„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, პატიმრობის კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016521) პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის №7 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.
2. სპეციალური პენიტენციური სამსახურის №7 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ლიკვიდაციასა და აღნიშნული დაწესებულებიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანასთან დაკავშირებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება. |
| მუხლი 3 |
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 5 ივლისიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 ივნისის ბრძანება №554 - ვებგვერდი, 01.06.2020 წ. |
|
+
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №524
ბრძანება
№524
2020 წლის 29 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, პატიმრობის კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
+
მუხლი 1🔗
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016521) პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
+
მუხლი 2🔗
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის №7 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.
2. სპეციალური პენიტენციური სამსახურის №7 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ლიკვიდაციასა და აღნიშნული დაწესებულებიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანასთან დაკავშირებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
+
მუხლი 3🔗
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 5 ივლისიდან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 ივნისის ბრძანება №554 - ვებგვერდი, 01.06.2020 წ.
|
2. ამ ბრძანების პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №524, 29.04.2020, სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017019 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4857875-1/