1. საქართველოს ტყის საზღვრის კორექტირება ხორციელდება:
ა) ამ კოდექსის მე-12 ან მე-13 მუხლით განსაზღვრული საფუძვლით;
ბ) ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის მიზნით ჩატარებული ტყის აღრიცხვის საფუძველზე ტყის საზღვრის დადგენის/შეცვლის შემთხვევაში;
გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ქონების მმართველის მიერ სახელმწიფო ქონების აღწერის პროცესში გამოვლენილი და ტყის კონტურში მოქცეული, სახელმწიფო საკუთრებად დასარეგისტრირებელი ქონების რეგისტრაციის შემთხვევაში (ასეთი ქონება ექვემდებარება ფაქტობრივად დადგენილ საზღვრებში რეგისტრაციას).
2. საქართველოს ტყის საზღვრის კორექტირება ხორციელდება „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ“ დებულების შესაბამისად, რომელსაც შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტრო.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.12.2021 კანონი №1098
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. საქართველოს ტყის საზღვრის კორექტირება 1. საქართველოს ტყის საზღვრის კორექტირება ხორციელდებახორციელდება: ა) ამ კოდექსის მე-12 დაან მე-13 მუხლებითმუხლით განსაზღვრული საფუძვლით.საფუძვლით; ბ) ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის მიზნით ჩატარებული ტყის აღრიცხვის საფუძველზე ტყის საზღვრის დადგენის/შეცვლის შემთხვევაში; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ქონების მმართველის მიერ სახელმწიფო ქონების აღწერის პროცესში გამოვლენილი და ტყის კონტურში მოქცეული, სახელმწიფო საკუთრებად დასარეგისტრირებელი ქონების რეგისტრაციის შემთხვევაში (ასეთი ქონება ექვემდებარება ფაქტობრივად დადგენილ საზღვრებში რეგისტრაციას). 2. საქართველოს ტყის საზღვრის კორექტირება ხორციელდება „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ“ დებულების შესაბამისად, რომელსაც შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტრო.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — FOREST CODE OF GEORGIA, კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება