„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.05.2020 ბოლო ცვლილება 30.12.2025
ნომერი
№108
სარეგისტრაციო კოდი
190020010.22.033.017318
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/05/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №108

2020 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

 



1
მუხლი 1

ა) სსბასს 1 – ფინანსური ანგარიშგების წარგენა (დანართი №1);

ბ) სსბასს 2 – ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება (დანართი №2);

გ) სსბასს 3 – სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები (დანართი №3);

დ) სსბასს 4 – უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგები (დანართი №4);

ე) სსბასს 5 – ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები (დანართი №5);

ვ) სსბასს 9 – შემოსავალი  გაცვლითი ოპერაციებიდან  (დანართი №6);

ზ) სსბასს 12 – მატერიალური მარაგები (დანართი №7);

თ) სსბასს 13 – იჯარა  (დანართი №8);

ი) სსბასს 14 – ანგარიშგების თარიღის შემდგომი მოვლენები (დანართი №9);

კ)  სსბასს 16 – საინვესტიციო ქონება (დანართი №10);

ლ) სსბასს 17 – ძირითადი აქტივები (დანართი №11);

მ) სსბასს 19 – ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები (დანართი №12);

ნ) სსბასს 20 – დაკავშირებულ მხარეთა შესახებ განმარტებითი შენიშვნები (დანართი №13);

ო) სსბასს 21 – ფულადი სახსრების არწარმომქმნელი აქტივების გაუფასურება (დანართი №14);

პ) სსბასს 23 – შემოსავალი არაგაცვლითი  ოპერაციებიდან  (გადასახადები და ტრანსფერები) (დანართი №15);

ჟ) სსბასს 24 – ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის წარდგენა ფინანსურ ანგარიშგებაში (დანართი №16);

რ) სსბასს 26 – ფულადი სახსრების წარმომქმნელი აქტივების გაუფასურება (დანართი №17);

ს) სსბასს 31 – არამატერიალური აქტივები (დანართი №18);

ტ) სსბასს 32 – შეღავათიანი მომსახურების შეთანხმებები: უფლების გადამცემი (დანართი №19);

უ) სსბასს 34 – ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება (დანართი №20);

ფ) სსბასს 35 – კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება (დანართი №21);

ქ) სსბასს 36 – ინვესტიციები მეკავშირე ერთეულებსა და ერთობლივ საქმიანობებში (დანართი №22);

ღ) სსბასს 37 – ერთობლივი შეთანხმებები (დანართი №23);

ყ) სსბასს 38 – სხვა ერთეულებში წილების გამჟღავნება (დანართი №24);

შ) სსბასს 39 – დაქირავებულთა სარგებელი (დანართი №25);

ჩ) სსბასს 40 – საჯარო სექტორის ერთეულთა გაერთიანებები (დანართი №26);

ც) კონცეპტუალური საფუძვლები საჯარო სექტორის ერთეულების ზოგადი დანიშნულების ფინანსური ანგარიშებისთვის (დანართი №27);

ძ) გლოსარი – ტერმინთა განმარტებანი  (დანართი №28);

წ) მითითებები სსბასს 40-ის გამოყენებასთან დაკავშირებით (დანართი 29).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 05.02.2021წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №436 - ვებგვერდი, 31.12.2024წ.
+
მუხლი 1​1
დანართი №24-ით, დანართი №26-ით და დანართი №29-ით იხელმძღვანელონ ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებმა;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №436 - ვებგვერდი, 31.12.2024წ.

+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, №108, 05.05.2020, სარეგისტრაციო კოდი 190020010.22.033.017318 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4859223-3/