აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (13 მუხლი)
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №68/ნ |
|
2020 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი |
|
ბ) საკონტაქტო საათი – სააუდიტორო მეცადინეობებისთვის განკუთვნილი საათების რაოდენობა;
გ) არასაკონტაქტო საათი – ტრენინგ-მოდულის განხორციელების პროცესში მონაწილის დამოუკიდებელი მუშაობისთვის განკუთვნილი დრო, რომელიც ეთმობა მიცემული დავალებების შესრულებას, საკითხავი მასალის დამუშავებასა და დამოუკიდებელ პრაქტიკას;
დ) ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) ან/და ის ორგანიზაციები, რომელთაც მოპოვებული აქვთ აღნიშნული მოდულის ჩატარების უფლება;
ე) ტრენინგ-მოდულის სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც გაიცემა ტრენინგ-მოდულის მიმწოდებლის მიერ აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში და წარმოადგენს აღმზრდელ-პედაგოგად დასაქმების აუცილებელ პირობას;
ვ) ტრენერი – პირი, რომელსაც წარმატებით აქვს გავლილი ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით დამტკიცებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენერთა ტრენინგი (შემდგომში – ტრენერთა ტრენინგი).
2. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელიც უძღვება აღმზრდელის/ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში სავალდებულო პროფესიულ მოდულებს, აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ტრენერობის გამოცდილება ბოლო 5 წლის მანძილზე და აქვს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლების, შეფასება/დიაგნოსტირების, ინტერვენციის განხორციელების ან ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში საგანმანათლებლო-მეთოდოლოგიური რესურსების შექმნის გამოცდილება.
3. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელსაც შექმნილი აქვს საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსები ან/და უძღვება აღნიშნულ ტრენინგ-კურსებს.
2. ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაცია, რომელსაც სურს გახდეს ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი განცხადებით მიმართავს ცენტრს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის პერსონალის ავტობიოგრაფია (CV);
ბ) მე-3 მუხლით განსაზღვრული საქმიანობის (ფუნქციის) დამადასტურებელი ცნობები სამსახურებიდან;
გ) საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიური რესურსების ავტორობის/თანაავტორობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტები ელექტრონული სახით;
დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან გაფორმებული მემორანდუმი.
4. ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის მიერ მე-3 მუხლის პირველი – მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისობის დადგენა და ამავე ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი პირების შერჩევა ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის მიერ შერჩეული პირი, ტრენინგ-მოდულის ჩატარების უფლებას მოიპოვებს ტრენერთა ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში, რაც წარმოადგენს ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციისთვის ტრენინგ-მოდულის ჩატარების უფლების მინიჭების საფუძველს.
6. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას ტრენინგის ჩატარების უფლება ენიჭება ოთხი წლის ვადით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით შექმნილი კომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაციის საფუძველზე, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ პერიოდის განმავლობაში ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ტრენერების დამატება შესაძლებელია მოხდეს ყოველწლიურად.
2. ტრენინგის მსვლელობისა თუ დასრულების შემდეგ ტრენინგ-მოდულის მიმწოდებლის საქმიანობის მონიტორინგს უზრუნველყოფს ცენტრი.
3. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი ორგანიზაციისთვის აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის ჩატარების უფლების შეწყვეტა შესაძლოა მოხდეს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე.
4. ტრენინგ-მოდულის სერტიფიკატის ფორმა მტკიცდება ტრენინგ-მოდულის მიმწოდებლის მიერ გაიცემა ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
5. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი ორგანიზაცია სისტემატურად აწარმოებს მონაწილეთა ბაზას (ტრენინგ-მოდულის მონაწილის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტრენინგ-მოდულის გავლის შედეგი) და გაცემული სერტიფიკატების აღრიცხვას.
6. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებლის მიერ, მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული ტრენინგ-მოდულის ჩატარების განრიგი, ადგილი, ტრენერის ვინაობა და ტრენინგ-მოდულში მონაწილეთა სია მიეწოდება ცენტრს ტრენინგის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე, ხოლო ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლილი მონაწილეების სია, ტრენინგის დასრულებიდან არაუგვიანეს 14 სამუშაო დღის ვადაში.
7. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი ორგანიზაცია ტრენინგის ჩატარებამდე ამტკიცებს დანართი N2-ით განსაზღვრულ შეფასების სისტემაში გაწერილი დავალებების პირველადი შეფასების, შედეგების გასაჩივრების წესსა და სააპელაციო კომისიას. თითოეული მონაწილის მიერ შესრულებული დავალებები (პორტფოლიო და ტესტი) უნდა შეფასდეს ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული მინიმუმ ორი ტრენერის მიერ, რომლებიც ასევე უნდა დაესწრონ ტრენინგის მონაწილეთა მიერ პრეზენტაციების წარდგენას, კერძოდ, დანართი 1-ით გათვალისწინებულ 31-ე და 32-ე სესიებს. ორივე ტრენერის მიერ მონაწილის შეფასების შემთხვევაში, საბოლოო ქულა უნდა განისაზღვროს ორივე ტრენერის შეფასების ქულათა ჯამის საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე.
ა) პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ ,,აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N478 დადგენილებით დამტკიცებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სურვილი აქვთ დასაქმდნენ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში აღმზრდელ-პედაგოგად;
ბ) პირები, რომლებიც დასაქმებული არიან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორად/მეთოდისტად;
გ) ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში დასაქმების მსურველი/დასაქმებული პირები, რომლთა პროფესიულ სტანდარტში ან საკვალიფიკაციო მოთხოვნებშიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლა;
დ) პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო რესურსცენტრების სკოლამდელი განათლების სპეციალისტის პოზიციაზე;
ე) პირები, რომლებიც არ არიან დასაქმებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ან დასაქმებული არიან კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში და დაინტერესებულნი არიან ტრენინგ-მოდულის გავლით, ტრენინგ-მოდულის მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ ფასიან ტრენინგ-მოდულზე.
2. ტრენინგ-მოდულში განსაზღვრულია: თემები, თითოეული თემის მიზანი, თემის შესაბამისი აქტივობები, თემის განხორციელებისთვის საჭირო დრო, რესურსების ჩამონათვალი, მონაწილის შეფასების სისტემა.
2. დაუშვებელია ერთი დღის განმავლობაში სამ სესიაზე მეტის ჩატარება.
3. თითოეულ ჯგუფში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 25.
4. ტრენინგ-მოდულის განხორციელების პირობები (მაგ., ადგილი და განრიგი) განისაზღვრება დამკვეთი მუნიციპალიტეტისა და ტრენინგ-მოდულის მიმწოდებლის მიერ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
5. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი დამკვეთ მუნიციპალიტეტს წარუდგენს ტრენინგის ჩატარებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსის ჩამონათვალს, რომლის უზრუნველყოფის პირობებზეც მხარეები თავად თანხმდებიან. მონაწილეები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ტრენინგ-მოდულით გათვალისწინებული საკითხავი მასალებითა და სამუშაო რვეულებით .
6. ტრენინგის მონაწილეს შეფასების შედეგები უნდა ეცნობოს ტრენერის მიერ.
2. მონაწილეთა შეფასება ხდება ოთხი კომპონენტის მიხედვით:
ა) მონაწილის აქტიურობა ტრენინგზე (მაქსიმალური შეფასება – 20 ქულა);
ბ) მონაწილის პორტფოლიო (მაქსიმალური შეფასება – 40 ქულა);
გ) პრეზენტაცია (მაქსიმალური შეფასება – 20 ქულა);
დ) ტესტი (შემთხვევების ანალიზი) – (მაქსიმალური შეფასება – 20 ქულა).
3. ტრენინგის წარმატებით გასავლელად მონაწილემ უნდა დააგროვოს 60 ქულა, ისე, რომ შეფასების თითოეულ კომპონენტში გადალახოს მაქსიმალური შეფასების 60%-იანი ზღვარი.
2. ტრენინგ-მოდულის განმავლობაში მონაწილეთა შეფასების სისტემა განისაზღვრება დანართი N2-ით.
3. ტრენინგ-მოდულთან დაკავშირებულ საკითხავ მასალას განსაზღვრავს ცენტრი.
4. ტრენინგ-მოდულის ფარგლებში მონაწილეთა სამუშაო რვეულის შინაარსს განსაზღვრავს ცენტრი.
+
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.+
+
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი
+
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი
+
მუხლი 1. ტრენინგ-მოდულის მიზანი
აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის (შემდგომში – ტრენინგ-მოდული) მიზანია აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება და პროფესიული განვითარება.
+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ა) ტრენინგ-მოდული – „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდული, რომელიც ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებისა და პროფესიული განვითარების სავალდებულო ეტაპს;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 16.08.2021 წ.
+
მუხლი 3. ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმები
ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
3. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელსაც შექმნილი აქვს საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსები ან/და უძღვება აღნიშნულ ტრენინგ-კურსებს ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით.
4. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელსაც ცენტრის ეგიდით ჩატარებული აქვთ „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №97/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული" ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორების/ მეთოდისტებისათვის, რაც დასტურდება ცენტრის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 16.08.2021 წ.
+
მუხლი 4. ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციების შერჩევის პროცედურები
4. ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის მიერ მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგენა და ამავე ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი პირების შერჩევა ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ.
7. ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი პირების შერჩევის შემთხვევაში, ამ პირებს უფლება აქვთ ტრენინგ-მოდული ჩაატარონ მხოლოდ ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის ეგიდით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 16.08.2021 წ.
+
მუხლი 5. ტრენინგ-მოდულის წარმართვის პროცედურები
3. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი ორგანიზაციისთვის აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის ჩატარების უფლების შეწყვეტა შესაძლოა მოხდეს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე.
7. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი ორგანიზაცია ტრენინგის ჩატარებამდე ამტკიცებს დანართი N2-ით განსაზღვრულ შეფასების სისტემაში გაწერილი დავალებების პირველადი შეფასების, შედეგების გასაჩივრების წესსა და სააპელაციო კომისიას. თითოეული მონაწილის მიერ შესრულებული დავალებები (პორტფოლიო და ტესტი) უნდა შეფასდეს ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული მინიმუმ ორი ტრენერის მიერ, რომლებიც ასევე უნდა დაესწრონ ტრენინგის მონაწილეთა მიერ პრეზენტაციების წარდგენას, კერძოდ, დანართი 1-ით გათვალისწინებულ 31-ე და 32-ე სესიებს. ორივე ტრენერის მიერ მონაწილის შეფასების შემთხვევაში, საბოლოო ქულა უნდა განისაზღვროს ორივე ტრენერის შეფასების ქულათა ჯამის საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე.
+
მუხლი 6. სამიზნე ჯგუფი
+
მუხლი 7. ტრენინგ-მოდულის აღწერა
+
მუხლი 8. ტრენინგ-მოდულის განხორციელება
+
მუხლი 9. მონაწილეთა შეფასების კომპონენტები
ა) მონაწილის აქტიურობა ტრენინგზე (მაქსიმალური შეფასება – 20 ქულა);
ბ) მონაწილის პორტფოლიო (მაქსიმალური შეფასება – 40 ქულა);
გ) პრეზენტაცია (მაქსიმალური შეფასება – 20 ქულა);
დ) ტესტი – (მაქსიმალური შეფასება – 20 ქულა).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 16.08.2021 წ.
+
მუხლი 10. ტრენინგ-მოდულის შინაარსი
4. ტრენინგ-მოდულის ფარგლებში მონაწილეთა სამუშაო რვეულის შინაარსს განსაზღვრავს ცენტრი.
5. ტრენინგ-მოდულის დისტანციური (ონლაინ) ფორმით ჩატარების შემთხვევაში, ონლაინ ტრენინგ-მოდულის შინაარსი და ტრენინგ-მოდულის ფარგლებში მონაწილეთა შეფასების სისტემა განისაზღვრება დანართი №3-ით და დანართი №4-ით.
6. ტრენინგ-მოდულის დისტანციური (ონლაინ) ფორმით ჩატარების შემთხვევაში გასათვალისწინებელი მოთხოვნები განისაზღვრება დანართი №5-ით .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 16.08.2021 წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.01.2024.
- როდის იქნა მიღებული „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“?
- „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.06.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №68/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430030000.22.022.017926.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.01.2024.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 13 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.01.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“, №68/ნ, 30.06.2020, სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017926 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4873654/