1. საქართველოს ტყეში შეიძლება განხორციელდეს ტყით სპეციალური სარგებლობის შემდეგი სახეები:
ა) სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადება;
ბ) ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება;
გ) პლანტაციური მეურნეობის მოწყობა;
დ) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა;
ე) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა;
ვ) თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა;
ზ) ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა;
თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება;
ი) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა;
კ) განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა.
2. ფართობის ერთეულზე დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის რამდენიმე სახის ერთდროულად განხორციელება, თუ ისინი არსობრივად ხელს არ უშლის ერთმანეთს.
3. ტყის კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება ტყით სპეციალური სარგებლობის დასაშვები სახეები, კერძოდ:
ა) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 ან მე-7 მუხლით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ დაცულ ტყეში (დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში) და ამ კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაცულ ტყეში დასაშვებია განხორციელდეს:
ა.ა) პირწმინდა სამეურნეო ჭრა ტყის 6 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე არსებულ აკაციის კორომებსა და კოლხეთის დაბლობის მურყნარ (თხმელნარ) ტყეებში;
ა.ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „დ“−„ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის სახეები (სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ნაწილზე);
ა.გ) ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა:
ა.გ.ა) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განსახორციელებლად;
ა.გ.ბ) წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, ელექტრონული ქსელებისა და არხების მშენებლობისთვის/დემონტაჟისთვის/ფუნქციონირებისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად;
ა.გ.გ) წიაღის შესასწავლად ან/და მოსაპოვებლად (მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მინერალური წყლების, ნახშირჟანგისა და ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) შესასწავლად/მოსაპოვებლად);
ა.გ.დ) ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური სარგებლობა;
ბ) დაცვით ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, გარდა სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებისა (დასაშვებია მხოლოდ პირწმინდა სამეურნეო ჭრა ტყის 6 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე არსებულ აკაციის კორომებში) და წიაღის მოპოვებისა (დასაშვებია მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მინერალური წყლების, ნახშირჟანგისა და ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოპოვება);
გ) საკურორტო და სარეკრეაციო ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, გარდა სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებისა და წიაღის მოპოვებისა (დასაშვებია მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მინერალური წყლების, ნახშირჟანგისა და ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოპოვება);
დ) სამეურნეო ტყესა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ტყეში დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, მათ შორის, მხოლოდ ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოპოვება.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.12.2021 კანონი №1098
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37. ტყით სპეციალური სარგებლობის სახეები 1. საქართველოს ტყეში შეიძლება განხორციელდეს ტყით სპეციალური სარგებლობის შემდეგი სახეები: ა) სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადება; ბ) ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება; გ) პლანტაციური მეურნეობის მოწყობა; დ) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა; ე) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა; ვ) თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა; ზ) ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა; თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება; ი) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა; კ) განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა. 2. ფართობის ერთეულზე დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის რამდენიმე სახის ერთდროულად განხორციელება, თუ ისინი არსობრივად ხელს არ უშლის ერთმანეთს. 3. სამეურნეოტყის ტყეშიკატეგორიის დასაშვებიამიხედვით ამგანისაზღვრება მუხლისტყით პირველისპეციალური ნაწილითსარგებლობის დასაშვები სახეები, კერძოდ: ა) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ტყითდაცული სპეციალურიტერიტორიის სარგებლობისფარგლებში ყველაარსებულ სახისდაცულ განხორციელება.ტყეში (დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში) და ამ კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაცულ ტყეში დასაშვებია განხორციელდეს: ა.ა) პირწმინდა სამეურნეო ჭრა ტყის არამერქნული6 რესურსების,გრადუსამდე მერქნიანიდაქანების მცენარეებისფერდობებზე პროდუქტებისაარსებულ აკაციის კორომებსა და ხისკოლხეთის მეორეხარისხოვანიდაბლობის მასალებისმურყნარ დამზადება,(თხმელნარ) საკურორტო,ტყეებში; რეკრეაციული,ა.ბ) სპორტულიამ დამუხლის სხვაპირველი კულტურულ-გამაჯანსაღებელინაწილის მიზნებით„ბ“, ტყითსარგებლობა,„დ“−„ვ“, სამეცნიერო-კვლევითი„თ“ და სასწავლო„ი“ მიზნებითქვეპუნქტებით ტყითსარგებლობა,განსაზღვრული ელექტრონულიტყით საკომუნიკაციოსპეციალური ქსელებისსარგებლობის სახაზოსახეები ნაგებობის(სამონადირეო განთავსებამეურნეობის დამოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ნაწილზე); ა.გ) ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობასარგებლობა: (გარდაა.გ.ა) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განსახორციელებლად; ა.გ.ბ) წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, ელექტრონული ქსელებისა და არხების მშენებლობისთვის/დემონტაჟისთვის/ფუნქციონირებისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად; ა.გ.გ) წიაღის შესწავლისაშესასწავლად ან/და მოპოვებისა).მოსაპოვებლად (მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მინერალური წყლების, ნახშირჟანგისა და ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) შესასწავლად/მოსაპოვებლად); ა.გ.დ) ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური სარგებლობა; ბ) დაცვით ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, გარდა სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებისა (დასაშვებია მხოლოდ პირწმინდა სამეურნეო ჭრა ტყის 6 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე არსებულ აკაციის კორომებში) და წიაღის მოპოვებისა.მოპოვებისა (დასაშვებია მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მინერალური წყლების, ნახშირჟანგისა და ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოპოვება); გ) საკურორტო და სარეკრეაციო ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, გარდა სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებისა.დამზადებისა და წიაღის მოპოვებისა (დასაშვებია მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მინერალური წყლების, ნახშირჟანგისა და ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოპოვება); დ) სამეურნეო ტყესა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ტყეში დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, მათ შორის, მხოლოდ ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოპოვება.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-805(3კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2022
კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ სადავო აქტის მიღების დროს გამოყენებული „ტყის კოდექსის“ 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი (სამონადირეო მეურნეობის საფუძვლით ტყის მესაკუთრის ან ტყის მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიზღუდოს ტყეში შესვლა…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.