1. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ტყის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ტყის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებთა იდენტობა და კულტურა, აგრეთვე ტყის მართვის ტრადიციები.
2. ტყესთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ ტყის მართვის შესახებ ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას, აგრეთვე ტყის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას.
3. ტყის მართვის გეგმა მტკიცდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
თავი II
უფლებამოსილება სატყეო პოლიტიკის, საქართველოს ტყის მართვისა და ზედამხედველობის სფერო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.05.2020).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-1023(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2025
…და მათი ურთიერთგავლენის ჰარმონიული რეგულირება; გ) ტყის რესურსებისა და სხვა ბუნებრივი პოტენციალის მიზნობრივი და რაციონალური გამოყენება; დ) ტყის მართვის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებსაც უნდა დაეფუძნოს ტყის მდგრადი მართვა. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ტყესთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ მუნიციპალიტეტის…
- საქმე №ბს-805(3კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2022
კასატორის მოსაზრებით, ასევე არარელევანტურია „ტყის კოდექსის“ მე-17 მუხლის მე-3 ნაწილისა და 88-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ასევე „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების 25-ე მუხლის მითითება.
- საქმე №ას-1434-1449-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2011
…მიხედვით, სახელმწიფო ტყე არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყე; მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ტყის ფონდი და მისი რესურსები გაიცემა ფლობისა და სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; მე-17 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის ტერიტორიაზე შეიძლება შეიზღუდოს ან მთლიანად აიკრძალოს ტყით სარგებლობა და მოქალაქეთა ტყეში ყოფნა, თუUეს მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზანთან შეუთავსებელია.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — FOREST CODE OF GEORGIA, კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება