„საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.06.2020 ძალადაკარგული 20.11.2020
ნომერი
№1-1/208
სარეგისტრაციო კოდი
310000000.22.024.016643
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის  ერთობლივი

ბრძანება №1-1/208  – №01-55/ნ  – №127

2020 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

„საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 23 ივნისის ერთობლივი ბრძანება №1-1/226 – №01-64/ნ – №138 - ვებგვერდი, 24.06.2020 წ.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 და 25-ე მუხლებისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-2 მუხლის მე-8 და 8​1 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებთ:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 23 ივნისის ერთობლივი ბრძანება №1-1/226 – №01-64/ნ – №138 - ვებგვერდი, 24.06.2020 წ.


+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესები“.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 10 ივლისის ერთობლივი ბრძანება №1-1/241–01-80/ნ–158 - ვებგვერდი, 10.07.2020 წ.

+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (გარდა ტრანზიტისა) და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №1-1/198 ერთობლივი ბრძანება (www.matsne.gov.ge, 310000000.22.024.016641).
+
მუხლი 3
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 30 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის გათვალისწინებით.

3. (ამოღებულია - 14.07.20 №1-1/244– №01-82/ნ–№163).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება  №1-1/244– №01-82/ნ–№163 - ვებგვერდი, 14.07.20 წ.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი
+




საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 23 ივნისის ერთობლივი ბრძანება №1-1/226 – №01-64/ნ – №138 - ვებგვერდი, 24.06.2020 წ.

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები და გამოყენების სფერო

1. საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესები (შემდგომ – „წესები“) განსაზღვრავს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლის, რომელზეც დასტურდება, რომ იგი იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა (შემდგომში – საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ეპიდემიოლოგიური (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) კონტროლის (ეპიდემიოლოგიური კონტროლი), მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების წესს და ამ წესების აღსრულებისათვის შესაბამისი უწყებების ფუნქციებს. ეს წესები ასევე განსაზღვრავს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლის (გარდა ტრანზიტისა) ეპიდემიოლოგიური კონტროლის წესს საქართველოს ტერიტორიაზე.

2.  (ამოღებულია - 23.06.20, №1-1/226 – №01-64/ნ – №138).

3. საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ მძღოლებზე ეს წესები არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ სრულდება შემდეგი პირობები:

ა) მძღოლმა, რომელსაც სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტექნოლოგიით ტესტირების შედეგად დადასტურებული ჰქონდა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირება, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ გათვალისწინებულ, სპეციალურად შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში გაიარა შესაბამისი მკურნალობის სრული კურსი;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მკურნალობის გავლა დასტურდება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტაციით ან/და ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით ასახული ინფორმაციით;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  მკურნალობის დასრულებიდან არ არის გასული 2 თვე.

4. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ამ წესებით გათვალისწინებულ ეპიდემიოლოგიურ კონტროლს არ დაექვემდებარა, ხოლო მისი საქართველოს ტერიტორიიდან გასვლამდე ამოიწურა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადა:

ა) საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი ვალდებულია, უზრუნველყოს პირველი სწრაფი მარტივი ტესტირების (ანტიგენზე და ანტისხეულზე) ჩატარება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 72 საათში, ხოლო ყოველი შემდგომი ტესტირება – ამ წესების მე-4 მუხლის შესაბამისად;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლი ვალდებულია, უზრუნველყოს სწრაფი მარტივი ტესტირების ჩატარება ამ წესების 4​1 მუხლის შესაბამისად.

5. სპეციალურად შერჩეული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მკურნალობის გავლის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, მკურნალობის დასრულების დრო) ასახოს შესაბამის პროგრამულ მოდულში.

საქართველოს ეკონომიკისა და მ№1-1/226 – №01-64/ნ – №138 დგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 23 ივნისის ერთობლივი ბრძანება - ვებგვერდი, 24.06.2020 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 17 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება  №1-1/321/№01-90/ნ/№190 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.

 

მუხლი 2. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გასატარებელი ღონისძიებები

1. მებაჟე-ოფიცერი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს (შემდგომ – „მძღოლი“) განუმარტავს, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და გადაადგილებისათვის დადგენილ წესებს, პირობებსა და ვადებს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას მძღოლები ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს. აღნიშნული თერმული სკრინინგის შედეგად ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლი არ დაიშვება საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი გადაყვანილ იქნება შესაბამის ცხელების ცენტრში, სადაც განხორციელდება მისი სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტექნოლოგიით ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) ტესტირების მიზნით, შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება. აღნიშნული მძღოლი ტესტირების პასუხის მიღებამდე დროებით განთავსებულია ცხელების ცენტრში.

3. საბაჟო გამშვებ პუნქტზე (გარდა „სარფისა“) შემოსვლის შემდეგ, თუ თერმული სკრინინგის შედეგად არ დაფიქსირდა ტემპერატურა, მძღოლი ექვემდებარება ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) სწრაფ მარტივ ტესტირებას ანტიგენზე და ანტისხეულზე შესაბამისი სამედიცინო პერსონალის  მიერ სპეციალურ სამედიცინო პუნქტში.

4. საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფიდან“ შემოსული მძღოლი, თუ მას თერმული სკრინინგის შედეგად არ დაუფიქსირდა ტემპერატურა, ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან ერთად გადაყვანილი იქნება 12 კილომეტრის რადიუსში განთავსებულ გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმის“ საბაჟო კონტროლის ზონაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო პერსონალის  მიერ განხორციელდება მძღოლის ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2)  სწრაფი მარტივი ტესტირება ანტიგენზე და ანტისხეულზე.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არ გამოვლინდა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირების შემთხვევა, საჭიროებისამებრ, მძღოლის გადაყვანას ცხელების ცენტრიდან მის სატვირთო სატრანსპორტო საშუალებამდე განახორციელებს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო.

6. ეს მუხლი (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა) არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლებზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასტურდება, რომ მძღოლი იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 23 ივნისის ერთობლივი ბრძანება №1-1/226 – №01-64/ნ – №138 - ვებგვერდი, 24.06.2020 წ.

 

მუხლი 3. ახალ კორონავირუსზე (COVID-19) ტესტირების შედეგები

1. პირველადი სწრაფი მარტივი ტესტირების შედეგი აისახება ფორმაში „სწრაფი მარტივი მეთოდებით (SARS-CoV-2) კვლევის შედეგი“ (დანართი №1), რომელიც გადაეცემა მძღოლს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომ – სსიპ შემოსავლების სამსახური) მიერ.

2. პირველადი სწრაფი მარტივი ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) დადასტურების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (შემდგომ – სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია) ან სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ ხორციელდება მძღოლის გადაყვანა შესაბამის ცხელების ცენტრში, სადაც განხორციელდება მისი სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტექნოლოგიით ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) ტესტირების მიზნით, შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება. აღნიშნული მძღოლი ტესტირების პასუხის მიღებამდე დროებით განთავსებულია ცხელების ცენტრში.

3. სწრაფი მარტივი ტესტირებით თუ მიღებულ იქნება დადებითი შედეგი IgM ან Ag ან IgM/IgG (ორივე ანტისხეულზე), პირი ექვემდებარება გადაყვანას ცხელების ცენტრში კლინიკური დაკვირვებისთვის და PCR ტესტირებისთვის დიაგნოზის განსაზღვრის მიზნით, ხოლო თუ მიღებულ იქნება დადებითი შედეგი მხოლოდ IgG ანტისხეულზე, პირი ითვლება გამოჯანმრთელებულად და ცხელების კლინიკაში გადაყვანას არ ექვემდებარება.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით და ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შესაბამისი მძღოლების გადაყვანას ცხელების ცენტრში განახორციელებს „წითელი ხიდის“, „ყაზბეგის“, „სადახლო-საავტომობილოს“ და „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტებიდან, ხოლო სსიპ – შემოსავლების სამსახური –„ნინოწმინდის“, „კარწახის“, „ვალეს“ და „ლაგოდეხის“ საბაჟო გამშვები პუნქტებიდან, ასევე ფოთის და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებიდან.

5.  ამ მუხლის მე-2 პუნქტის და ამ წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მძღოლის ცხელების ცენტრში გადაყვანის თაობაზე  ინფორმაციის აღრიცხვას ახორციელებს სსიპ – შემოსავლების სამსახური, ხოლო მძღოლის ხელახალი ტესტირების და მისი შედეგების თაობაზე ინფორმაცია აისახება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომ – სსიპ – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი) მიერ შესაბამის პროგრამულ მოდულში, ტესტირების ჩატარებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) საათის განმავლობაში.

6. სსიპ – შემოსავლების სამსახური, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მძღოლის ცხელების ცენტრში გადაყვანის თაობაზე ინფორმაციას აწვდის ტვირთის მფლობელს/იმპორტიორს ან/და მძღოლის დამსაქმებელს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

7. სსიპ – შემოსავლების სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს იმ სატრანსპორტო საშუალების სათანადო დეზინფექცია, რომლის მძღოლის პირველადი სწრაფი მარტივი ტესტირების (ანტისხეულზე და ანტიგენზე) შედეგები დადებითია.

8. ამ მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებში მითითებული ინფორმაცია აღირიცხება შესაბამის პროგრამულ მოდულში, ტესტირების ჩატარებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) საათის განმავლობაში.

9. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არ გამოვლინდა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირების შემთხვევა, საჭიროებისამებრ, მძღოლის გადაყვანას ცხელების ცენტრიდან მის სატვირთო სატრანსპორტო საშუალებამდე განახორციელებს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 10 ივლისის ერთობლივი ბრძანება №1-1/241–01-80/ნ–158 - ვებგვერდი, 10.07.2020 წ.

 

მუხლი 4. საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლის დამატებითი ეპიდემიოლოგიური კონტროლი

1. თუ ამ წესების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველი სწრაფი მარტივი ტესტირების ან მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ტესტირების შედეგად არ გამოვლინდა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირების შემთხვევა, აღნიშნული ტესტირების მომენტიდან საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი ექვემდებარება ყოველ 72 საათში ერთხელ ახალ ტესტირებას (სწრაფი მარტივი ტექნოლოგიით ანტიგენზე და ანტისხეულზე) შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში,  საქართველოში შემოსვლიდან 12 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მძღოლი უკანასკნელი შესაბამისი ტესტირებიდან 72 საათის განმავლობაში დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, შემდეგი საერთაშორისო გადაზიდვის განხორციელების მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სწრაფი მარტივი ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) დადასტურების შემთხვევაში განხორციელდება საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლის სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტექნოლოგიით ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) ტესტირების მიზნით, შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება. აღნიშნული მძღოლი ტესტირების პასუხის მიღებამდე დროებით განთავსებულია ცხელების ცენტრში. აღნიშნული ტესტირების მომენტიდან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 72-საათიანი ვადის ათვლა დაიწყება თავიდან (ტესტირების შედეგად უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში).

3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ტესტირებისათვის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდას უზრუნველყოფს თავად მძღოლი, მისი დამსაქმებელი, შესაბამისი იმპორტიორი/ექსპორტიორი ან სხვა დაინტერესებული პირი.

4. (ამოღებულია - 23.06.20, №1-1/226 – №01-64/ნ – №138).

5. (ამოღებულია - 23.06.20, №1-1/226 – №01-64/ნ – №138).

6. სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლება აქვს, შესაბამისი გაუთვალისწინებელი ან სხვა ობიექტური გარემოებების არსებობისას, ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებს განუსაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული ვადებისგან განსხვავებული ვადები, რომლის შესახებ ინფორმაცია აღირიცხება შესაბამის პროგრამულ მოდულში.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტესტირების შესახებ ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულება ასახავს შესაბამის პროგრამულ მოდულში, ნაცხის აღებიდან ან ტესტირების ჩატარებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) საათის განმავლობაში.

 

შენიშვნა:

1. ამ მუხლის 1-ლი და მე-6 პუნქტებით დადგენილ ვადებში არ ჩაითვლება საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე შესვლიდან „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განსაზღვრული გასვლის დროის მონაკვეთები.

2. საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდგომ, დაუშვებელია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ავტოსადგომის ტერიტორიის დატოვება ხორციელდება საქართველოს ტერიტორიიდან დადგენილი წესით გასვლის მიზნით) აღნიშნული ავტოსადგომის ტერიტორიის დატოვება იმ მძღოლის მხრიდან, რომელსაც განსაზღვრული აქვს შესაბამისი ვადა, ამ მუხლის თანახმად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 ივნისის ერთობლივი ბრძანება №1-1/219 – №01-59/ნ – №133 - ვებგვერდი, 15.06.2020 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 23 ივნისის ერთობლივი ბრძანება №1-1/226 – №01-64/ნ – №138 - ვებგვერდი, 24.06.2020 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 10 ივლისის ერთობლივი ბრძანება №1-1/241–01-80/ნ–158 - ვებგვერდი, 10.07.2020 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 17 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება  №1-1/321/№01-90/ნ/№190 - ვებგვერდი, 18.08.2020 წ.

 

მუხლი 4​1. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლის დამატებითი ეპიდემიოლოგიური კონტროლი

1. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლი, ასევე შესაბამისი ტვირთის მფლობელი, ექსპორტიორი, იმპორტიორი ვალდებულია, დროულად განახორციელოს შესაბამისი სატრანსპორტო/ლოჯისტიკური ოპერაციები და პროცედურები, რათა საქართველოს ტერიტორიის დატოვება მოხდეს „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმით“ დადგენილ ვადებში.

2.  უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლი, რომელსაც არ დაუდასტურდა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირების შემთხვევა, შესაბამის იმპორტიორს ან ექსპორტიორს წარუდგენს ინფორმაციას ამ წესების მე-2 ან/და მე-3 მუხლის შესაბამისად, ჩატარებული ტესტირებ(ებ)ისა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დროის თაობაზე.

3. თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიტვირთება საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით, აგრეთვე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სხვა შემთხვევებში (გარდა ტრანზიტისა), მძღოლი ვალდებულია უზრუნველყოს ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) ტესტირება (სწრაფი მარტივი) შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, მისი უკანასკნელი შესაბამისი ტესტირებიდან ყოველ 72 საათში ერთხელ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მძღოლი უკანასკნელი შესაბამისი ტესტირებიდან 72 საათის განმავლობაში დატოვებს საქართველოს ტერიტორიას).

3​1. იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გასვლა უნდა განხორციელდეს/ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით და ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას გადამაადგილებელი მძღოლი საქართველოს ტერიტორიას არ ტოვებს ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათში, იგი ვალდებულია, უზრუნველყოს პირველი სწრაფი მარტივი ტესტირების ჩატარება აღნიშნულ ვადაში, ხოლო ყოველი შემდგომი ტესტირება – ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

4. ამ მუხლის მე-3 და 3​1 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) ტესტირებისათვის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდას უზრუნველყოფს თავად მძღოლი, შესაბამისი იმპორტიორი/ექსპორტიორი ან სხვა დაინტერესებული პირი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ტესტირების შესახებ ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულება ასახავს შესაბამის პროგრამულ მოდულში, ნაცხის აღებიდან ან ტესტირების ჩატარებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) საათის განმავლობაში.

 

შენიშვნა:

1. ამ მუხლით დადგენილ ვადებში არ ჩაითვლება საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე შესვლიდან „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განსაზღვრული გასვლის დროის მონაკვეთები.

2. საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდგომ, დაუშვებელია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ავტოსადგომის ტერიტორიის დატოვება ხორციელდება საქართველოს ტერიტორიიდან დადგენილი წესით გასვლის მიზნით) აღნიშნული ავტოსადგომის ტერიტორიის დატოვება იმ მძღოლის მხრიდან, რომელსაც განსაზღვრული აქვს შესაბამისი ვადა, ამ მუხლის თანახმად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 ივნისის ერთობლივი ბრძანება №1-1/219 – №01-59/ნ – №133 - ვებგვერდი, 15.06.2020 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 23 ივნისის ერთობლივი ბრძანება №1-1/226 – №01-64/ნ – №138 - ვებგვერდი, 24.06.2020 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 10 ივლისის ერთობლივი ბრძანება №1-1/241–01-80/ნ–158 - ვებგვერდი, 10.07.2020 წ.

 

მუხლი 5. სპეციალური სამედიცინო პუნქტები და ცხელების ცენტრი

1. „სპეციალური სამედიცინო პუნქტი“ – საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საზღვაო ნავსადგურში ან საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული დროებითი სამედიცინო პუნქტი, სადაც განთავსებულია ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) სწრაფი მარტივი ტესტირების სათანადოდ ჩასატარებლად (ანტიგენზე და ანტისხეულზე) ყველა საჭირო აღჭურვილობა. სპეციალური სამედიცინო პუნქტები, მათ შორის, განთავსდება შემდეგ საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „ყაზბეგი“, „სადახლო-საავტომობილო“, „სარფი“, „ნინოწმინდა“, „კარწახი“, „ვალე“ და ლაგოდეხი“. აგრეთვე აღნიშნული პუნქტები განთავსდება ფოთის და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში.

2. „ცხელების ცენტრი“ – „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ გათვალისწინებული შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება.

3. ამ წესების შესაბამისად, სპეციალურ სამედიცინო პუნქტში მძღოლის სწრაფ მარტივ ტესტირებას განახორციელებს სსიპ – შემოსავლების სამსახურის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უფლებამოსილი პირი, რომელსაც გავლილი აქვს სათანადო გადამზადება.

4. სპეციალურ სამედიცინო პუნქტებში სწრაფი მარტივი ტესტირების განმახორციელებელ უფლებამოსილ პირთა რაოდენობას განსაზღვრავს სსიპ – შემოსავლების სამსახური საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

5. სპეციალური სამედიცინო პუნქტების უზრუნველყოფას სწრაფი მარტივი ტესტირების ჩასატარებლად საჭირო საშუალებებით, მათ შორის, პირადი დაცვის აღჭურვილობით და დისტანციური თერმომეტრებით, ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 10 ივლისის ერთობლივი ბრძანება №1-1/241–01-80/ნ–158 - ვებგვერდი, 10.07.2020 წ.

 

მუხლი 6.  პასუხისმგებლობა

1. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი დაარღვევს ამ წესების მე-4 და 4​1 მუხლებით დადგენილ ვადებსა და მოთხოვნებს, აღნიშნულის თაობაზე სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ან სსიპ – შემოსავლების სამსახური ინფორმაციას აწვდის (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის საფუძველზეც მძღოლი დაჯარიმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევი პირი დამატებით ექვემდებარება სწრაფ მარტივ ტესტირებას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

3. ამ წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. საბაჟო კონტროლის ზონაში დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი პირისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებას ახორციელებს სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 ივნისის ერთობლივი ბრძანება №1-1/219 – №01-59/ნ – №133 - ვებგვერდი, 15.06.2020 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 23 ივნისის ერთობლივი ბრძანება №1-1/226 – №01-64/ნ – №138 - ვებგვერდი, 24.06.2020 წ.

დანართი №1

 

სწრაფი მარტივი მეთოდებით COVID-19 კვლევის შედეგი

სახელი, გვარი:

 

პირადი/პასპორტის №

 

ნიმუშის საიდენტიფიკაციო №   

 

ნიმუშის აღების თარიღი და დრო

 

ნიმუშის აღების ადგილი სასაზღვრო პუნქტი

 

საკვლევი მასალა (გახაზეთ)

კაპილარული სისხლი (თითიდან)

 

ცხვირის ნაცხი

 

 

№

გამოკვლევის მეთოდი

კვლევის დასახელება

მიღებული შედეგი

დასაშვები ნორმა

შენიშვნა

1

სწრაფი, მარტივი ქრომატოგრაფიული იმუნო-ანალიზი (სისხლი)

SARS-CoV-2 IgM

□ pos

□ neg

(-) უარყოფითი

neg

 

2

სწრაფი, მარტივი ქრომატოგრაფიული იმუნო-ანალიზი (სისხლი)

SARS-CoV-2 IgG

□ pos

□ neg

(-) უარყოფითი

neg

 

3

სწრაფი, მარტივი ქრომატოგრაფიული იმუნო-ანალიზი (ანტიგენი, ნაცხი)

SARS-CoV-2 Ag

□ pos

□ neg

(-) უარყოფითი

neg

 

 

კვლევა შეასრულა (გვარი, სახელი)  _________________________________    

ხელმოწერა  ______________________________________________________

კვლევის ჩატარების თარიღი: _________________________________________

 

შენიშვნა:

1. კვლევის შედეგი ძალაშია ჩატარებიდან 72 საათის განმავლობაში.

2. SARS-CoV-2 ანტიგენზე ან SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე სწრაფი მარტივი ტესტირების დადებითი კვლევის შედეგი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ან იყავით ინფიცირებული SARS-CoV-2 ვირუსით. დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ, №1-1/208, 05.06.2020, სარეგისტრაციო კოდი 310000000.22.024.016643 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.08.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4889801-5/