭრობს დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესების“ შესაბამისად.
3. იმპორტირებული ელეტროენერგიის გაყიდვის მიზნით, კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი) დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობს იმგვარად, რომ შეთავაზებულმა განაცხადმა უზრუნველყოს ელექტროენერგიის გაყიდვა ნებისმიერ დადებით ფასად.
4. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია სრულად არ გაიყიდება დღით ადრე ბაზარზე, ტრეიდერი (იმპორტიორი) ვალდებულია, აღნიშნული გაუყიდავი ელექტროენერგია შესთავაზოს დღიურ ბაზარს. იმ შემთხვევაში, თუ ტრეიდერი (იმპორტიორი) რომელიმე დღეს არ შეასრულებს ამ მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებას, აღნიშნულ დღეს დღით ადრე ან დღიურ ბაზარზე გასაყიდ ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობაზე არ განხორციელდება ანგარიშსწორება ესკოსა და ტრეიდერს (იმპორტიორს) შორის გაფორმებული ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე.
5. კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზრებზე გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, ტრეიდერს (იმპორტიორს) და საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას შორის ფორმდება ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება, რის შედეგადაც ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მიღებულ შემოსავალს, აგრეთვე უბალანსობის შედეგად მიღებულ ან/და გადახდილ თანხებს შორის და ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებას შორის:
ა) დადებითი სხვაობის შემთხვევაში, ტრეიდერი (იმპორტიორი) სხვაობის შესაბამის თანხას უხდის საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციას;
ბ) უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია სხვაობის შესაბამის თანხას უნაზღაურებს ტრეიდერს (იმპორტიორს).
6. საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია კომერციული იმპორტის განმახორციელებელ ტრეიდერს (იმპორტიორს) აუნაზღაურებს მხოლოდ ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თანხას, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით.
7. კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიით ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილ უბალანსობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებისა“ და „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 ივნისის დადგენილება №236 – ვებგვერდი, 27.06.2023წ.
მუხლი 16. 2022 წლიდან სამიზნე მოდელზე ეტაპობრივი გადასვლის მოსამზადებელი ღონისძიებები🔗
1. 2024 წლის პირველ ივლისამდე:
ა) სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მიერ განხორციელდეს დღით ადრე ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;
ბ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განხორციელდეს:
ბ.ა) საბალანსო ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;
ბ.ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, საბალანსო მომსახურების მომწოდებელი პირების რეგისტრაციის სისტემის ფორმირება და სათანადო რეესტრის ჩამოყალიბება;
ბ.გ) აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოებისათვის საჭირო ღონისძიებების მომზადება;
გ) სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) მიერ განხორციელდეს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზებისათვის საჭირო ინსტრუმენტების ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებსა და ბაზრის ოპერატორებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა.
2. 2024 წლის პირველი ივლისიდან განხორციელდეს:
ა) ბირჟის ოპერატორის მიერ:
ა.ა) დღით ადრე ბაზრის ოპერირება;
ა.ბ) დღით ადრე ბაზრის მონაწილეების რეგისტრაცია;
ა.გ) დღით ადრე და დღიური ბაზრებისათვის ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციის უზრუნველყოფა;
ბ) საბალანსო ბაზრის ოპერატორის მიერ:
ბ.ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირება;
ბ.ბ) საბალანსო ბაზარზე საბალანსო ენერგიისა და საბალანსო რეზერვების დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი პირისგან შესყიდვა;
ბ.გ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისათვის ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციის უზრუნველყოფა;
ბ.დ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, დაბალანსების მომსახურების გამწევი პირების რეესტრის მართვა;
გ) გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ − დაბალანსებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება, აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოება და განხორციელება, კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
დ) ესკოს, როგორც საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის, მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების გაწევა.
3. 2024 წლის პირველ ივლისამდე სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მიერ განხორციელდეს:
ა) დღიური ბაზრის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;
ბ) დღიური ბაზრის ოპერატორის ლიცენზიის მისაღებად კომისიისათვის შესაბამისი განაცხადის წარდგენა.
4. 2024 წლის პირველი ივლისიდან ბირჟის ოპერატორი ასევე უზრუნველყოფს დღიური ბაზრის პლატფორმის ოპერირებას.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №244 – ვებგვერდი, 02.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №547 – ვებგვერდი, 26.11.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №89 – ვებგვერდი, 28.02.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №438 – ვებგვერდი, 29.08.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 მარტის დადგენილება №126 – ვებგვერდი, 29.03.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №239 – ვებგვერდი, 29.06.2023წ.
მუხლი 17. ბაზრის ფუნქციონირება გარდამავალ პერიოდში - 2021 წლის პირველ ივლისამდე🔗
1. 2021 წლის პირველ ივლისამდე:
ა) ესკო ახორციელებს:
ა.ა) საბითუმო ბაზრის მონაწილეების რეგისტრაციას;
ა.ბ) აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოებას;
ა.გ) საბალანსო ენერგიით ვაჭრობას;
ა.დ) გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობას;
ა.ე) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორი:
ბ.ა) ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში გასაყიდი ელექტროენერგიის დისპეტჩირებას და მოხმარება/მიწოდების ტექნიკურ დაბალანსებას;
ბ.ბ) პირდაპირი ორმხრივი ხელშეკრულებების რეგისტრაციას;
ბ.გ) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
2. (ამოღებულია - 31.05.2021, №244).
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №244 – ვებგვერდი, 02.06.2021წ.
მუხლი 171. ბაზრის ფუნქციონირება გარდამავალ პერიოდში − 2021 წლის პირველი ივლისიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე🔗
1. 2021 წლის 1 ივლისიდან, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევების საფუძველზე, საბითუმო ბაზრის მონაწილეებს ემატება მიმწოდებელი.
2. მიმწოდებლისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საბითუმო ბაზარზე ვაჭრობის ორგანიზება, ასევე მიმწოდებელსა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის ქსელში დანაკარგების შესყიდვის გამიჯვნა და ანგარიშსწორება რეგულირდება შესაბამისი მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.
3. 2024 წლის პირველ ივლისამდე კონცეფციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტები აგრძელებენ იმავე მუხლით განსაზღვრული თავიანთი უფლება-მოვალეობების განხორციელებას, ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
4. 2024 წლის პირველ ივლისამდე არ გამოიყენება ამ კონცეფციის მე-2 მუხლის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, ასევე მე-5, მე-8 და მე-10 − მე-15 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობასთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №244 – ვებგვერდი, 02.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №547 – ვებგვერდი, 26.11.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №89 – ვებგვერდი, 28.02.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №438 – ვებგვერდი, 29.08.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 მარტის დადგენილება №126 – ვებგვერდი, 29.03.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №239 – ვებგვერდი, 29.06.2023წ.
მუხლი 172. გარდამავალ პერიოდში საჯარო მომსახურების გამწევი ელექტრონერგიის მწარმოებლების მიერ სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვისა და სიხშირის შენარჩუნების რეზერვის საბალანსო სიმძლავრის მიწოდების პირობები🔗
1. 2025 წლის პირველ იანვრამდე სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის მიწოდებაზე საბალანსო ბაზრის ოპერატორის მიერ გამოცხადებულ საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე სატენდერო განაცხადების წარდგენა ხდება ნულოვანი ფასით. საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელი, ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციას უნაზღაურებს სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის საბალანსო ელექტროენერგიის ფასსა და შესაბამისი საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლისათვის კომისიის მიერ დადგენილ ტარიფს შორის დადებითი სხვაობის შესაბამისი თანხის 90%-ს.
2. 2025 წლის პირველ იანვრამდე საბალანსო ბაზრის ოპერატორი სიხშირის შენარჩუნების რეზერვზე საბალანსო სიმძლავრის ტენდერს არ აცხადებს. დადგენილ პერიოდამდე, გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, სიხშირის შენარჩუნების რეზერვის მიწოდებას ნულოვანი ფასით უზრუნველყოფს კანონმდებლობის შესაბამისად სიხშირის შენარჩუნების რეზერვზე კვალიფიცირებული საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელი.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 31.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 მარტის დადგენილება №126 – ვებგვერდი, 29.03.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №239 – ვებგვერდი, 29.06.2023წ.
მუხლი 173. საქართველოს მთავრობის მიერ ელექტროენერგიის აღიარებული დავალიანების დაბრუნების წესი🔗
1. საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2015 წლის 9 აპრილს „ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმების მე-11 მუხლის შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული ელექტროენერგიის დავალიანების დაბრუნების უზრუნველსაყოფად, ელექტროენერგიის მიმწოდებლად საქართველოს მხრიდან განისაზღვრა ესკო.
2. ესკო, თურქეთის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ ელექტროენერგიის აღიარებული დავალიანების დაბრუნების მიზნით, ელექტროენერგიას პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შეისყიდის საჯარო მომსახურების გამწევი იმ ელექტროენერგიის მწარმოებლისგან, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
3. შესასყიდი ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრება კომისიის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მწარმოებლისთვის წარმოების დადგენილი ტარიფის შესაბამისად.
4. თურქეთის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ ელექტროენერგიის აღიარებული დავალიანების დაბრუნებასთან დაკავშირებით ესკოს მიერ გასაწევი ყველა ხარჯი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 31.12.2022წ.
მუხლი 18. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისთვის − აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი წესი🔗
2024 წლის პირველ ივლისამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მოცულობების მიხედვით. ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურები თავიანთი გამომუშავებიდან იკლებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას შესაბამის საანგარიშო პერიოდში მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის პროპორციულად და აწარმოებენ მის აღრიცხვას წინამდებარე წესებითა და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხდება ესკოს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯზე, ენგურჰესი და ვარდნილჰესების კასკადი ვალდებულნი არიან, მომდევნო საანგარიშო პერიოდებში მიაწოდონ ესკოს ეკვივალენტური რაოდენობის ელექტროენერგია. ესკო უფლებამოსილია, აღნიშნული ელექტროენერგია გაყიდოს მის მიერ ნაყიდი და აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის ფასად. ამ ელექტროენერგიის ესკოს მიერ ექსპორტირებისას ფასის ფორმირება ხდება ელექტროენერგიის ექსპორტზე ან/და გაცვლაზე გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
1. 2024 წლის პირველ ივლისამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მოცულობების მიხედვით. ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურები თავიანთი გამომუშავებიდან იკლებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას შესაბამის საანგარიშო პერიოდში მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის პროპორციულად და აწარმოებენ მის აღრიცხვას წინამდებარე წესებითა და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხდება ესკოს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯზე, ენგურჰესი და ვარდნილჰესების კასკადი ვალდებულნი არიან, მომდევნო საანგარიშო პერიოდებში მიაწოდონ ესკოს ეკვივალენტური რაოდენობის ელექტროენერგია. ესკო უფლებამოსილია, აღნიშნული ელექტროენერგია გაყიდოს მის მიერ ნაყიდი და აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის ფასად. ამ ელექტროენერგიის ესკოს მიერ ექსპორტირებისას ფასის ფორმირება ხდება ელექტროენერგიის ექსპორტზე ან/და გაცვლაზე გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
2. 2023 წლის პირველი ივლისიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში ელექტროენერგიის წარმოების ან მოხმარების სიჭარბის, ავარიის, ხელშეკრულების გარეშე ელექტროენერგიის შემოდინების ან/და სხვა გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები რეგულირდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის დადგენილება №244 – ვებგვერდი, 02.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №547 – ვებგვერდი, 26.11.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №89 – ვებგვერდი, 28.02.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №438 – ვებგვერდი, 29.08.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 მარტის დადგენილება №126 – ვებგვერდი, 29.03.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №239 – ვებგვერდი, 29.06.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 14 მაისის დადგენილება №165 - ვებგვერდი, 15.05.2024წ.
მუხლი 19. კონკურენტული ბაზრის განვითარების ეტაპები🔗
1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 166-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ამ კონცეფციის №1 დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა საბოლოო მომხმარებლებმა ამავე დანართში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ სავალდებულო წესით უნდა აირჩიონ მიმწოდებელი (ბაზრის გახსნა).
2. (ამოღებულია - 29.08.2022, №436).
3. ამ კონცეფციის №1 დანართის მე-2 პუნქტით განისაზღვრება საჯარო მომსახურების ვალდებულებისაგან ელექტროენერგიის შესაბამისი მწარმოებლების გათავისუფლების ვადები.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №436 – ვებგვერდი, 29.08.2022წ.
მუხლი 20. დროებითი დებულება🔗
1. სამიზნე მოდელის ამოქმედების შემდგომ საწარმოები არ თავისუფლდებიან ესკოს წინაშე არსებული იმ ფინანსური ვალდებულებების შესრულებისგან, რომლებიც მათ ეკისრებათ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ საფუძველზე. საწარმოს მიერ აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხევაში, ესკო უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს, რომლის ელექტრულ ქსელზეც არის მიერთებული საწარმო, საწარმოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის/შეწყვეტის მოთხოვნით.
2. ესკოს მიმართვის მიღებისთანავე სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აცნობოს შესაბამის საწარმოს ელექტროენერგიის შეწყვეტის (შეზღუდვის) შესახებ და 72 საათში უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა (შეზღუდვა). თუ ამ დროში ესკოს მიერ არ მოხდა შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის გაგზავნილი მიმართვის შეცვლა/გაუქმება, სისტემის ოპერატორი ახორციელებს საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას (შეზღუდვას). ყველა საწარმო ვალდებულია, შეასრულოს სისტემის ოპერატორის მოთხოვნა ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) შესახებ.
3. საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ხდება შესაბამისი სისტემის მიერ ესკოს მიმართვის საფუძველზე.
4. სამიზნე მოდელის ამოქმედების შემდგომ, 2024 წლის პირველ ივლისს, 00:00 საათიდან 02:00 საათამდე პერიოდზე, ელექტროენერგიის ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვრცელდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესები და პირობები.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 31.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 მარტის დადგენილება №126 – ვებგვერდი, 29.03.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №239 – ვებგვერდი, 29.06.2023წ.
დანართი №1
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №89 – ვებგვერდი, 28.02.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №438 – ვებგვერდი, 29.08.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 მარტის დადგენილება №126 – ვებგვერდი, 29.03.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №239 – ვებგვერდი, 29.06.2023წ.
1. ბაზრის გახსნის ეტაპები:
პერიოდი
ბაზრის გახსნა
2021 წლის პირველ ივლისამდე
35-110 ძაბვის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც თვეში მოიხმარს არანაკლებ 0.4 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგიას
2025 წლის პირველ ივლისამდე
35-110 კვ ძაბვის ყველა საბოლოო მომხმარებელი, ასევე 6-10 კვ ძაბვის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც თვეში მოიხმარს არანაკლებ 1 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგიას
2026 წლის პირველ ივლისამდე
ყველა სხვა მომხმარებელი (გარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოსი).
2. მწარმოებლების გათავისუფლება საჯარო მომსახურების ვალდებულებისაგან:
პერიოდი
ელექტროენერგიის მწარმოებელი, რომელიც გათავისუფლდება საჯარო მომსახურების ვალდებულებისგან
01/01/2021-იდან
2008 წლის 1 აგვისტომდე აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო სიმძლავრე 50 მეგავატს არ აღემატება
01/05/2022-იდან
2008 წლის 1 აგვისტომდე აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო სიმძლავრე 65 მეგავატს არ აღემატება
01/05/2024-იდან
2008 წლის 1 აგვისტომდე აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო სიმძლავრე 75 მეგავატს არ აღემატება
01/05/2026-იდან
2008 წლის 1 აგვისტომდე აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო სიმძლავრე 90 მეგავატს არ აღემატება
01/01/2027-იდან
2008 წლის 1 აგვისტომდე აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო სიმძლავრე 120 მეგავატს არ აღემატება
[დანართი №2
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №622 – ვებგვერდი, 31.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 მარტის დადგენილება №126 – ვებგვერდი, 29.03.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 ივნისის დადგენილება №236 – ვებგვერდი, 27.06.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №239 – ვებგვერდი, 29.06.2023წ.
სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკოს) მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების ვალდებულებების განხორციელების პრინციპები
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო🔗
1. წინამდებარე დანართის მიზანია საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის“ (შემდგომში – ბაზრის კონცეფცია) მე-9 და მე-10 მუხლებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების წესებისა და პრინციპების განსაზღვრა.
2. წინამდებარე დანართი არეგულირებს:
ა) საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციისა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლების, მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებლების, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების მქონე მწარმოებლების, საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლების, მათ შორის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისა და ტრეიდერის (იმპორტიორის) უფლება-მოვალეობებს;
ბ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მოხმარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს;
გ) საბითუმო საჯარო მომსახურების განხორციელების მიზნით, ბაზრის კონცეფციის თანახმად, შექმნილი სპეციალური ფონდის ფორმირებისა და განკარგვის ზოგად წესს;
დ) მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებლების მონაცემთა ადმინისტრირების, საჯაროობისა და გამჭვირვალობის მიზნით, ესკოს მიერ ვებპორტალის შექმნასა და მონაცემთა გამოქვეყნების წესს;
ე) საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მომსახურების საფასურის ანაზღაურების წესს;
ვ) საბითუმო საჯარო მომსახურების განხორციელების უზრუნველსაყოფად საბითუმო ბაზრის სუბიექტის ვალდებულებებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები🔗
1. ამ დანართში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია – სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ (შემდგომში – ესკო), როგორც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული ბაზრის კონცეფციის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;
ბ) საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელი – საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ელექტროენერგიის მწარმოებელი, მათ შორის, თბოელექტროსადგური, რომელსაც დაკისრებული აქვს საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება;
გ) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, რომლებითაც საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია ურთიერთობას აწარმოებს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელთან, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან, კომერციული იმპორტის განმახორციელებელ ტრეიდერთან (იმპორტიორთან) ან/და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირებთან, მათ შორის, ბაზრის კონცეფციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებთან. ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია;
დ) საბითუმო საჯარო მომსახურების ოპერირების წესები (შემდგომში - ოპერირების წესები) – წინამდებარე დანართის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ დამტკიცებული წესები, რომლებიც არეგულირებს საბითუმო საჯარო მომსახურების საქმიანობის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს;
ე) წონასწორული ფასი – „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესების“ თანახმად, წონასწორობის წერტილის შესაბამისად, განსაზღვრული დღით ადრე ბაზრის ფასი;
ვ) ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება − კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება, იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობისა და ტრეიდერის (იმპორტიორის) შესარჩევ ფასთა გამოკითხვაში დაფიქსირებული ფასის გათვალისწინებით;
ზ) კომერციული იმპორტი − ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგია, რომლის რეალიზაცია ხორციელდება დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე კონცეფციისა და წინამდებარე დოკუმენტით დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა ავარიულ სიტუაციებში იმპორტირებული ელექტროენერგიისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მოხმარების დაფარვის მიზნით იმპორტირებული ელექტროენერგიისა.
2. წინამდებარე დანართში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ელექტროენერგეტიკის სექტორის მომწესრიგებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
საჯარო მომსახურების განხორციელების ზოგადი წესი
მუხლი 3. საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ საჯარო მომსახურების განხორციელება🔗
1. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია მომსახურებას უწევს:
ა) პირებს, რომლებსაც ბაზრის კონცეფციის მე-9 მუხლის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, დაეკისრათ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება;
ბ) საჯარო მომსახურების ვალდებულების მქონე ელექტროენერგიის მწარმოებლებს, რომლებიც კანონმდებლობის საფუძველზე, სარგებლობენ განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის მექანიზმებით (სქემებით);
გ) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლებს;
დ) კომერციული იმპორტის განმახორციელებელ ტრეიდერებს (იმპორტიორებს).
2. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარების უზრუნველყოფის მიზნით, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია ახორციელებს ელექტროენერგიის შესყიდვას ორგანიზებულ ბაზარზე.
3. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია, საბითუმო საჯარო მომსახურების განხორციელების მიზნით, განკარგავს სპეციალურ ფონდს წინამდებარე დანართითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ საჯარო მომსახურების განხორციელების წინაპირობა🔗
1. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია, საჯარო მომსახურების განხორციელების მიზნით, ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებთან აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებებს, კერძოდ:
ა) საჯარო მომსახურების ვალდებულების მქონე ელექტროენერგიის მწარმოებლებსა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან − ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებას – ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს;
ბ) განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის მექანიზმით (სქემით) მოსარგებლე მწარმოებლებთან – კანონმდებლობით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშსწორების შესახებ ხელშეკრულებას;
გ) კომერციული იმპორტის განმახორციელებელ ტრეიდერთან (იმპორტიორთან) − ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებას − ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებების გაფორმება ხორციელდება „ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის კონცეფციისა და კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის წესი და პირობები
მუხლი 5. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ელექტროენერგიით ვაჭრობა🔗
1. ბაზრის კონცეფციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ორგანიზებულ ბაზარზე გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების მქონე მწარმოებლების მიერ წარმოებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიით ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობას ახორციელებს ესკო, წინამდებარე დანართისა და ოპერირების წესების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ესკო:
ა) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის ელექტროენერგიით ვაჭრობას ახორციელებს მხოლოდ იმ პერიოდში და იმ მოცულობაზე, რომელიც განსაზღვრულია ესკოსა და შესაბამის პირს შორის გაფორმებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით;
ბ) დღით ადრე ბაზარზე განათავსებს ელექტროენერგიის გაყიდვის განაცხადს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად და იმგვარად, რომ შეთავაზებულმა განაცხადმა უზრუნველყოს აღნიშნული ელექტროენერგიის ბაზარზე გაყიდვა ნებისმიერ დადებით ფასად;
გ) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე განათავსებს სატენდერო წინადადებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის მიერ შეთავაზებულმა ფასმა, სულ მცირე, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მწარმოებლისა და ესკოსთვის ამ ბაზარზე მონაწილეობის შედეგად წარმოქმნილი ხარჯების სრულად დაფარვა.
3. საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრიდან მიღებული შემოსავლები ესკოსა და შესაბამის მწარმოებელს შორის უნდა განაწილდეს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ამგვარ პირობებს, გაყიდული საბალანსო სიმძლავრის ღირებულება ეკუთვნის მწარმოებელს, ხოლო საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე გაყიდული გამომუშავებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებას ესკო მწარმოებელთან ახორციელებს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასითა და პირობებით.
4. ესკო, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით მოსარგებლე მწარმოებელთან დაკავშირებული საქმიანობისას, ხელმძღვანელობს შესაბამისი მწარმოებლის მიერ წარდგენილი გამომუშავების საპროგნოზო გეგმებით. მწარმოებელი ვალდებულია, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა საპროგნოზო გეგმები (საათობრივ ჭრილში) შეადგინოს და წარადგინოს მაქსიმალური სიზუსტით. საპროგნოზო გეგმების წარდგენის ვადები, პერიოდულობა და პროცედურები განისაზღვრება ოპერირების წესებით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საპროგნოზო გეგმების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამის პერიოდში უბალანსობით გამოწვეულ ხარჯზე პასუხისმგებელია გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით მოსარგებლე მწარმოებელი.
6. ესკო, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საპროგნოზო გეგმების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ახორციელებს გასაყიდი ელექტროენერგიის მოცულობის დაგეგმვას და დაგეგმვისას ხელმძღვანელობს უახლოესი წინა დღის ფაქტობრივი გამომუშავების მონაცემებით. დაგეგმვის პროცედურები განისაზღვრება ოპერირების წესებით.
7. ესკო პასუხისმგებელია გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილი უბალანსობის (ელექტროენერგიის ფაქტობრივად გამომუშავებულ (სალტეზე გაცემულ) და დაგეგმილ მოცულობას შორის სხვაობა) ღირებულებაზე, მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-5, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8. ესკო, ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებელთან, ანგარიშსწორებას ახორციელებს წინამდებარე დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ოპერირების წესების შესაბამისად.
9. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის მიერ საკუთარი მოხმარების უზრუნველსაყოფად საჭირო ელექტროენერგიის შესყიდვასა და ამ შესყიდვის შედეგად წარმოქმნილ უბალანსობის ხარჯზე ესკო არ არის პასუხისმგებელი.
10. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ესკო არ არის პასუხისმგებელი მწარმოებლის მიერ ფაქტობრივად მოხმარებული ელექტროენერგიით გამოწვეული უბალანსობის ხარჯზე.
11. ბაზრის კონცეფციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების მქონე მწარმოებლების მიერ ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილ უბალანსობის ღირებულებაზე პასუხისმგებელი არის თავად მწარმოებელი.
12. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ესკოს მიერ საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე მონაწილეობის შედეგად წარმოქმნილ უბალანსობაზე პასუხისმგებელია გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებელი.
მუხლი 6. განახლებადი ენერგიისა და სხვა მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებლის ელექტროენერგიით ვაჭრობა🔗
1. განახლებადი ენერგიისა და სხვა მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებლები თავად უზრუნველყოფენ მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით ვაჭრობას ორგანიზებულ ბაზარზე, კანონმდებლობის, ბაზრის კონცეფციისა და ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული მწარმოებელი პასუხისმგებელია მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილი უბალანსობის ღირებულებაზე, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.
3. ესკო ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებლებთან მხარდაჭერის სქემით განსაზღვრული საფასურის ანაზღაურებას ახორციელებს კანონმდებლობის, მათ შორის, წინამდებარე დანართისა და ოპერირების წესების შესაბამისად.
4. ესკო ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებელთან ანგარიშსწორებას ახორციელებს წინამდებარე დანართის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და ოპერირების წესების შესაბამისად.
მუხლი 7. საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებლის ელექტროენერგიით ვაჭრობა🔗
1. საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებელი თავად უზრუნველყოფს მის მიერ წარმოებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიით ვაჭრობას ორგანიზებულ ბაზარზე, ბაზრის კონცეფციისა და კანონმდებლობის საფუძველზე.
2. ამ მუხლით განსაზღვრული მწარმოებელი საჯარო მომსახურების გამწევი თითოეული ელექტროსადგურისთვის ქმნის ცალკე დაბალანსების ჯგუფს და ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობს ცალკე პორტფელით.
3. ესკო ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებლებთან აფორმებს ბაზრის კონცეფციის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულებას, დღით ადრე ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილ შემთხვევაში, საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებლისთვის ელექტროენერგიის წარმოების დადგენილ ტარიფს შორის სხვაობის, აგრეთვე ბაზრის კონცეფციის 172 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურების თაობაზე.
4. ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებელთან ანაზღაურება ხორციელდება წინამდებარე დანართის ოპერირების წესებისა და მხარეებს შორის ფასთა შორის სხვაობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული მწარმოებელი პასუხისმგებელია მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილი უბალანსობის ღირებულებაზე.
6. ესკო ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებელთან ანგარიშსწორებას ახორციელებს წინამდებარე დანართის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა და ოპერირების წესების შესაბამისად.
მუხლი 8. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მონაწილეობა ორგანიზებულ ბაზარზე🔗
1. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი თავად უზრუნველყოფს ელექტროენერგიით ვაჭრობას დღით ადრე და დღიურ ბაზარზე, ბაზრის კონცეფციისა და კანონმდებლობის საფუძველზე.
2. თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ამ საქმიანობასთან ერთად ეწევა სხვა ელექტროენერგეტიკულ საქმიანობასაც, იგი ვალდებულია, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის ნაწილში შექმნას ცალკე დაბალანსების ჯგუფი და დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ივაჭროს ცალკე პორტფელით.
3. ესკო უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან აფორმებს ბაზრის კონცეფციის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულებას, დღით ადრე ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილ შემთხვევაში, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის დადგენილ ტარიფს შორის სხვაობის ანაზღაურების თაობაზე.
4. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება წინამდებარე დანართის ოპერირების წესებისა და მხარეებს შორის ფასთა შორის სხვაობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
5. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი პასუხისმგებელია მის მიერ ნავაჭრი ელექტროენერგიის შედეგად წარმოქმნილი უბალანსობის ღირებულებაზე.
6. ესკო უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორებას ახორციელებს წინამდებარე დანართის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტისა და ოპერირების წესების შესაბამისად.
მუხლი 9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოხმარებული ელექტროენერგიის შესყიდვის წესი🔗
1. ესკო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით, ვაჭრობს დღით ადრე ბაზარზე იმგვარად, რომ შეთავაზებულმა განაცხადმა უზრუნველყოს ელექტროენერგიის შესყიდვა ნებისმიერ ფასად (ფასის მიმღები განაცხადით).
2. ამ მუხლის მიზნებისთვის ესკო ახორციელებს შესასყიდი ელექტროენერგიის მოცულობის დაგეგმვას, რისთვისაც ხელმძღვანელობს უახლოესი წინა დღის ფაქტობრივი მოხმარებისა და ისტორიული მონაცემებით, კლიმატური პირობების გათვალისწინებით. დაგეგმვის პროცედურები განისაზღვრება ოპერირების წესებით.
3. ესკო პასუხისმგებელია ამ მუხლის საფუძველზე ნავაჭრი ელექტროენერგიის შედეგად წარმოქმნილი უბალანსობის ღირებულებაზე.
4. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მოხმარების დაფარვა შესაძლებელია ესკოს მიერ აღნიშნული მოხმარების დაფარვის მიზნით იმპორტირებული ელექტროენერგიის მეშვეობით.
მუხლი 91 . კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიით ვაჭრობა🔗
1. კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი) თავად უზრუნველყოფს მის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიით ვაჭრობას დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე, ბაზრის კონცეფციისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
2. თუ კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი), ელექტროენერგიის იმპორტთან ერთად, ეწევა სხვა ელექტროენერგეტიკულ საქმიანობასაც, იგი ვალდებულია, იმპორტირებული ელექტროენერგიის ნაწილში შექმნას ცალკე დაბალანსების ჯგუფი და ორგანიზებულ ბაზარზე ივაჭროს ცალკე პორტფელით.
3. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი) ესკოს არ წარუდგენს ამ დანართის მე-15 მუხლის 11 პუნქტით მოთხოვნილ საბანკო გარანტიას, ესკო არ არის ვალდებული, ამ მუხლით განსაზღვრულ ტრეიდერთან (იმპორტიორთან) გააფორმოს ბაზრის კონცეფციის 152 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულება, ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მიღებულ შემოსავალსა და ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებას შორის სხვაობის ანაზღაურების თაობაზე.
4. ამ მუხლით განსაზღვრულ ტრეიდერთან (იმპორტიორთან) ანაზღაურება ხორციელდება ამ დანართის, ოპერირების წესებისა და მხარეებს შორის ფასთა შორის სხვაობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
5. კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიით ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილ უბალანსობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებისა“ და „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ შესაბამისად.
6. ესკო ამ მუხლით განსაზღვრულ ტრეიდერთან ანგარიშსწორებას ახორციელებს ამ დანართის მე-10 მუხლის 41 პუნქტისა და ოპერირების წესების შესაბამისად.
ანგარიშსწორება, მონაცემთა წარდგენა და ინფორმაციის გამოქვეყნება
მუხლი 10. ანგარიშსწორება🔗
1. ესკო გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების მქონე მწარმოებლებთან ახორციელებს თვიურ ანგარიშსწორებას მათ მიერ შესაბამის საანგარიშო თვეში ფაქტობრივად წარმოებულ (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიაზე (თუ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით სხვა რამ არის გათვალისწინებული), გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასითა და პირობებით.
2. ესკო განახლებადი ენერგიისა და სხვა მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებლებთან ახორციელებს თვიურ ანგარიშსწორებას მათ მიერ შესაბამისი საანგარიშო თვის თითოეულ საათში ფაქტობრივად წარმოებულ (სალტეზე გაცემულ) ელექტროენერგიაზე, მხარდაჭერის სქემით განსაზღვრულ ფასსა და დღით ადრე ბაზარზე შესაბამის საათში დაფიქსირებულ წონასწორულ ფასს შორის დადებითი სხვაობის გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს:
ა) „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებით დამტკიცებული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემით“ განსაზღვრული პრემიალური ტარიფისა;
ბ) „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებით დამტკიცებული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემითა და სიმძლავრის აუქციონის წესებით“ განსაზღვრულ ფასთა სხვაობისა.
3. ესკო ანგარიშსწორებას ახორციელებს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროსადგურებთან:
ა) ყოველდღიურად დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე შესაბამის საათში ნომინირებულ (გაყიდულ) ელექტროენერგიის მოცულობაზე, დღით ადრე ბაზარზე იმავე საათში დაფიქსირებულ წონასწორულ ფასსა და კომისიის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილ შემთხვევაში შესაბამისი მწარმოებლისათვის დადგენილ ტარიფს შორის სხვაობის გათვალისწინებით. თუ აღნიშნული სხვაობა არის დადებითი, მწარმოებელი თანხას უნაზღაურებს ესკოს, ხოლო უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში, თანხას ესკო უნაზღაურებს მწარმოებელს;
ბ) ყოველთვიურად ორგანიზებულ ბაზრებსა და დამხმარე მომსახურების ბაზარზე გააქტიურებულ საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობაზე, აღნიშნულ ელექტროენერგიაზე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზარზე ანაზღაურებულ ფასსა და კომისიის მიერ შესაბამისი მწარმოებლისათვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, დადგენილ ტარიფს შორის დადებითი სხვაობისა და ბაზრის კონცეფციის 172 მუხლით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით, მწარმოებელი შესაბამის თანხას უნაზღაურებს ესკოს.
4. ესკო უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან ახორციელებს ყოველდღიურ ანგარიშსწორებას მათ მიერ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე შესაბამის საათში ნომინირებულ (შესყიდულ) ელექტროენერგიის მოცულობაზე, დღით ადრე ბაზარზე შესაბამის საათში დაფიქსირებულ წონასწორულ ფასსა და კომისიის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილ შემთხვევაში შესაბამისი უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის ელექტროენერგიის შესასყიდად დადგენილ ტარიფს შორის სხვაობის გათვალისწინებით. თუ აღნიშნული სხვაობა არის დადებითი, ესკო თანხას უნაზღაურებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს, ხოლო უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი თანხას უნაზღაურებს ესკოს.
41 . ესკო ამ დანართის 91 მუხლით განსაზღვრულ ტრეიდერთან (იმპორტიორთან) ახორციელებს ყოველთვიურ ანგარიშსწორებას მის მიერ შესაბამის საანგარიშო თვეში ფაქტობრივად იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე შესაბამის საანგარიშო თვეში ჯამურად მიღებულ თანხას, აგრეთვე უბალანსობის შედეგად მიღებულ/გადახდილ თანხებსა და იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულების ფასთა გამოკითხვაში დაფიქსირებული ფასის შესაბამისად სხვაობაზე შემდეგი ფორმულით:
Acfd = (Adam+ Aidm+Aimb) − (Eimp − Enimp )* Tauct*K,სადაც:
Acfd − არის ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე ასანაზღაურებელი თანხა (ლარი);
Adam − არის ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ საანგარიშო თვეში დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შედეგად მიღებული ჯამური თანხა (ლარი);
Aidm − არის ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ საანგარიშო თვეში დღიურ ბაზარზე ვაჭრობის შედეგად მიღებული ჯამური თანხა (ლარი);
Aimb − არის ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ საანგარიშო თვეში უბალანსობის შედეგად მიღებული და გადახდილი თანხების ჯამური სალდირებული თანხა (ლარი);
Eimp − არის ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ საანგარიშო თვეში ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტ.სთ);
Enimp − ბაზრის კონცეფციის 152 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა (კვტ.სთ);
Tauct − არის ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ ფასთა გამოკითხვაში დაფიქსირებული ფასი (ფასთა გამოკითხვაში დაფიქსირებული იმპორტის ზონალური ფასების შემთხვევაში, Tauct არის ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი) (უცხოური ვალუტა/კვტ.სთ);
K − ეროვნული ბანკის მიერ საანგარიშო თვის ბოლო დღისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი.
5. ანგარიშსწორების განხორციელებასთან დაკავშირებული ვადები და პროცედურები განისაზღვრება ოპერირების წესებით.
მუხლი 11. მონაცემთა წარდგენა🔗
1. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ესკოს წარუდგინოს მის ხელთ არსებული შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:
ა) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებითა და მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებლების მიერ საანგარიშო თვეში გამომუშავებული ელექტროენერგიის ფაქტობრივად დადასტურებული მონაცემები (მიღება-ჩაბარების აქტი), საათობრივ ჭრილში;
ბ) მიმწოდებლების, ელექტროენერგიის მწარმოებლების, საბითუმო ბაზრის მონაწილე მსხვილი მომხმარებლების, ტრეიდერების (მხოლოდ ექსპორტის ნაწილში) და სისტემის ოპერატორების (ქსელში დანაკარგების უზრუნველყოფის მიზნით) მიერ საანგარიშო თვეში მოხმარებული/მიღებული ელექტროენერგიის ფაქტობრივად დადასტურებული მონაცემები (მიღება-ჩაბარების აქტი), საათობრივ ჭრილში;
გ) საჯარო მომსახურების გამწევი ცალკეული მწარმოებლის მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდში საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზარზე გააქტიურებულ საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობის თაობაზე (დროის მონაკვეთის, მოცულობისა და ფასის საათობრივ ჭრილში მითითებით);
დ) ფასთა გამოკითხვის შედეგები (იმპორტთან დაკავშირებით), მისი დახურვიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, გამარჯვებული კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) ვინაობის, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასისა და იმპორტის საპროგნოზო მოცულობის მითითებით;
ე) კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ საანგარიშო თვეში იმპორტირებული ელექტროენერგიის ფაქტობრივად დადასტურებული მონაცემები (მიღება-ჩაბარების აქტი), საათობრივ ჭრილში;
ვ) ესკოს, როგორც დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, ანგარიშსწორების აქტთან ერთად, წარუდგინოს უბალანსობის დარიცხვის საათური აქტი, საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) კალენდარული დღის ვადაში;
ზ) კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) უბალანსობის საათური აღრიცხვის აქტები, საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) კალენდარული დღის ვადაში.
2. ესკო უფლებამოსილია, დასაბუთებული მოთხოვნით მიმართოს გადამცემი სისტემის ოპერატორს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, წარუდგინოს მის ხელთ არსებული ყველა ის დოკუმენტი, რაც საჭიროა ესკოსთვის კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.
3. ესკო უფლებამოსილია, დასაბუთებული მოთხოვნით მიმართოს ბირჟის ოპერატორს, მისცეს წვდომა მის ხელთ არსებულ იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჭიროა კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მათ შორის, ამ წესებით განსაზღვრული პირების დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ვაჭრობის შედეგებზე, ასევე კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ვაჭრობის შედეგებზე.
4. კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ესკო უფლებამოსილია, მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებელს, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებელს, საჯარო მომსახურების გამწევ მწარმოებელს, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელსა და კომერციული იმპორტის განმახორციელებელ ტრეიდერს (იმპორტიორს) მოსთხოვოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან, მიაწოდონ ესკოს მოთხოვნილი ინფორმაცია ოპერირების წესებით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებლების მონაცემთა ადმინისტრირება, საჯაროობა და გამჭვირვალობა
მუხლი 12. მონაცემთა ადმინისტრირება🔗
1. ესკო პასუხისმგებელია მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებელთა რეესტრის წარმოებაზე, მონაცემთა ადმინისტრირებასა და ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, ამ დანართითა და ოპერირების წესების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მიზნებისთვის ესკო ქმნის ვებპორტალს.
3. მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, დარეგისტრირდეს ესკოს ვებპორტალზე.
4. ამ მუხლის მიზნებისთვის მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებელთა მიერ ფაქტობრივად გამომუშავებული ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაციას ამუშავებს და აქვეყნებს ესკო.
მუხლი 13. ინფორმაციის საჯაროობა და გამჭვირვალობა🔗
ესკო ვალდებულია, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ესკოს საქმიანობის წლიური ანგარიში, მათ შორის, სპეციალური ფონდის წლიური ანგარიში ;
ბ) აუდიტის დასკვნა ესკოს წლიური ფინანსური ანგარიშგების შესახებ;
გ) ესკოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები;
დ) ოპერირების წესებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული, ესკოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას.
საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მომსახურების საფასური
მუხლი 14. მომსახურების საფასური🔗
1. ესკოს მომსახურების საფასურის ანაზღაურება სავალდებულოა საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლისთვის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის, მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიისა და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლისთვის, ამ დანართის 91 მუხლით განსაზღვრული ტრეიდერისთვის (იმპორტიორისთვის). საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება საწარმოების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად, კერძოდ, მწარმოებლების (გარდა გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისა) მიერ წარმოებული (სალტეზე გაცემული) და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად მიღებული ელექტროენერგიისა და ამ დანართის 91 მუხლით განსაზღვრული ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობების მიხედვით, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.
2. ესკოს მომსახურების საფასურის ანაზღაურება გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ხდება მათ მიერ საანგარიშო თვეში უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის რაოდენობისა (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სიმძლავრის შესატყვისი კილოვატი/საათში) და უზრუნველყოფის პერიოდის (საათების) მიხედვით, კომისიის მიერ ესკოს მომსახურების დადგენილი ტარიფით.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული საწარმოები ვალდებულნი არიან, აანაზღაურონ მათზე დარიცხული ესკოს მომსახურების საფასური ოპერირების წესების შესაბამისად.
4. იმ შემთხვევაში, თუ საწარმომ დააგვიანა ესკოს მომსახურების საფასურის ანაზღაურება, ესკო უფლებამოსილია, მოითხოვოს საბანკო გარანტია. საწარმოები ვალდებულნი არიან, მოთხოვნის შესაბამისად წარადგინონ საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მომსახურების საფასურის დაფარვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები ან/და აწარმოონ წინასწარი გადახდა ოპერირების წესების შესაბამისად.
5. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ესკოს მომსახურების საფასურს ან არ წარადგენს ამ მუხლით გათვალისწინებულ საბანკო გარანტიას, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია უფლებამოსილია, მოითხოვოს ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობის შეზღუდვა იმ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ, რომლის პასუხისმგებლობის ქვეშაც გაერთიანებულია შესაბამისი საწარმოს დაბალანსების ჯგუფი. ესკო აღნიშნულის თაობაზე მიმართავს გადამცემი სისტემის ოპერატორს. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობის შეზღუდვის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს და „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებით“ დადგენილ ვადებში და წესით განახორციელოს ვაჭრობის შეზღუდვა.
6. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემდგომ გადაიხდის ესკოს მომსახურების საფასურს ან წარადგენს ამ მუხლით გათვალისწინებულ საბანკო გარანტიას, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია დაუყოვნებლივ აცნობებს გადამცემი სისტემის ოპერატორს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ვაჭრობის უფლების აღდგენას „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებით“ დადგენილ ვადებში და წესით.
ფინანსური გარანტიები
მუხლი 15. ფინანსური გარანტიების წარმოდგენა🔗
1. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელმა, მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებელმა, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებელმა, საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელმა, მათ შორის, გარანტირებული სიმძლავრის წყარომ დააგვიანა წინამდებარე დანართითა და ოპერირების წესებით დადგენილი ვალდებულების შესრულება მის მიერ განსახორციელებელ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, ესკო უფლებამოსილია, მოითხოვოს საბანკო გარანტია. საწარმო, ვალდებულია, ესკოს მოთხოვნის შესაბამისად, წარადგინოს შესაბამისი ვალდებულების დაფარვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები ან/და აწარმოოს წინასწარი გადახდა ოპერირების წესების შესაბამისად.
11 . კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი) ვალდებულია, ესკოს წარუდგინოს საბანკო გარანტია ფასთა გამოკითხვაში დაფიქსირებული ელექტროენერგიის მოცულობაზე, ფასთა გამოკითხვაში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ ტრეიდერი (იმპორტიორი) არ წარადგენს აღნიშნულ საბანკო გარანტიას, ესკო ტრეიდერს (იმპორტიორს) არ გაუფორმებს ბაზრის კონცეფციის 152 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის წინაშე დაირღვა წინამდებარე დანართითა და ოპერირების წესებით დადგენილი ვალდებულებები ანგარიშსწორების განხორციელების ვადებთან დაკავშირებით, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს საბანკო გარანტიის წარდგენა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ოპერირების წესებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტითა და ოპერირების წესებით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, ესკო უფლებამოსილია, მოითხოვოს შესაბამისი საწარმოს ელექტრული ქსელიდან გათიშვა ოპერირების წესებით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ელექტრული ქსელიდან გათიშვას ახორციელებს შესაბამისი ქსელის ოპერატორი, ესკოს მიმართვის საფუძველზე.
5. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემდგომ წარადგენს ამ მუხლით გათვალისწინებულ საბანკო გარანტიას, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი სისტემის ოპერატორს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი საწარმოს ქსელთან მიერთების აღდგენას.
სპეციალური ფონდის ფორმირება და მართვა
მუხლი 16. ზოგადი დებულებანი🔗
1. საბითუმო საჯარო მომსახურების სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების აკუმულირების მიზნით, წინამდებარე დანართის საფუძველზე, იქმნება სპეციალური ფონდი.
2. სპეციალური ფონდის ბალანსს ამტკიცებს სამინისტრო და განკარგავს ესკო.
მუხლი 17. სპეციალური ფონდის შემოსავლები და ხარჯები🔗
1. სპეციალური ფონდის შემოსავლებია:
ა) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შემოსავლები;
ბ) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზრებზე გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები;
გ) ამ დანართის საფუძველზე, ორგანიზებულ ბაზრებზე ესკოს მიერ ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილი შემამსუბუქებელი უბალანსობის შემოსავლები;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავალი, გარდა ესკოს მომსახურების საფასურიდან და გარანტირებული სიმძლავრის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლისა.
2. სპეციალური ფონდის საბრუნავი კაპიტალის მოსაზიდად ესკო უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის ფინანასურ ინსტიტუტებს.
3. სპეციალური ფონდით იფარება:
ა) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი თანხები;
ბ) მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე, მათ შორის, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლებისათვის, შესაბამისი მექანიზმით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები;
გ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებული ელექტროენერგიის დაფარვის მიზნით ესკოს მიერ ორგანიზებულ ბაზარზე შესყიდული და აგრეთვე ამ მიზნით იმპორტირებული ელექტროენერგიისა და ასეთი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი;
დ) ორგანიზებულ ბაზრებზე ესკოს მიერ ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილი დამამძიმებელი უბალანსობის ხარჯი, რომლის ანაზღაურებაზეც ამ დანართის შესაბამისად პასუხიმგებელია ესკო;
ე) საბითუმო საჯარო მომსახურების ფარგლებში ფინანსური ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო სესხის პროცენტები, ასევე ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის განხორციელებისთვის საჭირო ყველა ხარჯი;
ვ) ამ დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალიწინებული გარანტიის წარდგენასთან დაკავშირებული ხარჯები;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ხარჯი, გარდა ესკოს საოპერაციო და გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯებისა.
4. სპეციალური ფონდის მიერ საბითუმო საჯარო მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დაფარვა ხდება კანონმდებლობის საფუძველზე, მათი წარმოშობისა და გადახდის ვადების შესაბამისად.
მუხლი 18. სპეციალური ფონდის დაგეგმვა🔗
1. სპეციალური ფონდის ბალანსის (შემდგომში – ბალანსი) პროექტს ყოველწლიურად შეიმუშავებს ესკო და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
2. ბალანსის პროექტის შემუშავებისას გამოიყენება შემდგომი წლის ყოველთვიური საპროგნოზო მონაცემები, კერძოდ:
ა) საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლების საპროგნოზო გამომუშავება;
ბ) უნივერსალური მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებელთა ელექტროენერგიის საპროგნოზო მოხმარება;
გ) მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე, მათ შორის, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის, წარმოების ობიექტის საპროგნოზო გამომუშავება;
დ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის საპროგნოზო მოხმარება, შეთანხმებული გადამცემი სისტემის ოპერატორთან;
ე) დღით ადრე ბაზარზე საპროგნოზო ფასები;
ვ) ბაზრის ოპერატორების მომსახურების საფასურები, ფინანსური გარანტიები და სხვა მოსაკრებლების საორიენტაციო მოცულობა;
ზ) უბალანსობის საპროგნოზო მოცულობა და საორიენტაციო ფასი;
თ) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებების საფუძველზე მისაღები საპროგნოზო შემოსავლები და გასაწევი ხარჯები;
ი) მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გასაწევი ხარჯები;
კ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებული ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზრებზე შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები;
ლ) კონვერტაციის კურსი, რომლისთვისაც აიღება სპეციალური ფონდის ბალანსის დასამტკიცებლად წარდგენის დღეს მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის კურსი. ასევე ორგანიზაცია უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპროგნოზო მაკროეკონომიკური ანალიზის დროს გამოყენებული გაცვლითი კურსი;
მ) საბრუნავი საშუალებების მობილიზაციისათვის საჭირო სესხების პროცენტისა და სხვა ხარჯების საორიენტაციო ოდენობა;
ნ) ბალანსის პროექტის შემუშავებისთვის საჭირო სხვა ინფორმაცია;
ო) ბალანსით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის საპროგნოზო მონაცემები;
პ) ელექტროენერგიის იმპორტის საპროგნოზო ფასები.
3. ესკო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების დაზუსტების მიზნით, მიმართოს გადამცემი სისტემისა და ორგანიზებული ბაზრის ოპერატორებს.
4. ესკო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის მიმართოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.
5. ესკო ვალდებულია, დაიცვას ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სპეციალური ფონდის კონტროლის მიზნებისათვის, ესკოს მიერ გაწეული საბითუმო საჯარო მომსახურების ფინანსური აღრიცხვა ხდება განცალკევებულად, მომსახურების სეგმენტების მიხედვით.
7. სპეციალური ფონდის ბალანსის დაგეგმვისას შემოსავლები და ხარჯები უნდა იყოს დაბალანსებული.
მუხლი 19. სპეციალური ფონდის კორექტირება🔗
1. ესკო ყოველთვიურად ახორციელებს გასული პერიოდის ფაქტობრივი და საანგარიშო წლის დარჩენილი პერიოდის საპროგნოზო მონაცემების გათვალისწინებით სპეციალური ფონდის ლიკვიდურობის ანალიზს. თუ სპეციალური ფონდის მოსალოდნელი საერთო დეფიციტი ტოლია/აჭარბებს დამტკიცებული ბალანსით განსაზღვრული შემოსავლების ან/და ხარჯების [5%]-ს, ესკო ვალდებულია, სამინისტროს წარუდგინოს კორექტირებული ბალანსის პროექტი.
2. ესკო უფლებამოსილია, ამ წესის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებს მოსთხოვოს ამავე პუნქტით გათვალისწინებული კორექტირებული ინფორმაციის წარდგენა ან/და დაზუსტება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტრო ამტკიცებს კორექტირებულ ბალანსს და აცნობებს კომისიას.
მუხლი 20. სპეციალური ფონდის ინსტრუქცია🔗
1. ესკო ამზადებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს სპეციალური ფონდის ინსტრუქციას.
2. სპეციალური ფონდის ინსტრუქცია ითვალისწინებს:
ა) სპეციალური ფონდის პარამეტრებსა და მათი დათვლის მეთოდოლოგიას;
ბ) სპეციალური ფონდის ბალანსის პროექტის შედგენის კრიტერიუმებს;
გ) სპეციალური ფონდის პროექტის მომზადების, შეთანხმებისა და დასამტკიცებლად წარდგენის პროცედურებს;
დ) სპეციალური ფონდის დამტკიცებისა და კორექტირების პროცედურებსა და ვადებს;
ე) სპეციალური ფონდის დაგეგმვისა და ოპერირებისათვის საჭირო სხვა პირობებსა და პროცედურებს (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან)]
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“, №246, 16.04.2020, სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.021958 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4852064-9/