1. საქართველოს ტყე, ტყის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციებისა და ტყის მართვის ძირითადი მიზნების გათვალისწინებით, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) დაცული ტყე;
ბ) დაცვითი ტყე;
გ) საკურორტო და სარეკრეაციო ტყე;
დ) სამეურნეო ტყე.
2. დაცული ტყის მართვის ამოცანაა მისი ბიომრავალფეროვნებისა და იშვიათი ან/და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და მოწყვლადი ეკოსისტემების დაცვა.
3. დაცვითი ტყის მართვის ამოცანაა ტყის დაცვითი ფუნქციის (მარეგულირებელი ეკოსისტემური მომსახურებების) შენარჩუნება და გაძლიერება.
4. საკურორტო და სარეკრეაციო ტყის მართვის ამოცანაა ტყის კურორტოლოგიური ფუნქციის, ლანდშაფტისა და ბუნებრივი ელემენტების შენარჩუნება და გაუმჯობესება.
5. სამეურნეო ტყის მართვის ამოცანაა ტყის რესურსებით მდგრადი სარგებლობა და ტყის დაცვითი ფუნქციის შენარჩუნება.
6. საქართველოს ტყის ფუნქციური დანიშნულებით დაყოფას „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის“ შესაბამისად ახორციელებს სამინისტრო, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე − შესაბამისი უფლებამოსილი ორგან
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.05.2020).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330310015732493 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.02.2018
იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, სატყეო ურთიერთობების ობიექტებია საქართველოს ტყის ფონდი და მისი რესურსები, ხოლო ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში, საქართველოს კანონმდებლობის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — FOREST CODE OF GEORGIA, კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება