1. ტყეზე საკუთრების უფლება განუყოფელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისგან. საქართველოს ტყე შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალური ან კერძო საკუთრების.
2. სახელმწიფო ტყე არის საქართველოს ტყის ნაწილი, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში.
3. მუნიციპალური ტყე არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, რომლის მიმართ მმართველობით უფლებამოსილებებს ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად ახორციელებენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.
4. კერძო საკუთრების ტყე არის საქართველოს ტყის ნაწილი, რომელიც მდებარეობს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
5. ავტონომიურ რესპუბლიკას ტყე საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ტყე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობზე ხელოვნურადაა გაშენებული და აკმაყოფილებს ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერმინის „ტყე“ განმარტების მოთხოვნებს.
6. ამ კოდექსით დადგენილი წესები ვრცელდება საქართველოს ტყეზე, მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრულ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.05.2020).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №ბს-1552-1531(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2012
საკასაციო სასამართლო საქართველოს რესპულიკის ტყის კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე განმარატავს, რომ საქართველოს რესპუბლიკაში ტყე სახელმწიფო საკუთრებაა, ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის ტყეები ქმნიან ერთიან სახელმწიფო ტყის ფონდს. ერთიან სახელმწიფო ტყის ფონდში შედის სახელმწიფო ტყეები, მიჩენილი ტყეები და ნაკრძალები.
- საქმე №ას-1434-1449-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2011
489-ე მუხლის შესაბამისად, ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო. სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსის ნორმები. აღნიშნული კოდექსის მე-5 მუხლის «ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ტყე არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყე;
- საქმე №ბს-833-419(2კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2006
…ასევე ვერ გაიზიარებს სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შპს,,კ.-ის" სახელზე ლიცენზიის გაცემით მოსარჩელეებს შეეზღუდათ ტყით სარგებლობის უფლება, რადგან სასამართლო კოლეგიას არ უმსჯელია, მოსარჩელეები წარმოადგენენ თუ არა საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლის,,ი" პუნქტით განსაზღვრულ ტყითმოსარგებლეებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, ტყითმოსარგებლეებს განეკუთვნებიან პირები, რომლებსაც ტყით სარგებლობის განხორციელების უფლებამოსილება მინიჭებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით.
- საქმე №330310017001928066 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2018
თავის მხრივ ფირნიში ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრგვალი ხე-ტყის (მორის) კანონიერ წარმოშობას და დადგენილი წესით აღირიცხება მონაცემთა ერთიან ბაზაში ( ტყის კოდექსის მე-5 მუხლის,,წ“ ქვეპუნქტი). განსახილველ შემთხვევაში აპელანტი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა სამეწარმეო მიზნით.
- საქმე №330310015732493 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.02.2018
…მიზნობრივი, კომპლექსური და რაციონალური გამოყენებით საქართველოსა და მისი მოსახლეობის ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება; ვ) ტყის მეურნეობის წარმართვის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა. საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლის,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ტყე არის გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით ტყისთვის მიკუთვნებული…
- საქმე №080310017001886314 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.11.2019
- საქმე №330310018002745862 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №330310018002649312 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.05.2019
- საქმე №330310018002677928 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №330310018002526399 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.02.2019
- საქმე №330310018002251879 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.11.2018
- საქმე №020100117002227784 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 16.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — FOREST CODE OF GEORGIA, კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება