თავი XIX — ტყის სფეროში შესაბამისი აკადემიური განათლება და პროფესიული განათლება
1. მეტყევე შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ტყის სფეროში შესაბამისი უმაღლესი განათლება (სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი).
2. სატყეო საქმის სპეციალისტი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია.
3. მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.05.2020).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-833-419(2კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2006
დეპარტამენტმა შესაძლებლად მიიჩნია აღნიშნულ ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის შექმნა და განმცხადებელს აცნობა, რომ ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელი იქნებოდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ლიცენზიის გაცემის შემდეგ და 2003 წლის 10 დეკემბერს, ტყის კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად, შპს «კ.-ის» სახელზე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით შპს «კ.-ასა» და სატყეო დეპარტამენტს შორის დაიდო ტყით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის გაუქმება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ცხოველთა სამყაროთი სარგებლობის შესახებ ლიცენზიის გაუქმების შემდეგ (ს.ფ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — FOREST CODE OF GEORGIA, კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება