1. დაცვითი ტყე არის ტყე, რომელიც ასრულებს დასახლების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულის, კულტურის/ისტორიული ძეგლის, ინფრასტრუქტურისა და მოწყვლადი ტერიტორიის დაცვის ფუნქციას. დაცვითი ტყის ფართობების გამოყოფისას მანძილი ბუნებრივი წყალგამყოფით იზღუდება.
2. დაცვით ტყეს მიეკუთვნება:
ა) სუბალპური ტყე;
ბ) ტყის შემქმნელი სახეობებით დაუფარავ სივრცეებს შორის მდებარე, ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 30 ჰა-მდე ფართობის ტყე;
გ) ზვავის ან ღვარცოფის მუდმივი კალაპოტის გასწვრივ მდებარე, 200 მ-მდე სიგანის ტყე;
დ) 35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობზე მდებარე ტყე;
ე) ფლატის, დამეწყრილი ადგილის, ჩამონაშლის, კარსტული წარმონაქმნის, მთის დედაქანის მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილის ირგვლივ მდებარე, 100 მ-მდე სიგანის ტყე;
ვ) რკინიგზის ან საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე, მისი მიწის ვაკისიდან 100 მ-მდე სიგანის ტყე;
ზ) მდინარის, ტბის ან წყალსაცავის ნაპირიდან 100 მ-მდე სიგანის ტყე;
თ) ქვათაცვენის ან კლდოვანი ტერიტორიის ნაპირიდან 50 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე;
ი) ბუნებრივი გამოქვაბულიდან 50 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე;
კ) ეროზირებულ ფართობზე და ამ ფართობიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე;
ლ) მცოცავ ნიადაგზე და ამ ნიადაგიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე;
მ) მეწყერსაშიშ ფერდობზე და ამ ფერდობიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე;
ნ) წყლის სათავე ნაგებობიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე;
ო) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა, კულტურის/ისტორიული ძეგლიდან 250 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.12.2021 კანონი №1098
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. დაცვითი კატეგორიის ტყე 1. დაცვითი ტყე არის ტყე, რომელიც ასრულებს დასახლების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულის, კულტურის/ისტორიული ძეგლის, ინფრასტრუქტურისა და მოწყვლადი ტერიტორიის დაცვის ფუნქციას. დაცვითი ტყის ფართობების გამოყოფისას მანძილი ბუნებრივი წყალგამყოფით იზღუდება. 2. დაცვით ტყეს მიეკუთვნება: ა) სუბალპური ტყე; ბ) ტყის შემქმნელი სახეობებით დაუფარავ სივრცეებს შორის მდებარე, ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 30 ჰა-მდე ფართობის ტყე; გ) ზვავის ან ღვარცოფის მუდმივი კალაპოტის გასწვრივ მდებარე, 200 მ-მდე სიგანის ტყე; ბ)დ) 35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობზე მდებარე ტყე; გ)ე) უტყეო სივრცეებს შორის მდებარე, 30 ჰა-მდე ფართობის ტყე; დ) ფლატის, დამეწყრილი ადგილის, ჩამონაშლის, კარსტული წარმონაქმნის, მთის დედაქანის მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილის ირგვლივ მდებარე, 100 მ-მდე სიგანის ტყე; ე)ვ) რკინიგზის ან საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე, მისი მიწის ვაკისიდან 100 მ-მდე სიგანის ტყე; ვ)ზ) მდინარის, ტბის ან წყალსაცავის ნაპირიდან 100 მ-მდე სიგანის ტყე; ზ)თ) ქვათაცვენის ან კლდოვანი ტერიტორიიდანტერიტორიის ნაპირიდან 50 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; თ)ი) ბუნებრივი გამოქვაბულიდან 50 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; ი)კ) ეროზირებულ ფართობზე და ამ ფართობიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; კ)ლ) მცოცავ ნიადაგზე და ამ ნიადაგიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; ლ)მ) მეწყერსაშიშ ფერდობზე მდებარედა ტყე;ამ მ)ფერდობიდან სუბალპური100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; ნ) წყლის სათავე ნაგებობიდან 100 მ-ისმ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; ო) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა, კულტურის/ისტორიული ძეგლიდან 250 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-1434-1449-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2011
…უფლებების გამო. სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსის ნორმები. აღნიშნული კოდექსის მე-5 მუხლის «ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ტყე არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყე; მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ტყის ფონდი და მისი რესურსები გაიცემა ფლობისა და სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- საქმე №090310018002596605 · ამბროლაურის რაიონული სასამართლო · 30.01.2019
2018 წლის 05 ივნისის 0------- წერილით, შპს,,ვ----- ს----------–--ს’’ სააგენტოს უარი უთხრა თანხის უკან დაბრუნებაზე, შემდეგი საფუძვლების გა-ო: ს----------–--ს ტყის კოდექსის მე–9 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბა-ისად, სახელმწიფო ტყის ფონდი და მისი რესურსები ( ს----------–--ს კანონმდებლობის შესაბა-ისად, კერძო საკუთრებაში გადაცემული ტყეების გარდა) გაიცემა ფლობისა და სარგებლობისათვის ს----------–--ს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — FOREST CODE OF GEORGIA, კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება