1. საქართველოს ტყის მდგრადი მართვა, ტყის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების გათვალისწინებით, უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს:
ა) ტყის მართვის პროცესში გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი ბიომრავალფეროვნების, პროდუქტიულობის, თვითაღდგენისა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას;
ბ) ტყის მართვის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს ტყის ფუნქციური დანიშნულება, რათა ტყის ერთი ფუნქციით სარგებლის მიღებამ არ გამოიწვიოს ტყის სხვა ფუნქციის დეგრადაცია;
გ) ტყის მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება უნდა ეფუძნებოდეს ტყის მდგრად მართვას. ტყით საერთო სარგებლობის მიზნით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტყის ყველასთვის ხელმისაწვდომობა;
დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით ტყის არასატყეო მიზნით გამოყენებისას უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებები, გარდა ამ კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა.
2. ტყის მდგრადი მართვის შეფასება და ანგარიშგება ხორციელდება „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ“ დებულებით განსაზღვრული ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების საფუძველზე, რომლებიც ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს და ევროპის ტყეების დაცვის მინისტრთა კონფერენციის („ევროპის ტყე“) მიერ მიღებულ „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს“. აღნიშნულ დებულებას შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.05.2020).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1552-1531(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2012
საკასაციო სასამართლო საქართველოს რესპულიკის ტყის კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე განმარატავს, რომ საქართველოს რესპუბლიკაში ტყე სახელმწიფო საკუთრებაა, ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის ტყეები ქმნიან ერთიან სახელმწიფო ტყის ფონდს.
- საქმე №ბს-1451-1026(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.03.2006
…2004წ. 10 მარტიდან. პალატამ არ გაიზიარა კ. თ-ს განმარტება, რომ მიწის ნაკვეთს იგი 1972 წლიდან ფლობდა, ვინაიდან‚ 1964წ. სკ-ის 93.1 მუხლის თანახმად მიწა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და მხოლოდ სარგებლობისათვის გაიცემოდა. ტყის კოდექსის 4.2 მუხლის თანახმად მიწა წარმოადგენდა განსაკუთრებულ სახელმწიფო საკუთრებას და იგი გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — FOREST CODE OF GEORGIA, კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება