სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის დადგენილება №462 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
|
1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობა, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამონაწერში საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებას მინიჭებული აქვს სათიბის ან/და საძოვრის კატეგორია) მიწის ნაკვეთების (შემდგომში − მიწის ნაკვეთ(ებ)ი) მესაკუთრეების სტიმულირების გზით.
2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონლის ან/და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომსახურების (შემდგომში − მომსახურება) ღირებულების სუბსიდირების გზით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობა.

1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ − სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).
2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ა) პოტენციური ბენეფიციარი − საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან/და საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მათთან აფილირებული პირებისა, ასევე საფინანსო ორგანიზაციებისა), რომელსაც საკუთრებაში გააჩნია დაზუსტებული ან/და დაუზუსტებელი ფართის მიწის ნაკვეთ(ებ)ი;
ბ) ბენეფიციარი − საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან/და საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მათთან აფილირებული პირებისა, ასევე საფინანსო ორგანიზაციებისა), რომელსაც საკუთრებაში გააჩნია დაზუსტებული ან/და დაუზუსტებელი ფართის მიწის ნაკვეთ(ებ)ი და რომელიც პროგრამის ფარგლებში მიიღებს სახელმწიფოსგან სუბსიდიას;
გ) სუბსიდია − საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის მიზნით, სააგენტოს მიერ პროგრამის პირობების შესაბამისად ბენეფიციარ(ებ)ისათვის გათვალისწინებული დახმარება;
დ) ბარათი − საბანკო პლასტიკური ბარათი, რომელზეც მოხდება სუბსიდიის ქულების ან/და თანხის სახით დარიცხვა (1 ქულა = 1 ლარი) და რომლის გამოყენებასაც ბენეფიციარი შეძლებს მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
ე) საქონელი − სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონელი;
ვ) საქონლის მიმწოდებელი − საქონლის სარეალიზაციო ობიექტები, რომელთაც „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილების საფუძველზე მინიჭებული აქვთ უვადო აღიარება და სადაც ბენეფიციარი, პროგრამით განსაზღვრული პირობების ფარგლებში, ბარათზე დარიცხული ქულების ან/და თანხის მეშვეობით შეძლებს საქონლის მიღებას;
ზ) კომპანია − სააგენტოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება − შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ (ს/ნ: 206348736), რომლისგანაც ბენეფიციარი ბარათზე დარიცხული ქულების ან/და თანხის მეშვეობით შეძლებს მომსახურების მიღებას;
თ) ბანკი − სს „ლიბერთი ბანკი“, რომელთანაც სააგენტო პროგრამის ფარგლებში გააფორმებს ხელშეკრულებას, ბენეფიციარ(ებ)ისათვის ანგარიშ(ებ)ის გახსნის ან/და ბარათ(ებ)ის დამზადების ან/და გაცემის ან/და უკვე არსებულ ანგარიშ(ებ)ზე/გადაცემულ ბარათ(ებ)ზე სუბსიდიის დარიცხვისა და მათი პროგრამის პირობების შესაბამისად გამოყენების მიზნით.

ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირობებით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად, პოტენციურ ბენეფიციარს დადგენილების ამოქმედების თარიღისთვის საკუთრებაში ან/და თანასაკუთრებაში უნდა გააჩნდეს მიწის ნაკვეთ(ებ)ი, ჯამური ფართით არანაკლებ 0.25 ჰა-ისა და არაუმეტეს 10 ჰა-ისა ან/და არაუგვანეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განახორციელოს მიწის ნაკვეთ(ებ)ის პირველადი რეგისტრაცია ან ინფორმაციის იმ სახის დაზუსტება, რომლითაც იდენტიფიცირებადი გახდება, აკმაყოფილებს თუ არა პირი პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებს.
1. პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი პირობებით სუბსიდიის მოცულობის განსაზღვრას:
ა) თუ ბენეფიციარს საკუთრებაში ჯამურად გააჩნია 0.25 ჰა-დან 10 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 200 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა მიწის ნაკვეთზე გადაანგარიშებით, მიწის ნაკვეთ(ებ)ის თითოეულ ასეთ მესაკუთრე ბენეფიციარზე;
ბ) თუ ბენეფიციარებს თანასაკუთრებაში გააჩნიათ 0.25 ჰა-დან 10 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, თითოეულ ასეთ მიწის ნაკვეთზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 200 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, ჯამურად ასეთ თანამესაკუთრე ბენეფიციარებზე;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარ(ებ)ს მიწის ნაკვეთები გააჩნია(თ) როგორც საკუთრებაში, ასევე თანასაკუთრებაში, სუბსიდიის თანხის დაანგარიშებისას არ იქნება გათვალისწინებული საკუთრებასა და თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფართობების ჯამი და ასეთი ბენეფიციარები სუბსიდიის თანხას მიიღებენ ცალ-ცალკე, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოდენობით;
დ) თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის შემთხვევაში, სუბსიდია გაიცემა ერთ-ერთ თანამესაკუთრეზე, რომელიც ბანკში წარადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობის დოკუმენტს, რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია ან ყველა თანამესაკუთრის მიერ ხელმოწერილ თანხმობის დოკუმენტს, რომლის შინაარსისა და ხელმოწერების ნამდვილობაზეც პასუხისმგებელი იქნება დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე და რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია.
2. თუ ბენეფიციარს ჯამურად საკუთრებაში/თანასაკუთრებაში გააჩნია არანაკლებ 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, შეუძლია, ბარათზე დარიცხული ქულები ან/და თანხა გამოიყენოს მხოლოდ საქონლის შესაძენად.
3. თუ ბენეფიციარს ჯამურად საკუთრებაში/თანასაკუთრებაში გააჩნია არანაკლებ 1.25 ჰა-დან და არაუმეტეს 10 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, შეუძლია, ბარათზე დარიცხული ქულები ან/და თანხა გამოიყენოს საქონლის ან/და მომსახურების შესაძენად.
4. მომსახურების გაწევის მიზნით, მიწის ნაკვეთის ან/და მომიჯნავე მიწის ნაკვეთ(ებ)ის საერთო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1.25 ჰა-ს.
5. იმ შემთხვევაში, თუ ამ პროგრამის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების შედეგად ბენეფიციარი ვეღარ დააკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს, მიღებული სუბსიდიის თანხა უკან არ მოეთხოვება.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის დადგენილება №400 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.

პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, დარეგისტრირდეს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.
კომპანიის მიერ მომსახურების გაწევის შემთხვევაში, მომსახურების საფასური ბენეფიციარ(ებ)ს ჩამოეჭრებათ ბარათ(ებ)იდან, თანხის ან/და ქულების სახით.

1. სააგენტო, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ბანკს გადასცემს ბენეფიციარების ჩამონათვალს.
2. სააგენტო მოახდენს ბანკში გახსნილ საკუთარ ანგარიშზე პროგრამის ბიუჯეტით გათვალისწინებული სუბსიდიის თანხის განთავსებას.
3. ბანკი, სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოახდენს ბენეფიციარების ბარათებზე შესაბამისი რაოდენობის ქულების ან/და თანხის დარიცხვას.
4. სააგენტო, სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოახდენს ბანკისთვის საქონლის მიმწოდებლების მონაცემების გაგზავნას. ამასთან, შესაძლებელია საქონლის მიმწოდებლების რაოდენობის ცვლილება სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული განახლებული ინფორმაციის საფუძველზე.
5. ბანკი უზრუნველყოფს საქონლის მიმწოდებლებისა და კომპანიისთვის ისეთი პოსტერმინალების გადაცემას, რომლებზეც შესაძლებელი იქნება ბენეფიციარების ბარათებზე დარიცხული ქულების ან/და თანხის გამოყენება.
6. ბარათ(ებ)ზე დარიცხული ქულების ან/ და თანხის გამოყენების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 მაისი.
სუბსიდიის გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.
+
საქართველოს მთავრობის დადგენილება №312 2020 წლის 18 მაისი ქ. თბილისი+
+
ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელების მიზნით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამის განხორციელებისათვის მიიმართოს 30 000 000 ლარი.
+
+
+
+
+
მუხლი 61🔗
ეთხოვოთ მუნიციპალიტეტების მერიებს, გამოყონ უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებიც ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიასთან“ (ს/ნ: 206348736) ერთად, უზრუნველყოფენ მიწის ნაკვეთ(ებ)ის აგროტექნიკური დამუშავების მომსახურების კოორდინაციას.საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის დადგენილება №462 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
+
|
+
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამამუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანები🔗
1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობა, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამონაწერში საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებას მინიჭებული აქვს სათიბის ან/და საძოვრის კატეგორია) მიწის ნაკვეთების (შემდგომში − მიწის ნაკვეთ(ებ)ი) მესაკუთრეების სტიმულირების გზით.
2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონლის ან/და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომსახურების (შემდგომში − მომსახურება) ღირებულების სუბსიდირების გზით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობა.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის დადგენილება №462 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ − სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).
2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ა) პოტენციური ბენეფიციარი − საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან/და საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მათთან აფილირებული პირებისა, ასევე საფინანსო ორგანიზაციებისა), რომელსაც საკუთრებაში გააჩნია დაზუსტებული ან/და დაუზუსტებელი ფართის მიწის ნაკვეთ(ებ)ი;
ბ) ბენეფიციარი − საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან/და საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მათთან აფილირებული პირებისა, ასევე საფინანსო ორგანიზაციებისა), რომელსაც საკუთრებაში გააჩნია დაზუსტებული ან/და დაუზუსტებელი ფართის მიწის ნაკვეთ(ებ)ი და რომელიც პროგრამის ფარგლებში მიიღებს სახელმწიფოსგან სუბსიდიას;
გ) სუბსიდია − საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის მიზნით, სააგენტოს მიერ პროგრამის პირობების შესაბამისად ბენეფიციარ(ებ)ისათვის გათვალისწინებული დახმარება;
დ) ბარათი − საბანკო პლასტიკური ბარათი, რომელზეც მოხდება სუბსიდიის ქულების ან/და თანხის სახით დარიცხვა (1 ქულა = 1 ლარი) და რომლის გამოყენებასაც ბენეფიციარი შეძლებს მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
ე) საქონელი − სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონელი;
ვ) საქონლის მიმწოდებელი − საქონლის სარეალიზაციო ობიექტები, რომელთაც „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილების საფუძველზე მინიჭებული აქვთ უვადო აღიარება და სადაც ბენეფიციარი, პროგრამით განსაზღვრული პირობების ფარგლებში, ბარათზე დარიცხული ქულების ან/და თანხის მეშვეობით შეძლებს საქონლის მიღებას;
ზ) კომპანია − სააგენტოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება − შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ (ს/ნ: 206348736), რომლისგანაც ბენეფიციარი ბარათზე დარიცხული ქულების ან/და თანხის მეშვეობით შეძლებს მომსახურების მიღებას;
თ) ბანკი − სს „ლიბერთი ბანკი“, რომელთანაც სააგენტო პროგრამის ფარგლებში გააფორმებს ხელშეკრულებას, ბენეფიციარ(ებ)ისათვის ანგარიშ(ებ)ის გახსნის ან/და ბარათ(ებ)ის დამზადების ან/და გაცემის ან/და უკვე არსებულ ანგარიშ(ებ)ზე/გადაცემულ ბარათ(ებ)ზე სუბსიდიის დარიცხვისა და მათი პროგრამის პირობების შესაბამისად გამოყენების მიზნით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის დადგენილება №462 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირობებით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად, პოტენციურ ბენეფიციარს დადგენილების ამოქმედების თარიღისთვის საკუთრებაში ან/და თანასაკუთრებაში უნდა გააჩნდეს მიწის ნაკვეთ(ებ)ი, ჯამური ფართით არანაკლებ 0.25 ჰა-ისა და არაუმეტეს 10 ჰა-ისა ან/და არაუგვანეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განახორციელოს მიწის ნაკვეთ(ებ)ის პირველადი რეგისტრაცია ან ინფორმაციის იმ სახის დაზუსტება, რომლითაც იდენტიფიცირებადი გახდება, აკმაყოფილებს თუ არა პირი პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებს.
1. პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი პირობებით სუბსიდიის მოცულობის განსაზღვრას:
ა) თუ ბენეფიციარს საკუთრებაში ჯამურად გააჩნია 0.25 ჰა-დან 10 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 200 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა მიწის ნაკვეთზე გადაანგარიშებით, მიწის ნაკვეთ(ებ)ის თითოეულ ასეთ მესაკუთრე ბენეფიციარზე;
ბ) თუ ბენეფიციარებს თანასაკუთრებაში გააჩნიათ 0.25 ჰა-დან 10 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, თითოეულ ასეთ მიწის ნაკვეთზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 200 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, ჯამურად ასეთ თანამესაკუთრე ბენეფიციარებზე;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარ(ებ)ს მიწის ნაკვეთები გააჩნია(თ) როგორც საკუთრებაში, ასევე თანასაკუთრებაში, სუბსიდიის თანხის დაანგარიშებისას არ იქნება გათვალისწინებული საკუთრებასა და თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფართობების ჯამი და ასეთი ბენეფიციარები სუბსიდიის თანხას მიიღებენ ცალ-ცალკე, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოდენობით;
დ) თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის შემთხვევაში, სუბსიდია გაიცემა ერთ-ერთ თანამესაკუთრეზე, რომელიც ბანკში წარადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობის დოკუმენტს, რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია ან ყველა თანამესაკუთრის მიერ ხელმოწერილ თანხმობის დოკუმენტს, რომლის შინაარსისა და ხელმოწერების ნამდვილობაზეც პასუხისმგებელი იქნება დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე და რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია.
2. თუ ბენეფიციარს ჯამურად საკუთრებაში/თანასაკუთრებაში გააჩნია არანაკლებ 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, შეუძლია, ბარათზე დარიცხული ქულები ან/და თანხა გამოიყენოს მხოლოდ საქონლის შესაძენად.
3. თუ ბენეფიციარს ჯამურად საკუთრებაში/თანასაკუთრებაში გააჩნია არანაკლებ 1.25 ჰა-დან და არაუმეტეს 10 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, შეუძლია, ბარათზე დარიცხული ქულები ან/და თანხა გამოიყენოს საქონლის ან/და მომსახურების შესაძენად.
4. მომსახურების გაწევის მიზნით, მიწის ნაკვეთის ან/და მომიჯნავე მიწის ნაკვეთ(ებ)ის საერთო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1.25 ჰა-ს.
5. იმ შემთხვევაში, თუ ამ პროგრამის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების შედეგად ბენეფიციარი ვეღარ დააკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს, მიღებული სუბსიდიის თანხა უკან არ მოეთხოვება.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის დადგენილება №400 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის დადგენილება №462 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, დარეგისტრირდეს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.
კომპანიის მიერ მომსახურების გაწევის შემთხვევაში, მომსახურების საფასური ბენეფიციარ(ებ)ს ჩამოეჭრებათ ბარათ(ებ)იდან, თანხის ან/და ქულების სახით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის დადგენილება №462 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
1. სააგენტო, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ბანკს გადასცემს ბენეფიციარების ჩამონათვალს.
2. სააგენტო მოახდენს ბანკში გახსნილ საკუთარ ანგარიშზე პროგრამის ბიუჯეტით გათვალისწინებული სუბსიდიის თანხის განთავსებას.
3. ბანკი, სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოახდენს ბენეფიციარების ბარათებზე შესაბამისი რაოდენობის ქულების ან/და თანხის დარიცხვას.
4. სააგენტო, სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოახდენს ბანკისთვის საქონლის მიმწოდებლების მონაცემების გაგზავნას. ამასთან, შესაძლებელია საქონლის მიმწოდებლების რაოდენობის ცვლილება სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული განახლებული ინფორმაციის საფუძველზე.
5. ბანკი უზრუნველყოფს საქონლის მიმწოდებლებისა და კომპანიისთვის ისეთი პოსტერმინალების გადაცემას, რომლებზეც შესაძლებელი იქნება ბენეფიციარების ბარათებზე დარიცხული ქულების ან/და თანხის გამოყენება.
6. ბარათ(ებ)ზე დარიცხული ქულების ან/ და თანხის გამოყენების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 მაისი.
სუბსიდიის გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.
მუხლი 10. პროგრამის ბიუჯეტი🔗
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 30 000 000 ლარს.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №312
2020 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“.
+
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელების მიზნით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამის განხორციელებისათვის მიიმართოს 29 183 000 ლარი.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №650 – ვებგვერდი, 30.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №742 – ვებგვერდი, 14.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №815 – ვებგვერდი, 31.12.2020წ.
+
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამული კოდის (31 05 – ერთიანი აგროპროექტი) ფარგლებში შესაბამისი პროგრამული კლასიფიკაციის კოდის დამატება.
+
მუხლი 4
ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს დაევალოს, წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, მისცეს უფლება ა(ა)იპ − სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნას საბანკო ანგარიშ(ებ)ი.
+
მუხლი 5
ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, დაევალოს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთვის რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ის მესაკუთრეთა შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის მოძიება და გადაცემა მის მიერ მოთხოვნილი მახასიათებლების მიხედვით.
+
მუხლი 6
დაევალოს სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, უზრუნველყოს ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება საქონლის მიმწოდებელი იმ ობიექტების შესახებ, რომელთაც მინიჭებული აქვთ/მიენიჭებათ უვადო აღიარება „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილების საფუძველზე.
+
მუხლი 61
ეთხოვოთ მუნიციპალიტეტების მერიებს, გამოყონ უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებიც ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიასთან“ (ს/ნ: 206348736) ერთად, უზრუნველყოფენ მიწის ნაკვეთ(ებ)ის აგროტექნიკური დამუშავების მომსახურების კოორდინაციას.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის დადგენილება №462 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
+
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია
+
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანები🔗
1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობა, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამონაწერში საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებას მინიჭებული აქვს სათიბის ან/და საძოვრის კატეგორია) მიწის ნაკვეთების (შემდგომში − მიწის ნაკვეთ(ებ)ი) მესაკუთრეების სტიმულირების გზით.
2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონლის ან/და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომსახურების (შემდგომში − მომსახურება) ღირებულების სუბსიდირების გზით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობა.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის დადგენილება №462 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი🔗
1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ − სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).
2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება🔗
ა) პოტენციური ბენეფიციარი − საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან/და საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მათთან აფილირებული პირებისა, ასევე საფინანსო ორგანიზაციებისა), რომელსაც საკუთრებაში გააჩნია დაზუსტებული ან/და დაუზუსტებელი ფართის მიწის ნაკვეთ(ებ)ი;
ბ) ბენეფიციარი − საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან/და საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მათთან აფილირებული პირებისა, ასევე საფინანსო ორგანიზაციებისა), რომელსაც საკუთრებაში გააჩნია დაზუსტებული ან/და დაუზუსტებელი ფართის მიწის ნაკვეთ(ებ)ი და რომელიც პროგრამის ფარგლებში მიიღებს სახელმწიფოსგან სუბსიდიას;
გ) სუბსიდია − საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის მიზნით, სააგენტოს მიერ პროგრამის პირობების შესაბამისად ბენეფიციარ(ებ)ისათვის გათვალისწინებული დახმარება;
დ) ბარათი − საბანკო პლასტიკური ბარათი, რომელზეც მოხდება სუბსიდიის ქულების ან/და თანხის სახით დარიცხვა (1 ქულა = 1 ლარი) და რომლის გამოყენებასაც ბენეფიციარი შეძლებს მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
ე) საქონელი − სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონელი;
ვ) საქონლის მიმწოდებელი − საქონლის სარეალიზაციო ობიექტები, რომელთაც „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილების საფუძველზე მინიჭებული აქვთ უვადო აღიარება და სადაც ბენეფიციარი, პროგრამით განსაზღვრული პირობების ფარგლებში, ბარათზე დარიცხული ქულების ან/და თანხის მეშვეობით შეძლებს საქონლის მიღებას;
ზ) კომპანია − სააგენტოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება − შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ (ს/ნ: 206348736), რომლისგანაც ბენეფიციარი ბარათზე დარიცხული ქულების ან/და თანხის მეშვეობით შეძლებს მომსახურების მიღებას;
თ) ბანკი − სს „ლიბერთი ბანკი“, რომელთანაც სააგენტო პროგრამის ფარგლებში გააფორმებს ხელშეკრულებას, ბენეფიციარ(ებ)ისათვის ანგარიშ(ებ)ის გახსნის ან/და ბარათ(ებ)ის დამზადების ან/და გაცემის ან/და უკვე არსებულ ანგარიშ(ებ)ზე/გადაცემულ ბარათ(ებ)ზე სუბსიდიის დარიცხვისა და მათი პროგრამის პირობების შესაბამისად გამოყენების მიზნით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის დადგენილება №462 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
მუხლი 4. პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები🔗
ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირობებით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად, პოტენციურ ბენეფიციარს დადგენილების ამოქმედების თარიღისთვის საკუთრებაში ან/და თანასაკუთრებაში უნდა გააჩნდეს მიწის ნაკვეთ(ებ)ი, ჯამური ფართით არანაკლებ 0.25 ჰა-ისა და არაუმეტეს 10 ჰა-ისა ან/და არაუგვანეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განახორციელოს მიწის ნაკვეთ(ებ)ის პირველადი რეგისტრაცია ან ინფორმაციის იმ სახის დაზუსტება, რომლითაც იდენტიფიცირებადი გახდება, აკმაყოფილებს თუ არა პირი პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებს.
მუხლი 5. პროგრამის პირობები და სუბსიდიის მოცულობა🔗
1. პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი პირობებით სუბსიდიის მოცულობის განსაზღვრას:
ა) თუ ბენეფიციარს საკუთრებაში ჯამურად გააჩნია 0.25 ჰა-დან 10 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 200 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა მიწის ნაკვეთზე გადაანგარიშებით, მიწის ნაკვეთ(ებ)ის თითოეულ ასეთ მესაკუთრე ბენეფიციარზე;
ბ) თუ ბენეფიციარებს თანასაკუთრებაში გააჩნიათ 0.25 ჰა-დან 10 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, თითოეულ ასეთ მიწის ნაკვეთზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 200 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, ჯამურად ასეთ თანამესაკუთრე ბენეფიციარებზე;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარ(ებ)ს მიწის ნაკვეთები გააჩნია(თ) როგორც საკუთრებაში, ასევე თანასაკუთრებაში, სუბსიდიის თანხის დაანგარიშებისას არ იქნება გათვალისწინებული საკუთრებასა და თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფართობების ჯამი და ასეთი ბენეფიციარები სუბსიდიის თანხას მიიღებენ ცალ-ცალკე, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოდენობით;
დ) თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის შემთხვევაში, სუბსიდია გაიცემა ერთ-ერთ თანამესაკუთრეზე, რომელიც ბანკში წარადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობის დოკუმენტს, რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია ან ყველა თანამესაკუთრის მიერ ხელმოწერილ თანხმობის დოკუმენტს, რომლის შინაარსისა და ხელმოწერების ნამდვილობაზეც პასუხისმგებელი იქნება დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე და რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია.
2. თუ ბენეფიციარს ჯამურად საკუთრებაში/თანასაკუთრებაში გააჩნია არანაკლებ 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, შეუძლია, ბარათზე დარიცხული ქულები ან/და თანხა გამოიყენოს მხოლოდ საქონლის შესაძენად.
3. თუ ბენეფიციარს ჯამურად საკუთრებაში/თანასაკუთრებაში გააჩნია არანაკლებ 1.25 ჰა-დან და არაუმეტეს 10 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, შეუძლია, ბარათზე დარიცხული ქულები ან/და თანხა გამოიყენოს საქონლის ან/და მომსახურების შესაძენად.
4. მომსახურების გაწევის მიზნით, მიწის ნაკვეთის ან/და მომიჯნავე მიწის ნაკვეთ(ებ)ის საერთო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1.25 ჰა-ს.
5. იმ შემთხვევაში, თუ ამ პროგრამის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების შედეგად ბენეფიციარი ვეღარ დააკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს, მიღებული სუბსიდიის თანხა უკან არ მოეთხოვება.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის დადგენილება №400 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის დადგენილება №462 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
მუხლი 6. ბენეფიციარის შესასრულებელი ვალდებულება🔗
პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, დარეგისტრირდეს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.
მუხლი 7. კომპანიის მიერ შესასრულებელი მომსახურება🔗
კომპანიის მიერ მომსახურების გაწევის შემთხვევაში, მომსახურების საფასური ბენეფიციარ(ებ)ს ჩამოეჭრებათ ბარათ(ებ)იდან, თანხის ან/და ქულების სახით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის დადგენილება №462 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
მუხლი 8. სუბსიდიის გაცემა🔗
1. სააგენტო, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ბანკს გადასცემს ბენეფიციარების ჩამონათვალს.
2. სააგენტო მოახდენს ბანკში გახსნილ საკუთარ ანგარიშზე პროგრამის ბიუჯეტით გათვალისწინებული სუბსიდიის თანხის განთავსებას.
3. ბანკი, სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოახდენს ბენეფიციარების ბარათებზე შესაბამისი რაოდენობის ქულების ან/და თანხის დარიცხვას.
4. სააგენტო, სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოახდენს ბანკისთვის საქონლის მიმწოდებლების მონაცემების გაგზავნას. ამასთან, შესაძლებელია საქონლის მიმწოდებლების რაოდენობის ცვლილება სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული განახლებული ინფორმაციის საფუძველზე.
5. ბანკი უზრუნველყოფს საქონლის მიმწოდებლებისა და კომპანიისთვის ისეთი პოსტერმინალების გადაცემას, რომლებზეც შესაძლებელი იქნება ბენეფიციარების ბარათებზე დარიცხული ქულების ან/და თანხის გამოყენება.
6. ბარათ(ებ)ზე დარიცხული ქულების ან/ და თანხის გამოყენების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 მაისი.
მუხლი 9. სუბსიდიის გაცემის პროცედურა🔗
სუბსიდიის გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.
მუხლი 10. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №650 – ვებგვერდი, 30.10.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №742 – ვებგვერდი, 14.12.2020წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №312, 18.05.2020, სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.022024 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4873420-4/