1. ტყის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისგან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისგან, საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციისგან, ამ კოდექსისგან, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან.
2. ტყეში სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის, აგრეთვე ტყის გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობისა და სარგებლის სამართლიანი განაწილების საკითხები წესრიგდება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტყის მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
4. დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებული ტყის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს ეს კოდექსი, თუ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
5. თუ საქმიანობა, რომელიც ტყით სპეციალურ სარგებლობას საჭიროებს, ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, სათანადო გადაწყვეტილება მიიღება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად.
[5. თუ საქმიანობა, რომელიც ტყით სპეციალურ სარგებლობას საჭიროებს, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ან „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას ექვემდებარება, სათანადო გადაწყვეტილება მიიღება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ან „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)
]
საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3392 – ვებგვერდი, 30.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.06.2023 კანონი №3392
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3. ტყის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა 1. ტყის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისგან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისგან, საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციისგან, ამ კოდექსისგან, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან. 2. ტყეში სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის, აგრეთვე ტყის გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობისა და სარგებლის სამართლიანი განაწილების საკითხები წესრიგდება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტყის მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 4. დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებული ტყის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს ეს კოდექსი, თუ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 5. თუ საქმიანობა, რომელიც ტყით სპეციალურ სარგებლობას საჭიროებს, ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, სათანადო გადაწყვეტილება მიიღება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. [5. თუ საქმიანობა, რომელიც ტყით სპეციალურ სარგებლობას საჭიროებს, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ან „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას ექვემდებარება, სათანადო გადაწყვეტილება მიიღება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ან „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან) ]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1023(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2025
…გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას. ამავე კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო. საქართველოს ტყის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ტყის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისგან, საქართველოს საერთაშორისო…
- საქმე №330310015732493 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.02.2018
…განმარტა, რომ ტყის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტყის ფონდის და მისი რესურსების მოვლასთან, დაცვასთან, აღდგენასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. იმავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს ტყის კოდექსის მიზანია: ა) ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა და კანონიერების განმტკიცება სატყეო ურთიერთობების სფეროში;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — FOREST CODE OF GEORGIA, კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება