მუხლი 88. მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის თანამდებობათა რანგირების განხორციელებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის უფლებამოსილების მქონე ორგანო
თავი XIX — ტყის სფეროში შესაბამისი აკადემიური განათლება და პროფესიული განათლება
მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის თანამდებობათა რანგირებას ახორციელებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს სამინისტრო „სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ დებულებით. ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის შემთხვევაში აღნიშნული რანგირება ხორციელდება და მოთხოვნები დგინდება შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან მუნიციპალიტეტის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
თავი XX
მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის სოციალური დაცვის გარანტიე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.05.2020).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
საქმე №ბს-805(3კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2022
კასატორის მოსაზრებით, ასევე არარელევანტურია „ტყის კოდექსის“ მე-17 მუხლის მე-3 ნაწილისა და 88-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ასევე „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების 25-ე მუხლის მითითება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
Law of Georgia „FOREST CODE OF GEORGIA“, მუხლი 88, №5949-სს, 22.05.2020, სარეგისტრაციო კოდი 390000000.05.001.019838 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4874066/muxli-88/