1. ტყის მოვლა არის ღონისძიებათა სისტემა, რომლის უმთავრესი მიზნებია:
ა) ტყის სოციალური და ეკოლოგიური ფუნქციების (ნიადაგდაცვითი, წყალ- და კლიმატმარეგულირებელი და სხვა სასარგებლო ფუნქციების/ თვისებების) შენარჩუნება და გაუმჯობესება;
ბ) ტყის სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესება;
გ) ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება;
დ) სარგებლობის მიზნით ტყეში ფართობის ერთეულიდან მისაღები მერქნის მოცულობის გაზრდა.
2. ტყის მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს ტყის მართვის ორგანო „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების დაცვით.
3. ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელებით მიიღება შესაბამისი მოცულობის მერქნული რესურსი. ამ რესურსის განკარგვის წესი დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.
4. კორომთა ხნოვანების, ფუნქციისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ხორციელდება მოვლითი ჭრა, სანიტარიული ჭრა და სარეკონსტრუქციო ჭრა.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.12.2021 კანონი №1098
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 78. ტყის მოვლა და მისი მიზნები 1. ტყის მოვლა არის ღონისძიებათა სისტემა, რომლის უმთავრესი მიზნებია: ა) ტყის სოციალური და ეკოლოგიური ფუნქციების (ნიადაგდაცვითი, წყალ- და კლიმატმარეგულირებელი და სხვა სასარგებლო ფუნქციების/ თვისებების) შენარჩუნება და გაუმჯობესება; ბ) ტყის სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესება; გ) ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება; დ) სარგებლობის მიზნით ტყეში ფართობის ერთეულიდან მისაღები მერქნის მოცულობის გაზრდა. 2. ტყის მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს ტყის მართვის ორგანო „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების დაცვით. 3. ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელებით მიიღება შესაბამისი მოცულობის მერქნული რესურსი. ამ რესურსის განკარგვის წესი დგინდება „ტყის„ტყითსარგებლობის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულებით. 4. კორომთა ხნოვანების, ფუნქციისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ხორციელდება მოვლითი ჭრა.ჭრა, მოვლითი ჭრის სახეებია სანიტარიული ჭრა და სარეკონსტრუქციო ჭრები.ჭრა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-989-953(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.11.2008
სააპელაციო პალატამ გამოიყენა ტყის კოდექსის 53-ე მუხლი, რომლის თანახმად აკრძალულია ტყითსარგებლობა ტყითსარგებლობის ლიცენზიის, ხელშეკრულებისა და ბილეთის გარეშე ამ კოდექსის 78-ე მუხლითა და 106-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევების გარდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, მას მოპასუხის მიზეზით ხელი რომ შეეშალა ტყითსარგებლობის უფლების განხორციელებაში.
- საქმე №330310014496331 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.07.2018
…ტყითსარგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ხე-ტყის დამზადება (ტყითსარგებლობა მერქნის მიღების მიზნით). ამავე კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, აკრძალულია ტყითსარგებლობა ტყითსარგებლობის ლიცენზიის, ხელშეკრულებისა და ბილეთის გარეშე, ამ კოდექსის 78-ე მუხლითა და 106-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევების გარდა. აღნიშნული კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტებია ტყითსარგებლობის ლიცენზია, ხელშეკრულება და ბილეთი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — FOREST CODE OF GEORGIA, კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება