1. ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფის ფარგლებში.
2. ხეტყის დამზადების ბილეთი არის ტყის მართვის ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც მის მფლობელს საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით ხეტყის დამზადების უფლებას ანიჭებს.
3. ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა იმ სიის საფუძველზე, რომელსაც ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანო. ამ სიაში მითითებულია აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები კომლის (ოჯახის) წარმომადგენლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
4. ხეტყის დამზადების ბილეთის მიღებით დაინტერესებული პირი მისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევისა და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს წარუდგენს ტყის მართვის ორგანოს. ტყის მართვის ორგანო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს დაუყოვნებლივ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
5. ხეტყის დამზადების ბილეთში აღნიშნულია შემდეგი ინფორმაცია: ხეტყის დამზადების ბილეთის ნომერი, ტყეკაფის ნომერი, ტყეკაფის მდებარეობა, დასამზადებელი ტყის მერქნიანი სახეობა, მისი ხარისხი და მოცულობა, ხეტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადა.
6. ხეტყის დამზადების ბილეთში აღნიშნული დასამზადებელი ტყის მერქნიანი სახეობის (რესურსის) მითითებული მოცულობის შესაბამის ვადაში აუთვისებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადების ბილეთი უქმდება და ტყის მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური არ ბრუნდება.
7. ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე.
8. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადებას ახორციელებს ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მქონე პირი.
9. ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხეტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა დასაშვებია 2027 წლის 1 იანვრამდე.
10. ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-5 ნაწილის ამოქმედებამდე განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადება და ტრანსპორტირება შეიძლება განახორციელოს როგორც ტყის მართვის ორგანომ, ისე დაინტერესებულმა მხარემ.
11. ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორების სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ტყეში სამეურნეო ჭრითა და სანიტარიული ჭრით ხეტყის (მრგვალი ხეტყის (მორის) და საშეშე მერქნის) დამზადება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, 2027 წლის 1 იანვრამდე, ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
12. ტყის მართვის ორგანოს მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე სოციალური ინტერესების გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფები ინარჩუნებს ძალას. მათი ათვისება გაგრძელდეს ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი წესით.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2245 – ვებგვერდი,13.12.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 25 ნოემბრის კანონი №1072 – ვებგვერდი, 27.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 25.11.2025 კანონი №1072
- 30.11.2022 კანონი №2245
- 15.12.2021 კანონი №1098
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 93. ხეტყის დამზადების საკითხის მოწესრიგება გარდამავალ პერიოდში 1. ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფის ფარგლებში. 2. ხეტყის დამზადების ბილეთი არის ტყის მართვის ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც მის მფლობელს საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით ხეტყის დამზადების უფლებას ანიჭებს. 3. ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა იმ სიის საფუძველზე, რომელსაც ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანო. ამ სიაში მითითებულია აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები კომლის (ოჯახის) წარმომადგენლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. 4. ხეტყის დამზადების ბილეთის მიღებით დაინტერესებული პირი მისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევისა და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს წარუდგენს ტყის მართვის ორგანოს. ტყის მართვის ორგანო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს დაუყოვნებლივ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 5. ხეტყის დამზადების ბილეთში აღნიშნულია შემდეგი ინფორმაცია: ხეტყის დამზადების ბილეთის ნომერი, ტყეკაფის ნომერი, ტყეკაფის მდებარეობა, დასამზადებელი ტყის მერქნიანი სახეობა, მისი ხარისხი და მოცულობა, ხეტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადა. 6. ხეტყის დამზადების ბილეთში აღნიშნული დასამზადებელი ტყის მერქნიანი სახეობის (რესურსის) მითითებული მოცულობის შესაბამის ვადაში აუთვისებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადების ბილეთი უქმდება და ტყის მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური არ ბრუნდება. 7. ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე. 8. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადებას ახორციელებს ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მქონე პირი. 9. ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხეტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა დასაშვებია 20262027 წლის 1 იანვრამდე. 10. ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-5 ნაწილის ამოქმედებამდე განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადება და ტრანსპორტირება შეიძლება განახორციელოს როგორც ტყის მართვის ორგანომ, ისე დაინტერესებულმა მხარემ. 11. ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორების სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ტყეში სამეურნეო ჭრითა და სანიტარიული ჭრით ხეტყის (მრგვალი ხეტყის (მორის) და საშეშე მერქნის) დამზადება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, 20262027 წლის 1 იანვრამდე, ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. 12. ტყის მართვის ორგანოს მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე სოციალური ინტერესების გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფები ინარჩუნებს ძალას. მათი ათვისება გაგრძელდეს ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი წესით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-477(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.07.2019
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქართველოს ტყის კოდექსის 93-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხე-ტყის მოძრაობის, მარკირებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების სავალდებულო…
- საქმე №330310014496331 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.07.2018
…ტყეკაფის ხარჯზე; 3. ტყითმოსარგებლეს ტყეკაფი გადაეცემა ტყითსარგებლობის დოკუმენტის საფუძველზე ხე-ტყის ზეზეურად გაცემის წესით შესაბამისად ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოების ტერიტორიული ორგანოების მიერ. ამავე კოდექსის 93-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კორომთა ხნოვანებისა და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით განისაზღვრება მოვლითი ჭრის ერთ-ერთი სახეა სანიტარიული ჭრა.
- საქმე №330310017001928066 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2018
სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს ტყის კოდექსის 93-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხე-ტყის მოძრაობის, მარკირებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების სავალდებულო…
- საქმე №330310017001830767 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.03.2018
ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ტყის კოდექსის 93-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხე-ტყის მოძრაობის, მარკირებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების სავალდებულო…
- საქმე №330310018002251879 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.11.2018
…უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესი“, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება, საქართველოს ტყის კოდექსის მე-5, 93-ე, 931 მუხლები, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — FOREST CODE OF GEORGIA, კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება