ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას ინფორმაციის სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას ინფორმაციის სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმების შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის და 43 პუნქტის, ასევე, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირი (შემდგომში -–ანგარიშვალდებული პირი) ვალდებულია საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას ან ერთჯერადი გარიგების დადებისას (თანხის ოდენობის მიუხედავად) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების, უშუალო კონტაქტის გარეშე, ელექტრონულად განხორციელებისას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე გადაამოწმოს კლიენტის, მისი სახელით მოქმედი პირის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) სახელი და გვარი; ბ) დაბადების თარიღი და ადგილი; გ) პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და მოქმედების ვადა/სტატუსი; ე) რეგისტრაციის მისამართი; ვ) მოქალაქეობა; ზ) ფოტოსურათი; თ) სქესი. |
| მუხლი 2 |
ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მიმართოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, თუ საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიღებული აქვს წერილობითი თანხმობა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების, უშუალო კონტაქტის გარეშე, ელექტრონულად განხორციელების თაობაზე. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და იმოქმედოს 2020 წლის პირველ დეკემბრამდე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 17 ივლისის ბრძანება №140/04 - ვებგვერდი, 17.07.2020 წ. |
|
+
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №74/04
ბრძანება
№74/04
2020 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას ინფორმაციის სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის და 43 პუნქტის, ასევე, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1🔗
საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირი (შემდგომში -–ანგარიშვალდებული პირი) ვალდებულია საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას ან ერთჯერადი გარიგების დადებისას (თანხის ოდენობის მიუხედავად) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების, უშუალო კონტაქტის გარეშე, ელექტრონულად განხორციელებისას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე გადაამოწმოს კლიენტის, მისი სახელით მოქმედი პირის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) სახელი და გვარი;
ბ) დაბადების თარიღი და ადგილი;
გ) პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და მოქმედების ვადა/სტატუსი;
ე) რეგისტრაციის მისამართი;
ვ) მოქალაქეობა;
ზ) ფოტოსურათი;
თ) სქესი.
+
მუხლი 2🔗
ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მიმართოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, თუ საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიღებული აქვს წერილობითი თანხმობა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების, უშუალო კონტაქტის გარეშე, ელექტრონულად განხორციელების თაობაზე.
+
მუხლი 3🔗
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 17 ივლისის ბრძანება №140/04 - ვებგვერდი, 17.07.2020 წ.
|
აღნიშნული ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და იმოქმედოს 2020 წლის პირველ აგვისტომდე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას ინფორმაციის სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმების შესახებ“, №74/04, 23.04.2020, სარეგისტრაციო კოდი 220020040.18.011.016454 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4854320-1/