სარეკონსტრუქციო ჭრა ხორციელდება განსაზღვრული ადგილისთვის ნაკლებად ღირებულ და დაბალი წარმადობის კორომებში მათი სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით. იგი გულისხმობს არასასურველი ხეების ან/და მარადმწვანე ქვეტყის მოჭრას და ჭრის შედეგად გათავისუფლებულ ფართობზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობას ან/და ტყის კულტურების გაშენებას.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.12.2021 კანონი №1098
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 81. სარეკონსტრუქციო ჭრა 1. მოვლითი სარეკონსტრუქციო ჭრა ხორციელდება განსაზღვრული ადგილისთვის ნაკლებად ღირებულ და დაბალი წარმადობის კორომებში მათი სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით. იგი გულისხმობს არასასურველი ხეების ან/და მარადმწვანე ქვეტყის მოჭრას და ჭრის შედეგად გათავისუფლებულ ფართობზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობას ან/და ტყის კულტურების გაშენებას. 2. საკურორტო და სარეკრეაციო ტყეში სარეკონსტრუქციო ჭრა შეიძლება განხორციელდეს ლანდშაფტის (ღია, დახურული, ნახევრად დახურული ლანდშაფტის) ჩამოყალიბებისთვის.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-833-419(2კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2006
…მოტივით: სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რის გამოც შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა საქართველოს ტყის კოდექსის 51-ე, 53-ე, 56-ე, 81-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — FOREST CODE OF GEORGIA, კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება